საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა ბუჩუკურის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ალექსანდრე მოწერელიას და მიხეილ დაუშვილის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 15-21 მაისს ქ. ბრიუსელში ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანა ბუჩუკური, გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია
ნომერი
#2-7395/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-30
ბიუროს ნომერი 155

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-7395/22 27-05-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2022 წლის 15-21 მაისს, საქართველოს პარლამენტის წევრების, ანა ბუჩუკურის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ალექსადრე მოწერელიას და მიხეილ დაუშვილის ქ. ბრიუსელში ვიზიტის შესახებ. დანართი: 1 გვერდი პატივისცემით, პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტის წევრი ალექსანდრე მოწერელია პარლამენტის წევრი მიხეილ დაუშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში საქართველოს პარლამენტის წევრების - გიორგი ხოჯევანიშვილის, ანა ბუჩუკურის, ალექსადრე მოწერელიას და მიხეილ დაუშვილის ბელგიაში, ქ. ბრიუსელში ვიზიტის შესახებ 15-21 მაისი, 2022 წელი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროპარლამენტარებთან: ვიოლა ფონ კრამონთან, მარინა კალიურანდთან, სვენ მიქსერთან, ანდრიუს კუბილიუსთან, ფრანცის ფიცჯერალდთან და მარკეტა გრეგოროვასთან; ასევე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელ - ლუკ დევინთან. შეხვედრების მთავარი თემები იყო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობა; საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება; საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შორის კოორდინირებული მუშაობის გაძლიერება. პარლამეტარებმა საერთაშორისო პარტნიორებს ასევე გაუზიარეს ინფორმაცია თავიანთი საპარლამენტო საქმიანობის, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.