„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-23
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
11.11.2015,
010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
კანონში (საქართველოს
სარეგისტრაციო
კოდი:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:
„ნ) სტაჟირება - საჯარო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
სტაჟიორის საქმიანობა, რომლის მიზანიც არის პროფესიული გამოცდილების შეძენა,
პრაქტიკული
უნარ-ჩვევების
გამომუშავება
და
საჯარო
დაწესებულებებისთვის
კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადება;
ო) სტაჟიორი - პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში საქმიანობს კვალიფიკაციის
ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების
მიზნით.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:
„ყ) სტაჟიორებზე, გარდა ამ კანონის IX1 თავისა.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება
ამ კანონის 124-ე მუხლი.“.
3. 21-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფს საჯარო
დაწესებულებაში სტაჟირების გავლის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებას;“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი:
„თავი IX1
სტაჟირება
მუხლი 841 სტაჟირება საჯარო დაწესებულებაში
1. საჯარო დაწესებულებაში, გარდა საქართველოს პარლამენტის აპარატში, საქართველოს
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს
მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის
აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში,
საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატსა და საერთო სასამართლოების სისტემაში
სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ
პუნქტით განსაზღვრულ აპარატებსა და ადმინისტრაციებში სტაჟირების გავლის წესი
განისაზღვრება
შესაბამისი
დაწესებულების
უმაღლესი
თანამდებობის
პირის
კანონქვემდებარე აქტით.
2. პირის ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების ხანგრძლივობა
განისაზღვრება არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 თვის ვადით, რაც პირს არ უშლის ხელს
ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდეს სტაჟიორი სხვა საჯარო დაწესებულებაში.
სტაჟიორს უფლება აქვს ერთსა და იმავე დამსაქმებელთან სტაჟირება გაიაროს მხოლოდ
ორჯერ. საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
3. საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტაჟიორთან დადებული შესაბამისი
ხელშეკრულებით.
4. სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულება წყდება:
ა) ამ კანონის 107-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ და „თ“–„კ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას;
ბ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისას;
გ) ხელშეკრულების მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
6. სტაჟიორს საჯარო დაწესებულებაში საჯარო დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული
ერთეულის ხელმძღვანელის მიერ გამოეყოფა შესაბამისი საჯარო მოსამსახურე, რომელიც
ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებას.
7. სტაჟიორებზე ვრცელდება ამ კანონის 56-ე, მე-60, 68-ე, 71-ე–75-ე და 124-ე მუხლები.
მუხლი 842 სტაჟიორისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები
1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც
აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ფლობს სახელმწიფო ენას;
ბ) სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში), მეორე ან
მესამე საფეხურზე ან პროფესიული განათლების საფეხურზე (დამამთავრებელი წლის
შემთხვევაში) ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების
ერთ-ერთი საფეხური და საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულებიდან გასული
არ არის 5 წელზე მეტი.
2. პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და
დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების
ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა
რამ არ არის განსაზღვრული.“.
5. 124-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის სტაჟი მოიცავს სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში საქმიანობის,
მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების
აპარატებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატში საქმიანობის, სტაჟირების,
გამოსაცდელ, პროფესიული განვითარებისა და რეზერვში ყოფნის პერიოდებს.“.
6.. 1261 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:
„10. საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატების,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს 2022 წლის პირველ
ივლისამდე შესაბამის აპარატებში საქმიანობის პერიოდი ჩაეთვალოთ საჯარო სამსახურის
სტაჟად.“.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყოს
შესაბამისი დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2022 წლის პირველი ივლისიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის პირველი სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმა, რომელიც ამოქმედდა 2017
წლის 1 ივლისიდან, ახლებურად მოაწესრიგა საჯარო სამსახურის სისტემა,
განისაზღვრა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა სამართლებრივი სტატუსი,
ჩამოყალიბდა საჯარო სამსახურის სათანადოდ ფუნქციონირების მექანიზმი.
მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, აღნიშნული კანონის დღეს მოქმედი
რედაქცია არ იცნობს სტაჟირებისა და სტაჟიორის ცნებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ
საჯარო სამსახურებში სტაჟიორები დღესაც არიან დასაქმებული, მაგრამ მათ
აღნიშნული სამსახური არ ეთვლებათ სამსახურებრივ სტაჟში და მონაწილეობას ვერ
ღებულობენ პირველი, მეორე და მესამე რანგის მოხელის თანამდებობაზე
გამოცხადებულ დახურულ კონკურსში, რაც თავის მხრივ წარმოადგენს გამოწვევას.
მეტიც, იმისათვის, რომ საჯარო სამსახურის სისტემა გაძლიერდეს და განვითარდეს,
საჭიროა საჯარო სამსახურში დასაქმების საშუალება მიეცეთ ახალგაზრდა,
მოტივირებულ და ენერგიულ კადრებს.
აღნიშნულთან ერთად, კანონის მოქმედი რედაქციით საქართველოს პარლამენტის
ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლესი
წარმომადგენლობითი
ორგანოების
ფრაქციების
აპარატების,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს აღნიშნული
სამსახური არ ეთვლებათ სამსახურებრივ სტაჟში, რაც ასევე საჭიროებს
საკანონმდებლო ცვლილებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წინამდებარე განმარტებითი ბარათის „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში ასახული პრობლემების
გადასაჭრელად აუცილებელია შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების
განხორციელება, რითაც ერთი მხრივ, ახალგაზრდა თაობას მიეცემა შესაძლებლობა და
მოტივაცია გაიარონ სტაჟირების პროგრამები საჯარო დაწესებულებებში, დააგროვონ
შესაბამისი პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება და მეორე მხრივ, საჯარო
დაწესებულებებს მიეცემათ უფლებამოსილება დაასაქმონ ის პირები, რომელთა
კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაწიეს შრომა, დახარჯეს ადმინისტრაციული და
ადამიანური რესურსები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
სტაჟირებისა და სტაჟიორის ინსტიტუტის შეტანა „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში, ხელს შეუწყობს შესაბამისი განათლების მქონე ახალგაზრდა,
ენერგიული კადრების მოზიდვას საჯარო დაწესებულებათა სისტემაში და მისცემს
მათ პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას. ყოველივე
ზემოაღნიშნული, გაზრდის საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეების
კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს და უფრო მეტად კონკურენტუნარიანს
გახდის საჯარო სამსახურს კერძო სექტორთან მიმართებაში. ამასთანავე, საჯარო
დაწესებულებები შეიძენენ დამატებით ადამიანურ რესურს, რაც დაეხმარებათ საჯარო
უფლებამოსილების უფრო ეფექტიანად განხორციელებაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ხორციელდება ცვლილებები, შემდეგი სახით:
ცვლილებათა მიხედვით კანონის მე-3 მუხლს (ტერმინთა განმარტება) ემატება „ნ“
(სტაჟირება) და „ო“ (სტაჟიორი) ქვეპუნქტები, რომელთა საშუალებითაც ხდება ამ კანონის
ფარგლებში აღნიშნული ტერმინების განმარტება;
კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილია ის პირები, რომლებზეც არ
ვრცელდება ამ კანონის მოქმედება. აღნიშნულ პუნქტს ემატება „ყ“ ქვეპუნქტი, რომლის
მიხედვითაც ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ასევე სტაჟიორებზეც (გარდა კანონის IX1
თავისა);
კანონის მე-4 მუხლს ემატება 21 პუნქტი, რომლის მიხედვითაც პირველი პუნქტის ,,ბ’’
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ამ კანონის 124-ე მუხლი,
კანონის 21-ე მუხლს ემატება „ლ1“ პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილი წესით უნდა იქნას უზრუნველყოფილი საჯარო
დაწესებულებაში სტაჟირების გავლის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირება.
გარდა ამისა, კანონს ემატება ახალი IX1 თავი - სტაჟირება. აღნიშნული თავი
განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორად მიღებისა და სტაჟირების გავლის წესებსა
და პირობებს;
ასევე, 124-ე მუხლის პირველ პუნქტში შესული ცვლილებისა და 1261-ე მუხლისათვის
მე-10 პუნქტის დამატების შედეგად, ცვლილებების მიხედვით, სტაჟიორს, ასევე,
საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატების,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს საჯარო სამსახურში
სტაჟირება/განხორციელებული საქმიანობა სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული
პირების მსგავსად, ჩაეთვლება სამსახურეობრივ სტაჟად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
წინამდებარე პუნქტი არ ვრცელდება განსახილველ კანონპროექტის მიმართ, რადგან
იგი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2022 წლის პირველი ივლისიდან, რათა საჯარო
დაწესებულებებმა დროულად შეძლონ სტაჟიორებთან ხელშეკრულებების დადება და
დროულად
მოხდეს
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცვლილებების
იმპლემენტაცია. ამასთანავე, მიზანშეწონილია საქართველოს პარლამენტის ფრაქციის
აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი
წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატების, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებს 2022 წლის პირველ ივლისამდე
შესაბამის აპარატებში საქმიანობის პერიოდი ჩაეთვალოთ საჯარო სამსახურის სტაჟად.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ინიციატორის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის
მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების
დაფინანსების წყარო იქნება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტი, კერძოდ:
სახელმწიფო ბიუჯეტი, ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები ან/და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გარკვეულ ზეგავლენას იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკების ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც
დაკავშირებული იქნება საჯარო სამსახურში დასასაქმებელ სტაჟიორთათვის ინვენტარის
გამოყოფისა და შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნისთვის გასაწევ ხარჯებთან. აქვე
გასათვალისწინებელია, რომ საჯარო დაწესებულებებში დღეის მდგომარეობითაც
არაერთი სტაჟიორი საქმიანობს და ისინი აღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური
საშუალებებით უკვე არიან აღჭურვილები. საბოლოო ჯამში სახელმწიფო და
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა დამოკიდებული იქნება
საჯარო სამსახურში მიღებულ სტაჟიორთა რაოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით
ვალდებულებები.
სახელმწიფოს
არ
ეკისრება
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება დადებით სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას მოახდენს იმ
პირებზე, რომლებიც სტაჟიორებად იქნებიან მიღებულები საჯარო სამსახურში,
კერძოდ მათ მიეცემათ შესაძლებლობა აიმაღლონ კვალიფიკაცია, ნამსახურები დრო
ჩაეთვალოთ ნამსახურეობის სტაჟად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსიდან. კანონპროექტი
არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან იგი არ ეხება
ბავშვთა უფლებებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
და
შეთანხმებებთან, აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
მონაწილეობა
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი
მოადგილე - გივი მიქანაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქცია „ქართული ოცნება“