ინტერპელაციის წესით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#[44aa]/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-05-27

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“ 4155/3-65/22 10-05-2022 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ ილია დარჩიაშვილს საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მოგმართავთ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: როგორც ცნობილია საქართველომ დაასრულა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის ორივე ნაწილზე მუშაობა და გადასცა ევროკომისიას.  რა სამუშაო იქნა გაწეული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ევროკომისიის კითხვარის სათანადო დონეზე მოსამზადებლად?  თქვენი აზრით, რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ევროკომისია შეფასების პროცესში და როდის ველოდებით შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნებას?  როგორია თქვენი მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით?  ევროკომისიის კითხვარზე მუშაობის შედეგად რა სფეროები გამოიკვეთა, როგორც ყველაზე წარმატებული და რომელი მიმართულებით ჭირდება ქვეყანას გაუმჯობესება? თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge  რა დიპლომატიურ სამუშაოს ახორციელებს საგარეო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კანდიდატის სტატუსის მისაღებად? პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
წერილი
№ 01/16069 27/05/2022 16069-01-2-202205271240 საქართველოს პარლამენტის წევრს, პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბატონ მამუკა მდინარაძეს ბატონო მამუკა, თქვენი 2022 წ. 10 მაისის N4155/3-65/22 წერილზე პასუხად, გიგზავნით ხსენებულ კორესპონდენციაში თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე წერილობით პასუხებს. დანართი 3 გვერდი. პატივისცემით, ილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხები საქართველოს პარლამენტის წევრის, პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბატონი მამუკა მდინარაძის მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებზე რა სამუშაო იქნა გაწეული სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ევროკომისიის კითხვარის სათანადო დონეზე მოსამზადებლად? 2022 წ. 3 მარტს, საქართველოს მიერ გაწევრიანების თაობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ განიხილა ქართული მხარის განაცხადი და დაავალა ევროკომისიას შეფასების ანგარიშის (Opinion) მომზადება. 2022 წლის 11 აპრილს, საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის სპეციალური კითხვარის პირველი, პოლიტიკურ-ეკონომიკური ნაწილი, რომელიც 369 კითხვას აერთიანებდა, ხოლო 19 აპრილს ევროკომისიამ საქართველოს გადმოსცა კითხვარის მეორე სექტორული ნაწილი, რომელიც 2300-მდე კითხვას მოიცავდა. მთლიანობაში, კითხვარი აერთიანებდა 2600-ზე მეტ კითხვას, რაც, კითხვების რაოდენობით და კომპლექსურობით, რიგი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისათვის გაზიარებული კითხვარების მსგავსია. ამასთან, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოებაც, რომ, ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს კითხვარის შესავსებად გაცილებით ნაკლები ვადა, ერთი თვე ჰქონდა, რაც ვადების დაცვის კუთხით დამატებით გამოწვევას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, საქართველომ ღირსეულად გაართვა თავი დასახულ ამოცანას და, უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში, მოახდინა მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა, მათ შორის, აუცილებელი ადამიანური რესურსების - სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული საჯარო მოხელეების რესურსის მაქსიმალური მობილიზება დასახული მიზნის მისაღწევად. კითხვარის შევსების პროცესის ძალიან კარგად დაგეგმილი და კოორდინირებული იყო, რომელსაც სათავეში საქართველოს მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ედგა და პროცესში ჩართული იყო უკლებლივ ყველა სამინისტრო და სამთავრობო უწყება. ყოველკვირეულ რეჟიმში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იმართებოდა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომები, რომლის ფარგლებშიც პრემიერს წარედგინებოდა ანგარიში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროში სისტემატურად იმართებოდა უწყებათაშორისი შეხვედრები, როგორც მინისტრის მოადგილეების, ისე უწყებების შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელების დონეზე (სულ გაიმართა 5 შეხვედრა). პრაქტიკულად, ყველა უწყების თანამშრომელი 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა დოკუმენტზე, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოითხოვდა, როგორც თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ კითხვებზე პასუხების მომზადებას, ისე შესაბამისი სფეროების მიხედვით ჩართული უწყებების მუშაობის პროცესის კოორდინაციას, მიღებული მასალების დამუშავებას, დახარისხებასა და თავმოყრას ერთიან ფორმატში ისეთი ფორმით, რომ დოკუმენტი ყოფილიყო გამართული, ხარისხობრივად მაღალ დონეზე მომზადებული და ყველა კითხვაზე ყოფილიყო ამომწურავი პასუხი გაცემული. მთლიანობაში, დოკუმენტი შეიკრა 9 ტომად, მათ შორის, 2 ტომისგან შედგება პირველი - პოლიტიკურ-ეკონომიკური ნაწილი, ხოლო 7 ტომისგან კითხვარის მეორე - სექტორული ნაწილი, რომელიც პირველ ნაწილთან შედარებით, ბევრად კომპლექსური და მასშტაბურია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ ვადაზე ადრე მოახერხა კითხვარის შევსება და ევროკომისიისთვის დაბრუნება. მიმდინარე წლის 2 მაისს ევროკომისიას გადაეცა პირველი, ხოლო 10 მაისს, - მეორე ნაწილი. თქვენი აზრით, რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ევროკომისია შეფასების პროცესში და როდის ველოდებით შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნებას? ევროპული მხრიდან გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელია მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე. ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში 27 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც აღნიშნულ საკითხზე მოითხოვს ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას. შევსებული კითხვარის საფუძველზე, ევროკომისია მოამზადებს შეფასების დოკუმენტს (Opinion). შეფასების ანგარიში დაეგზავნება 27 წევრ ქვეყანას, რომლებიც მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთან ერთად, ასევე, განხილულ იქნება უკრაინისა და მოლდოვისთვის კონკრეტული სტატუსის საკითხი. როგორია თქვენი მოლოდინი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით? მოცემულ ეტაპზე, რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება, მაშინ როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთხმად მხარდაჭერა ესაჭიროება. აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად - საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზადაა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ამგვარი გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც ორგანიზაციის კარი გაუღოს ახალ წევრებს. მოგეხსენებათ, რომ წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართ არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები. ამასთან, საქართველოს მიერ კითხვარის შევსება გაწევრიანების მხოლოდ ერთ-ერთი, საწყისი პროცედურული ეტაპია. ევროკომისიის კითხვარზე მუშაობის შედეგად რა სფეროები გამოიკვეთა, როგორც ყველაზე წარმატებული და რომელი მიმართულებით ჭირდება ქვეყანას გაუმჯობესება? საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით არსებული პროგრესი ასევე გამოიკვეთა კითხვარის შევსების პროცესშიც. კითხვარში დასმული არის კონკრეტული შეკითხვები ქვეყნის კონსტიტუციური და ინსტიტუციური მოწყობის, ევროინტეგრაციის კოორდინაციის სისტემის, ქვეყანაში არსებული ანტიკორუფციული მექანიზმებისა და ბევრ სხვა სფეროში არსებული სურათის შესახებ. თუნდაც, რა სახის კანონმდებლობა არის ქვეყანაში სხვადასხვა სფეროების რეგულირებისათვის, მთ შორის, საკითხები ეხებოდა ადამიანის უფლებებს, სოფლის მეურნეობის სფეროს, გარემოს დაცვას, ენერგეტიკას და სხვა. ზოგადად, ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში, ძირითადად ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები პროგრესი, რაც ასევე დადებითად ფასდება ევროკომისიის მიერ. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ კანონმდებლობაში უკვე ასახულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების საკმაოდ დიდი ნაწილი. აქვე გაცნობებთ, რომ გასულ კვირას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმდა ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს ურთიერთობების პრიორიტეტულ საკითხებსა და მათი მიმართულებებით გადასადგმელ ნაბიჯებს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში. დღის წესრიგი ნათლად ასახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძალიან მაღალ დონეს და მასში ასახულია ყველა ის საკითხი, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ინტეგრაციის პროცესში. 2 რა დიპლომატიურ სამუშაოს ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კანდიდატის სტატუსის მისაღებად? საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ დადებითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კუთხით, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქართულ დიპლომატიას, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საზღვარგარეთ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს წევრ ქვეყნებთან ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მისაღებად. კერძოდ:  განხორციელდა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები და სატელეფონო ზარები ევროკავშირის წევრი ქვეყნების თითქმის ყველა წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან;  საქართველოს საელჩოებს მიეცათ ინსტრუქცია ევროკავშირის ინსტიტუტებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან, კვლევით ცენტრებთან და სხვა, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ორგანიზაციებთან აქტიურად მუშაობის თაობაზე, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდამჭერი პოზიციის ფორმირების მიზნით;  საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს თბილისში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და თბილისში ევროკავშირის დელეგაციასთან;  საქართველოს ელჩები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას წევრ ქვეყნებში გამართულ შესაბამის დისკუსიებში მონაწილეობისა და პოზიციების დაფიქსირების მიმართულებით. 3