„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.05.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე
ნომერი
#07-3/215/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-06
ბიუროს ნომერი 156

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ოდენობა, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან „ჟ“ ქვეპუნქტითა და მე-13 მუხლის 41 ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს“. 2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 1990 წელს არჩეულ ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა), საპენსიო ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სადეპუტატო უფლებამოსილების ვადისა, ენიშნებათ 1 პუნქტების შესაბამისად“. კომპენსაცია ამ მუხლის მე-4 და 4 3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს იმ წევრების, რომლებმაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირეს და ხელი მოაწერეს 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის ნახევარი.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. აღნიშნული აქტის მიღებამ რეალობად მრავალსაუკუნოვანი ოცნება და საფუძველი დაუდო აქცია ახალი ქართველი ხალხის დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას. განსაკუთრებულ პატივისცემას და მათი ღვაწლის სათანადო დაფასებას იმსახურებს ის ხალხი, ვინც აღნიშნული აქტის მიღების მართლაც ისტორიული პროცესის სათავეში იდგა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის ძალისხმევით განხორციელდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს იმ პირებს, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობითა და მიღებული გადაწყვეტილებით რეალობად აქციეს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში უზრუნველყვეს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის მიზანია 1990 წლის 28 ოქტომბრის მოწვევის უზენაესი საბჭოს იმ წევრთა სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, რომელთა აქტიური მონაწილეობით მიღებული იქნა 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიმღებ პირთა ღვაწლის სათანადო დაფასება და მათთვის ადექვატური სოციალური და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შექმნა სახელმწიფოსა და საზოგადოების ზრუნვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. შესაბამისად, საკანონმდებლო აქტით უნდა განმტკიცდეს ის მექანიზმები, რომელიც სათანადოდ უზრუნველყოფს მათი ღვაწლის დაფასებასა და შექმნის მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; კანონპროექტით გათვალისწინებულია 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიმღებ პირთათვის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის ზრდა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილებები შედის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლში და აღნიშნულ მუხლს ემატება დებულება, რომლის მიხედვით 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს იმ წევრების, რომლებმაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირეს და ხელი მოაწერეს 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, დგინდება სახელმწიფო კომპენსაციის გაზრდილი ოდენობა და იგი მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის ნახევრით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედი რედაქციის მიხედით, 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრთა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა შეადგენს წარმოდგენილი დამოუკიდებლობის მოქმედი პარლამენტის კანონპროექტის აღდგენის წევრის მიხედვით, აქტზე ხელმომწერ ხელფასის საქართველოს უზენაესი მესამედს. ამასთან, სახელმწიფოებრივი საბჭოს ყოფილ წევრთა კომპენსაციის ოდენობაზე არ გავრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა, რომლის მიხედვით, კომპენსაციის ოდენობა, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისისა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. კანონპროექტით, შესაბამისი ცვლილება არის წარმოდგენილი კანონის მე-7 მუხლში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; ვინაიდან, ძალაში შესვლის თაობაზე რომელიმე კონკრეტულ თარიღს კანონპროექტი არ ითვალისწინებს, კანონპროექტის მიხედვით, კანონის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნული კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის ინიციატორები არ ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, კერძოდ, საჭირო გახდება სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის დამატებითი ასიგნებების გამოყოფა. კანონპროექტის მიღების შედეგად, გაიზრდება 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრთათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა. დღეს მოქმედი ნორმის მიხედვით, ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა შეადგენს პარლამენტის მოქმედი წევრის ხელფასის ერთ მესამედს. ამასთან, კანონში არსებული დათქმის მიხედვით, კომპენსაციის ოდენობა, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისისა, არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. პროექტის მიხედვით, კი გათვალისწინებულია, ყოფილი უზენაესი საბჭოს იმ წევრთათვის, რომელთაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირეს და ხელი მოაწერეს 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, სახელმწიფო კომპენსაციის გაზრდა პარლამენტის წევრთა ხელფასის ნახევრამდე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრის გასამრჯელო (თუ ის არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი) შეადგენს 4624 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა ყოფილი უზენაესი საბჭოს იმ წევრთათვის, რომელთაც მხარი დაუჭირეს და ხელი მოაწერეს 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, დამატებით გაიზრდება 1752 ლარით (4624:2)-560 = 1752). არსებული მონაცემების მიხედვით, 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს იმ წევრთა რაოდენობა, რომლებმაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირეს და ხელი მოაწერეს 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, დღეის მდგომარეობით შეადგენს დაახლოებით 165 პირს, შესაბამისად, ყოფილი ყოველთვიურად უზენაესი დამატებით საბჭოს საჭირო წევრთა იქნება სახელმწიფო დაახლოებით 289 კომპენსაციისათვის 080 ლარი, ხოლო ყოველწლიურად - 3 468 960 ლარი. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო კომპენსაციის გაზრდას ყოფილი უზენაესი საბჭოს იმ წევრთათვის, რომელთაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირეს და ხელი მოაწერეს 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, რითაც ხელი შეეწყობა მათი სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება შესაბამის ბიუჯეტში შესატანი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; განმარტებით ბარათს თან ერთვის საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ინფორმაცია ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუაში იმ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკანონმდებლო გამოცდილების თაობაზე, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებაში. ე) კანონპროექტის ავტორი; გიორგი ვაშაძე პაატა მანჯგალაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი. გიორგი ვაშაძე პაატა მანჯგალაძე