საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-30
ბიუროს ნომერი 155
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1511 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე
ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლააღდგენის წესების დარღვევა, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი
უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემა“;
ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე
ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლააღდგენის წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და
იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და
იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.“;
გ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული
მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ
არასწორი დასკვნის გაცემა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი
რედაქცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე
ნარგავების დაზიანების, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანის, მწვანე ნარგავების მოვლააღდგენის წესების დარღვევის ფაქტებზე ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით,
ხოლო განმეორებით ფაქტებზე - 1000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული რეგულაციის არსებობის მიუხედავად, მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ
თვითნებური გაჩეხვის ფაქტები ძალიან ხშირია. არის შემთხვევები, როდესაც
დაინტერესებული პირები არ ერიდებიან ამ ჯარიმის ოდენობას და მათ საკუთრებაში
არსებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ უნებართვო ჭრებს. აღნიშნული პრობლემის
აღმოსაფხვრელად საჭირო გახდა არსებული სანქციების გამკაცრება რათა შეიქმნას კიდევ
უფრო მყარი პრევენციული მექანიზმი, შესაბამისად, მიზანშეწონილია რომ 500 ლარიანი
ჯარიმა გაიზარდოს 5 000 ლარამდე, ხოლო, 1000 ლარიანი ჯარიმა გაიზარდოს 10000 ლარამდე.
წინამდებარე ცვლილების პროექტის მიზანია, შექმნას მყარი ბერკეტი, რომ შემცირდეს
უკანონო ჭრის ფაქტები და დაცულ იქნეს მწვანე ნარგავები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია
დედაქალაქისათვის, აქ არსებული მწვანე სივრცეების შენარჩუნებისათვის.
გარდა აღნიშნულისა, პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ახალი რეგულაციის შემოღებას
მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ
არასწორი დასკვნის გაცემის ფაქტებთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, განსაკუთრებით იმატა ექსპერტების მიერ არასწორი დასკვნების გაცემის
ფაქტებმა მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასებების კუთხით. უფლებამოსილი ორგანოს
სპეციალისტების მიერ ხდება საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი
საექსპერტო დასკვნების ადგილზე გადამოწმება და შედეგად ვლინდება, რომ ექსპერტები
ხშირად ცდილობენ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების შეცდომაში შეყვანას და ამ
გზით მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვის ნებართვის მოპოვებას. ეს კი ძალიან დიდი
პრობლემის წინაშე აყენებს დედაქალაქს და უდიდეს საფრთხეს უქმნის ჯანსაღ მწვანე
ნარგავებს. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა მათ მიმართ გარკვეული მკაცრი
პასუხისმგებლობის დაწესება. შესაბამისად, განისაზღვრება, რომ ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების
ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის
გაცემა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების მოწესრიგებისათვის, აუცილებელი
საკანონმდებლო რეგულაცია. სწორედ ამიტომ ცვლილება შედის საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამის მუხლში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება დედაქალაქისათვის, დედაქალაქში
არსებული მწვანე ნარგავების დაცვის კუთხით. განსახილველი პროექტი მიზნად ისახავს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაცვას.
ფაქტია, რომ არსებული რეგულაციების მიუხედავად, პრაქტიკაში ძალიან ხშირად ვხვდებით
მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ გაჩეხვის შემთხვევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს
კონტროლის გამკაცრების საჭიროება. სწორედ ამიტომ, ჯარიმების გაზრდა არის ის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რამაც უნდა უზრუნველყოს რეგულაციის მთავარი მიზანი მწვანე ნარგავების დაცვა და მათზე უკანონო ზემოქმედების განხორციელების შემცირება.
დედაქალაქში არსებული მწვანე ნარგავების დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანია ასევე
ექსპერტების
მიერ
არასწორი
დასკვნების
გაცემის
ფაქტის
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევად მიჩნევა, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რომ ექსპერტებმა
შეწყვიტონ საპროექტო წინადადებას მორგებული დოკუმენტაციის წარმოდგენა და
უფლებამოსილი ორგანოს შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
ამასთანავე, კანონპროექტის მიღება იქნება ერთგვარი პრევენცია და პოტენციური
სამართალდამრღვევებისათვის სიგნალი რომ არ ჩაიდინონ შესაბამისი სამართალდარღვევები,
რადგან მათ მიმართ გამოყენებული იქნება ახლა უფრო გაცილებით მკაცრი სანქციები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წინამდებარე კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1511 მუხლში.
ა) პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ცვლილება შედის მუხლის სათაურში და ემატება
მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ
არასწორი დასკვნის გაცემა. შესაბამისად მუხლის სათაური ყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების
დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების
დარღვევა, მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი
პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემა“.
ბ) პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით იცვლება 1511 მუხლის პირველი და მე-2
ნაწილები, იზრდება მხოლოდ ჯარიმის ოდენობები, კერძოდ ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება,
თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა
500 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება
განმეორებით 1000 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.
გ) პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით 1511 მუხლს ემატება ახალი სამართალდარღვევის
სახე: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე
ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ
არასწორი დასკვნის გაცემა. აღნიშნული ქმედებისათვის კი გათვალისწინებულია ჯარიმა
10000 ლარის ოდენობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში,
რადგან იგი არ არის ინიიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
რადგან კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებას, და
ასევე ახალი სამართალდარღვევის შემოღებას, მიზაშეწონილია რომ იგი ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ამასთანავე, კანონპროექტით არ ითვალისწინებს უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ, შესაბამისი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შესაძლებელია
იქონიოს დადებითი გავლენა, რადგან ხდება ჯარიმების გაზრდა და ახალი
სამართალდარღვევისათვის
ჯარიმის
დაწესება.
თუმცა
შემოსავლების
ოდენობა
დამოკიდებულია
ჩადენილ
სამართალდარღვევათა
რაოდენობაზე.
აქვე,
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევიდან, ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტში ჯარიმის სახით შემოსულია: 2021 წელს 69 708 ლარი, ხოლო 2022 წელს 44
581 ლარი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე, გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრირების პროცესი წარმართული იქნება
არსებული რესურსებით. კანონპროექტით (1511 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით)
გათვალისწინებულია ჯარიმების გაზრდა, შესაბამისად ამ სამართალდარღვევბის გამოვლენა
ისედაც ხდებოდა არსებული რესურსით, ხოლო კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი
სამართალდარღვევის (1511 მუხლის მე-3 ნაწილი) გამოვლენა და მასზე რეაგირების მოხდენა
ასევე მოხდება იმავე არსებული რესურსით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
ვალდებულება.
მიხედვით
სახელმწიფოს
არ
ეკისრება
რაიმე
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს სამართალდამრღვევებზე, რადგან
მკაცრდება სანქციის ოდენობები და ამასთანავე ხდება ახალი სამართალდარღვევის შემოღება.
შესაბამისად, მათ, ვინც ჩაიდენს 1511 მუხლით გათალისწინებულ სამართალდაღვევას,
მოუწევთ გაზრდილი ჯარიმების გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტით მკაცრდება სანქციის ოდენობები (500
ლარის ნაცვლად ჯარიმა ხდება 5000 ლარი, ხოლო 1000 ლარის სანცვლად ჯარიმა ხდება 10000
ლარი) და ამასთანავე ხდება ახალი სამართალდარღვევის შემოღება, რომელიც ჯარიმის სახით
ითვალისწინებს 10 000 ლარის ოდენობით. ეს ოდენობები
გამომდინარეობს
სამართალდარღვევის სიმძიმიდან, მისი ხასიათიდან და შინაარსიდან.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც
უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს
მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია მენაღარიშვილი, ქეთევან დუმბაძე, რამინა
(რიმა) ბერაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია ბითაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი,
ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, გივი ჭიჭინაძე