საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის (ნიკოლოზ სამხარაძე, დავით ზილფიმიანი, გივი მიქანაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი) 2022 წლის 29 აპრილი - 3 მაისს ისლანდიასა და 4-7 მაისს დანიის სამეფოში ვიზიტების ანგარიშები

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
ნომერი
#2-7463/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-30
ბიუროს ნომერი 155

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-7463/22 27-05-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, წარმოგიდგენთ ისლანდიაში და დანიაში სამუშაო ვიზიტების ანგარიშებს. გთხოვთ, შეიტანოთ ბიუროს დღის წესრიგში. დანართი 5 გვ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ისლანდიაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია 2022 წლის 29 აპრილი - 3 მაისს, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური ვიზიტით ისლანდიაში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი; კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ხატიაშვილი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, თორდის გილფადოტირთან და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბირკირ არმანსონთან. მინისტრთან შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-ს მომავალ სამიტზე და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ მინისტრს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ისლანდიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობას. ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, საპარლამენტო თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის ისლანდიის საპარლამენტო დელეგაციის თბილისში ვიზიტის სურვილს. ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე ისლანდიაში საქართველოს საპატიო საკონსულოს ოფისის გახსნის ცერემონიაში. ისლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ გამართა შეხვედრები ისლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბიარნი იონსონთან და კომიტეტის წევრებთან. ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და საპარლამენტო კავშირების მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რომელიც წარმოადგენს უდიდეს გამოწვევას რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ისლანდიელმა კანონმდებლებმა დაადასტურეს მრავალპარტიული მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ნატო-ში გაწევრიანების მიმართ. ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ივნისში დაგეგმილ ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის ისლანდიის მიერ აქტიურ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე. საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა ისლანდიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ტორგედურ კატრინ რომ ევროკავშირი მიიღებს საქართველოს უნარსდოტირი: „ვიმედოვნებთ, გაწევრიანების გადაწყვეტილებას. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება წაახალისებს ყველა იმ დასავლურ სახელმწიფოს, რომელსაც სურს იბრძოლოს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ამავდროულად, ეს არის მკაფიო გზავნილი იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ახლა რუსეთისთვის ძალიან სიმბოლურია. რაც უფრო მეტნი ვიქნებით ნატო-სა თუ ევროკავშირში, მით უფრო ძლიერები ვიქნებით ერთად. ისლანდიას, როგორც ნატო-ს დამფუძნებელ ქვეყანას შეუძლია აიღოს მკაფიო ვალდებულება და ხელი შეუწყოს საქართველოს ნატო-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისლანდია თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნატო-ს ივნისის სამიტზე და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უპირობო მხარდაჭერას გამოხატავს. ბევრი რამ დგას სასწორზე.” საგარეო კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა აგრეთვე ისლანდიის პრომოციის სამსახურის ხელმძღვანელთან - პეტურ ოსკარსონთან. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები ტურიზმის, კულტურის და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით. ამ კუთხით მხარეებმა აღნიშნეს, რომ არსებობს თანამშრომლობის გაძლიერების დიდი პოტენციალი და შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ ამ საკითხებზე მუშაობას. ნიკოლოზ სამხარაძემ ისლანდიურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ისლანდიას შორის სატრანზიტო საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობას. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა ისლანდიის უნივერსიტეტში და მსმენელებს გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, შავი ზღვის და კავკასიის რეგიონში არსებული გამოწვევები, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ევროკავშირში საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და მასთან დაკავშირებული მოლოდინები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ევროპის უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ღონისძიებას ესწრებოდნენ ისლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და იგი გაშუქდა ისლანდიის წამყვანი მედია საშუალებების მიერ. ვიზიტის ბოლოს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და ისლანდიის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, რომელიც ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტს ისლანდიაში, ადგილობრივი მედია გამოეხმაურა და დელეგაციის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ სამხარაძის ინტერვიუ გაავრცელა. რეპორტაჟში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ისლანდიაში იმყოფებოდა ორმხრივ ურთიერთობების გაძლიერების და საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხების განსახილველად.
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დანიის სამეფოში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია 2022 წლის 4 – 7 მაისს ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოში იმყოფებოდა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ზილფიმიანი; კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ხატიაშვილი. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა დანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბერტელ ჰორდერთან და საგარეო საქმეთა, საგარეო პოლიტიკის და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წევრებთან. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი, ნატო-ს მადრიდის სამიტის მოლოდინები, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. ნიკოლოზ სამხარაძემ დანიურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარების და საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ნატო-ს მადრიდის სამიტზე და ქართულ დელეგაციას აღუთქვეს მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, აგრეთვე ევროკავშირში გაკეთებულ განაცხადზე. დანიელმა კანონმდებლებმა კვლავ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას საერთაშორისო ფორმატებში და გააძლიერებენ ორმხრივ საპარლამენტო კავშირებს. ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა გამართეს შეხვედრები დანიის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, კრისტიან ფიშერთან და ინსტიტუტის მკვლევარებთან და დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ჰენრიკ ბრაიტენბაუხთან. შეხვედრებზე განხილული იყო შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება, საქართველოს როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ომი უკრაინის წინააღმდეგ და სხვა მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-ს გაფართოებაზე და საქართველოს მოლოდინებზე. დანიელმა მკვლევარებმა აღნიშნეს საქართველოს, როგორც ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორის უდიდესი წვლილი გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობაში და დაინტერესდნენ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და მმართველობის რეფორმებით. ნიკოლოზ სამხარაძემ და დელეგაციის წევრებმა, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლოტე მაქონთან და სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან, კრისტინა მარკუს ლასენთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია უკრაინაში, შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და ნატო-ს მადრიდის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერის საკითხი. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. დელეგაციის წევრებმა დანიურ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის კარგი მმართველობის, მედია თავისუფლების, ეკონომიკური განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის და კანონის უზენაესობის მიმართულებით. განსაკუთრებული ხაზი გაესვა საქართველოში, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა განიხილეს დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტს შორის შესაძლო თანამშრომლობის საკითხები, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვას, ენერგეტიკას, გენდერს და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად. ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან შეხვედრებზე ხაზი გაუსვა საქართველოში დანიის საელჩოს გახსნის საკითხს. (ცნობისთვის: 2022 წლის 20 მაისს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში დანიის საელჩო გაიხსნება). დანიის სამეფოში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ქალაქ ოდენსეში, სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის ომის სწავლებათა ცენტრში საჯარო ლექცია წაიკითხა. თავის გამოსვლაში, ნიკოლოზ სამხარაძემ მკვლევარებს გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მიმოიხილა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია, რეგიონული გამოწვევები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების და მასში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და ქვეყანაში გატარებული რეფორმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, როგორც ევროპული უსაფრთხოების გამოწვევაზე, არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე და კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიან გზებზე. გამოსვლის შემდეგ გამართული დისკუსიისას მკლევარებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის უსაფრთხოებაში, ასევე ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში, როგორც ქვეყანას, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ევროპას რუსეთის გვერდის ავლით ალტერნატიული ენერგორესურსების მიწოდებაში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით მადრიდის სამიტის წინ, დანიაში, როგორც ნატო-ს დამფუძნებელ ქვეყანაში, ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. მისი განცხადებით მათ ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ დანიელ კანონმდებლებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და დანიის გავლენიანი კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელებს, რომლებსაც გააცნეს მათ ხედვები რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე და სამიტთან დაკავშირებით მოლოდინებზე.