საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინფორმაცია 2022 წლის 18 მაისის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საქართველოს პარლამენტის წევრის ედიშერ თოლორაიას არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-05-18
კომიტეტის სხდომის ნომერი 56
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის სხდომის
დღის წესრიგი
18 მაისი 2022 წ. 14 00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
1. „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ფრაქციის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-3/201; 27.04.2022) (წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; სავალდებულო:
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე - 06.05-06.06. სხვა კომიტეტზე - 06.05-23.05) (პასუხისმგებელი პირები: ხ.
ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ი. ქველაძე)
მომხსენებლები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი - საქართველოს პარლამენტის წევრები.
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი
შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები:
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ
კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/207;
04.05.2022) (კანონპროექტი განიხილება დაჩქარებული წესით) (წამყვანი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
სავალდებულო: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი) (ვადები: წამყვან კომიტეტზე: 16.0527.05. სხვა კომიტეტზე: 16.05-27.05) (პასუხისმგებელი პირები: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ი.ქველაძე)
მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა
(საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7
ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის" №6 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (№07-2/142; 04.05.2022)
(წამყვანი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; სავალდებულო: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის,
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობათა და სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტები)(ვადები: წამყვან კომიტეტზე -11.05-14.06. სხვა კომიტეტზე - 11.05-31.05) (პასუხისმგებელი
პირები: ხ. ხვიჩია, დ. გოგოლაძე)
მომხსენებელი: მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე.
4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2020 წლის 13 ივლისის
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების
(ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“ (№07-2/143;
04.05.2022) (წამყვანი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; სავალდებულო: რეგიონული პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტები)(ვადები: წამყვან კომიტეტზე -11.05-14.06. სხვა კომიტეტზე - 11.05-31.05) (პასუხისმგებელი პირები: გ.
დოლიშვილი, თ. კალანდარიშვილი)
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ეკატერინე გუნცაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
5. საორგანიზაციო საკითხი: კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: სოზარ სუბარი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
თავმჯდომარე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
სხდომის ოქმი N56
18 მაისი 2022 წ. 14 00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
სხდომის თავმჯდომარე:
სოზარ სუბარი
(კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: სოზარ სუბარი (კომიტეტის თავმჯდომარე), ირაკლი
ზარქუა (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ბექა დავითულიანი, ედიშერ
თოლორაია, ანზორ ბოლქვაძე, ზაურ დარგალი, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძის
ადგილმონაცვლე გურამ მაჭარაშვილი, ანი წითლაძე;
სხდომას არ ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ლევან იოსელიანი, დავით უსუფაშვილი, გიორგი
ხოჯევანიშვილი;
კომიტეტის
აპარატის
თანამშრომლები:
აპარატის
უფროსი:
სულიკო
ბეჟანიძე,
კომიტეტის
თავმჯდომარის თანაშემწე ნ. ლეკიშვილი, აპარატის თანამშრომლები: ხ. ხვიჩია, მ. გოგებაშვილი, რ.
ხიზანიშვილი, თ. კალანდარიშვილი, გ. დოლიშვილი, ბ. ქველაძე,
მოწვეული სპეციალისტები: ი.
ქველაძე, ზ. წიკლაური, დ. გოგოლაძე, თ. ნონიაშვილი;
სხდომაზე მოწვეულები:
1. მაია ბითაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი
2.მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილე.
3. მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
4. გიორგი კალანდაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრატეგიული
კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსს მოადგილე
5. მაგდა პოპიაშვილი - არასამთვრობო ორგანიზაცია -,,საქართველოს მედიაკლუბი“;
6. რუსუდან მაჩაიძე - არასამთვრობო ორგანიზაცია - ,,საქართველოს მედია-კლუბი“
7. ნინო კაპანაძე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა რეგიონული
თვითმმართველობის კომიტეტის 9 წევრის დასწრებით. (კვორუმი - 7)
პოლიტიკისა
და
დღის წესრიგი: (პროექტები)
1
1.„ქართული ოცნება“ საპარლამენტო ფრაქციის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/201; 27.04.2022) (წამყვანი: იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი; სავალდებულო: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები) (ვადები: წამყვან კომიტეტზე 06.05-06.06. სხვა კომიტეტზე - 06.05-23.05) (პასუხისმგებელი პირები: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი,
ი. ქველაძე)
მომხსენებლები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი - საქართველოს პარლამენტის წევრები.
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი
შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
ორგანული
კანონების
პროექტები:
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ
კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“ (№073/207; 04.05.2022) (კანონპროექტი განიხილება დაჩქარებული წესით) (წამყვანი: იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი; სავალდებულო: რეგიონული პოლიტიკისა
და თვითმმართველობის
კომიტეტი)
კომიტეტზე:
(ვადები:
წამყვან
კომიტეტზე:
16.05-27.05.
სხვა
16.05-27.05)
(პასუხისმგებელი პირები: ხ. ხვიჩია, რ. ხიზანიშვილი, ი.ქველაძე)
მომხსენებელი: გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი
3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა
(საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7
ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის" №6 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (№07-2/142; 04.05.2022)
(წამყვანი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; სავალდებულო: რეგიონული პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საგარეო
ურთიერთობათა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტები) (ვადები: წამყვან
კომიტეტზე -11.05-14.06. სხვა კომიტეტზე - 11.05-31.05) (პასუხისმგებელი პირები: ხ. ხვიჩია, დ.
გოგოლაძე)
მომხსენებელი: მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე.
2
4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2020 წლის 13 ივლისის
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო
შეთანხმების (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“
(№07-2/143; 04.05.2022) (წამყვანი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; სავალდებულო: რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები)(ვადები: წამყვან კომიტეტზე -11.05-14.06. სხვა
კომიტეტზე - 11.05-31.05) (პასუხისმგებელი პირები: გ. დოლიშვილი, თ. კალანდარიშვილი)
მომხსენებლები: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ეკატერინე გუნცაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
5. საორგანიზაციო საკითხი: კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: სოზარ სუბარი - კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
I მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პირველი მოსმენით წარმოადგინა .„ქართული
ოცნება“ საპარლამენტო ფრაქციის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“, მისი ინფორმაციით, მთავარი მიზანი წარმოდგენილი ინიციატივის არის
დედაქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურის
საპარკინგე სისტემის გაუმჯობესება და ასევე (M1 კატეგორიის) მსუბუქი ავტომობილისტაქსებისთვის ე.წ ბასლეინებში მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის დარეგულირება.
საკანონმდებლო პაკეტი რამოდენიმე ძირითადი მიმართულებისგან შედგება, რომელთაგან
ყველაზე უმთავრესი არის ტაქსების ბასლეინებში კანონიერი მოძრაობის საკითხი. როგორც
მოგეხსენებათ დედაქალაქში არსებულ ყველა გამზირზე ეტაპობრივად მოეწყობაა საავტობუსე
ზოლები, შესაბამისად ტაქსებისთვის გარკვეულწილად რთულდება მგზავრების უსაფრთხოდ
ჩასხდომა/გადმოსხდომის საკითხები, იმ შემთხვევაში თუ საავტობუსე ზოლში ტაქსი გააჩერებს
იგი მოქმედი კანონმდებლობით ექვემდებარება დაჯარიმებას. საქართველოს ადმინისტრაციული
სამართლდარღვევათა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსში წარმოდგენილი
ცვლილებების შესაბამისად, მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე
განსაზღვროს სპეციალური ადგილები, სადაც ტაქსებს კანონიერად ექნებათ მგზავრთა ჩასხდომის
ან/და გადმოსხდომის საშუალება, რაც დამატებით საფრთხეს არ შეუქმნის საგზაო მოძრაობას და
ყველაზე მთავარი არ შეაფერხებს ამ ზოლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გააადგილებას.
საკანონმდებლო პაკეტის მეორე ძირითადი მიმართულება შეეხება ერთის მხრივ ჯარიმების
3
კორექტირებას, ხოლო მეორეს მხრივ ახალი ჯარიმების შემოღებას, რომელიც საპარკინგე სისტემის
გამართულობას და ფუნქციონირებას აფერხებს. რაც შეეხება ზოგადი პარკირების ჯარიმის ზრდას,
მოქმედი კანონმდებლობით ჯარიმის საფასური განსაზღვრულია 10 ლარის ოდენობით, რაც არ
არანაირად არ არის შემაკავებელი ფაქტორი და ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ჯარიმის გადახდა
უღირს ავტომობილის მძღოლს, ხოლო მეორეს მხრივ მის მიერ არასწორი პარკირება რაელურად
აფერხებს ხშირ შემთხვევაში არათუ საგზაო მოძრაობას, არამედ ფეხით მოსიარულეთა
გადაადგილებას. შესაბამისად, სწორედ ამითაა გამოწვეული 10 ლარის 50 ლარამდე გაზრდა.
შემდეგი ცვლილებები ეხება არსებული ჯარიმების გაზრდას 100 ლარით, მიტოვებული დიდი
გაბარიტების ავტომობილის მძღოლთათვის, რომლებიც ხშირად იკავებენ მსუბუქი ავტომობილის ან
ტაქსისთვის გამოყოფილ საპარკინგე ადგილს, ასევე მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომელიც
შემოდის იმ შემთხვევაში თუ საპარკინგე ადგილი განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთათვის, ასევე ველო ბილიკის გადაადგილებისთვის, ტაქსის და ელექტრო ძრავიანი
ავტომობილის პარკირებისათვის იმ შემთხვევაში თუ ამ ლოტებზე მანქანას გააჩერებენ მსუბუქი
ავტომობილის მძღოლები, ისინი
50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდებიან და
დაექვემდებარებიან დაუყონებლივ ევაკუაციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალიტეტში საპარკინგე სისტემის მოწყობის დროს სპეციალურად
გამოიყოფა ადგილები ტაქსებისთვის და ელექტრო ძრავიანი მანქანების წახალისებისთვის.
რაც შეეხება ცვლილებებს, რომელიც ეხება უბილეთო მგზავრობას, მოგეხსენებათ სატრანსპორტო
პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება დედაქალაქში არის მგზავრობისთვის გადასახადი ტარიფების
გადახდის პროცესის ინტეგრირება, რომლის მიხედვით გადახდა ხდება როგორც სამარშუტო ტაქსის,
ავტობუსის, საბაგიროს და მეტროსთვის ერთიანი სისტემით და მგზავრებს აქვთ უფლება გამოყოფილ
დროს და შესაბამისი სააბონენტო სერვისით ისარგებლონ ერთიანად ყველა საზოგადოებრივ
ტრანსპორტში. შეაბამისად, უბილეთო მგაზრობის ნაწილი
კანონმდებლობით იყო
დაურეგულირებელი. მაგალითად, თუ ავტობუსში უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმდებოდა
მოქალაქე ეხლა ეს გავრცელდება როგორც საბაგიროთი, ასევე მეტროთი მგზავრობის დროსაც.
დავამატებ, რომ ასევე შემოდის ახალი სერვისი იმ შემთხვევაში, თუ ხდება ავტომობილის მძღოლის
პარკირების წესებისთვის დაჯარიმება და ქვითარი განთავსდება საქარე მინაზე დამატებით სერვისად
ინფორმაცია დამრღვევს კანონპროექტის მიღების შემდგომ
გაეგზავნება ელექტროლნული
საშუალებით, კერძოდ SMS-ით.
აზრი გამოთქვეს და მომხსენებელს შეკითხვით მიმართეს:
ბექა დავითულიანი: მართლაც კარგი ინიციატივაა, რომლის შედეგად ბევრად უფრო დაცული
ხდება ფეხით მოსარულეების, შშმ პირთა, ველო ბილიკით მოსარგებლეთა და ყველა
სატრანსპორტო მოძრაობის იმ წევრის უფლება, რომელიც არ მოიხმარს ავტომობილს, ამიტომ მხარს
დაუჭერ და მივესალმები წარმოდგენილ ინიციატივას.
ანა წითლიძე: როგორც მივხვდი საქართველოს მოსახლეობას ჯარიმის საფასური არასწორ
პარკირებაზე 10 ლარიდან იზრდება 50 ლარამდე, ასევე იზრდება სხვა ჯარიმების საფასურიც, მესმის
რომ მთელ ქალაქში არის პარკინგის პრობლემაა, მაგრამ ჯარიმების გაზრით განსაკუთრებით იმ
ფონზე, როცა ქვეყანაში ეკომომური მდგომარეობა ისედაც მძიმეა, ხომ არ ფიქრობთ რომ
მომატებული ჯარიმებით კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას, რომელსაც
10 ლარის ნაცვლად 50 ლარი ექნება გადასახდელი ჯარიმა.
4
ირაკლი ზარქუა: ვერ დავეთანხმები ჩემ კოლეგას ოპოზიციიდან, მაშინ როდესაც სულ 50 მილიონზე
მეტი მანქანაა დარეგისტრირებული, რომლის ძირითადი ნაწილი დედაქალაქში გადაადგილდება
ბუნებრივია პარკირების პრობლემა იქნება სწორედ ამიტომაა, რომ განისაზრება პრიორიტეტები.
მაგალითად წინასაარჩევნოდ კანდიდატებთან ერთად როდესაც მე და ბატონი სოზარი დავდიოდით
იყო მოსახლეობის უკმაყოფილება და წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ პარკინკის ადგილს
იკავებდნენ ტრაილერები, მაშინ როდესაც მათთვის არის სპეციალური სადგომები გამოყოფილი.
ასევე პრობლემა იყო მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით მგზავრთა გადაყვანისას როდესაც აჩერებდა
ავტობუსების განკუთვნილ მოძრაობის ზოლში, რაც საფრთხეს უქმნიდა მოძრაობის უსაფრთხოებას,
კარგია რომ წარმოდგენილი ინიციატივით მათთვის განსაზღვრული იქნება კონკრეტული
ადგილები, რითაც ტაქსის მძღოლებსაც შეეძლებათ რომ უსაფრთხოდ უზრუნველყონ მოძრაობა.
რაც შეეხება ჯარიმების გაზრდას მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს მაგალითად
იმათთვის,
რომლებიც
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირის
სატრანსპორტო
საშუალებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე გაჩერებს.
სოზარ სუბარი: სწორად აღნიშნა ბატონმა ზარქუამ ვარკეთილში არსებული პრობლემა, სადაც
ტრაილერებით მთელი ქუჩებია გადაკეტილი, ვინაიდან ჯარიმის რაოდენობა იმდენად მცირე იყო,
რომ მათ ერჩივნათ გადაეხადათ ჯარიმა, ვიდრე პარკირების საფასური, ამ პრობლემას ნამდვილად
ჭირდებოდა მოწესრიგება. ასევე მისასალმებელია, რომ ტაქსები არ დაჯარიმდებიან სამარშრუტო
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლზე გაჩერების და დგომისთვის. მათ
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად, მათ ენიჭებათ მგზავრების უსაფრთხო
ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის
განკუთვნილ ზოლზე გაჩერების და დგომის უფლება. ზოგადად კარგი იქნება თუ სხვა დიდ
ქალაქებშიც ანალოგიური განხორციელდება.
ასევე კარგი იქნება მეორე მოსმენისთვის თუ გაითვალისწინებდით, რომ იქ სადაც არის ველობილიკები რომ იყოს შესაძლებელი გაჩერება.
კომიტეტს ასევე შენიშვნები
აქვს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ შესატან ცვლილებების ტექსტში. კერძოდ, სიტყვები „საჭიროების
შემთხვევაში“ მიზანშეწონილია ყველა პუნქტიდან ამოღებულ იქნეს, რადგან „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის 37-ე და 41-ე
მუხლებში და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ კანონპროექტის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილში შესატანი ცვლილებები
გულისხმობს, რომ საკრებულოს მიერ ასეთი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.
მაია ბითაძე: მადლობა შეკითხვებისთვის, რომელიც მომცემს საშუალებას უფრო დეტალურად
ავხსნა ის ცვლილებები, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯია უბანული სატრანსტორტო
პოლიტიკის მოწესრიგების თვალსაზრისით. დავეთანხმები ბატონ სოზარს იმასთან დაკავშირებით
საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით დიდ ქალაქებშიც ანალოგიური ცვლლილებები უნდა
განხორციელდეს. მაგალითად ქალაქ ბათუმი ასულებს სატრანსპორტო პოლიტიკის გეგმაზე
მუშაობას, გაეროს განვითრების ფონდის მხარდაჭერით და ბასლეინების საკითხი ბათუმში ძალიან
მალე აქტუალური გახდება. რაც შეეხება თბილისში ბასლეინების ადგილის გამოყოფას, როგორც
ბასლეინების, ასევე ველო-ბილიკების ქსელი არის მთლიანად დაპროექტებული წარმოდგენილი
პროექტის თანახმად, საველოსიპედო ქსელი მიუყვება საავტობუსო ქსელს შესაბამისად,
ტაქსებისთვის გამოყოფილი ადგილების იდენტიფიცირებისთვის მუნიციპალიტეტი ბუნებრივია
ველო-ბილიკებსაც გაითვალისწინებს და არ იქნება დამატებითი გამოსაყოფი ადგილები ველო5
ბილიკზე, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურით ბევრად უფრო ვიწროა, ვიდრე არის ავტობუსის
ზოლი. ამიტომ სამომავლოდ (გამზირზეა საუბარი) გაუყვება ავტობუისის ზოლს იმ შემთხვევაში,
თუ ველო ბილიკი ტროტუარის ნაწილს არ იკავებს.
რაც შეეხება ბატონი ირაკლი ზარქუას წინადადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთთათვის განკუთვნილ საპარკინგე ადგილზე ჯარიმის მომატებული ოდენობით
განსაზღვრასთან დაკავშირებით შესაძლებელია ვიმსჯელოთ შინაგან საქმეთ სამინისტროსაც აქვს
მოსაზრება, აქედან გამომდინარე წამყვან კომიტეტზე განხილვის დროს შესაძლებელია გაზრდილი
ჯარიმა შემოგთვაზოთ. რაც შეეხება ტრაილერების თემას ეს პრობლემა არა მარტო ვარჯკეთილში,
არამედ ბევრგანაა თბილისში ამ საკითხთან დაკავშირებით 4 წელია მიმდინარეობს მუშაობა და
ბევრი კონსულტაციები იქნა გავლილი, იმედია ეს პრობლემა მალე გადაიჭრება
ანა წითლიძის კითხვას ჯარიმის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით, ეს არ არის სპონტანური
გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ოთხი წელია მუშაობა მიმდინარეობს საპარკინგე წესების
დარღვევისთვის ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდას ვერანაირად ვერ დავავშირებთ
მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, იმიტომ რომ თუ მუდმივად სოციალურ მდგომარეობაზე
ვისაუბრებთ განსაკუთრებით პარკირების ნაწილში, რომელიც ხელს უშლის საგზაო მოძრაობას
როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე ველო-ბილიკებისთვის. ავტომობილების მზარდი
რაოდენობა არის ძალიან თვალში საცემი თითქმის მილიონამდეა მატება ბოლო წლების
განმავლობაში, ამიტომ როდესაც საცობებთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ ერთადერთი გზა, მთელ
მსოფლიოში არის სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც რამოდენიმე კომპონენტისგან
შედგება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში გაიზრდება შუქნიშნების რაოდენობა, პროექტი უკვე
არსებობს და შესწავლილია რამდენი შუქნიშანია საჭირო, ასევე დაპროექტებულია ყველა ქუჩა
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და ზონალური პარკირების სისტემაც ამ კონცეფციის
ფარგლებშია შემოტანილი. პრინციპი საცობების შემცირების არ არის პარკირების ადგილების
გაზრდა, აქ არის პირიქით გზის თანაბარი გადანაწილების პრინციპით, რომ გზა იყოს ყველასთვის
თანაბრად გადანაწილებული. შესაბამისად 10 ლარიდან 50 ლარამდე პარკირების წესების დარღვევა
ეს არის დამატებითი შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ შემცირდება იმ
მანქანათა რაოდენობა, რომლებიც გზას უხერგავენ ფეხით მოსიარულეებს ან ქმნიან საცობებს,
იმიტომ რომ არიან განთავსებულები ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა იყვენენ განთავსებულები.
შესაბამისად, საკანონმდებლო პაკეტი არის ერთ-ერთი ნაბიჯი თბილისის სატრანსპორტო
პოლიტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით და როგორც ბატონმა სოზრმა აღნიშნა მეც იმედი მაქვს,
რომ უახლოეს მომავალში მსგავსი სტანდარტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც დაინერგება.
კენჭისყრის კომიტეტმა გადაწყვიტა: (მომხრე -8, წინააღმდეგი -1)
კომიტეტის დასკვნა:
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2022
წლის 18 მაისს კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა „ქართული ოცნება“
საპარლამენტო ფრაქციის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტს
6
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07- 3/201; 27.04.2022) და გამოთქვა შემდეგი სახის შენიშვნა:
1. საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ შესატან ცვლილებების ტექსტში
სიტყვები „საჭიროების შემთხვევაში“ მიზანშეწონილია ყველა პუნქტიდან ამოღებულ იქნეს,
რადგან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტის
37-ე
და
41-ე
მუხლებში
და
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის 125-ე მუხლის მე12 ნაწილში შესატანი ცვლილებები გულისხმობს, რომ საკრებულოს მიერ ასეთი გადაწყვეტილება
უნდა იქნეს მიღებული.
აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით, კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი
კანონპროექტების საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით
განსახილველად გატანას.
II მოისმინეს:
საქართველოს პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პირველი მოსმენით, პრინციპების
დონეზე განსახილველად წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის,
დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების
პროექტები: „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“
(№07-3/207; 04.05.2022) (კანონპროექტი განიხილება დაჩქარებული წესით)
როგორც მან აღნიშნა, არსებობს ანალოგიური პრინციპი მაგალითად, საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების დაწყების დრო
დამოკიდებულია შესაბამისი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ფაქტის
დადგომაზე; კერძოდ,
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით,
„თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის ახალარჩეული მერის უფლებამოსილება
იწყება, ხოლო ძველი მერის უფლებამოსილება წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ
არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11
დღეს. თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი საარჩევნო
კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად
გამოცხადებიდან) მე-11 დღეს.“ თუმცა მოქმედი კანონი ამ საკითხში განსხვავებულ მიდგომას
ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის
უფლებამოსილების დაწყების დროის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რაც მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს; კერძოდ, კანონის
თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის
უფლებამოსილების დაწყების დრო აითვლება საკრებულოს მიერ მისი ამ წევრის უფლებამოსილების
ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილების დაწყების დროის
7
განსაზღვრასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომისა და სტანდარტის დამკვიდრებას, კერძოდ იმ
შემთხვევაში თუ რომელიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა შუალედური არჩევნები
მაჟორიტარული წესით გამოკლებული საკრებულოს წევრის ნაცვლად შუალედურ არჩევნებში
გამარჯვებული წევრის უფლებამოსილების ვადა დაიწყება ამ არჩევნების საბოლოო შედეგების
შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღიდან. ასევე
ჩატტარდება
მუნიციპალიტეტში
შუალედური
არჩევნები
თვითმმართველი
ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში და
ახალარჩეული მერის უფლებამოსილებაც იწყება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების
შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარული წესით
არჩეულ საკრებულოს წევრს გააჩნია მაღალი ლეგიტიმაცია, რადგან პირდაპირი წესით ხალხის
მიერაა არჩეული ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რომელიც შედის საკანონმდებლო პაკეტში.
აზრი გამოთქვეს და მომხსენებელს შეკითხვით მიმართეს:
ანა წითლიძე: როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტს რეალურად ქვს პოლიტიკური
მოტივი, იმისათვის, რომ მმართველმა პარტიამ შეძლოს ქალაქ ბათუმის საკრებულოში შექმნილი
კრიზისის გადაწყვეტა, სადაც ქვორუმის არარსებობის გამო ვერ ხდება შუალედურ არჩევნებში
არჩეული მაჟორიტარის უფლებამოსილების ცნობა.
კანონპროექტში საუბარია ერთიანი სტანდარტის დანერგვაზე და რატომღაც შუალედურ არჩევნებში
არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილებას აიგივებთ მერის უფლებამოსილებასთან და
მერის არჩევნების შემაჯამებელ ოქმთან. მაინტერესებს რა შუაშია არჩეული საკრებულოს წევრის
უფლებამოსილება მერის უფლებამოსილებასთან და იმ შემთხვევაში თუ აკავშირებთ, მაშინ რატომ
ვრცელდება წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ შუალედურ მაჟორიტარულად
არჩეულ პირებზე, მაშინ გავავრცელოთ მთლიანად საკრებულოზე, რადგან მსგავსი პრობლემა
სენაკის საკრებულოშიც დგას, სადაც ქართული ოცნების მხრიდან არ ხდება საკრებულოს
უფლებამოსილების ცნობა ოპოზიციურად არჩეული კანდიდატის, რის გამოც საკრებულო არის
ჩიხში და თუ არ ჩავთვლით სასამართლო პროცესებს ფაქტობრივად დაშლის პირასაა. თქვენ ამ
ინიციატივით ცდილობთ, რომ ბათუმის საკრებულო გამოიყვანოთ შექმნილი პოლიტიკური
ჩიხიდან, მაგრამ ანალოგიური პრობლემა რაც არის სენაკში ამას ტოვებთ, რომ იქ საკრებულო
დაიშალოს, ანუ შემი შეკითხვაა რატომ უნდა გავრცელდეს მხოლოდ შუალედურად არჩეულ
მაჟორიტარზე, მაშინ როცა იგივე პრინციპი მოქმედებს ადგილობრივ თვითმმართველობაში
მთლიანად საკრებულოსთან მიმართებაში და რატომ არ შეიძლება გავრცელდეს იგივე პრინციპი
სენაკის საკრებულოში.
თუ ჩემი შემოთვაზებაა იყოს დაცული სამართლიანობის პრინციპი და გავრცელდეს მთლიანად
საკრებულოს შემადგენლობაზე იმიტომ, რომ საკრებულოს უფლებამოსილების ცნობასაც ჭირდება
ქვორუმი. კანონპროექტს იმ შემთხვევაში დაუჭერ მხარს, თუ ჩემს მიერ შემოთავაზებულ
წინადადება იქნება გაითვალისწინებული.
მაგდა პოპიაშვილი - (საქართველოს მედია-კლუბი): მაინტერესებს რითი განსხვავდება
შუალედური არჩევნებით არჩეული მჟორიტარი მორიგი არჩევნებით არჩეული მაჟორიტარისგან?
ასევე მაინტერესებს თუ გაიარეთ თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციასთან და
საკრებულოებთან კონსულტაციები? როდესაც ვსაუბრობთ, რომ მაღალი ლეგიტიმაცია გააჩნია
8
შუალედური არჩევნებით არჩეულ წევს რატომ არ გაჩნიათ საკრებულოს დანარჩენ წევრებს
ანალოგიური ლეგიტიმაცია, მათ შორის პროპორციული წესითაც?
რატომ ართმევთ არჩევანის უფლებას ბათუმის მოსახლეობას უფლებას რომ აირჩიოს თავისი
საკრებულო?
ნინო კაპანაძე: მაინტერესებს როგორ ფიქრობთ საკუთარი უფლებამოსილების ჩამორთმევა
ადგილობრივი თვითმმართველობისთვის როგორ იმოქმედებს გააუარესებს თუ არა პოლიტიკურ
და ადმინისტრაციულ დეცენტრალიზაციის ნაწილს და რა გავლენას იქონიებს ეს ადგილობრივ
დემოკრატიაზე?
ასევე მაინტერესებს გქონდათ თუ არა კონსულტაციები ყველა მუნიციპალიტეტთან და რა
უკუკავშირი მიიღეთ მათგან?
გურამ მაჭარაშვილი:
რაც შეეხება ქალბატონი ანი წითლიძის შეფასებებს და კითხვებს,
კანონპროექტში საუბარია არა მერის და საკრებულოს მაჟორიტარის შედარებაზე, არამედ
პრინციპზე, რომ მერიც და საკრებულოს მაჟორიტარი საკრებულოს წევრიც პირდაპირი წესით
ირჩევა საზოგადოების მხრიდან და მერის ფუნქციებს არავინ არ ადარებს საკრებულოს მაჟორიტარ
წევრთან. რაც შეეხება გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კიდევ
ერთხელ დავაზუსტებ, რომ პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს წევრიც იგივე
ლეგიტიმაციით სარგებლობს როგორც მაჟორიტარული სისტემის არჩეული საკრებულოს წევრიც
უბრალოდ მიღებული პრაქტიკაა, რომ პროპორციული სიით გასულ ადამიანებს ნაკლები
ცნობადობა აქვთ საზოგადოებაში და ვიდრე პიროვნებას, რომელსაც ირჩევენ მაჟორიტარად. აქვე
გიპასუხებთ, რომ საუბარია შუალედური არჩევნების მაჟორიტარული წესით არჩეულ
კანდიდატთან დაკავშირებით. რაც შეეხება გამოთქმულ შენიშვნას სენაკის საკრებულოსთან
დაკავშირებით, სადაც საუბარია პროპორციული სიით ჩანაცვლებულ საკრებულოს წევრზე
შემიძლია გითხრათ, ჩვეულებრივი მოცემულობაა, რომ მაჟორიტარს აქვს უფრო მეტი ცნობადობა,
ვიდრე პროპორციული წესით გასულ ადამიანს, მაგრამ მიუხედავად ამისა არცერთის ლეგიტიმაცია
რათქმაუნდა ეჭქვეშ არ დგება. წამყვან იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით
განხილვამდე შეგვიძლია ვიმსჯელოთ პროპორციული წესით გამოტოვებულ საკრებულოს წევრის
უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება თქვენს მოსაზრებას, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას მნიშვნელობას უკარგავთ
მინდა გითხრათ რომ პირიქით, ჩვენ ნებისმიერი რეფორმის დროს, როგორც აღმასრულებელ
ხელისუფლებაში - მერიაში, ასევე საკრებულოებში ადგილობრივი თვითმმართველობის
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
საკმაოდ მაღალი ჩართულობაა საზოგადოების
(არჩევნების შედეგების გათვალისწინებით) და არასამთავრობო სექტორის. მხრიდან.
აქვე გიპასუხებ კონსულტაციებთან დაკავშირებით რათმაუნდა ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს
კონსულტაციები არა მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად მჭიდრო
თანამშრომლობა გვაქვს თვითმმართველობის ორგანოებთან, სადაც გვაქვს როგორც გამოწვევები,
რასაც არ ვმალავთ ასევე წარმატებები, რომელსაც კიდევ ჭირდება განვითარება.
რაც შეეხება ქალბატონ მაგდა პოპიაშვილის გამოსვლას როდესაც იწყებთ, რომ კანონპროექტი არის
პოლიტიკურად
მოტივირებული,
ჩემი
აზრით
საზოგადოებაში
თავიდანვე
ტოვებს
არაობიექტურობის შთაბეჭდილებას. რაც შეეხება ვიცით თუ არა თვითმმართველობების აზრი
კანონპროექტთან დაკავშირებით რათმაუნდა ვიცით რადგან ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს
კომუნიკაცია მათთან შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ და ერთად გავესაუბროთ და მოისმინოთ მათი
აზრი არა მხოლოდ ამ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად. რაც შეეხება ლეგიტიმაციას
9
უკვე აღვნიშნე, რომ არავის დაუყენებია მათი უფლებამოსილება ეჭქვეშ მხოლოდ ავხსენი, თუ
როგორ ხდება მაჟორიტარის პირდაპირი წესით არჩევა, რომელიც შეიძლება იყოს პარტიის
ინიციატივით წარდგენილი, მაგრამ მოსახლეობა ირჩევს პიროვნულად სახელით და გვარით, თუმცა
ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც უკვე აღვნიშნე შესაძლებელია გავაგრძელოთ კონსულტაციები
წამყვან კომიტეტზე პირველი მოსმენით
განხილვამდე. შეკითხვაზე
რატომ უზღუდავთ
ბათუმელებს არჩევანის უფლებას, დაგისვავდით უკუ შეკითხვას, მაშინ რატომ უზღუდავს
ოპოზიცია ბათუმელებს, არჩევანის უფლებას, რომლებმაც საკრებულოში არჩეული ყავთ უკვე
მაჟორიტარი დეპუტატი? იმისათვის, რომ არ შეიძღუდოს ხელოვნურად არჩევანის უფლება რაც
უკვე გაკეთდა, ან შეიძლება მომავალში გაკეთდეს სწორედ ამაზეა ორიენტირებული წარმოდგენილი
ინიციატივა.
რაც შეეხება ქალბატონ ნინო კაპანაძის შეკითხვებს, რომელიც ძირითადად სამართლებრივი
ხასიათის იყო, მინდა გითხრათ, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში არსად არ ჩანს საკუთარი
კომპედენციის ჩამორთმევა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, არასწორი შეფასებაა, რომ
ცენტრალური ხელისუფლება ერევა თვითმმართველობის კომპედენციში. ვინ იღებს და ვის შეაქვს
ცვლილებები თვითმმართველობის კოდექსში საკრებულო ხომ არ მიიღებს კოდექსში ცვლილებებს,
ის რომ საკანონმდებლო ორგანო იღებს და შეაქვს ცვლილებები კანონში ეს ფაქტი არ უნდა შეაფასოთ
როგორც ჩარევა თვითმმართველობის ფუნქციებში. ჩვენ მომხრე ვართ კრიტიკის მხოლოდ, როცა ის
არის ობიექტური, მაგრამ განწყობა არ უნდა არსებობდეს იმის, რომ მომხსენებელმა რა პასუხიც არ
უნდა გაგცეს შენთვის იქნება მიუღებელი თუ ის არ გაითვალისწინა რაც შენ გინდა. წარმოდგენილ
ინიციატივაში საუბარია არა უფლებამოსილების ჩამორთმევაზე, არამედ საზოგადოების ნების
გამოხატვაზე, რომელიც ირჩევს მაჟორიტარი საკრებულოს წევრს.
კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა ანა წითლიძემ. დაგეთანხმებით იმ მოსაზრებაში,
რომ ბათუმზე პასუხისმგებლობა მარტო მმართველ პარტიას კი არ აქვს სენაკში პასუხისმგებლი
გახლავთ ოპოზიციაც, მაგრამ კრიზისი მდგომარეობს იმაში, რომ არცერთ შემთხვევაში არც ბათუმში
და არც სენაკში არსებულ ვითარებას არ უდგებით სახელმწიფოებრივად, მაშინ როცა ყველაზე კარგი
პრეცედენტი შეიძლება სწორედ ახლა შეიქმნას იმის, თუ როგორ უნდა იმუშაოს ოპოზიციურმა
საკრებულომ და ადგილობრივმა მერიამ, რომელიც ქართული ოცნებით არის წარმოდგენილი
იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს. როდესაც პასუხისმგებლობაზე
ვსაუბრობ რათქმაუნდა ოპოზიციის პასუხისმგებლობასაც ვგულისხმობ, მაგრამ თქვენ ხართ
მმართველი ძალა და უფრო მეტი პასუხისმგებლობაც თქვენ გაკისრიათ, მთ შორის შექმნილი
კრიზისის განმუხტვაზე. როდესაც გვახსენებენ განვლილ 10 წელს არც მიკროფონიდან გამიჭირდება
გითხრათ, რომ იყო შეცდომები, მათ შორის ცენტრალიზება ადგილობრივი თვითმმართველობის,
რასაც
მაშინაც
ვთლიდი
რომ
არ
შეიძლებოდა,
რადგან
დამაზიანებელი
იყო
თვითმმართველობისთვის სწორედ შეცდომების გამო გადაირჩია ,,ნაციონალური მოძრაობა“ ხალხმა,
მაგრამ 10 წლის შემდეგ პასუხისმგებლობას ოპოზიციას და ნაც. მოძრაობას ვერ დააკისრებთ.
მაგალითისთვის უფრო მეტსაც გეტყვით ერთმანეთთან დაპირისპირების გამო პრობლემები შეიქმნა
,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამებთან ზუგდიდში და წალენჯიხაშიც, რომელიც მნიშვნელოვანია
მოსახლეობისათვის, მათ სულ არ აინტერესებთ არც ნაციონალური მოძრაობის და არც ქართული
ოცნების პარტიული ინტერესები. რაც არ უნდა პირდაპირი წესით არჩეული მერი გვყავდეს ვერ იქნება
ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებელი მანამ, სანამ ყველა ხელისუფლება არ
10
მოაგვარებს ფისკალური დეცენტრალიზაციის პრობლემებს ადგილობრივ თვითმმართველობაში, რომ
შემოსავლების დიდი ნაწილი რჩებოდეს ადგილზე, რომ ადგილობრივი ქონებები გადაეცეს
მუნიციპალიტეტებს.
ამიტომ მოგიწოდებთ, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგეთ და ერთად ვიმუშაოთ იმ
საკანონმდებლო
ცვილებებზე
როგორიცაა
ფისკალურ
და
ადმინისტრაციულ
დევცენტრალიზაციაზე, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის
განვითარებისთვის.
ირაკლი ზარქუა: მინდა გამოვეხმაურო ჩვენს კოლეგის მოსაზრებას ოპოზიციიდან, რომელმაც
სწორი შეფასება გააკეთა გასული წლებთან დაკავშირებით, რაც ვფიქრობ რო სწორი მიდგომაა და
დასაფასებელია, როცა შეცდომების აღიარება ხდება ოპოზიციონერი კოლეგის მხრიდან.
რაც შეეხება შემოთვაზებულ წინადადებას, ჩვენ გამოვთქვავთ მზაობას, რომ ერთობლივად
ვიმუშაოთ დეცენტრალიზაციის მიმართულებით, სამუშაო ჯგუფში, რომელიც შეიქმნება
კომიტეტში, რომლის ფარგლებშიც ვიმსჯელებთ მუნიციპალიტეტებისთვის როგორც ქონების,
ასევე დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზების საკითხებზებზე. ჩვენი ყველას მიზანია,
თვითმმართველობების გაძლიერება კარგი იქნება თუ შემოგვიერთდებით.
რაც შეეხება მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტებზე, რომელიც უნდა განხორციელებულიყო
საუბარია 948 ათას ლარზე ზუგდიდში და 644 000 ლარზე წალენჯიხაში, მუნიციპალიტეტებში,
რომელიც
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდიდან გამოუყო რომელიც უნდა განხორციელებულიყო. რეალურად, ადგილი ჰქონდა
ტექნიკურ ხარვეზს, რაც მოხდა დავარქვათ გაუგებრობა, დარწმუნებული ვარ როგორც ზუგდიდის,
ასევე წალნჯიხის მერებს უყვართ თავიანთი რაიონი და მოსახლეობა, რომლთა საკეთილდღეოდ
ცენტრალურ მთავრობასა და თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის ფარგლებში,
ყველაფერს მათ საკეთილდღეოდ გადაწყდება.
კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტა: (მომხრე - 8, წინააღმდეგი -1)
კომიტეტის დასკვნა:
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2022
წლის 18 მაისს კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის
წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი
იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/207; 04.05.2022.
კომიტეტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს
წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით
განსახილველად გატანას.
III.მოისმინეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ
ქვრივიშვილმა საქართველოს წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილი „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის
11
მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის" №6 ცვლილების წერილშეთანხმება“ მისი ინფორმაციით, 2011 წლის 7 ოქტომბერს საქართველოსა საქართველოს მთავრობა)
და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილ იქნა ფინანსური პროტოკოლი,
რომელიც ითვალისწინებს მესტიის ხეობაში სათხილამურო საბაგიროების მოწყობას. ფინანსური
პროტოკოლის განხორციელების მიზნით 2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს (საქართველოს
მთავრობის) სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის
რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-ს შორის ხელმოწერილ იქნა სესხის და
გრანტის ხელშეკრულება.
აღნიშნული სესხის და გრანტის ხელშეკრულებით ფრანგულმა მხარემ აიღო ვალდებულება
საქართველოს გამოუყოს: გრანტი - რომელიც არ აღემატება 70 000 ევროს და განკუთვნილია
მესტიის ხეობის ტურისტული განვითარების ძირითადი გეგმის შემუშავების, საქართველოში
ზამთრის სპორტის განვითარებისათვის, კვლევითი, სატრენინგო, საექსპერტო და საკონსულტაციო
მომსახურებების შესყიდვისთვის.
შეღავათიან სესხი - არაუმეტეს 18 00 00 ევროს ოდენობით, რომელიც განკუთვნილია მესტიის
ხეობის სათხილამურო საბაგირო აღჭურვილობის შესაძენად.
სესხის ფინანსური პირობებია: სესხის ოდენობა: 16 მლნ ევრო; ხანგრძლივობა: 20 წელი (მათ შორის,
შეღავათიანი პერიოდი, 6 წელი) საპროცენტო განაკვეთი: 1,1%.
პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ჰაწვალში ორი საბაგიროს მიწოდება ინსტალაცია.
თეთნულდში ხუთი საბაგიროს (12, 13, 14, 17, TH) მოწყობილობა მიწოდებულია, აქედან ოთხი
საბაგირო (T2, 13, T4, TH) ექსპლუატაციაშია შესული. დარჩენილია ერთი საბაგიროს (17) გზის
ტესტირებისა და ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული სამუშაო. სამუშაოს დასრულება
დაგეგმილია 2012 წლის ბოლოს. ამ ეტაპისთვის აღნიშნული სესხის ფარგლებში ჩამორიცხულია
დაახლოებით 17,6 მილიონი ევრო და გრანტის ფარგლებში 0,56 მილიონი ევრო. პროექტის
განმახორციელებელია შპს „ემ თი ეი“.ბოლო ვადად და ფრანგ მომწოდებელსა და ქართველ
მყიდველს შორის ხელმოწერილი კონტრაქტების რეგისტრაციის ბოლო ვადად განსაზღვრულ იქნა
2021 წლის 31 დეკემბერი
უფრო მარტივად რომ ავხსნა ჩვენ ვსაუბრობთ საგრანტო თანხების წვდომაზე, ისევე როგორც
აუთვისებელი მცირედი ნაწილი თანხის ათვისების შესაძლებლობაზე გრანტის ისევე, როგორც
სასესხო კომპონენტზე, რა თქმა უნდა არსებული თანხები, რომლებიც ჯერ კიდევ გამოუყენებელია
ჩვენ გვჭირდება სამი ძირითადი მიმართულებით : საგრანტო მოცულობაში დარჩენილი თანხები
სრულად მიმართული იქნება იმ ადამიანების უნარ-ჩვევების ამაღლებაზე, რომლებიც მუშაობენ
სამთო-სათხილამურო კურორტებზე და მოხდება მათი საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ
უფრო დაახლოება და ამას უზრუნველყოფს ფრანგული კონტრაქტორი მხარე და მეორეს მხრივ
მორჩენილი 18 მლნ. ევროდან მიემართება ტექნიკური გამართულობისთვის, პირველ რიგში ეს
იქნება ის ნაწილები და აღჭურვილობები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ჭირდება ჩვენს საბაგიროებს
სამთო სათხილამურო კურორტებზე და მესამე მხრივ ეს იქნება ერთი მნიშვნელოვანი დეტალი,
რომ მორჩენილი თანხით ჩვენ ფაქტობრივად ავამუშავებთ ახლად მოწყობილ ერთ-ერთ საბაგიროს
სვანეთში და კიდევ უფრო მეტად მხარს დავუჭერთ სვანეთში ინფრასტრუქტურის გაძლიერებას.
მომხსენებელს შეკითხვით მიმართა:
12
ვიქტორ
ჯაფარიძე:
მაინტერესებს
პროექტის
ფარგლებში
თუ
არის
გათვალისწინებული
ჩამონგრეული შენობა-ნაგებობის აღდგენა?
მარიამ ქვრივიშვილი - როგორც მოგეხსენებათ პრემიერ მინისტრმა სვანეთში ვიზიტის დროს
მოინახულა აღნიშნული ინფრასტრუქტურა და მივიღეთ დავალება, რომ რაც შეიძლება მოკლე
ვადებში იქნას აღდგენილი აღნიშნული ინფრასტრუქტურა, დაუყოვნებლივ დავიწყეთ შესყიდვების
პროცედურით აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მალე გვექნება შესაძლებლობა, რომ
მყარი, გამართული ინფრასტრუქტურა კვლავ გვქონდეს სვანეთში იმ ტერიტორიაზე, სადაც ძალიან
ბევრი შიდა და საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობს.
კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტა: (მომხრე - 8, წინააღმდეგი -1)
კომიტეტის დასკვნა:
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2022
წლის 18 მაისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის
რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის" N6
ცვლილების წერილ-შეთანხმება“.
კომიტეტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს
წარმოდგენილი შეთანხმების პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას.
IV. მოისმინეს:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია
გიორგობიანმა წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი
„2020 წლის 13 ივლისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს
შორის სასესხო შეთანხმების (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ №1
ცვლილების შეთანხმება“. მისი ინფორმაციით, 2020 წლის 13 ივლისს საქართველოს და ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს
(EBRD) შორის ხელი მოეწერა „ბაკურიანის
მუნიციპალური მომსახურების პროექტის“
სასესხო
შეთანხმებას. აღნიშნული პროექტის
ფარგლებში მგფ-მა შეისყიდა სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალება, როგორიცაა
სხვადასხვა დამტვირთველები, მანქანები თოვლის გაწმენდისა და დატკეპნისთვის,
უნივერსალური მრავალფუნქციური სატვირთო ავტომობილები, სპეც. მანქანები მსუბუქი
ავტომობილების გადასაყვანად (ევაკუატორი) და 10 ერთეული ავტობუსი. საჭირო ტექნიკა და
დიზელზე მომუშავე თანამედროვე ავტობუსები, შესაბამის აღჭურვილობასთან ერთად გადაეცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტს დაბა ბაკურიანისთვის. სესხის ფინანსური პირობებია: სესხის თანხა:
5 მლნ ევრო სესხის ხანგრძლივობა 10 წელი (შეღავათიანი პერიოდი 3 წელი) საპროცენტო
განაკვეთი-ცვლადი euribor +1℅, ვალდებულების საკომისიო 0,5℅, ადმინისტრირების
გადასახდელი: სესხის თანხის 1℅
ამჟამად წარმოდგენილი 2020 წლის 13 ივლისის სასესხო შეთანხმების №1 ცვლილების შეთახმებით
ხდება პროექტის ფარგლებში არსებული დანაზოგის (1,582,691,29 ევრო) გამოყენება ბაკურიანისთვის
დამატებითი სპეცტექნიკის შესაძენად.
პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2024 წლის 31 დეკემბერი.
13
სესხის მიმღების საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო პროექტის განმახორციელებელი
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ)
კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები არ გამოთქმულა.
კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტა: (მომხრე -8 , წინააღმდეგი1)
კომიტეტის დასკვნა:
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2022
წლის 18 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი „2020 წლის 13 ივლისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების
პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“ (№07-2/143; 04.05.2022)
კომიტეტს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შენიშვნები არ გააჩნია და მხარს უჭერს
წარმოდგენილ სასესხო შეთანხმების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას.
V. მოისმინეს : საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარემ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად, საპარლამენტო ფრაქციის ,,ქართული ოცნების“ წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის
რეგიონული
პოლიტიკისა
და
თვითმმართველობის
კომიტეტს
თავმჯდომარის
მოადგილის
თანამდებობაზე ასარჩევად წარმოადგინა ბატონ ედიშერ თოლორაიას კანდიდატურა.
კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად გადაწყვიტა:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის თანახმად გაცნობებთ, რომ საქართველოს
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, 2022 წლის 18
მაისის სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინების საფუძველზე, სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია საქართველოს
პარლამენტის წევრი - ედიშერ თოლორაია.
სხდომის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი
სოზარ სუბარი
ბელა ქველაძე
14