საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი კავკასია“ (მაკა მინდიაშვილი) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-1994/22; 21.02.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-24
ბიუროს ნომერი 152
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-7117/22
23-05-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2022 წლის 23 მაისის სხდომაზე განიხილა არასამთავრობო ორგანიზაცია
„მრგვალი მაგიდა-თავისუფალი კავკასიის“ (მაკა მინდიაშვილი) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-1994/22;
21.02.2022).
იგი ითხოვს შემდეგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას ქსელური
ბიზნესისთვის: ხელფასის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დაწესება ქსელურ
ბიზნესში დასაქმებულებისთვის; სამუშაო დროის ზედა ზღვარის დაწესება - 8 საათიანი
სამუშაო დღე, 40 საათიანი სამუშაო კვირა, 160 საათიანი სამუშაო თვე; ზეგანაკვეთური
სამუშაოს ანაზღაურება 1,5-ჯერ მეტი ოდენობით; ღამის ცვლაში შესრულებული სამუშაოს
გაორმაგებული ანაზღაურება; შრომის ინსპექციისთვის ობიექტზე დასაქმებულების
რაოდენობის მკაცრად გაკონტროლების უფლების მიცემა, რათა დამსაქმებლებმა არ
შეამცირონ კადრები.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ
იქნა შემდეგი მიზეზების გამო:
1. წინადადებაში არაა დასაბუთებული, რომ კანონპროექტის მიღება არ მოახდენს
უარყოფით ზეგავლენას უმუშევრობისა და სიღარიბის დონეზე და დამსაქმებლები სამუშაო
ძალაზე დანახარჯების ზრდის საკომპენსაციოდ არ შეამცირებენ კადრებს, ხოლო სამუშაოს
მაძიებლებს არ გაურთულდებათ სამუშაო ადგილის პოვნა. მნიშვნელოვანია სწორად
შეფასდეს ამ რეგულაციების ზეგავლენა დამსაქმებლებზე, დასაქმებულებზე, ქვეყანაში
სიღარიბისა და უმუშევრობის დონეზე, იმისათვის, რომ კანონის მოქმედებამ არ გამოიწვიოს
ზემოაღნიშნული უარყოფითი შედეგები.
2. წინადადების ავტორი ითხოვს შრომის ინსპექციისთვის ობიექტზე დასაქმებულების
რაოდენობის მკაცრად გაკონტროლების უფლების მიცემას, რათა დამსაქმებლებმა არ
შეამცირონ
კადრები.
საბაზრო
ეკონომიკის
პირობებში
სახელმწიფო
არ
უდგენს
დასაქმებულთა რაოდენობას კერძო სექტორში არსებულ დამსაქმებელს; შრომის კოდექსის
მიხედვით, დამსაქმებელს აქვს უფლება შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს დასაქმებულს,
იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული
ცვლილებები, აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ეს ნორმა შესაბამისობაშია
საერთაშორისო
შრომის
სტანდარტებთან.
შრომითი
ხელშეკრულების
შეწყვეტის
კანონიერებას განიხილავს სასამართლო, დასაქმებულის მოთხოვნით.
3. წინადადების ავტორი ითხოვს, რომ დასახლებულ პუნქტში „ერთი და იმავე
სახეობის ბიზნესს შორის განისაზღვროს მინიმალური დისტანცია 300 მეტრი“. ეს
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
თავისუფალი მეწარმეობის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვაა. არაა დასაბუთებული ამ
რეგულაციის მიღების საჭიროება და სარგებელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე