საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე რატი ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილ 14 აპრილის სახელმწიფო ენის დღედ გამოცხადების თაობაზე (№1-4960/22; 21.04.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-6774/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-23
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-6774/22 18-05-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქე რატი ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე 14 აპრილის სახელმწიფო ენის დღედ გამოცხადების თაობაზე (№1-4960/22; 21.04.2022). საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2022 წლის 18 მაისს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო წინადადება. I . საკანონმდებლო წინადადების არსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით 14 აპრილი აღინიშნება როგორც ,,დედაენის დღე“ და ეს ტერმინი არ შეესაბამება იმ ისტორიულ მოვლენას, რომლის გამოც ჩვენი სახელმწიფო 14 აპრილს აღნიშნავს. კერძოდ, 1978 წლის 14 აპრილს ხალხი ქუჩაში გამოვიდა არა დედაენის დასაცავად, არამედ სახელმწიფო ენის სტატუსის დასაცავად. აქედან გამომდინარე 14 აპრილი არის და სამართლებრივად უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო ენის დღედ. II. კომიტეტის შეფასება წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში მართებულად არის გადმოცემული 1978 წლის 14 აპრილს განვითარებული პროცესები. უდავოა, რომ საბჭოთა საქართველოს რეალობაში 14 აპრილი იყო არა დედაენის, არამედ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვის დღე. რაც შეეხება 14 აპრილის სახელმწიფო ენის დღედ გამოცხადებას, აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ,,სახელმწიფო ენის დღის სამართლებრივად გამოცხადება“ ნიშნავს შესაბამისი საკანომდებლო ცვლილების განხორციელებას საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსში“, რომლის 30-ე მუხლით დადგენილია უქმე დღეები. თუ ასეთი ცვლილება განხორციელდება 14 აპრილი იქნება უქმე ანუ არასამუშაო დღე. როგორც ცნობილია 14 აპრილი ყოველ წელს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებულ ელფერს მატებს ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დროს შესაბამისი ღონისძიებების გამართვა, რომელშიც მონაწილეობენ მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და ა.შ. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ 14 აპრილის აღნიშვნას სათანადო ყურადღებას უთმობს საქართველოს მთავრობა, რომლის ძალისხმევითაც ყოველწლიურად, ქვეყნის სხვადსხვა რეგიონებში უზრუნველყოფილია შესაბამისი ღონისძიებების გამართვა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების განხორციელება და 14 აპრილის უქმე დღედ დადგენა. 14 აპრილის ისტორიული მნიშვნელობის კანონმდებლობაში სათანადოდ ასახვის მიზნით კომიტეტს შესაძლებელად მიაჩნია მსჯელობის გაგრძელება სამუშაო ჯგუფის ფორმატში, დაინტერესებული ინსტიტუციების ჩართულობით. თუ საკითხის განხილვისას გამოიკვეთა საკანონმდებლო აქტებში ცვლილების შეტანის აუცილებლობა, კომიტეტი განახორციელებს შესაბამისი კანონპროექტის ინიციირებას. III. დასკვნითი ნაწილი ზემოთ აღნიშნული დათქმით კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და უარყოფილად ცნო იგი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი