საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს (თენგიზ მთვარელიშვილი) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-4806/22; 18.04.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-7121/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-24
ბიუროს ნომერი 152

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-7121/22 23-05-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 23 მაისის სხდომაზე განიხილა თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს (თენგიზ მთვარელიშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-4806/22; 18.04.2022). წინადადების ავტორი ითხოვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის - 1 ივნისის უქმე დღედ გამოცხადებას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზების გამო: საქართველოს შრომის კოდექსით დაწესებულია 17 უქმე დღე, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ევროპის ქვეყნებში, როგორც წესი უქმე დღეების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა. საქართველოზე მეტი უქმე დღე არცერთ ევროპულ ქვეყანაში არაა. ამასთან, მშობლების მიერ ბავშვების მიმართ სიყვარულის და ზრუნვის გამოხატვის ფორმები და საშუალებები მრავალმხრივია, მათ შორისაა, ოჯახის მიერ თავისუფალი დროის ერთად გატარება; ამისთვის, საქართველოში საკმარისი რაოდენობის უქმე დღეა, ეს ასევე შესაძლებელია დასვენების დღეებში, შვებულების დროს და სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, მათ შორის პირველ ივნისსაც. ამრიგად, არ არსებობს საჭიროება არსებულ უქმე დღეებს კიდევ ერთი დაემატოს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge