საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს ეროვნული მეაბრეშუმეობის ასოციაციის (ნ. კანდელაკი, გ. ალექსიძე, ნ. ქარქაშაძე, ე. შაფაქიძე) მიერ წარმოდგენილ „მეაბრეშუმეობის შესახებ“ (№1-4122/22; 04.04.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-06
ბიუროს ნომერი 156
📜 ტექსტი
წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-7826/22
02-06-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გიგზავნით აგრარულ
საკითხთა კომიტეტის დასკვნას საქართველოს ეროვნული მეაბრეშუმეობის ასოციაციის (ნ.
კანდელაკი, გ. ალექსიძე, ნ. ქარქაშაძე, ე. შაფაქიძე) მიერ საკანონმდებლო წინადადების წესით
წარმოდგენილი „მეაბრეშუმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(№1-4122/22; 04.04.2022).
დანართი-2 ფურცელი
კომიტეტის თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-7811/22
01-06-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საკანონმდებლო წინადადებაზე
„მეაბრეშუმეობის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 1 ივნისის სხდომაზე
განიხილა საქართველოს ეროვნული მეაბრეშუმეობის ასოციაციის (ნ. კანდელაკი, გ. ალექსიძე,
ნ. ქარქაშაძე, ე. შაფაქიძე) მიერ
საკანონმდებლო წინადადების წესით წარმოდგენილი
„მეაბრეშუმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (№1-4122/22; 04.04.2022).
საკანონმდებლო
სახელმწიფო
წინადადებით
მხარდაჭერის
წარმოდგენილი
მიმართულებები
კანონპროექტით
მეაბრეშუმეობის
განსაზღვრულია
დარგის
დაცვის
და
განვითარებისთვის.
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა მეაბრეშუმეობის
დარგის წინაშე არსებული გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება მეაბრეშუმეობის
შესახებ საკანონმდებლო ბაზის შექმნის აუცილებლობის კონტექსტში და კომიტეტი მიიჩნევს,
დარგში არსებული მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, არ
არსებობს მეაბრეშუმეობის სფეროს საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა.
სოფლის მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე აგრარული სექტორის ძირითადი
მიმართულებები, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა, ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოთი
რეგულირდება,
ამასთან,
ა(ა)იპ
„სოფლის
განვითარების
სააგენტო“
ახორციელებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ
მთელ რიგ პროექტებს და პროგრამებს. აღნიშნული პროგრამების საშუალებით დამწყები და
მოქმედი ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გზით, სახელმწიფო ხელს
უწყობს სოფლის მეურნეობის გრძელვადიან და მდგრად განვითარებას. კომიტეტი მიიჩნევს,
რომ კერძო სექტორში შესაბამისი ინტერესის არსებობის პირობებში მეაბრეშუმეობის დარგის
სტიმულირება უნდა განხორციელდეს პროგრამულ დონეზე.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საკანონმდებლო
წინადადებით
წარმოდგენილი
კანონის
პროექტი
ითვალისწინებს
სახელმწიფო პროტექციონიზმს, გრენისა და თუთის ნერგის წარმოებაზე მონოპოლიას,
ზღუდავს უცხოელი ინვესტორის თანამონაწილეობას წარმოების პროცესში, კრძალავს
აბრეშუმის პარკის ექსპორტს და სხვა. აღნიშნული დებულებები წინააღმდეგობაშია
კონკურენციის
შესახებ
კანონმდებლობასთან
და
თავისუფალი
და
სამართლიანი
კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისგან დაცვის პრინციპთან.
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი კანონის პროექტი წინააღმდეგობაშია
საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან, არის ზოგადი,
წინააღმდეგობაშია
სახელმწიფოს
მიერ
შეიცავს რიგ უზუსტობებს და
დეკლარირებულ
თავისუფალ
სავაჭრო
პოლიტიკასთან, ამასთან წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული რიგი
საკითხების გაწერა
კანონში არ არის მიზანშეწონილი და წარმოადგენს დარგობრივი
სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს.
სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს.
საქართველოს კანონმდებლობით დაცულია თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის
პრინციპები, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების
ძირითადი საფუძველია.
აგრარულ საკითხთა კომიტეტი მზად არის კერძო სექტორში ინიციატივის არსებობის
შემთხვევაში შუამდგომლობა გაუწიოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროსთან მეაბრეშუმეობის დარგით დაინტერესებულ პირებს შემდგომი
თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის აგრარულ
საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს ეროვნული მეაბრეშუმეობის ასოციაციის (ნ. კანდელაკი, გ. ალექსიძე, ნ.
ქარქაშაძე, ე. შაფაქიძე) მიერ
საკანონმდებლო წინადადების წესით წარმოდგენილი
„მეაბრეშუმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (№1-4122/22; 04.04.2022)
უარყოფილად.
კომიტეტის თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
ცნო