საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილისა და თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან ქარუმიძის 2022 წლის 2-5 მაისს სტრასბურგში ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-23
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
წერილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
2-6762/22
18-05-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ
ინფორმაციას, 2022 წლის 2-5მაისს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და თავმჯდომარის პირველი მოადგილის,
ლევან ქარუმიძის სტრასბურგში ვიზიტის შესახებ.
დანართი: 3 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაკა ბოჭორიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ინფორმაცია
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა
ბოჭორიშვილის და თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან ქარუმიძის სტრასბურგში
ვიზიტის შესახებ
2-5 მაისი, 2022 წელი
ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები (სულ 21 შეხვედრა).
პარტიები: ევროპის სახალხო პარტია (EPP) – 7; სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი (S&D) – 7;
კონსერვატორ-რეფორმისტების (ECR) ჯგუფი – 2; განახლებული ევროპა (Renew Europe) – 1;
მწვანეთა პარტია (Greens) – 2; იდენტობა და დემოკრატიის ჯგუფი (ID Group) ჯგუფი – 1;
დამოუკიდებელი დეპუტატი (Non-attached Member) – 1.
ევროპარლამენტარები:
1. ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის (DSCA) ხელმძღვანელი, ევროპარლამენტის
წევრი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფიდან (S&D), მარინა კალიურანდი (Marina Kaljurand);
2. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი (Andrius
Kubilius);
3. საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიკსერი (Sven Mikser);
4. ევრონესტის საპარლამენტოს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტის წევრი მწვანეთა
პარტიიდან, მარკეტა გრეგოროვა (Markéta Gregorová);
5. ევროპარლამენტში ევროკავშირი-რუსეთის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის
ხელმძღვანელი რიხარდ ჩარნეცკი (Richard Czarnecki);
6. ევროპარლამენტის წევრი ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), თავდაცვისა და უსაფრთხოების
ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლუკას მანდლი (Lukas Mandl);
7. ევროპარლამენტის წევრი ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), ინესე ვაიდერე (Inese vaidere);
8. ევროპარლამენტის წევრი ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), ანდრეი კოვატჩევი (Andrey
Kovatchev);
9. ევროპარლამენტის წევრი ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), ევრონესტის საპარლამენტო
ასამბლეის წევრი და LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი ჰალიცკი (Andrzej
Halicki);
10. ევროპარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფიდან (S&D), რამონა სტრუგარიუ
(Ramona Strugariu);
11. ევროპარლამენტის წევრი Renew Europe-დან, ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის
თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) წევრი ბერნარდ გეტა
(Bernard Guetta);
12. ევროპარლამენტის წევრი კონსერვატორ-რეფორმისტების (ECR) ჯგუფიდან, ლარს პატრიკ
ბერგი (Lars Patrique Berg);
13. ევროპარლამენტის წევრი ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის (AFET) წევრი მიხაელ გალერი (Michael Gahler);
14. ევროპარლამენტის წევრი ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის (AFET) წევრი მირიამ ლექსმანი (Miriam Lexmann);
15. ევროპარლამენტის წევრი ევროპარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფიდან
(S&D), კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვიქტორ ნეგრესკუ
(Victor Negrescu);
16. ევროპარლამენტის წევრი ID ჯგუფიდან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) წევრი
იააკ მადისონი (Jaak Madison);
17. ევროპარლამენტის
წევრი
სოციალ-დემოკრატიული
(S&D)
ჯგუფიდან,
საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) წევრი თის როიტენი (Thijs Reuten);
1
18. ევროპარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული (S&D) ჯგუფიდან, ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე
ნაჩო სანჩეზ ამორი (Nachos Sanchez Amor);
19. ევროპარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფიდან (S&D), თავდაცვისა და
უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრი ელენა იონჩევა (Elena Yoncheva);
20. ევროპარლამენტის წევრი მწვანეთა პარტიიდან (Group of the Greens), საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი(Viola von Cramon).
21. დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი ფაბიო მასიმო კასტალდო (Fabio Massimo Castaldo)
მთავარი თემები: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი; კითხვარის შევსების
პროცესი და შემდგომი ეტაპები; ევროკომისიის შეფასებამდე გადასადგმელი ნაბიჯები;
ევროპელი პარტნიორების პოზიციები და რეკომენდაციები; კანდიდატის სტატუსის მინიჭების
მიზნით მხარდაჭერის მობილიზება; საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო; რუსეთის
სამხედრო აგრესია უკრაინაში და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია; საერთაშორისო დონეზე
უკრაინის მხარდაჭერა და ქართული მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები; ჟან მონეს
დიალოგის დაწყება; ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ძირითადი გზავნილები: ევროპარლამენტარებმა შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანების განაცხადზე მხარდაჭერა დააფიქსირეს. ისინი მიიჩნევენ, რომ დროულად უნდა
მოხდეს ასოცირებული ტრიოსთვის (საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) კანდიდატის სტატუსის
მინიჭება. ევროპარლამენტარები სოციალ-დემოკრატიული ჯგუფიდან თვლიან, რომ კანდიდატის
სტატუსი ქვეყანას განცალკევებით, ინდივიდუალურად უნდა მიენიჭოს და არა ერთ პაკეტში.
თუმცა, ზოგადად სამივე ქვეყნის მიმართ მხარდამჭერ გზავნილებს აჟღერებენ.
ევროპარლამენტში არის მოლოდინი, რომ საქართველო რეფორმების პროცესსა და ასოცირების
შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას გააგრძელებს.
ევროპარლამენტარების მხრიდან (განსაკუთრებით რუმინეთიდან) შემოთავაზებულ იქნა
ექსპერტული დახმარება. მათ საქართველოს საპარლამენტოს დელეგაციას გაუზიარეს რჩევები და
რეკომენდაციები კითხვარის შევსების კონტექსტში. აღნიშნა, რომ აუცილებელია კითხვებზე
პასუხები იყოს გულწრფელი, ღია და მაქსიმალურად სწორად ასახავდეს არსებულ ვითარებას;
განმარტა, რომ ქართული მხარისგან მიღებულ პასუხებს ევროკომისია შეადარებს მის ხელთ
არსებულ ინფორმაციას, რომელიც მას ადგილზე სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის ევროკავშირის
მისიიდან აქვს მიღებული; მიუთითა, რომ საკანონმდებლო აქტების კონტექსტში, ევროკომისია
იხელმძღვანელებს ერთგვარი Check-box-ით, რომელიც ორ ასპექტზე იქნება კონცენტრირებული: 1.
აქვს თუ არა ქვეყანას მიღებული ესა თუ ის კანონი და 2. როგორ ხდება ამ კანონის იმპლემენტაცია,
ხომ არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა მისი იმპლემენტაციის კუთხით; აღნიშნა, რომ ევროკომისია
ასევე იხელმძღვანელებს მედიაში (როგორც ქართული, ისე ევროპული) არსებული ინფორმაციით და
ექსპერტების მოსაზრებებით.
ასევე აღინიშნა, რომ ევროკომისიისთვის მარტივი არ იქნება 3 ქვეყნის ერთდროულად შეფასება, მით
უფრო ასეთ მცირე დროში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხაზი გაესვა პასუხების სიზუსტისა და
არგუმენტაციის მნიშვნელობას.
ზოგადად პროცესისადმი ევროკომისიის პოზიციები საკმაოდ დადებითია, რაც პოზიტიური
მოლოდინების საფუძველს იძლევა. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კანდიდატი
ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარების რჩევაა, რომ მთელმა
პოლიტიკურმა სპექტრმა მაქსიმალური ძალისხმევა გაწიოს იმისათვის, რომ ეს საქართველოსთან
მიმართებაში (ისევე როგორც უკრაინის და მოლდოვასათვის) გადაწყვეტილება საფრანგეთის
თავმჯდომარეობის პერიოდში იქნას მიღებული.
2
საყურადღებოა ასევე პოზიციები, ზოგადად გაფართოების პროცესთან დაკავშირებით.
საფრანგეთის პრეზიდენტი ლობირებს ევროკავშირის რეფორმირების საკითხს დაუკავშიროს
შემდგომი გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებები. 9 მაისს შედგება „ევროპის მომავლის“
კონფერენციის შედეგების წარდგენა, რამაც შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს ევროკავშირის შიგნით
ფუძემდებლური ხელშეკრულებების გადახედვის პროცესის დაწყებას, რის შედეგადაც
ევროკავშირში შესაძლოა დამკვიდრდეს გადაწყვეტილებების კვალიფიციური უმრავლესობით
მიღების მექანიზმი. აღნიშნულ პროცესს სავარაუდოდ ევროკავშირში შიგნით ხანგრძლივი
დისკუსია და დიდი ძალისხმევა დაჭირდება. შესაბამისად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება
დროულად არის მნიშნველოვანი, ვინაიდან, შესაძლოა მსგავსი შესაძლებლობა საქართველოსთვის
დიდ ხანს აღარ ჰქონდეს.
ევროპარლამენტარები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას, თუმცა, ამბობენ, რომ კანდიდატის
სტატუსის მინიჭება იქნება პოლიტიკური ჟესტი, მაგრამ ის გზა რაც ევროკავშირში გაწევრიანებამდე
არის აუცილებელი ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა გაიაროს და ეს მიდგომა არ შეიცვლება.
მოლდოვას პრეზიდენტისა და ხელისუფლების მიმართ ზოგადად ევროპარლამენტში უპირობოდ
ლოიალური დამოკიდებულება აქვთ. ევროპარლამენტარები სოლიდარობას გამოხატავენ
მოლდოვას მიმართ და აცხადებენ, რომ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური და ფინანსური
მხარდაჭერა, რადგან მოლდოვამ, ერთ სულ მოსახლეზე (per capita), ყველაზე მეტი ლტოლვილი
მიიღო.
ამასთან, რუმინელი ევროპარლამენტარების განცხადებით, რუმინეთმა მოლდოვას ძალიან დიდი
ექსპერტული დახმარება გაუწია კითხვარის შევსების პროცესში. მათი თქმით, რუმინეთში ყველა
სახელმწიფო უწყებაში არიან საჯარო მოხელეები ვინც მოლდოვაზე მუშაობენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპარლამენტში ზოგადად განწყობები იქმნება სხვადასხვა გზებითა და
კომუნიკაციის არხებით, რომლის საშუალებითაც უმეტეს შემთხვევაში ვრცელდება
დეზინფორმაცია, რაც ქვეყნის იმიჯზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ევროპარლამენტში საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა წყაროებიდან გავრცელებული
ინფორმაციები მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც „პრო-რუსული“ ქვეყნის წარმოჩენასა და
მიმართულია იმ განწყობის შესაქმნელად, რომ თითქოს ქვეყანას უკუსვლა აქვს ევროინტეგრაციის
პროცესში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების სტრასბურგში ვიზიტის პარალელურად
ევროპარლამენტში იმყოფებოდა და ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა საქართველოს
ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
(AFET) წევრები მიხაელ გალერი და მირიამ ლექსმანი, ასევე ევროპარლამენტის საქართველოევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ.
3