„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-23
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები:
1. 552 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 552. სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის
ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე
სარგებლობა
1. სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის
უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორიათას ლარამდე.
2. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამიათასიდან სამიათას ხუთას ლარამდე.
3. თვითმმართველ ქალაქების
ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო ან
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება
ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას სამიათას ხუთასი ლარის ოდენობით.“.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
208.
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ
იმ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის
მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე, 57-ე−59-ე, 59
2
−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−77-ე, 78, 791−81-ე, 821, 822, 825, 84-ე−86-ე, 87
1
−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5,
მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე,
151-ე, 153-ე, 1531, 1533,1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 155
1
და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით,
1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე,
164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−171
მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172
4−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 175
4
1
და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 177
11
და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793 და 180-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2
ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 197
3
მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“.
3. 2093 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 465 , 466 , 552, 555 , 556 , 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 1072 –1074 მუხლებით, 114
2
მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 −1254 მუხლებით,
130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 , 135-ე−1355 და 1461 მუხლებით, 148-ე, 150ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 , 1512, 152 და 1522 –1529 მუხლებით, 1534,
1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 , 1561 , 1583 და 1584 მუხლებით, 158
5
მუხლის
პირველი
და
მე-2
ნაწილებით,
159,
1591
და
1728 და
1729 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ამ კოდექსის 290
მუხლის გათვალისწინებით, განიხილავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან
6
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან
იურიდიული პირი.“;
ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ამ კოდექსის 552, 555 , 556 , 642 , 771 , 772 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით, 1341 და 135-ე−1355 მუხლებით, 148-ე, 150-1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3
ნაწილით, 1511 , 1512 , 152, 1522, 1523 −1529 , 1534, 1539 , 1561 , 1583 და 1584 მუხლებითა და 158
5
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159 და 1591 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისას
სამართალდამრღვევის
იდენტიფიცირებისთვის
ან
სხვა
ფაქტობრივი
გარემოებების
დადგენისთვის
ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან
იურიდიული პირი ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით ადგილზე განიხილავს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე
შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
4. ამ კოდექსის 552, 555 , 556 , 642 , 771 , 772 , 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6
ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−5
ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 , 135-ე−1355 და
1461 მუხლებით, 148-ე, 150-1503მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 , 1512, 152, 1522,
1
1523 −1529 მუხლებით, 1534, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 , 1583 და 158
4
მუხლებითა და 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159 და 1591 მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული
ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან)
გასაჩივრებისას საჩივარს, ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, განიხილავს და
გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.“.
242-ე მუხლის მე-31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ამ კოდექსის 552, 555, 556, 1502, 1503, 1511, 152 და 1523−1529 მუხლებით, 1534 და 1536 მუხლის
პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1583 და 1584 მუხლებითა და 1585 მუხლის პირველი და
მე-2
ნაწილებით, 159-ე
და
1591-ე მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო
ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“.
5.243-ე მუხლის მე-21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ კოდექსის 552, 555, 556, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13,
მე-15
და
მე-16
ნაწილებითა
და
134-ე−1355,
1461,
1511,
1512 და
1536 მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის
სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ
სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან
მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
მითითებული კანონპროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მიერ, მისი უფლებამოსილების
ქვეშ
არსებული
ტერიტორიის
სამართალდარღვევათა
მართვის
კოდექსით
ფარგლებში,
გათვალისწინებულ
საქართველოს
კონკრეტულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებზე
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების გაზრდას.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
ცალკეული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის
ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებას და ერთეულ
შემთხვევაში სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრას.
აღნიშნული ცვლილებით, მუნიციპალიტეტს ექნება უფლებამოსილება, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვისთვის დააკისროს პირს სახდელი, რის შედეგადაც მოხდება მყისიერი და
ეფექტური რეაგირება სამართალდარღვევაზე.
ცვლილების განხორციელების შედეგად, მოწესრიგდება აღნიშნული კანონით გათვალისწინებული
ცალკეული
ვალდებულებების
შეუსრულებლობისათვის
შესაბამისი
სახდელის
გამოყენების
საკითხი, აგრეთვე განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილი
ორგანო.
მითითებული მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირების
შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია შემოიფარგლება მხოლოდ
დამრღვევი სუბიექტის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენით და
შემდგომი რეაგირების მიზნით
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართულ
მასალებთან ერთად იგზავნება საქალაქო სასამართლოში შემდგომი რეაგირებისათვის. მოცემული
ცვლილებით, კი, გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა,
არამედ სამართალდამრღვევისთვის სახდელის დაკისრებაც.
იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა თავისი უფლებამოსილება განახორციელოს სრულყოფილად და
მოსახლეობაშიც ამაღლდეს მუნიციპალიტეტის მიმართ ნდობა, მიზანშეწონილია, რომ იგი თავისი
კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებში იყოს დამოუკიდებელი. წარმოდგენილი
იდეის ძირითადი საფუძველიც სწორედ არის ის რომ მუნიციპალიტეტმა მისი კომპეტენცია
განახორციელოს ყოველგვარი ბარიერის და დროში გაჭიანურების გარეშე. იმისათვის რომ
განხორციელდეს
სამართალდარღვევათა
სამსახურის
კოდექსის
კომპეტენციას
მიხედვით
მიკუთვნებულ
დაქვემდებარებული
ადმინისტრაციულ
მუხლების
სრულად
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას დაქვემდებარება, მიზანშეწონილია
განხორციელდეს აღნიშნული კანონპროქტით გათვალისწინებული ცვლილებები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტში გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით. შესაბამისად, არსებული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია
მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი
ცვლილებების შეტანით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
უფლებამოსილებები.
ასევე,
დაუყოვნებლივი რეაგირება.
შედეგად,
გაიზრდება
მუნიციპალიტეტის
ორგანოების
გამოვლენილ
სამართალდარღვევის
ფაქტებზე
მოხდება
ასევე, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება გამოიწვევს, ერთი მხრივ, მოსახლეობის მხრიდან
მუნიციპალიტეტის მიმართ ნდობის გაზრდას, რადგან ის საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
ყოველგვარი ზედმეტი ბარიერების გარეშე განახორციელებს საკანონმდებლო აქტებით მინიჭებულ
უფლებამოსილებას, ხოლო, მეორე მხრივ, მუნიციპალიტეტისათვის ამ ფუნქციის გააქტიურებას
შესაძლოა სასამართლო საქმეებისგან განტვირთვის ეფექტი ჰქონდეს.
უფრო კონკრეტულად რომ ითქვას, თუ მუნიციპალიტეტი იქნება უფლებამოსილი თავად
განსაზღვროს სამართალდამრღვევი სუბიექტისათვის სახდელის გამოყენების საკითხი და სახდელის
შეფარდებაზე უფლებამოსილი ორგანო, რაც ამ ცვლილებამდე სასამართლოს კომპეტენციას
წარმოადგენდა, ეს ყოველივე გამოიწვევს რაიონული სასამართლოებისათვის ამ კატეგორიის
საქმეების რაოდენობის შემცირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წინამდებარე
კანონპროექტი ითვალისწინებს,
როგორც
კანონით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა შინაარსობრივ ცვლილებას, ისე უფლებამოსილ ორგანოებს შორის
კომპეტენციების ახლებურ გადანაწილებას. აგრეთვე, ის ითვალისწინებს თანმდევ ტექნიკური
ხასიათის ცვლილებებს. ცვლილებების მეშვეობით, მუნიციპალიტეტი აღიჭურვება იმ
კომპეტენციით,
რომელიც,
მოქმედი
კანონმდებლობით,
გააჩნია
სასამართლოს
სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით - კონკრეტული სამართალდარღვევების შემთხვევაში
სამართალდამრღვევს დააკისრონ შესაბამისი სახდელი.
კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება 552 მუხლი, კერძოდ, იცვლება მუხლის
სტრუქტურა (იყოფა ნაწილებად) და სათაური. მოქმედი რედაქციით განსაზღვრული სახდელი
ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, ხოლო მუნიციპალური მიწები
რეგულაციის გარეშეა დარჩენილი (გარდა თბილისისა). საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, კი,
მუხლის რედაქციაში (სათაურსა და შესაბამის ნაწილებში) ემატება მუნიციპალიტეტის კუთვნილი
მიწაც. აგრეთვე, სანქციების თვალსაზრისით ხდება თვითმმართველი ქალაქების გამიჯვნა და მათი
მითითება ცალკე სპეციალურ ნაწილებში. ტექნიკურ ცვლილებების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ
მუნიციპალიტეტს შეეძლოს აღნიშნულ სამართალდარღვევაზე წარმოება, ეს მუხლი 208-ე მუხლის
ნაცვლად, მიეთითება 2093 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებში, აგრეთვე ადმინისტრაციული
წარმოების უპრობლემოდ განხორცილებისთვის ჩაიწერება 242-ე მუხლის 31 ნაწილსა და 243-ე
მუხლის 21 ნაწილში.
აგრეთვე, ცვლილება ეხება 771 მუხლს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს დღის ან ღამის საათებში
საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო
დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებას, ხოლო 772
მუხლით მოწესრიგებულია ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების საკითხი.
კანონპროექტის მიხედვით, სახდელის დაკისრებაზე უფლებამოსილი ორგანოები სხვაგვარად
განისაზღვრება. შესაბამისად, წინამდებარე მუხლები აღარ მიეთითება 208-ე მუხლში. აგრეთვე,
ადმინისტრაციული წარმოების უპრობლემოდ განხორცილების მიზნით, ისინი ემატება 243-ე
მუხლის 21 ნაწილის
ჩამონათვალში, რაც ითვალისწინებს პიროვნების დამადასტურებელი
საბუთებისა და შესაბამისი მოწმეების არარსებობისას დამრღვევის მიყვანას პოლიციაში.
1461 მუხლი აწესრიგებს კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრის საკითხს. ამ
შემთხვევაშიც, სხვაგვარად განისაზღვრება სახდელის დაკისრებაზე უფლებამოსილი ორგანოები.
ზემოაღნიშნული მიზნით, 1461 მუხლი აღარ რეგულირდება კოდექსის 208-ე მუხლით.
მოქმედი რედაქციის 148-ე მუხლით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის საკითხი. სახდელის
დაკისრებაზე უფლებამოსილი ორგანოების ცვლილების მიზნით, კანონპროექტი მიზნად ისახავს
ზემოაღნიშნული მუხლის ამოღებას 208-ე მუხლიდან. ტექნიკური ცვლილებები შეეხო 2093 მუხლსაც,
რადგანაც, მოქმედ რედაქციაში გათვალისწინებულია მხოლოდ 148 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები,
ხოლო საკანომდებლო ცვლილებით 2093 მუხლში ჩაიწერება სრულად 148-ე მუხლი.
150-ე-1501 მუხლები შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული
ტერიტორიის იერსახის დამახინჯებასა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
არსებული ტერიტორიის იერსახის თვითნებური შეცვლას. იმისთვის, რომ სასამრთლოს ნაცვლად
ადმინისტრაციული სახდელის დადება შეეძლოს მხოლოდ მუნიციპალიტეტებს, ხდება მათი
ამოღება კოდექსის 208-ე მუხლიდან და ჩაწერა 2093-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში.
152-ე მუხლი აწესრიგებს ტერიტორიის დაზიანების საკითხს სამშენებლო ან სარემონტო
სამუშაოების წარმოებისას. ამ შემთხვევაშიც, წინამდებარე სამართალდარღვევების მსგავსად,
სასამართლოს
ნაცვლად
ადმინისტრაციული
სახდელის
დაკისრების
შესაძლებლობის
მუნიციპალიტეტებისთვის მიკუთვნებისთვის ეს ნორმა 208-ე მუხლიდან ამოღებულ იქნა და,
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე თბილისის მოწესრიგების მსგავსად (1523 მუხლი), ჩაიწერა 2093
მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებში, ამავდროულად
ადმინისტრაციული წარმოების
უპრობლემოდ განხორცილებისთვის მოხდა მისი ჩამატება 243-ე მუხლის (დამრღვევის მიყვანა) 21
ნაწილის ჩამონათვალში.
1522
მუხლი ეხება საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვის
საკითხებს. ამ დანაწესით დადგენილი სახდელის დაკისრებაზე უფლებამოსილი ორგანოების
ცვლილების მიზნით აღნიშნული ნორმა ამოღებულ იქნა 208-ე მუხლიდან და ჩაიწერა 2093 მუხლის
პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებში.
1534-ე მუხლით რეგულირდება გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა და
შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე რეკლამის განთავსების საკითხი. იმისთვის, რომ ამ მუხლით
გათვალისწინებული სახდელის დადება სასამრთლოს ნაცვლად შეეძლებოდა მუნიციპალიტეტს,
საჭირო იყო, ამგვარი სამართალდარღვევისას თბილისის მოწესრიგების მსგავსად (1539), ეს მუხლი
ამოღებულ იქნა 208-ე მუხლიდან, ჩაიწერა 2093 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებში; აგრეთვე
სამართალწარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად დაემატა 242-ე მუხლის 31 ნაწილში.
159-ე მუხლით გათვალისწინებულია ჯარიმა რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და
გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების
დარღვევისთვის, ხოლო 1591 მუხლი ეხება არასათანადო რეკლამის განთავსების (გავრცელების)
საკითხებს. ორივე შემთხვევაში, ამგვარი სამართალდარღვევისას თბილისის მოწესრიგების მსგავსად
(1583-1584 მუხლები), ამ დანაწესებით
დადგენილი სახდელის დაკისრებაზე უფლებამოსილი
ორგანოების ცვლილების მიზნით აღნიშნული ნორმები ამოღებულ იქნა 208-ე მუხლიდან და
ჩაიწერა 2093 მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 ნაწილებში, აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების
უპრობლემოდ განხორცილებისთვის მოხდა მათი ჩამატება 242-ე მუხლის 31 ნაწილშიც, რაც
გულისხმობს საჯარიმო ქვითარის გამოწერას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი, რადგან
იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები ამოქმედდება 2023 წლის პირველი იანვრიდან, რადგან
ცვლილებებს შესაძლოა გავლენას ჰქონდეს შესაბამისი ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე, ამიტომ
მიზანშეწონილია შესაბამის ორგანოებს მიეცეთ შესაძლებლობა დაგეგმონ მომავალი წლის ბიუჯეტი.
ამასთანავე, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო.
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები საჭიროების შემთხვევაში
დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, ამასთანავე, აუცილებელი
ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედების შედეგად დამატებით შემოსავლებს მიიღებს მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტები, ხოლო პროპორციულად შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები. კერძოდ
კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შემთხვევაში, კანონის მოქმედი
რედაქციის მიხედვით, სამართალდარღვევის ოქმებს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტი, ხოლო
ადმინისტრაციულ სახდელს უფარდებს სასამართლო. გამომდინარე არსებული საკანონმდებლო
ჩარჩოდან და იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის მიხედვით როგორც ოქმების შედგენას,
ისე სახდელების დაკისრებას მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ, სამართალდამრღვევის მიერ
გადახდილი ჯარიმები მიემართება არა სახელმწიფო ბიუჯეტში, არამედ შესაბამისი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ამასთანავე, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება
სამართალდარღვევათა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საჭიროების
შემთხვევაში
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების
განხილვასთან
დაკავშირებული საჭირო ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან.
გასაწევი ხარჯების ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა ოდენობაზე. მეტიც,
გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გამოიწვევს
სასამართლოების მიერ განსახილველი საქმეების რაოდენობის შემცირებას, შესაბამისად შემცირდება
სასამართლოების მიერ გასაწევი ხარჯები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება, ერთი მხრივ, მოახდენს ზემოთ აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევების პრევენციას, ხოლო მეორე მხრივ გამომდინარე იქიდან, რომ ცვლილება
ხორციელდება 552 მუხლში, რომელიც არ ითვალისწინებდა სანქციას მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის
უფლების გარეშე სარგებლობისთვის, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში
პირები დაექვემდებარებიან ჯარიმის დაკისრებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ
დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: ირაკლი ზარქუა, მაია ბითაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ალექსანდრე დალაქიშვილი,
ირაკლი შატაკიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ედიშერ თოლორაია, ბექა დავითულიანი, რამინა (რიმა)
ბერაძე, სოზარ სუბარი