საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ამილახვარის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ სარჯველაძის, ირაკლი ბერაიას, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ნინო იობაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, სავალან მირზოევის, ანზორ ბოლქვაძის, ზაალ მიქელაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანის, გიორგი ხელაშვილის, ხატია წილოსანის, ხათუნა კვიციანის, თეონა აქუბარდიას, ფრიდონ ინჯიას და ლევან იოსელიანის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/205; 04.05.2022) საქართველოს კანონის პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, ირაკლი ბერაია, გურამ მაჭარაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ნინო იობაშვილი, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, სავალან მირზოევი, ანზორ ბოლქვაძე, ზაალ მიქელაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი, ხატია წილოსანი, ხათუნა კვიციანი, თეონა აქუბარდია, ფრიდონ ინჯია, ლევან იოსელიანი
ნომერი
#2-7978/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-06
ბიუროს ნომერი 156

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-7978/22 03-06-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ამილახვარის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ სარჯველაძის, ირაკლი ბერაიას, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ნინო იობაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, სავალან მირზოევის, ანზორ ბოლქვაძის, ზაალ მიქელაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანის, გიორგი ხელაშვილის, ხატია წილოსანის, ხათუნა კვიციანის, თეონა აქუბარდიას, ფრიდონ ინჯიას და ლევან იოსელიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/205; 04.05.2022). წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2021 წლის 28 დეკემბერს გამოტანილი N1/6/1320 გადაწყვეტილების შინაარსის კანონში ასახვა (კერძოდ, მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის სტატუსის დასადგენად საჭირო კრიტერიუმების ახლებურად განსაზღვრა), ამ საკითხის სათანადოდ მოწესრიგება და კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით იცვლება, საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე გადაწყვეტილების თანახმად ძალას დაკარგავს 2022 წლის 1 ივლისიდან, რაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის 2022 წლის 1 ივლისამდე მიღებისა და ამოქმედების საჭიროებაზე მიუთითებს. შესაბამისად, 2022 წლის 1 ივლისამდე დარჩენილი დროისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული საკანონმდებლო პროცესის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება. ამრიგად, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება აღნიშნული კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების თაობაზე. პატივისცემით, პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პარლამენტის წევრი დავითი მათიკაშვილი პარლამენტის წევრი ალექსანდრე ტაბატაძე პარლამენტის წევრი გიორგი ამილახვარი პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაია პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია პარლამენტის წევრი ნინო იობაშვილი პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი პარლამენტის წევრი რამინა ბერაძე პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი პარლამენტის წევრი გიორგი ხელაშვილი პარლამენტის წევრი ხატია წილოსანი პარლამენტის წევრი ხათუნა კვიციანი პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია პარლამენტის წევრი ლევან იოსელიანი