საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2021 წლის ანგარიშის (№1-5487/22; 05.05.2022) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-30
ბიუროს ნომერი 155
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-7486/22
30-05-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მ.წ. 30 მაისს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან
დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის
(ენერგოომბუდსმენი)
მიერ
წარმოდგენილი
საქართველოს
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ
საზოგადოებრივი დამცველის 2021 წლის ანგარიშის (№1-5487/22; 05.05.2022) განხილვის
ვადის გადაწევის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გთხოვთ,
დასახელებული ანგარიშის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
დანართი: 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
უზრუნველყოთ
დანართი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-7482/22
30-05-2022
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით სონღულაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N147/36, 10.05.2022 გადაწყვეტილებით,
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სავალდებულოდ
განსახილველად გადმოეცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელ
ეროვნულ
კომისიასთან
დამოუკიდებლად
არსებული
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი)
მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში
მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის
2021 წლის ანგარიში (№1-5487/22; 05.05.2022).
აღნიშნული ანგარიშის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრული იყო
2022 წლის 31 მაისამდე.
მოგმართავთ თხოვნით, უზრუნველყოთ დასახელებული ანგარიშის განხილვის
ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოზარ სუბარი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge