საქართველოს პარლამენტის წევრის, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის გივი მიქანაძის მომართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 6 ივლისის №74/15 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „ღია პარლამენტის“ 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე გივი მიქანაძე
ნომერი
#2-6899/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-23
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-6899/22 19-05-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 მაისს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომაზე შემუშავდა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის 4.1 ვალდებულებაში - „სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო საქმიანობაში“ შესატანი ცვლილებები. „ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის 4.1 ვალდებულების განახლებულ ვერსიას სხდომაზე შემუშავებული ცვლილებების გათვალისწინებით. პატივისცემით, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
4.1. სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო საქმიანობაში წამყვანი დაწესებულება საქართველოს პარლამენტი საჯარო დაწესებულება სამოქალაქო/საერთაშორისო/კერძო სექტორი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); პარტნიორ(ებ)ი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). ინიციატორი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო/დემოკრატიული მმართველობის ინციატივა (USAID/GGI). არსებული მდგომარეობა და პრობლემის აღწერა ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში შეიქმნა მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი, რომელიც დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე სრულიად ახლებურ სერვისებს სთავაზობს მოქალაქეებს. მათ შორისაა, როგორც უშუალოდ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის, ასევე პარლამენტის საქმიანობის გაცნობისა და მიმდინარე სიახლეების მიღების სერვისები. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრმა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდებით უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა ჩართულობა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და მიმდინარე საკითხების განხილვებში და ხელი შეუწყოს მოქალაქეებისა და პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ეფექტიან თანამშრომლობას. ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი ამჟამად საჭიროებს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას (2 წლიანი ვადით), რომელსაც ახლავს გეგმის შესრულების მონიტორინგის მექანიზმი. გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საფუძველს ჩაუყრის აქტივობების ეფექტიანობას, საშუალებას მისცემს ცენტრს გააანალიზოს სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობებისთვის საჭირო ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსები და ნათელი გახადოს ცენტრის გრძელვადიანი განვითარების ხედვა, რაც აუცილებელია ცენტრის მდგრადი განვითარებისთვის. ამასთანავე, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს არ გააჩნიათ განახლებული/სრულყოფილი ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების თაობაზე და სათანადოდ არ არიან ინფორმირებული პარლამენტის ელექტრონული მექანიზმების გამოყენების შესახებ. საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ - ფარგლებში, ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კოორდინაციით განხორციელდება კვლევა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და მათი ეფექტურობის შესახებ. კვლევის შედეგად გამოვლინდება საპარლამენტო ჩართულობის მექანიზმების გამოწვევები და გაანალიზდება მათი გადაჭრის გზები. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის და საქართველოს პარლამენტსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობისთვის. პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის ფარგლებში განახლებული მოქალაქეთა მისაღები მიმდინარე წლის განმავლობაში დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც მეტწილად შეამსუბუქებს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის გადატვირთულობას. მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფცია ითვალისწინებს სხვადასხვა სახის სერვისის მიწოდებას მოქალაქეებისთვის, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლებს გააჩნდეთ სრულყოფილი და დამუშავებული ინფორმაცია საპარლამენტო აქტივობებში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობების მიმართულებით. პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების, ასევე, საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის წევრების და მაჟორიტარი წევრების ბიუროების თანამშრომლების ინფორმირებულობის საკითხი ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა, რაც თავის მხრივ ზეგავლენას ახდენს შესაბამისი ოლქის ამომრჩევლების ინფორმირებულობაზეც. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ გზამკვლევის შემუშავება და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება პარლამენტის წევრებისთვის და მაჟორიტარი წევრების ბიუროების საქართველოს თანამშრომლებისთვის. მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების ხედვის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რათა მოხდეს ცენტრის მდგრადი განვითარება, გარანტირებული იყოს ეფექტიანი შედეგების მიღწევა და შეიქმნას საპარლამენტო ცხოვრებაში მოქალაქეთა ჩართულობის სისტემური მექანიზმი. პარლამენტის თანამშრომელთა ინფორმირებულობის ამაღლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა საპარლამენტო საქმიანობაში. გამოწვევა, რომელსაც უპასუხებს ვალდებულება შესაბამისობა OGP-ის პრინციპებთან გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ტექნოლოგია და ინოვაციები ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა ჩართულობა ტექნოლოგია და ინოვაციები     მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომელსაც უპასუხებს ვალდებულება მე-16 და მე-17 მიზანი; ღონისძიება განხორციელებაში მონაწილე დაწყების თარიღი დასრულების თარიღი 1. კვლევის განხორციელება საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და მათი ეფექტურობის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), EU-UNDP-ის პროექტი „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ 07/2021 10/2021 ინდიკატორი კვლევა განხორციელებულია 2. კვლევის შედეგების გათვალისწინებით მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გაწერა საქართველოს პარლამენტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 07/2022 12/2022    საკონსულტაციო კომპანია/ექსპერტ(ები) დაქირავებულია შემუშავებულია მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის დოკუმენტი შემუშავებულია მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა 3. გზამკვლევის/სახელმძღვანელოს შემუშავება საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ საქართველოს პარლამენტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 10/2021 06/2022 შემუშავებულია საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის მექანიზმების გამოყენების მიმართულებით გზამკვლევი/სახელმძღვანელო 4. საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გზამკვლევის შესაბამისად პარლამენტის წევრებისა და მაჟორიტარი წევრების ბიუროების თანამშრომლებისთვის სამუშაოსაინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება საქართველოს პარლამენტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 06/2022 10/2022 ჩატარებულია სამი საინფორმაციო შეხვედრა სამუშაო-