„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-23
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართვლოს საზღვაო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) მე-11
მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
,,5. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქართველოს შიდა
საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში (წყლების),
მიმდებარე ზონასა და განსაკუთრებულ
ეკონომიკურ ზონაში ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიულ უზრუნველყოფას ახორციელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად .“.
მუხლი 2.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით საქართველოს
მთავრობამ 2023 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული
უზრუნველყოფის წესების დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დღეისათვის საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო აქტი, რომელიც არეგულირებს
ტერიტორიულ წყლებში, შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაზე (წყლების), მიმდებარე ზონაში
და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის
საკითხებს.
კანონპროექტით იქმნება აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული
უზრუნველყოფის ნორმატიულ დონეზე მოწესრიგებისთვის, რაც დადებით გავლენას იქონიებს საზღვაო
უსაფრთხოებაზე. სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის განხორციელებაზე პასუხისმგებელ
ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სახელმწიფო
ჰიდროგრაფიული სამსახური (შემდგომში - სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური).
სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია საზღვაო უსაფრთხოების
უზრუნველყოფასთან.
ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფა გულისხმობს: ინდივიდუალური გემის ან
გემების მოძრაობის უსაფრთხო და ეფექტური ნავიგაციის გაძლიერებას, ბათიმეტრული სამუშაოების
ჩატარებას, ნაოსნობის კარტოგრაფიული მომსახურების უზრუნველყოფას, საზღვაო სანავიგაციო
მოწყობილობების დამონტაჟებას, მეტეოროლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას
და სხვა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური არის საქართველოში სანავიგაციო
გაფრთხილებების ეროვნული კოორდინატორი, მის შემადგენლობაში შედის საქართველოს სანაპირო
ზოლზე განლაგებული სანავიგაციო მოწყობილობათა სისტემები მნათი და არა მნათი სანავიგაციო
ნიშნები, ღია ზღვაში განლაგებული კარდინალური და ლატერალური ნიშნები, რომლებიც
უზრუნველყოფენ მცურავი საშუალებების უსაფრთხო ნავიგაციას. დადგენილებაში დეტალურად იქნება
მიმოხილული, თუ როგორ ხდება ნაოსნობის სანავიგაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც
ითვალისწინებს საზღვაო გზების შესწავლას და უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო სანავიგაციო ქაღალდის, ელექტრონული რუკების
წარმოებას და მომხმარებლებამდე მიწოდებას.
სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია
ქვეყანაში სატრანზიტო თუ შიდა ტვირთბრუნვასთან, საზღვაო კატასტროფების თავიდან აცილებასთან,
საზღვაო აკვატორიის დაცვასთან, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. კანონპროექტის
საშუალებით გაუმჯობესდება საქართველოში სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული საქმიანობის რეგულირება
და საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში უსაფრთხო ნაოსნობის პირობები. იგი მიზნად ისახავს
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების (როგორებიცაა IALA-ნავიგაციის დამხმარე საშუალებების
საერთაშორისო
ორგანიზაცია,
IHO-საერთაშორისო
ჰიდროგრაფიული
ორგანიზაცია,
IMOსაერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია) რეკომენდაციების, მსოფლიოში დადგენილი ნორმების,
ღონისძიებების, წესების შესაბამისად საქართველოს საზღვაო პასუხისმგებლობის ზონაში ნაოსნობის
უსაფრთხოების დონის ამაღლებას. აღნიშნული კი, დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო
ჰიდროგრაფიული სამსახურის ურთიერთობებზე ზემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო საზღვაო
ორგანიზაციებთან;
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წინამდებარე ცვლილების შედეგად საკანონმდებლო დონეზე შეიქმნება საფუძველი სანავიგაციოჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესების მთავრობის ნორმატიული აქტით დარეგულირებისთვის,
რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის წინაშე საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების
დაძლევას და ამასთან მოაწესრიგებს სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული საქმიანობის განხორციელების
პროცედურებს,
ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ
ურთიერთობებს, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული პრობლემების პრევენციას და გადაჭრას.
მნიშვნელოვანია, სახელწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა
განისაზღვროს შესაბამისი ნორმატიული აქტით, საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად.
ა.ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტი გახდება საკანონმდებლო საფუძველი შემდგომში სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული
უზრუნველყოფის განხორციელების წესების, საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტით დარეგულირებისათვის, რომლითაც დეტალურად იქნება განსაზღვრული სახელმწიფო
ჰიდროგრაფიული სამსახურის რეგულირების სფერო, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია საქართველოს
ტერიტორიულ წყლებში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიღების ძირითადი არსია საკანონდებლო საფუძვლის შექმნა, რათა გამოიცეს
საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი გემების ნაოსნობისათვის ხელსაყრელი
პირობების შექმნის მიზნით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მოაწესრიგებს ჰიდროგრაფიული
კვლევების წარმოების, პუბლიკაციების, სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული და მეტეოროლოგიური
ინფორმაციის გავრცელების საფუძველს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO-საერთაშორისო
საზღვაო ორგანიზაცია) მოთხოვნების შესაბამისად. სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფა
წარმოადგენს სპეციალურ მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია ნაოსნობის უსაფრთხოების
უზრუნველყოფასთან და ასევე მიეწოდება გემებს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების
შესაბამისად.
ამასთან, აღნიშნული დადგენილებით განისაზღვრება საზღვაო სანავიგაციო რუკების შექმნასთან,
ნაოსნობისათვის სასარგებლო სახელმძღვანელოების შემუშავებასთან, მოძრაობის გამყოფი სისტემების
შემუშავებასთან/დადგენასთან, სანავიგაციო პირობების და ნაოსნობის რეჟიმის ცვლილებების შესახებ
ინფორმაციის შეგროვებასთან და გემების ინფორმირებასთან დაკავშირებული წესები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლი ამოქმედდება 2023 წლის 1
სექტემბრიდან, ვინაიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
წარდგინებით საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს ნაოსნობის
სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის წესების დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის
მიღება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების
წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება
საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების
ფარგლებში და არ გამოიწვევს დამატებითი რესურსების მოძიების საჭიროებას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებით არ გაჩნდება ჰიდროგრაფიულ სამსახურში დამატებით ახალი
თანამშრომლების დასაქმების აუცილებლობა და შესაბამისად არც შიდა ორგანიზაციული ცვლილებების
განხორციელება იქნება საჭირო. ამასთან, ჰიდროგრაფიული სამსახური აღჭურვილია სანავიგაციო
ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფის განხორციელებისათვის საჭირო მოწყობილობებით (საზღვაო
სანავიგაციო მოწყობილობებით და საშუალებებით) და კანონპროექტის მიღების შედეგად არ დადგება
ჰიდროგრაფიული სამსახურის დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვის საჭიროება.
ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული წესების შემუშავება არ მოითხოვს სხვა ორგანიზაციებიდან
მოწვეული ექსპერტების დამატებით ჩართულობას, რადგან ჰიდროგრაფიულ სამსახურს ჰყავს
ჰიდროგრაფიული კვლევისა და კარტოგრაფიის მიმართულებით სპეციალიზებული თანამშრომლები,
რომელთა კომპეტენციის ფარგლებშიც მოხდება ნაოსნობის სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული წესების
შემუშავება და შესაბამისად აღნიშნული განხორციელდება უკვე არსებული ადმინისტრაციული
რესურსების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს დამატებით ფინანსურ შედეგებს/გავლენას ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 14 ივლისის №1-1/244
ბრძანებით „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების
სახეებისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ უკვე რეგულირებულია
ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების სახეობები, საფასურები, ვადები,
საფასურის ოდენობები, მათი გადახდისა და გადახდილი დაბრუნების წესი და პირობები.
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს ჰიდროგრაფიული სამსახურის მომსახურების საფასურზე და
ჰიდროგრაფიული სამსახურის მომსახურების მიღებით დაინტერესებულ პირებზე, რადგან
ჰიდროგრაფიული სამსახური მომსახურების მიწოდებას კანონპროექტის მიღების შემდგომაც განაგრძობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/244 ბრძანებით დადგენილი
წესით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის
განსაზღვრა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და
შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მომიხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მომიხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საქართველოს სახელმწიფო
ჰიდროგრაფიული სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.