საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის (ლალი კუტალაძე) მიერ წარმოდგენილ „თარჯიმნების შესახებ“ (№1-4584/22; 13.04.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-6775/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-23
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-6775/22 18-05-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დასკვნა თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის (ლალი კუტალაძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „თარჯიმნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4584/22; 13.04.2022). საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2022 წლის 18 მაისს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო წინადადება. I . საკანონმდებლო წინადადების არსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს მთარგმნელობითი სფეროს მოწესრიგებას და თავისი შინაარსით მეტად მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. იგი პრაქტიკულად მთარგმნელობითი საქმიანობის სამართლებრივი რეგლამენტაციის პირველი მცდელობაა. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პირველად საქართველოს პარლამენტს წარედგინა 2019 წლის 15 მარტს. იმ დროისათვის განსახილველი კანონპროექტი შეიცავდა მნიშვნელოვან კონცეპტუალურ და სამართლებრივ ხარვეზებს, რომელთა გამო საკანონმდებლო წინადადება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 27.02.2020 გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა უარყოფილად. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით საკითხს აქტუალობა არ დაუკარგავს და ის უცილობრივ საჭიროებს სამართლებრივ მოწესრიგებას. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით აუცილებელია თარჯიმანთა თავმოყრა ერთ სივრცეში. ამჟამად არ არსებობს ორგანო, რომელიც უნდა აწარმოებდეს თარჯიმანთა აღრიცხვას. არავინ იცის რამდენი თარჯომანია საქართველოში და ვინ სად მუშაობს. რომელი ენების თარჯიმნები გვქავს და რომელი ენების არა. გააჩნიათ თუ არა მათ შესაბამისი კვალიფიკაცია, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი თარჯიმნობის მოთხოვნებს. თარჯიმნების შესახებ კანონის მიღება უზრუნველყოფს თარჯიმნების თავმოყრას ერთ სივრცეში, მათ აღიცხვას და რეგისტრაციას, დალაგებას ენების და სტაუსის მიხედვით, მათ სერტიფიცირებას და ლიცენზირებას. წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი თავი მოიცავს ზოგად დებულებებს, რომლითაც განსაზვრულია თუ ვინ არის თარჯიმანი, რას მოიცავს მთარგმნელობითი საქმიანობა, ასევე დადგენილია მთარგმნელობითი საქმიანობის პრინციპები. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კანონპროექტის მე-2 თავი ეძღვნება თარჯიმნის ზოგად უფლება-მოვალეობებს. თავი მე-3 კი თარჯიმნების და თარგმანთა ერთიან რეესტრს. ამ თავით განსაზღვრულია ნაფიცი თარჯიმნის, სერტიფიცირებული თარჯიმნის, მთარგმნელ-თარჯიმნის და დამწყები თარჯიმნის სტატუსები. კანონპროექტით შემოტანილია კონსულტანტის და ლიტერატურული თარჯიმნის ცნებები. თავი IV ადგენს საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების წესს და პირობებს, ხოლო თავი V თარჯიმანთა ასოციაციის წევრობას. VI და VII თავები მოიცავს მთარგმელობითი საქმიანობის ორგანიზებას და საქართველოს თარჯიმანთა ასოციაციის წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. VIII თავით დადგენილია თარჯიმნის პასუხისმგებლობა, მისი წახალისება და სამართლებრივი დაცვა. კანონპროექტის IX თავი ადგენს ურთიერთობებს სასამართლოსთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სანოტარო ბიუროებთან და სხვა ორგანიზაციებთთან. II. კომიტეტის შეფასება წარმოდგენილი კანონპროექტით გადაწყვეტილი არ არის მნიშვნელოვანი კონცეპტუალური და სამართლებრივი საკითხები. კერძოდ: 1.კანონპროექტში ცალკე მუხლად არ არის გამოტანილი ტერმნთა განმარტება, რომლითაც განმარტებული იქნება კანონში გამოყენებული ტერმინები. ეს ტერმინები ნაწილობრივ განმარტებულია კანონპროექტის ცალკეულ მუხლებში, თუმცა ყველა არა. 2. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით თარჯიმანი სრულყოფილად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას - ქართულ ენას. ეს პუნქტი უნდა დაზუსტდეს ვინაიდან კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ,,საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზური“. 3. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით თარჯიმანი გაწევრიანებულია ან შეიძლება გაწევრიანდეს საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციაში. გაწევრიანება ნებაყოფლობითია. ეს დებულება მეორდება კანონპროექტის მე-10 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში. გარდა ამისა, თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანების ნებაყოფლობითობა საეჭვო ხდება კანონპროექტის მე - 7 მუხლით. კერძოდ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით მთარგმნელ - თარჯიმანს კვალიფიკაციას და ლიცენზიას ანიჭებს ასოციაცია. აღსანიშნავია, რომ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით დამწყები თარჯიმანი უნდა გახდეს ასოციაციის წევრი და გაიაროს ასოციაციის გამგეობის მიერ დამტკიცებული პროფესიული დახელოვნების სამთვიანი პროგრამა და მისი დამთავრების შემდეგ ჩააბაროს ასოციაციის შიდა გამოცდა. შესაბამისად კანონპროექტით უნდა განისაზღვროს რომელი თარჯიმანის (ნაფიცი თარჯიმნის, სერტიფიცირებული თარჯიმნის, მთარგმნელ-თარჯიმნის, დამწყები თარჯიმნის) გაწევრიანებაა ნებაყოფლობითი ასოციაციაში. 4. კანონპროექტის მე-2 მუხლით განმარტებულია რა ითვლება ოფიციალურ და არაოფიციალურ დოკუმენტებად. აღნიშნული განმარტებები არასრულია და შეიცავს უზუსტობებს. კერძოდ, ოფიციალურ დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი საბუთი, რომელიც ხელმოწერილი და ბეჭედდასმულია ორგანიზავიის ხელმძღვანელი პირის მიერ. ეს ჩანაწერი არ მოიცავს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს. გარდა ამისა, გაუგებარია ორგანიზაციაში იგულისხმება თუ არა საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 5. კანონპროექტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით თარჯიმანს უფლება აქვს უარი განაცხადოს მთარგმელობით საქმიანობაზე ზეპირი თარგმანის დროს თუ ეს ლახავს მის პირად ღირსებას და სახელმწიფო ინტერესებს. აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი უფლებამოსილებაა და შესაბამისად კანონპროექტში განმარტებული უნდა იყოს რა ჩაითვლება სახელმწიფო ინტერესების შელახვად და ზემოაღნიშნული უფლება ვრცელდება თუ არა სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში განხორციელებულ თარგმანზე საპროცესო მოქმედების განხორციელებისას. 6. კანონპროექტის მე-6 მუხლის მიხედვით თარგმანთა ერთიანი რეესტრი იქმნება ერთიანი სანოტარო რეესტრის მსგავსად. ასეთი ჩანაწერი მიუღებელია საკანონმდებლო აქტში. ამ მუხლში ნათლად უნდა ჩანდეს რეესტრის შექმნის მიზანი, რეესტრის სტატუსი, უფლებამოსილილება და სტრუქტურა. გარდა ამისა, მე-6 მუხლის შინაარსიდან არ ჩანს რატომ იგზავნება ნაფიცი მსაჯულის მიერ შესრულებული თარგმანი რეესტრში, თუ ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დოკუმენტები რომლებიც არ საჭიროებენ ნოტარიულ დამოწმებას რეესტრში არ იგზავნება. 7. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით რეესტრიდან თარგმნილი საბუთის ამოღების უფლება საბუთის გამგზან პირებთან ერთად აქვთ თაერჯიმანთა ასოციაციის წევრებს ან მათ მიერ უფლებამოსილ პირებს. გაუგებარია ამ პირთა ჩართვა ჩამონათვალში, ისევე როგორც გაუგებარია ვინ შეიძლება იყვნენ უფლებამოსილი პირები და რა მიზნით უნდა ამოიღონ ნათარგმნი დოკუმენტები. 8. კანონპროექტის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტით ნოტარიუსი ამოწმებს მხოლოდ სერტიფიცირებული თარჯიმნის მიერ თარგმნილ და ცოცხლად ან ელექტრონულად ხელმოწერილ დოკუმენტს. აღნიშნული ნორმა ბუნდოვანია და უნდა დაზუსტდეს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და კანონი ,,ნოტარიატის შესახებ“ განასხვავებს ,,სანოტარო დამოწმებას“ და ,,სანოტარო წესით დადასტურებას“. მე-9 პუნქტში საუბარია თარგმნილი დოკუმენტის დამოწმებაზე რაც სცილდება ნოტარიუსის კომპეტენციის ფარგლებს. 9. კანონპროექტის მე-7 მუხლით ნაფიც თარჯიმანს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მთარგმნელობითი კომპეტენციის დამადასტურებელი საკვალიფიკაციო გამოცდები უცხო ენაში (ენებში) და ქართულ ენაში. აქვს მინიჭებული სერტიფიცირებული თარჯიმნის კვალიფიკაცია და გააჩნია სერტიფიცირებული თარჯიმნის ლიცენზია. ნაფიცი თარჯიმანი ენის ცოდნის გამოცდას აბარებს გამოცდების ეროვნულ ცენტრში. კანონპროექტის მე-9 მუხლის მიხედვით ნაფიცი და სერტიფიცირებული თარჯიმნები საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში. გაუგებარია რატომ უნდა ჩააბარონ თარჯიმნებმა საკვალიფიკაციო გამოცდა ეროვნულ ცენტრში, ვინ უნდა შეადგინოს შესაბამისი პროგრამა, ვინ უნდა დანიშნოს ზეპირი ან წერილობითი გამოცდა და აქვს თუ არა ცენტრს ასეთი გამოცდის ჩატარების კომპეტენცია და შესაძლებლობა. გარდა ამისა, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საჭირო იქნება კვალიფიკაციის მინიჭება. ამ მუხლიდან არ ჩანს კვალიფიკაციის მიმნიჭებელი სუბიექტი. ასევე არ ჩანს ვინ გასცემს სერტიფიკატს. მე-7 მუხლის პირველი პუნქტით ნაფიცი თარჯიმანი დამატებით აბარებს გამოცდას იუსტიციის სამინისტროში შესაბამისი ტრეტინგის გავლის შემდეგ. გაუგებარია რა სახის ტრენინგი იგულისხმება ამ პუნქტში და რატომ ბარდება დამატებითი გამოცდა იუსტიციის სამინისტროში, როცა საკვალიფიკაციო გამოცდები ეწყობა გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში. რას ემსახურება ამ გამოცდის ჩაბარება და რა უნდა დაადასტუროს? ასევე გაუგებარია რა შინაარსის ფიცს დებს ნაფიცი თარჯიმანი, ვის წინაშე და რით განსხვავდება მისი პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობისაგან? მაგალითად სერტიფიცირებული თარჯიმნის 10. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით სერტიფიცირებულ თარჯიმანს აქვს ჩაბარებული მთარგმნელობითი კომპეტენციის დამადასტურებელი, საკვალიფიკაციო გამოცდები უცხო ენაში (ენებში) და ქართულ ენაში. აქვს მინიჭებული სერტიფიცირებული თარჯიმნის კვალიფიკაცია და გააჩნია სერტიფიცირებული თარჯიმნის ლიცენზია. ამ პუნქტთან მიმართებით შენიშვნა ანალოგიურია ნაფიცი თარჯიმნის მიმართ გამოთქმული შენიშვნისა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ სერტიფიცირებული თარჯიმანი თავის საქმინობას ახორციელებს როგორც სანოტარო მოქმედებისას ისე ნებისმიერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის, რაც ქმნის გაუგებრობას და საჭიროებს დაზუსტებას გამომდინარე საკანონმდებლო აქტებში. 11. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით მთარგმნელ - თარჯიმანი არის დიპლომირებული თარჯიმანი, რომელიც წლებია მუშაობს ამ სფეროში და გააჩნია დიდი გამოცდილება. მის თარგმანს განსხვავებით სერტიფიცირებული თარჯიმნისა არ ამოწმებს ნოტარიუსი, თუმცა მას მინიჭებული აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია და ფლობს ლიცენზიას. მასაც როგორც სერტიფიცირებულ თარჯიმანს უფლება აქვს თავისი საქმიანობა განახორციელოს ნებისმიერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის. აღნიშნული ქმნის გაუგებრობას და საჭიროებს დაზუსტებას. უნდა დაკონკრეტდეს ასევე მთარგმნელ - თარჯიმნის მუშაობის და გამოცდილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებული საკითხი. გარდა ამისა, უნდა განიმარტოს რას ნიშნავს ტერმინი ,,დიპლომირებული თარჯიმანი“. 12. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით დამწყები თარჯიმანი არის დიპლომირებული უცხო ენების მცოდნე პირი, რომელსაც არ გააჩნია მთარგმნელობითი გამოცდილება. ის ხდება ასოციაციის წევრი და აბარებს აცოციაციის შიდა გამოცდას. გამოცდის ჩაბარების შემდეგ მას ენიჭება დამწყები თარჯიმნის კვალიფიკაცია და იღებს ლიცენზიას. მას უფლება აქვს თარგმნოს საბუთები კურატორი (მენტორი) თარჯიმნის მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე გაწიოს ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურება მენტორის წერილობითი რეკომენდაციის არსებობისას. ამ შემთხვევაშიც დასაზუსტებელია ვინ ანიჭებს კვალიფიკაციას და ვინ გასცემს სერთიფიკატს დამწყებ თარჯიმანს. ასევე უნდა განიმარტოს ,,მენტორი თარჯიმნის“ ცნება და უფლებამოსილება. 13. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით კონსულტანტი არის ნებისმიერი პროფესიის დიპლომირებული პირი (ექიმი, იურისტი, ინჟინერი და ა. შ.), რომელმაც იცის უცხო ენა და ეხმარება თარჯიმანს თარგმნაში. აქაც, ისევე როგორც ზემოხსენებულ შემთხვევაში უნდა დაზუსტდეს რას ნიშნავს დიპლომირებული პირი. ასევე უნდა განისაზღვროს კონსულტანტის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, მისი თარჯიმანთან ურთიერთობის ფორმა და ანაზღაურების საკითხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 14. კანონპროექტის მე-8 მუხლით ნებისმიერ ფილოლოგს, ვისაც გააჩნია უცხო ენის ფილოლოგიის დიპლომი, თარგმანის ნება-სურვილი და დარწმუნებულია საკუთარ კომპეტენციაში, შეუძლია ლიტერატურული თარგმანის განხორციელება. ლიტერატურის თარჯიმანს არ ევალება გამოცდის ჩაბარება, სერტიფიცირება და ლიცენზირება. აღნიშნული ნორმა საჭიროებს დაზუსტებას ლიტერატურული ნაწარმოების თარჯიმნის უფლებამოვალეობების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საავტორო უფლება თარგმანზე ასახულია კანონში ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“. 15. კანონპროექტის მე-13 მუხლის მიხედვით ნაფიც და სერტიფიცირებულ თარჯიმანს მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელება შეუძლია როგორც ინდივიდუალურად, ასევე უფლება აქვს ჩამოაყალიბოს მთარგმნელობითი ცენტრი. ასოციაციის ფილიალებში და/ან მთარგმნელობით ცენტრებში მომუშავე თარჯიმნები ხელმძღვანელობენ საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის საერთო კრების მიერ შემუშავებული წერის ნორმებით და წესებით. გაუგებარია რა წერის ნორმებზე და წესებზეა ამ მუხლში საუბარი და რას ემსახურება იგი. 16. კანონპროექტის მე-14 მუხლის მიხედვით საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაცია არის წევრობაზე აგებული არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც კანონით მინიჭებული ექნება უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებები. ამ ორგანიზაციის დასახელება ემთხვევა საკანონმდებლო წინადადების წარმომდგენი ორგანიზაციის დასახელებას და რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ უნდა მოხდეს ყველა თარჯიმნის გაერთიანება, რაც პრინციპულად მიუღებელია. 17. კანონპროექტის 25-ე, 26-ე, 27-ე და 28-ე მუხლებით გათვალისწინებულია ურთიერთობები სასამართლოსთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სანოტარო ბიუროებთან და სხვა ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ამ მუხლებში საუბარია მომსახურების გამწევ სუბიექტებზე (მაგ. თარჯიმანი, მთარგმნელობითი ცენტრი, ასოციაცია და მისი ფილიალი). საყურადღებოა, რომ აღნიშნული საკითხი ასახული უნდა იყოს განსახილველი კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტებში (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პოლიციის შესახებ“ ,,ნოტარიატის შესახებ“და ა.შ.). წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს როგორც ზოგადი პრინციპების ასევე კონკრეტული ნორმების თვალსაზრისით. კანონპროექტით მართებულად არ არის გასაზღვრული მთარგმნელობითი საქმიანობის ინსტიტუციური მოწყობის საკითხი. კანონპროექტი თავისი შინაარსით სცდება განათლებისა და მეცნიერების სფეროს და დაკავშირებულია სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან, პოლიციასთან, ნოტარიატთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია შესაბამისი საკითხების შეთანხმება ამ ინსტიტუციებთან. გარდა ამისა, აუცილებელია კანონპროექტის დახვეწა კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ კანონპროექტზე არსებობს თარჯიმანთა არაერთგვაროვანი მოსაზრებები. თარჯიმანთა ნაწილი აპროტესტებს წარმოდგენილ კანონპროექტს და არ მიიჩნევს მას მისაღებად. კანონპროექტის მიმართ თარჯიმანთა საერთო პოზიციის არსებობის შემთხვევაში კომიტეტი მზად არის დაუბრუნდეს ამ საკითხის განხილვას სამუშაო ჯგუფის ფორმატში. III. დასკვნითი ნაწილი ზემოთ აღნიშნული დათქმით კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და უარყოფილად ცნო იგი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი