საქართველოს პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 23-24 მაისს ქ. პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-30
ბიუროს ნომერი 155
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-7303/22
25-05-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ნიკოლოზ სამხარაძეს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს,
ბ-ნ ირაკლი ჩიქოვანს
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარეს, ბ-ნ მიხეილ ყაველაშვილს
მოგახსენებთ, რომ 2022 წლის 23-24 მაისს მივლინებით ვიმყოფებოდი ქ. პარიზში
(საფრანგეთის რესპუბლიკა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ
საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
გივი მიქანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ნიკოლოზ სამხარაძეს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს,
ბ-ნ ირაკლი ჩიქოვანს
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარეს, ბ-ნ მიხეილ ყაველაშვილს
მოგახსენებთ, რომ მ.წ. 23-24 მაისს სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ქ.პარიზში
(საფრანგეთის რესპუბლიკა). ვიზიტის ფარგლებში 23 მაისს მონაწილეობა მივიღე ევროპის
საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა
კომიტეტის სხდომაში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად წარვდექი კომიტეტის წინაშე
შუალედური ანგარიშით შაუმდგომლობის „კოვიდ-19 პანდემიის გავლენა ევროპის
პატიმრებზე“ საფუძველზე ანგარიშისა და რეზოლუციის პროექტის მომზადებასთან
დაკავშირებით. გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება ევროპის საბჭოს
ქვეყნებში პენოლოგიური სტატისტიკის ანალიზზე, წამების პრევენციის ევროპული
კომიტეტის მიგნებებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პრაქტიკაზე კოვიდ-19 პანდემიის პატიმართა უფლებების შეზღუდვასა და ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების ევროპის საბჭოს
წევრი სახელმწიფოების მხრიდან შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით
გავამახვილე. ჩემი ინიციატივით, კომიტეტი დათანხმდა წევრ სახელმწიფოებში
ჩემს მიერ წინასწარ შემუშავებული კითხვარის დაგზავნას, რომლის პასუხების
საფუძველზეც გადაწყდება რომელ ქვეყნებში განხორციელდება საკითხის
სიღრმისეული კვლევა. კომიტეტმა ერთხმად მოიწონა განხორციელებული
საქმიანობა და სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე, რაც ქ.ბერნში (შვეიცარია)
ჩატარდება, მოხდება 3 მოწვეული ექსპერტის მოსმენა დამატებითი ინფორმაციის
მიღების მიზნით და სიღრმისეული კვლევისთვის სამიზნე ქვეყნის განსაზღვრა
ვიზიტის დაგეგმვისთვის.
კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა ფაქტების დამდგენი მისიის უკრაინაში
გაგზავნის საკითხი და დელეგაციის შემადგენლობა. ჩემი განაცხადის საფუძველზე,
ჩემი კანდიდატურა არის სათადარიგო დელეგაციის სიაში. თუმცა, კომიტეტის
თავმჯდომარის
გადაწყვეტილებით,
დელეგაციის
რაოდენობა
საბოლოოდ
განისაზღვრება უახლოეს დღეებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის
ბიურს სხდომაზე.
24 მაისს საელჩოს უფროს მრჩეველ პაატა მაჭავარიანთან ერთად საქართველოს
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის სახელით შეხვედრა
გავმართე იუნესკოს ახალგაზრდობის განყოფილების უფროს სოურია საადზოისთან.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ახალგაზრდობის პოლიტიკის კუთხით გაწეული
და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ვისაუბრეთ. იუნესკოს ახალგაზრდობის
განყოფილების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა დისტანციური სტაჟირების
პროგრამა, რომელიც საქართველოს პარლამენტში გლობალური პანდემიის
დაწყებამდე დაინერგა. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა გასულ კვირას ფრაქცია
„ქართული ოცნების” მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი
ცვლილებების ინიცირების მნიშვნელობა, რომელიც, მისივე შეფასებით, ბევრ
ახალგაზრდას კარიერულ წინსვლაში შეუწყობს ხელს. შევთანხმდით აქტიურ
კოორდინაციაზე,
ერთობლივი
ტრენინგებისა
და
პროექტების დაგეგმვაგანხორციელებაზე.
ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ
მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის სპორტისა და
ახალგაზრდობის კომიტეტის აპარატის თანამშრომელი იუნესკოს ახალგაზრდობის
განყოფილებაში 6 თვიან სტაჟირებას გაივლის.
პატივისცემით,
გივი მიქანაძე