საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (გიორგი კლდიაშვილი) მიერ წარმოდგენილი საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული (№1-4675/22; 14.04.2022) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-8004/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-06
ბიუროს ნომერი 156

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-8004/22 06-06-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (გიორგი კლდიაშვილი) მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება პერსონალური მონაცემების შემცველი საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით (N1-4675/22; 14.04.2022) (განხილვის ბოლო ვადაა 2022 წლის 6 ივნისი). აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკანონმდებლო წინადადების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge