საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო იობაშვილის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 27-28 მაისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით, კვიპროსის რესპუბლიკაში გამართულ კონფერენციაზე მივლინების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-06
ბიუროს ნომერი 156
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-7710/22
31-05-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ეთერ სვიანაიძეს
გიგზავნით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის
მუდმივმოქმედი დელეგაციის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ
კონფერენციაზე (ნიქოზია, კვიპროსის რესპუბლიკა) ა.წ. 27-28 მაისს დასწრების
შესახებ ანგარიშს.
დანართი: 1 ფურცელი.
პატივისცემით,
საპარლამენტო დელეგაციის წევრი
ნინო იობაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო იობაშვილის ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ კონფერენციაზე
დასწრების შესახებ (27-28 მაისი, ნიქოზია, კვიპროსის რესპუბლიკა)
ეუთოს
საპარლამენტო
ასამბლეაში საქართველოს
პარლამენტის
მუდმივმოქმედი
დელეგაციის
წევრმა, ევროპასთან
ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო იობაშვილმა ნიქოზიაში, ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციის
- „კორუფციასთან ბრძოლა, დემოკრატიის დაცვა: ქვეყნის პარლამენტის
როლი“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კვიპროსის დედაქალაქში,
27-28 მაისს გაიმართა.
კონფერენციის ძირითად თემებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში კორუფციასთან
ბრძოლის
საკითხები
და
აღნიშნულ
პროცესებში
დემოკრატიული
ინსტიტუციების ჩართულობა წარმოადგენდა. ანტიკორუფციულ საკითხებზე
მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და
კვიპროსის რესპუბლიკის ხელისუფლების, ასევე თემატიკაზე მომუშავე
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პარლამენტარებს სიტვით მიმართეს კვიპროსის პარალამენტის თავმჯდომარემ
ანიტა დემეტრიუმ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა
მარგარეტა სედერფელტმა, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იოანის
კასულიდესმა, ეუთოს საპრალამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა,
სპეციალურმა წარმომადგენელმა კორუფციის ბრძოლის საკითხებზე ირენი
კარალამბიდესმა; აგრეთვე ეუთოსა და „გრეკო“-ს წარმომადგენლებმა,
რომლებიც ჩართული არიან ამ სფეროში. შედგა დებატები განსახილველ
საკითხებზე. ყველა მონაწილემ ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტის როლი
კორუფციის პრევენციისა და ამ საკითხებთან ბრძოლის საქმეში.
ანგარიში მოამზადა დელეგაციის მდივანმა
მ. გოგოლაძემ
31 მაისი, 2022 წ.