„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2022
ავტორი
პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, გიორგი ცაგარეიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია ხატია წილოსანი
ინიციატორი
პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, გიორგი ცაგარეიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხატია წილოსანი.
ნომერი
#07-3/212/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-30
ბიუროს ნომერი 155

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 76, 29/12/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 1. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) უზრუნველყოფს სელექციონერისათვის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭებას და ოფიციალური ბიულეტენის გამოცემის გზით საზოგადოების ინფორმირებას ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშების განაცხადებისა და სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ. 2. საქპატენტს შეუძლია ცხოველის ან/და მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირის (შემდგომ - გამოცდის ჩამტარებელი პირი) მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე. 3. საქპატენტს შეუძლია ცხოველის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ცხოველის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე, ხოლო მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება – კავშირის წევრი სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე.“. 2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სელექციონერის წერილობით ვალდებულებას, გამოცდის ჩამტარებელ პირს დადგენილ ვადაში, დადგენილი ოდენობით, უსასყიდლოდ მიაწოდოს შესაბამისად 1 ცხოველის ჯიშის სანაშენე მასალის ან მცენარის ჯიშის გასამრავლებელი მასალის ნიმუშები;“. 3. 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შედავების მიღებიდან 1 კვირის განმავლობაში საქპატენტი შედავების მასალებს დასკვნისათვის გადასცემს გამოცდის ჩამტარებელ პირს. შედავების მასალების ასლები გადაეცემა განმცხადებელს. 2. საქპატენტი შედავებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს გამოცდის ჩამტარებელი პირის დასკვნის საფუძველზე.“. 4. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებისა და საგანაცხადო მასალების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების შემდეგ ცხოველის ახალი ჯიში 2 კვირის ვადაში გამოცდის ჩამტარებელ პირს გადაეცემა გამოცდის ჩასატარებლად.“. 5. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოში ჩატარებული ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშის გამოცდის შედეგებს აფორმებს გამოცდის ჩამტარებელი პირი და 1 თვის ვადაში გადასცემს საქპატენტს.“. 6. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ საქპატენტში შეტანილი განაცხადი ეხება ჯიშს, რომელზეც გამოცდის ჩამტარებელმა პირმა უკვე ჩაატარა გამოცდა განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე და გასცა დადებითი დასკვნა, ასეთ განაცხადზე ტარდება მხოლოდ ჯიშის სიახლესთან და დასახელებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა.“. 7. კანონიდან ამოღებულ იქნეს - თავი IX. თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გასავრცელებლად დაშვება. 8. 47-ე მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით 2022 წლის 31 დეკემბრამდე დადგენილებით დაამტკიცოს: ა) ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩასატარებელი გამოცდის წესი; 2 ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ჩასატარებელი გამოცდის განხორციელების საფასურის ოდენობა. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოში სელექციონერის მიერ გამოყვანილი მცენარის ახალ ჯიშზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სირთულე. სელექციონერის მიერ გამოყვანილი ახალი ჯიშის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელია მცენარის განსხვავებულობის, ერთგვაროვნების და სტაბილურობის გამოცდაზე ხელმისაწვდომობა. „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშებს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის გამოცდას საქართველოში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად, დაკვეთის საფუძველზე. ბაზარზე არსებული მცირე მოთხოვნიდან გამომდინარე და ასეთი აკრედიტაციის მოპოვება/შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯებიდან გამომდინარე არ ფიქსირდება სუბიექტის მიმართვა აკრედიტაციის მოთხოვნის მიზნით. კანონპროექტის მიღების შედეგად ჩნდება კომპეტენტური სუბიექტი, რომელსაც აქვს რესურსი და შესაძლებლობა აწარმოოს გამოცდა, შეავსოს მცენარის სელექციასთან და მათ სელექციონერის განსაკუთრებული უფლებთან დაკავშირებული ღირებულებათა ჯაჭვი, დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზრის მცირე მოთხოვნა და სრული ღირებულებათა ჯაჭვის პირობებში გააჩინოს ახალი მოთხოვნა მომსახურებაზე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია მცენარის სელექციონერის დაუცველობით, კერძოდ, სელექციონერი ახალი ჯიშის გამოყვანის შემდგომ ვერ ახერხებს სელექციონერის განსაკუთრებული უფლების შესაბამის რეგისტრაციას, რამდენადაც საქართველოში არ არსებობს აკრედიტირებული სუბიექტი, რომელიც მოახდებს სელექციონერის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელ მცენარის გამოცდას განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე, ხოლო ასეთი მომსახურების საზღვარგარეთ მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები არარენტაბელურს ხდის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დაცვის პროცესს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: 4 კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაზღვრავს კომპეტენტურ სუბიექტს, რომელსაც მიანიჭებს უფლებამოსილებას აწარმოოს მცენარის გამოცდა განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე, დასკვნა თავის მხრივ იქნება ვალიდური საქპატენტის მიერ სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დაცვაზე განაცხადის მიღებისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება კომპეტენტური პირის განსაზღვრის შესახებ, მცენარის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების მიზნით. ასევე უქმდება თავი თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გასავრცელებლად დაშვების შესახებ თავი, რამდენადაც აღნიშნული საკითხის რეგულირება ხორციელდება საქართველოს კანონით „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“. ამასთან, მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კონვენციის (UPOV კონვენციის) მე-18 მუხლის მიხედვით სელექციონერის განსაკუთრებული უფლებები დამოუკიდებელი უნდა იყოს თესლისა და სარგავი მასალის გასავრცელებლად დაშვების შესახებ რეგულაციებისგან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის ძალაში შესვლა გამოქვეყნებისთანავე, რადგან კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე ღონისძიების განხორციელებას, რასაც შეიძლება დამატებითი ვადა სჭირდებოდეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: 5 კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ხარჯების დაფინანასების წყაროდ გათვალისწინებულია სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს სამინისტროს მიერ განსაზღვრული სუბიექტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების შესაბამისად ჩასატარებელი გამოცდის განხორციელება ითვალისწინებს საფასურის გადახდას, რომელიც განისაზღვრება დამატებით მთავრობის დადგენილებით. საფასური დადგინდება სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დამტკიცების შემდეგ. განმცხადებლებს გამოცდის ჩატარების და უფლების მიღების შემდეგ, გაუჩნდებათ საშუალება, როიალიტის სახით მიიღონ შემოსავალი ჯიშის გავრცელებით დაინტერესებული პირებისგან, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც ცვლილებით, სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტებს არ ეკისრება ახალი ვალდებულებები. პროექტით, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება კომპეტენტური პირის განსაზღვრის შესახებ, მცენარის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების მიზნით. აღნიშნული უფლებამოსილების ხასიათიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წლის და შემდგომი სამი წლის განმავლობაში) არ ექნება ფინანსური გავლენა და არ წარმოშობს ახალი ხარჯების საჭიროებას. იმ შემთხვევაში, თუ დადგება რაიმე სახის ხარჯების დაფინანსების საჭიროება, წყაროდ გათვალისწინებულია სააგენტოს საკუთარი შემოსავლები, რომელიც გაწეული მომსახურეობის საფასურის გადახდით მიიღება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. 6 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის შედეგად მცენარის/ცხოველის სელექციონერს ექნება საშუალება მის მიერ გამოყვანილ მცენარის/ცხოველის ახალ ჯიშებზე მიიღოს სელექციონერის განსაკუთრებული უფლება და დაიცვას მისი სამეწარმეო საქმიანობა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ექსპორტისას, რამაც შესაძლებელია მოახდინოს ექსპორტის სტიმულირება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. სამინისტროს მიერ განსაზღვრული სუბიექტი გაცემული მომსახურეობის საფასურად მიიღებს შემოსავალს, რაც თავის მხრივ არ წარმოადგენს მოსაკრებელს. მომსახურეობის საფასურის დადგენა მოხდება შესაბამისი აუდიტის დასკვნის საფუძველზე მთავრობის მიერ. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. შეფასება: გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. ცვლილებების ერთერთი მიზანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა UPOV კონვენციასთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: 7 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. ცვლილებების ერთერთი მიზანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა UPOV კონვენციასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის საერთაშორისო კავშირი (UPOV) დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, გიორგი ცაგარეიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია ხატია წილოსანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: 8 კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, გიორგი ცაგარეიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხატია წილოსანი. 9