ინტერპელაციის წესით საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#[44ad]/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-05-27

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 2015/3-23/22 07-03-2022 საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის საფუძველზე ინტერპელაციის წესით მოგმართავთ შემდეგი კითხვებით: 1. რა ღონისძიებები ტარდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ბრალდებულთა (მსჯავრდებულთა) უფლებების დაცვის კუთხით და რამდენად შეესაბამება იგი საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ სტანდარტებს. საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გთხოვთ დასმულ შეკითხვებს უპასუხოთ საგაზაფხულო სესიის მარტის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს. კერძოდ, 18 მარტის პლენარულ სხდომაზე. პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
5/27/2022 საქართველოს იუსტიციის მინისტრი საქართველო, ქ. თბილისი, 0114, გორგასლის ქ.24 ა. ტელ.: 2 40–51–48, 2 40-58-36; ელ.ფოსტა: info@justice.gov.ge KA010182743302522 №6833 27 / მაისი / 2022 წ. საქართველოს პარლამენტს მიმდინარე წლის 07 მარტის № 2015/3-23/22 წერილით (საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის № 01/6236; თარიღი: 07.03.2022) ფრაქციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – მიერ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით დანართის სახით წარმოგიდგენთ წერილობით პასუხს. დანართი: 17 (ჩვიდმეტი) ფურცელი პატივისცემით, მინისტრი file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/e07ed085-b677-4d44-a219-4a943f8c90c5.html რატი ბრეგაძე 1/1 საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს პენიტენციური სისტემის განვითარების პროცესი უწყვეტი და თანმიმდევრულია. თვალნათლივ ჩანს არაერთი თემატური მიმართულებით დაფიქსირებული მნიშვნელოვანი პროგრესი. ერთ-ერთი მთავარი მიღწევა პენიტენციურ სისტემაში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის აღმოფხვრაა. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დღეს არსებული მიდგომები შესაბამისობაშია ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, როგორიც არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი, გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ კონვენცია. ამასთან ერთად, პენიტენციური სისტემა იცავს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური წესებითა (ნელსონ მანდელას წესები) და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით (2006)2 განსაზღვრულ სტანდარტებს წევრი სახელმწიფოებისადმი ევროპულ ციხის წესებთან დაკავშირებით (ევროპული ციხის წესები). 2012 წლიდან პენიტენციური სისტემა სრულად ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე. ეს ნათლად აისახება საერთაშორისო მონიტორინგის ორგანოების შეფასებებშიც. წამებისა და სხვა არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის, ხუან მენდეზის, 2015 წლის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ 2012 წლის შემდგომ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა სრულად შეცვლილია და საქართველოში წამება აღარ წამოადგენს სისტემურ პრობლემას. ბატონმა მენდეზმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის აშკარა პრიორიტეტია, რაც გატარებულ ღონისძიებებშიც ნათლად ჩანს, მათ შორის, სისხლისსამართლებრივ დევნაში, ბრალის წაყენებაში, პენიტენციური სისტემის პოპულაციის შემცირებაში, ახალი პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციასა და პოლიტიკის კომპლექსურ ცვლილებებში.1 ეს მაშინ, როდესაც, მაგალითად, CPT-ის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, განხორციელებული ვიზიტის ბოლოს კომიტეტმა მყისიერად აცნობა საქართველოს მაშინდელ მთავრობას, რომ ქსნის №7 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა მოთავსების კუთხით არსებული პირობები უტოლდებოდა არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას.2 ამავე დოკუმენტში 1 წამებისა და სხვა არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში, 1 დეკემბერი, 2015. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/jmE4zjN 2 წამებისა და სხვა არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში, 29 ივლისი, 2010, პარაგრაფი 8, ხელმისაწვდომია: 1 აღნიშნულია, რომ საქართველოში პატიმართა იმჟამინდელი რაოდენობა ძალზედ მაღალი იყო საერთაშორისო სტანდარტთან შედარებით, რაც CPT-ის პოზიციით, ვერ გამართლდებოდა მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობით.3 CPT პირდაპირ აღნიშნავდა, რომ პატიმართა რაოდენობის შეუჩერებელი ზრდა აბრკოლებდა სასჯელაღსრულების სისტემის გაჰუმანურებას. ცნობისთვის, 2010 წელს CPT-ის ვიზიტის პერიოდში საქართველოში, ჯამში, 21 532 პატიმარი იყო, რაც გულისხმობდა, რომ საქართველოს ყოველ 100 000 მოსახლეზე 500 პატიმარი მოდიოდა მაშინ, როდესაც მსოფლიოში 100 000 მოსახლიდან, საშუალოდ, 150 იყო პატიმარი.4 ხსენებულ პერიოდში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არასათანადო მოპყრობის სისტემური ხასიათი, რაც საზოგადოების ფართო წრისათვის 2012 წლის 18 სექტემბრის ვიდეოკადრების გავრცელების შემდგომ გახდა ცნობილი, 2012 წლის 19-23 ნოემბერს CPT-ის საგანგებო (ad hoc) ვიზიტის საფუძველიც გახდა. სწორედ ამ პერიოდს (2011-2012 წლებს) უკავშირდება საქართველოში პატიმართა რაოდენობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელიც, რომელმაც 24000-ს გადააჭარბა. 2012 წლამდე პენიტენციურ სისტემაში პატიმართა წამების, დამცირების და არაადამიანური მოპყრობის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე 2012 წლის ანგარიშში მიუთითებდა საქართველოს სახალხო დამცველიც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა არასათანადო მოპყრობას ჰქონდა სისტემური ხასიათი. აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად 2012 წლამდე საქართველოს მთავრობამ წლების განმავლობაში არ მიიღო სათანადო და ადეკვატური ზომები. შედეგად, დამკვიდრდა დაუსჯელობის სინდრომი – პატიმრების უფლებების დარღვევა, მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა რუტინულ და სისტემურ მოვლენად იქცა.5 2012 წლამდე გაკეთებული შეფასებებისგან განსხვავებით, CPT-ის 2019 წლის 10 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში კომიტეტის მიერ აღნიშნულია, რომ არ მიუღიათ ინფორმაცია/ბრალდება არასათანადო მოპყრობის ინსტიტუციური შემთხვევებზე. გარანტიების CPT გაუმჯობესებას, დადებითად ახალი აფასებს სამართლებრივი ინფრასტრუქტურის და შექმნას და პატიმართათვის სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხს. ამასთან, ანგარიშში აღნიშნავს, რომ პენიტენციური დაწესებულებების მატერიალური პირობები, ზოგადად, მისაღები და ადეკვატურია და მისასალმებელია პენიტენციურ დაწესებულებებში 2014 წლის შემდგომ განხორციელებული სარემონტო-განახლებითი სამუშაოები.6 ამასთან ერთად, 2015 წლის 31 ივლისის ანგარიშში CPT ულოცავს საქართველოს მთავრობას პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმართა საერთო რაოდენობის მკვეთრად შემცირებას. 2014 წელს პატიმართა რაოდენობამ, დაახლოებით, 10000 https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=09000016806961 dc 3 წამებისა და სხვა არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში, 29 ივლისი, 2010, პარაგრაფი 46. 4 იქვე, პარაგრაფი 45. 5 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2012, გვ. 11, ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/geo/saparlamento-angarishebi 6 წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში, 10 მაისი, 2019. ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/1680945eca 2 შეადგინა, რაც გულისხმობდა, რომ სახელმწიფოში 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 230 პატიმარი მოდიოდა, ნაცვლად 2012 წელს არსებული, საერთაშორისო სტანდარტებს ყოველგვარად აცდენილი რაოდენობისა (25000-მდე პატიმარი და 550/100 000 თანაფარდობა).7 ასევე, CPT მიესალმება საქართველოს მთავრობის პროგრესს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით.8 პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმები CPT დელეგაციის მიერ კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა 2021 წლის ad hoc ვიზიტის დროს გამართულ მაღალი დონის შეხვედრებში, ასევე, აისახა ვიზიტის შემდგომ ანგარიშში.9 განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ 2013 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არცერთი საჩივარი არ მიუღია წარმოებაში პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხზე, რაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლამდე, წინა ხელისუფლების პირობებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმართა უფლებების თაობაზე დარღვევა დაადგინა, ჯამში, 95 საქმეზე. ხსენებული დარღვევები აერთიანებს პენიტენციურ სისტემაში 2013 წლამდე არსებულ სისტემურ პრობლემებს – პატიმართა გარდაცვალება, არასათანადო მოპყრობა, პატიმრობის პირობები, მკურნალობა, პატიმართა პირადი ცხოვრების პატივისცემა. დარღვევების შედეგად, საქართველოს მომჩივანთა სასარგებლოდ, ჯამში, დაეკისრა 750 270 ევროს ანაზღაურების ვალდებულება. დღესდღეობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური განაგრძობს თემატური მიმართულებების ფარგლებში აქტიურ მუშაობას, რათა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პატიმრობის პირობები სრულად შეესაბამებოდეს საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. 7 წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში, 31 ივლისი, 2015, პარაგრაფი 46. ხელმისავწდომია: https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId=09000016806961f 8 8 წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში, 10 მაისი, 2019. პარაგრაფი 45, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/1680945eca 9 ხელმისაწვდომია: https://www.coe.int/en/web/cpt/-/council-of-europe-anti-torture-committee-cpt-visitsgeorgia-and-holds-high-level-talks-with-the-minister-of-justice-on-the-situation-in-semi-open-peni 3 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების, ასევე, მათი სამართლებრივი, სოციალური და პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეროვნული კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. პენიტენციურ დაწესებულებაში ძირითადი უფლებების შეზღუდვა და შეზღუდვის ხარისხი დაკავშირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დადგენილი სასჯელის მიზნებთან. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.10 სასჯელის მიზნები კუმულაციაში უნდა იქნეს მიღწეული. დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი, პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით.11 ნაწილი უფლებებისა პენიტენციურ დაწესებულებაში ისევე არის უზრუნველყოფილი, როგორც მის გარეთ; მთელი რიგი უფლებებისა პენიტენციურ დაწესებულებაში მეტად იზღუდება, ხოლო უფლებათა შედარებით მცირე ნაწილი სრულად შეზღუდულია. ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება ის უფლებები, რომელთა შეზღუდვის აუცილებლობით გამოიხატება საკუთრივ „საპატიმრო სასჯელის“ ძირითადი არსი, ურომლისოდაც ის დაცლილი იქნებოდა შინაარსისგან, ხოლო მისი მთავარი მიზნები მიუღწეველი დარჩებოდა. ასეთი უფლებაა, პირველ რიგში, ადამიანის თავისუფლება12 და მისი შეზღუდვიდან გამომდინარე სხვა უფლებები (შეკრების თავისუფლება, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება). მნიშვნელოვანია, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულია საინფორმაციო დაფა, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომია ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებათა შესახებ დეტალური ინფორმაცია. წინამდებარე დოკუმენტში (პასუხში) განხილულია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის სტანდარტები პენიტენციურ დაწესებულებებში; ამავდროულად საუბარია იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ განხორციელებულ იმ ღონისძიებათა ფართო სპექტრზე, რომლებიც ამ უფლებათა რეალიზაციის 10 იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41. 11 იქვე, II-52. 12 როდესაც საუბარია პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, გამოყენებაზე, ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობა შემოფარგლულია შედარებით მცირე – 9-თვიანი ვადით (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 13). 4 მიზანს ემსახურება. დოკუმენტი ასახავს ინფორმაციას პენიტენციურ სისტემაში შესაბამისი მიმართულებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზეც. ამა თუ იმ უფლების დაცვაზე მსჯელობის კვალდაკვალ, ზოგადი შენიშვნის სახით, ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელებული საქმიანობა მტკიცედ ეფუძნება ადამიანის ღირსების ხელშეუვალობისა და თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპებს. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა პენიტენციური სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს. მის უზრუნველსაყოფად დაწესებულებებში შექმნილია ღირსეული საარსებო/საცხოვრებელი პირობები, უსაფრთხოების გარანტიები, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემა. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა 13 ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. უზრუნველყოფდეს დღესდღეობით პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განთავსების ინტენსივობა იძლევა საშუალებას, არათუ დაცული იყოს კანონით დადგენილი სტანდარტი თითოეულ ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე გამოყოფილ საცხოვრებელ ფართობთან მიმართებით, არამედ, უმრავლეს შემთხვევაში, ფაქტობრივად არსებული სტანდარტი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. კერძოდ, CPT-ის სტანდარტის შესაბამისად, პენიტენციურ სისტემაში განთავსების ლიმიტი, პენიტენციური დაწესებულებების ფართის გათვალისწინებით (სულ ფართი – 54 707 კვ.მ.), 10 525 ბრალდებული/მსჯავრდებულია; დღეის მდგომარეობით კი განთავსებულია – 9430 ბრალდებული/მსჯავრდებული. პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება.14 სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის რეკომენდაციების საფუძველზე, ნუტრიციოლოგებთან თანამშრომლობის გზით პატიმრებისთვის შეადგინა ახალი სტანდარტის, სეზონური და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუები – სულ 48 სტანდარტული მენიუ (არასრულწლოვნების, ორსული და მეძუძური ქალების, აგეთვე, სხვადასხვა 13 14 პატიმრობის კოდექსი, მუხლი 15.1. იქვე, მუხლი 23.1. 5 დაავადების მიხედვით, სტაციონარში და ნაოპერაციევი პირების). განისაზღვრა დღიური კალორაჟის ახალი ნორმა (2300-3700 კკალ). ერთი პატიმრის კვებაზე დახარჯული თანხა წინა წლების (2015-2019 წწ.) ანალოგიურ მაჩვენებელს 40%-ით აღემატება. მომმარაგებელი კომპანიის მიმართ დადგენილია მოთხოვნა, რომ საქონლისა და ქათმის ხორცი შეიძლება იყოს მხოლოდ ნედლი (გაუყინავი). დამატებით, კვებითი მომსახურების კომპანია სამსახურს თვეში ერთხელ – მიკრობიოლოგიური, ხოლო 3 თვეში ერთხელ ქიმიური გამოკვლევის შედეგებს წარუდგენს; კომპანია სამ პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფს პურის საცხობის მუშაობას, სადაც 30 პატიმარია დასაქმებული; მომსახურების გაწევის პროცესში კი ასაქმებს, საშუალოდ, 5 პატიმარს ყოველ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელთა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 600 ლარია. პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვასაც. დაწესებულების ყველა საკანი აღჭურვილია ბუნებრივი ვენტილაციის საშუალებით (ფანჯარა); ყოველდღიურად ხდება საშხაპეების, კიბეებისა და ყველა სარეჟიმო კორპუსის დასუფთავება; ბრალდებულები/მსჯავრდებულები დაწესებულებაში შემოსვლისთანავე უზრუნველყოფილნი არიან თეთრეულითა და ჰიგიენური საშუალებებით. თეთრეულის მიღება შესაძლებელია ამანათის მეშვეობითაც. პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების უფლებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას ხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. საჭიროების შემთხვევაში მისთვის ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პენიტენციური დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება. ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის №381 ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია ევროპის საბჭოს მხარდაჭერით. ამასთან, ევროპის საბჭოს პროექტთან „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ თანამშრომლობით განახლდა პენიტენციური ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტის დოკუმენტი. გარდა ამისა, ბრალდებულები/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი არიან ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული მომსახურებით. ჯანმრთელობის დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად პატიმრობის კოდექსი ადგენს, რომ ყველა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა შეიქმნას საექიმო-სამედიცინო 6 პუნქტი. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში (მუხ. 121). 2021 წელს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანილ იქნა 5502 პატიმარი; ხოლო 2022 წლის 30 აპრილის მდგომარეობით − 1764. პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი გამუდმებით ზრუნავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვაზე. ამისათვის პენიტენციურ სისტემაში აღებულია პირველადი ჯანმრთელობის დაცვის მოდელი. ყველა დაწესებულებაში შექმნილია პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დახმარების (პჯდ) გუნდები, რომელთა ყოველდღიური საქმიანობაც არის პაციენტების კონსულტირება, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მეთვალყურეობა (მკურნალობის დანიშვნა, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების დაგეგმვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ჩართვა დაავადების მართვისთვის), დანიშნულების შესრულების მონიტორინგი, გაწეული სამედიცინო მომსახურების დოკუმენტირება. პენიტენციურ სისტემაში მოქმედებს ჯანდაცვის შემდეგი სახელმწიფო პროგრამები:  ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა;  აივ-ინფექცია შიდსის სახელმწიფო პროგრამა;  C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა;  მეთადონით (დეტოქსიკაცია) ჩანაცვლების პროგრამა;  დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა;  ჰემოდიალიზი;  საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებები/სმენის აპარატები. ამასთანავე, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომია ფსიქიატრის კონსულტაცია/ამბულატორიული მეთვალყურეობა-მკურნალობა. აღსანიშნავია პენიტენციური სისტემის წარმატება „COVID 19“-ის პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. 2021 წლის 7 აპრილიდან დაიწყო პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა ორგანიზებული ვაქცინაცია. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ვაქცინირებული იყო 3.169 (94%), რევაქცინირებული − 2.923 (86%). 2021 წლის 17 მაისიდან დაიწყო ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვაქცინაცია. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ვაქცინირებული იყო 7.916 (84%), რევაქცინირებული − 7.421 (79%). მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყო სუიციდის პრევენციის საპილოტე პროგრამა. 2016 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანებით ოფიციალურად დამტკიცდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამა, ხოლო პროგრამის დაწყების დღიდან დღემდე სუიციდური კრიზისიდან გამოყვანილ იქნა 700-ზე მეტი პაციენტი. ბოლო წლებში აღნიშნული პროგრამა განახლდა და კიდევ უფრო მიესადაგა რეალურ საჭიროებებს. ამჟამად 7 მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა სუიციდის პროგრამის ცალკეული ეტაპის შემდგომ გაუმჯობესებაზე. ზემოაღნიშნული ქმედითი ღონისძიებების კომპლექსურად გატარების შედეგად მკვეთრად შემცირდა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა გარდაცვალების შემთხვევები. კერძოდ, თუ 2011 წელს გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა იყო 140, 2021 წელს დაფიქსირდა პატიმრის გარდაცვალების 20 შემთხვევა (აქედან 12 – სამოქალაქო სექტორის კლინიკაში). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა, აგრეთვე, პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებმა სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ გაიარეს სხვადასხვა სასწავლო კურსი, რომელთა ფარგლებშიც გაეცნენ პენიტენციური დაწესებულების მართვის ძირითად წესებს, პატიმართან მოპყრობის წესებს და შესაბამის სფეროში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებს. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პროცესუალური უფლებებისა და ამ უფლებებთან დაკავშირებული სამართლებრივი ინტერესების დაცვა პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს თავის დამცველთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შეუძლია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. ბრალდებულები/მსჯავრდებულები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტიურად სარგებლობენ ადვოკატის მომსახურებით. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხისმგებელი პირი დაუყოვნებლივ აძლევს საშუალებას, გაეცნოს წერილობით ინფორმაციას თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლებისა და გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული წესის თაობაზე. წერა-კითხვის უცოდინარ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია მიეწოდება ზეპირი ფორმით. პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყების მიზნით შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი. მოთხოვნის შეტანით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.15 ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს. მოთხოვნა რეგისტრირდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო მისი რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 15 ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით პატიმრობის კოდექსი, მუხლი 95.1. 8 მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია, წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში.16 ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს სამსახურის გენერალურ დირექტორთან. აგრეთვე, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს სამსახურის გენერალურ დირექტორს. ამასთან, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება სამსახურის გენერალური დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება საჩივრდება. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.17 პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს „ა.დ“ ქვეპუნქტის სატელეფონო თანახმად, საუბრებით (კანონმდებლობით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში) და მიმოწერით. ამავე კოდექსის მე-16 მუხლში აღნიშნულია, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგულისხმოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში შემავალი უკლებლივ ყველა პენიტენციური დაწესებულების დებულებაში 2020 წლის ბოლოს შეტანილი ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ პატიმრობის კოდექსით დადგენილი სატელეფონო საუბრის დროის ლიმიტები არ ვრცელდება სატელეფონო საუბრის საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) მეშვეობით განხორციელების შემთხვევაზე და შესაბამისი უფლებით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, პენიტენციური დაწესებულების სახისა და ტიპის მიხედვით, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დაბალი რისკისა და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებასა და ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, აგრეთვე, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში – 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც. ამასთან, იმისათვის, რომ გარანტირებული ყოფილიყო აღნიშნული უფლების დამატებითი დაბრკოლებების გარეშე რეალიზება, ამავე ცვლილებით გაკეთდა დათქმა, რომ ზოგადი წესი, რომელიც ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის საკუთარი ხარჯით განხორციელებას გულისხმობს, არ ვრცელდება სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით საუბრის შემთხვევაზე, რა დროსაც სატელეფონო საუბრის ხარჯებს თავად პენიტენციური დაწესებულება დაფარავს. ამასთანავე, 2021 წლის მიწურულს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, 16 17 ბრალდებულების/მსჯავრდებულების სატელეფონო საუბრების ლიმიტები აღარ იქვე, მუხლი 95.2, 3 და 4. პატიმრობის კოდექსი, მუხლი 98 9 ვრცელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზეც. დამატებით, გამომძიებლის/პროკურორის მიერ მსჯავრდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა აღარ ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზეც. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით 2021 წელს ადგილობრივმა საბჭოებმა მიიღეს 829 დადებითი გადაწყვეტილება, ხოლო 2022 წლის 30 აპრილის მდგომარეობით მიღებულია 170 დადებითი გადაწყვეტილება. აქვე, ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სათანადო პირობების მიზეზით/ინიციატივით საპროცესო შექმნას. უფლებების შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ეფექტიანი რეალიზაციისთვის პენიტენციური დაწესებულების რომელიმე საპროცესო უფლების შეზღუდვის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. 2021 წელს საპილოტე რეჟიმში დაინერგა სიახლე, რომლის მიხედვითაც ადვოკატებს პატიმართან ვიზიტის დაჯავშნა ონლაინ ფორმატში შეუძლიათ, რაც ამცირებს ლოდინის დროს და, ზოგადად, დაცვის უფლების რეალიზებას კიდევ უფრო მეტად ეფექტიანს ხდის. აგრეთვე, მზადდება ინიციატივა, რომლის განხორციელების შედეგად პატიმარს ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდული დახმარების სამსახურთან დაკავშირება შეუზღუდავად შეეძლება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პიროვნების თავისუფალი განვითარება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესი და პირობები და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით. 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) სწავლობს 27 მსჯავრდებული, ერთმა მსჯავრდებულმა წარმატებით დაასრულა სწავლა, ხოლო მეორე საფეხურზე (მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლებით სარგებლობს 3 მსჯავრდებული. დღეისათვის იუსტიციის სამინისტროში მომზადებულია პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლითაც ფართოვდება მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების ფარგლები – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების უფლება ექნება ყველა მსჯავრდებულს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა). გარდა ამისა, ამჟამად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ზემოაღნიშნული ერთობლივი ბრძანების განახლებაზე, რომლითაც დამტკიცდება აკადემიური უმაღლესი 10 განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) განათლების მიღების წესი. პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ უმაღლესი განათლების მიღების გაუმჯობესების მიზნით უახლოეს მომავალში ამოქმედდება „ციფრული უნივერსიტეტის“ პროექტი, რომლის მიზანია სტუდენტი მსჯავრდებულებისთვის ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიწოდება მათი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით. საამისოდ პენიტენციურ სისტემაში იგეგმება „ციფრული უნივერსიტეტის“ მოდელის დანერგვა, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს მსჯავრდებულებს, მიიღონ სრულფასოვანი განათლება. კერძოდ, პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ მსჯავრდებულებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ კომპიუტერული სისტემით სწავლის მიზნებიდან გამომდინარე; მათ, ასევე, ექნებათ საშუალება, დისტანციურ რეჟიმში დაესწრონ ლექციებს და გაეცნონ სასწავლო მასალას. ამისთვის კი, საჭიროა, შეიქმნას ისეთი ციფრული სივრცე და პროგრამები, რომლებიც, ერთი მხრივ, მსჯავრდებულებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სრულყოფილი განათლება, მეორე მხრივ კი, დაცული იქნება უსაფრთხოება და ხელი არ შეეშლება პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად ორი ძირითადი ამოცანა გამოიკვეთა:  ელექტრონული პლატფორმის საშუალებით სტუდენტი მსჯავრდებულების დასწრება ლექციებზე და ინტერაქტიული კომუნიკაცია ლექტორებთან;  ციფრულ უნივერსიტეტში ჩართული მსჯავრდებულების განათლების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები. პროექტის შედეგად გაიზრდება სტუდენტი მსჯავრდებულების უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და ციფრული პლატფორმის გამოყენებით საშუალება ექნებათ, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულების რეაბილიტაციას, გათავისუფლების შემდგომ საზოგადოებაში რეინტეგრაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას. პატიმრობის კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიეროპოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები; მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული აკრძალული ნივთებისა. თითოეულ პენიტენციურ დაწესებულებაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკაც, რომელშიც რეგულარულად მიმდინარეობს წიგნადი ფონდის განახლება. ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა, ისე, ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გასაგებ ენაზე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა. ამასთან, 2021 წლის აპრილიდან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუზღუდავი ოდენობით აქვთ სასამართლოს განაჩენების და გადაწყვეტილებების ასლების, ფულის, ნივთებისა და ფასეულობების შესანახად ჩაბარების დამადასტურებელი ქვითრის (ერთ ეგზემპლარად), ხოლო 11 ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით – სხვა ოფიციალური დოკუმენტების ქონის უფლება. 2022 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა შეადგენს 593 პირს (საშუალო ყოველთვიური ხელფასი − 300 ლარი), ხოლო თვითდასაქმებულია 159 ბრალდებული/მსჯავრდებული, ჯამში – 752 პირი. №8 პენიტენციური დაწესებულების ეზოში 8700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც პატიმრების მიერ მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები – ლობიო, ნესვი, პომიდორი, მწვანილი, ჟოლო 2019 წლის ზაფხულიდან იყიდება ერთ-ერთი მსხვილი სუპერმარკეტის ქსელში, ასევე, ონლაინ მაღაზიაში – soplidan.ge; კაფეები „ლიტერა“ და „შოთი“ კი, პატიმრების მიერ მოყვანილ პროდუქტებს იყენებენ კერძების მოსამზადებლად. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია. აღნიშნული უფლების კიდევ უფრო ეფექტიანი განხორციელების მიზნით უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს ე.წ. რემარკეტი (პატიმართა მიერ დამზადებული ნივთების სარეალიზაციო მაღაზია), რომელიც გააჩენს ახალ, უფრო ფართო შესაძლებლობებს ნაკეთობების რეალიზაციის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას, ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.18 2022 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით დაწესებულების დებულებებში შესული ცვლილების გზით, დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად განსაზღვრული ფულადი ლიმიტის ოდენობა 700-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. აგრეთვე, ყველა პატიმარს უფლება აქვს, მოაწყოს თავისი საცხოვრებელი საკანი (მათ შორის, სამზარეულო კუთხე) შეხედულებისამებრ, თუ ეს არ არღვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საგულისხმოა, რომ, მაგალითად, ტელევიზორის ქონის უფლება კანონმდებლობით 2012 წლამდეც დაშვებული იყო, თუმცა, აღნიშნული უფლების მინიჭება წარმოადგენდა პატიმრის წახალისების საგამონაკლისო ღონისძიებას; დღეის მდგომარეობით კი, საჭიროა რა მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა, პრაქტიკულად ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ტელევიზორით. 18 პატიმრობის კოდექსი, მუხლი 23.5. 12 ოჯახთან კომუნიკაციისათვის ბრალდებულები/მსჯავრდებულები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარგებლობენ პაემნების უფლებით. 2021 წელს პენიტენციურ სისტემაში შედგა 26474 ხანმოკლე, 1482 ხანგრძლივი და 5400 ვიდეოპაემანი. რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, 30 აპრილის მდგომარეობით გაიმართა 8717 ხანმოკლე, 1596 ხანგრძლივი და 1756 ვიდეოპაემანი. აქვე აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბრამდე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გამო ხანგრძლივი პაემნები შეზღუდული იყო. ხსენებული შეზღუდვა 2021 წლის 27 სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხსნა. მზადდება უფასო ხანგრძლივი პაემნების პროექტიც, რომელიც ახლო მომავალში საპილოტე რეჟიმში ჩაეშვება. მსჯავრდებულებისთვის სრულად უზრუნველყოფილია ქორწინების უფლებით სარგებლობაც. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით უფლება აქვს, ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი. დაწესებულებაში უზრუნველყოფილია წერის, ხატვის, კითხვისა და სხვა შემოქმედებითი უფლებების რეალიზება. შემოქმედების თავისუფლების რეალიზების საილუსტრაციოდ შესაძლებელია, მოვიხმოთ მიმდინარე წლის 10 მაისს სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, №5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულთა მონაწილეობით გამართული სპექტაკლი „ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ“. ზოგადად, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ პერიოდში №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში 2 სალონური წარმოდგენა მოეწყო და 1 სპექტაკლი დაიდგა, ხოლო №16 დაწესებულებაში ჩატარდა 2 კონცერტი. „პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 20 აპრილის №820 ბრძანებით დამტკიცდა პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის სტრატეგია და 20222023 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპორტში ჩართვა მათი ფიზიკური გაჯანსაღებისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს პატიმრობის რესოციალიზაციას. პერიოდში და გათავისუფლების შემდგომ მათ რეინტეგრაცია- სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია:  სპორტული ინფრასტრუქტურა და ინვენტარი;  პროფესიული განათლება და კვალიფიკაციის ამაღლება;  ფიზიკურ და სპორტულ აქტივობებში ჩართულობა. პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის დანერგვის შედეგად მიღწეული იქნება შემდეგი შედეგები:  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში ჩართულობის გაზრდილი მაჩვენებელი; 13  ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაუმჯობესებული ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა;  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის, ისე გათავისუფლების შემდგომ პერიოდში;  სპორტის სხვადასხვა სახეობაში მწვრთნელებად გადამზადებული მსჯავრდებულები;  მსჯავრდებულთა პროფესიული განვითარება და გათავისუფლების შემდგომ თვითრეალიზების მიღწევა. აღსანიშნავია ისიც, 2021 წელს საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდი ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებული ყურადღების საგანია პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ შშმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა მათი საჭიროებების გათვალისწინებით. დაგეგმილია შშმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების შეფასების სისტემის დანერგვა. ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში (საქართველო)“ ექსპერტის მიერ 2021 წელს გაკეთდა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ შშმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების მოკვლევა, რომლის საფუძველზეც იმავე პროექტის ფარგლებში 2022 წელს შემუშავდება შშმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების (ფიზიკური, სენსორული, ფსიქიკური და ინტელექტუალური) შეფასების ინსტრუმენტი. პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები „საქართველოს მთავრობის ეროვნული განვითარების სტრატეგია 2030“ ითვალისწინებს ბრალდებულებისა/მსჯავრდებულებისა და პენიტენციური სისტემის მოსამსახურეების საჭიროებებზე მორგებული გარემოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პენიტენციური დაწესებულებების შექმნას. ამოცანის თანახმად, საცხოვრებელი პირობები, რაც მშენებლობასა თუ გაუმჯობესდება გულისხმობს მიმდინარე ახალი დაწესებულებებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას. პენიტენციური დაწესებულებების გარდაქმნა შედარებით მცირე ზომის პენიტენციურ დაწესებულებებად კიდევ უფრო გააუმჯობესებს უსაფრთხოებისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილების ხარისხს. პენიტენციურ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი საპროექტო სამუშაოები, ეტაპობრივად მოხდება დიდი ზომის ნახევრად ღია დაწესებულებების მცირე ზომის ციხეებით ჩანაცვლება. მათ შორის, 2020 წლის ივნისში დაიწყო ლაითურის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის დასკვნითი ეტაპი. 700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი დაწესებულება (საკნების სრული ფართი - 8332 კვ.მ.) ფუნქციონირებას, გეგმის შესაბამისად, წლის ბოლოს დაიწყებს. საპატიმრო დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და ის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინტერესს არის მორგებული. ახალი პენიტენციური დაწესებულება სრულად პასუხობს როგორც ევროპულ 14 სტანდარტებს, ისე CPT-ის რეკომენდაციებს. ლაითურის დაწესებულება იქნება შშმ პატიმრებისთვის სრულად მისაწვდომი პირველი პენიტენციური დაწესებულება საქართველოში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე დასრულდა სპორტული მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები. კერძოდ, ჯამში მოეწყო 5 მოედანი: რუსთავის №17 დაწესებულებაში − 2; ქალთა №5 დაწესებულებაში − 1; გეგუთის №14 დაწესებულებაში − 1; ქსნის №15 − 1. ხორციელდება პენიტენციური დაწესებულებების ეზოების კეთილმოწყობაც. მაგალითად, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან პატიმრებს მხოლოდ ე.წ. სასეირნო საკანში შეეძლოთ დღეში ერთი საათის გატარება. ბოლო პერიოდში კი, დაწესებულების ერთ-ერთი შიდა ეზო გამწვანდა, მოეწყო ბილიკები, დაითესა ბალახი და დაირგო ერთწლიანი და მრავალწლიანი მცენარეები, სადაც არასრულწლოვანი პატიმრები ატარებენ საამისოდ გამოყოფილ დროს. აგრეთვე, პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ სამუშაოს ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად უმჯობესდება სამუშაო გარემო და პირობები. მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა მოსასვენებელი სივრცეების ახალი სტანდარტით მოწყობა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მათ საჭიროებებს, ასევე, თანამშრომელთა სასადილო სივრცეების მოწყობა. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია პენიტენციურ სისტემაში დანერგილია 19 სარეაბილიტაციო/თერაპიული პროგრამა. სისტემა მუდმივად ცდილობს, რომ გაუმკლავდეს გამოწვევებს და შექმნას ან განაახლოს პროგრამები. ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით: 1. „წამალდამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო პროგრამა“ – შემუშავებულია ახალი პროგრამა და პილოტირება დაწყებულია №17 პენიტენციურ დაწესებულებაში; 2. „პოზიტიური მშობლობის პროგრამა“ – მიმდინარეობს პროგრამის შემუშავება. სამუშაო ჯგუფი შექმნილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისგან; 3. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერის ფარგლებში განახლებული და შემუშავებულია შემდეგი სარეაბილიტაციო პროგრამები:  დანაშაულის გააზრების პროგრამა ზრდასრულებისთვის;  დანაშაულის გააზრების პროგრამა მოზარდებისთვის;  ემოციების რეგულაცია;  სოციალური და კოგნიტური უნარების სასწავლო პროგრამა; 15  თანასწორობის პროგრამა. 2021 წელს პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გადამზადდნენ ფასილიტატორებად 12 სარეაბილიტაციო პროგრამაში, რომლებიც უნდა დაინერგოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. 2021 წელს ფსიქოსოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებსა და სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში, როგორიცაა – კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და სარეკრეაციო ღონისძიებები, მსჯავრდებულთა ჩართულობის ჯამურმა მაჩვენებელმა 1500-ს მიაღწია. გაუმჯობესდება მსჯავრდებულებისა და ყოფილი პატიმრებისთვის დასაქმების, პროფესიული სწავლების, განათლებისა და განტვირთვის შესაძლებლობები. ამ მიზნით შეიქმნება შესაბამისი სისტემები და ინფრასტრუქტურა, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა ინდივიდუალური შეფასების, მათ შორის, კლასიფიკაციის, სასჯელის დაგეგმვისა და შემთხვევის მართვის ეფექტიანი მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით, ,,სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით, რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებით დამტკიცდა მსჯავრდებულთა შემთხვევის მართვის წესი, დაიწყო შემთხვევის მართვის ეტაპობრივი დანერგვა პენიტენციურ დაწესებულებებში. მსჯავრდებულის შემთხვევის მართვის პროცესში სპეციალისტი აფასებს რისკებსა და საჭიროებებს ბიო-ფსიქო-სამედიცინო მეთოდით. შეფასების შედეგად განისაზღვრება მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობა და საკუთარი თავის/სხვა პირების მიმართ მნიშვნელოვანი ზიანის რისკის დონე, რის საფუძველზეც დგება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა, ინტერვენციებში მიზნობრივი ჩართულობით. შემთხვევის მართვა ხორციელდება მულტიდისციპლინური მიდგომით. შემთხვევის მართვა მიმდინარეობს №3, №5, №6, №8, №10, №11, №15, №16 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში. პენიტენციური დაწესებულებიდან პრობაციის სისტემაში გადასვლის, პენიტენციური დაწესებულებიდან/პრობაციიდან საზოგადოებაში დაბრუნების ხელშესაწყობად შემუშავდა და დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიც არის უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისთვის მომზადება. შესაბამისი პროგრამა მოიაზრებს კომპლექსურ და მულტისექტორულ მუშაობას მსჯავრდებულებთან დანაშაულის გაცნობიერებისა და პრევენციის მიზნით. აქტიური ჩართულობა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში ხელს შეუწყობს უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა მომზადებას შემდგომი რესოციალიზაციარეინტეგრაციისთვის. დღეისთვის, პროგრამა ხორციელდება №5, №6, №8 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში და მასში ჩართულია 46 უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი. 2018 წლიდან ფუნქციონირებს დღემდე პენიტენციურ გათავისუფლებისთვის სისტემაში მომზადების №16 პენიტენციურ ნაწილი, დაწესებულებაში რომელშიც თავსდებიან 16 მსჯავრდებულები გათავისუფლებამდე 1 წლით ადრე. ისინი სარგებლობენ უქმე დღეებში ან სამუშაო დღეებში (სასწავლო ან დასაქმების მიზნით) დაწესებულებიდან ხანმოკლე გასვლის უფლებით, რაც ხელს უწყობს მსჯავრდებულების საზოგადოებაში რეინტეგრაციას. სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ რეჟიმში ახორციელებს თანამშრომელთა უწყვეტი გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმართული სხვადასხვა მომსახურების მიწოდება ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის:  2019 წელს სულ გადამზადდა 866 მოსამსახურე;  2020 წელს სულ გადამზადდა 312 მოსამსახურე (პანდემიის გათვალისწინებით);  2021 წელს სულ გადამზადდა 983 მოსამსახურე;  2022 წლის მაისის მდგომარეობით, სულ გადამზადებულია 301 მოსამსახურე. გარდა ზემოხსენებულისა, აღსანიშნავია, რომ, იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით მიმდინარე კანონმდებლობის კოდიფიკაციის რეფორმის ფარგლებში, აქტიური სამუშაოები ტარდება პენიტენციური სფეროს მარეგულირებელი ორი ძირითადი საკანონმდებლო აქტის – პატიმრობის კოდექსისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის კოდიფიკაციის მიმართულებით. ინიციატივის მიზანია აღნიშნულ სფეროში სამართლებრივი სიცხადის ხარისხის ამაღლება, რათა საზოგადოებისთვის მეტად გასაგები და აღქმადი გახდეს ერთიან საკანონმდებლო აქტში თავმოყრილი, ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამართლებრივი ნორმები. 17