საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა წითლიძის, გიორგი ბოტკოველის, დევი ჭანკოტაძის, თეიმურაზ ჯანაშიას, ნონა მამულაშვილის და ლევან ხაბეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/204; 02.05.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-06
ბიუროს ნომერი 156
📜 ტექსტი
წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-7532/22
30-05-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
N147/1;
10.05.2022
გადაწყვეტილებით
საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა წითლიძის, გიორგი ბოტკოველის, დევი
ჭანკოტაძის, თეიმურაზ ჯანაშიას, ნონა მამულაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ომისა
და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-3/204; 02.05.2022) წამყვან კომიტეტად განისაზღვრა თავდაცვისა და
უშიშროების კომიტეტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტებად ადამიანის უფლებათა დაცვისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა.
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტის
თავმჯდომარემ მოგვმართა (2-7511/22, 30-05-2022) წერილით, რომლითაც განხილვის ვადის
გაგრძელებას ითხოვს 30 დღის ვადით.
შესაბამისად, გთხოვთ საქართველოს კანონის პროექტის „ომისა და თავდაცვის ძალების
ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/204;
02.05.2022) განხილვის ვადა როგორც წამყვანი, ისე სავალდებულო კომიტეტებისთვის
გააგრძელოთ 30 დღით.
დანართი: 1 ფურცლად
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-7511/22
30-05-2022
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და
უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი ბერაიას
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N147/1; 10.05.2022 გადაწყვეტილებით, ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტს
სავალდებულოდ
განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა წითლიძის,
გიორგი ბოტკოველის, დევი ჭანკოტაძის, თეიმურაზ ჯანაშიას, ნონა მამულაშვილისა და
ლევან
ხაბეიშვილის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/204; 02.05.2022), რისი
განხილვის ვადაც განსაზღვრულია 2022 წლის 31 მაისამდე.
ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს ამ საკითხის ზემოთ მითითებულ
ვადაში განხილვას.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
გთხოვთ
უზრუნველყოთ
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასახელებული