საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციასთან (№1-2216/22; 24.02.2022) დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-06
ბიუროს ნომერი 156
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-7827/22
02-06-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
“სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის
საქმიანობის შესახებ ინფორმაციაზე”
(№1-2216/22; 24.02.2022)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2022 წლის 23 მაისს სხდომაზე განიხილა სახელმწიფო შესყიდვებთან
დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის საქმიანობის შესახებ
ინფორმაცია.
კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვები ქვეყნის ეკონომიკისა და
საჯარო მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და კომიტეტის
პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
დღევანდელი მოცემულობით, როცა საბჭო ინსტიტუციურადაც დამოუკიდებელია იგი
სრულად აკმაყოფილებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
დავების საბჭოს საქმიანობის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია, ცხადყოფს დავების
განხილვის საბჭოს მნიშვნელობას სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამართულ
ფუნქციონირებასა და მისი გამჭირვალობის უზრუნველყოფაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტი დადებითად აფასებს სახელმწიფო
შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის საქმიანობის შესახებ
წარმოდგენილ ინფორმაციას.
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge