საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 2 აპრილს გამართული საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.06.2022
ავტორი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი
#1-6939/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-07
ბიუროს ნომერი 157

📜 ტექსტი

წერილი
598-01-07-2-202206061524 N 01-07/598 06/06/2022 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ბატონო შალვა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2022 წლის 2 აპრილს გამართული საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ანგარიშს. დანართი: 56 ფურცელი. პატივისცემით, გიორგი კალანდარიშვილი კომისიის თავმჯდომარე .
ანგარიში
საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ანგარიში საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები (პირველი თებერვალი - 8 აპრილი) 2022 წელი, ივნისი სარჩევი შესავალი 3 მოკლე აღწერა 5 I. არჩევნების სამართლებრივი უზრუნველყოფა 10 II. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ძირითადი სიახლეები 11 III. კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომები 16 IV. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია 18 V. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება 25 VI. საარჩევნო რეგისტრაციები 31 VII. ამომრჩეველთა ერთიანი სია 35 VIII. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 36 IX. საინფორმაციო კამპანია 38 X. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა 40 XI. 2022 წლის 2 აპრილი. კენჭისყრის დღე 41 XII. საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალი დათვლა 43 XIII. 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამება 44 XIV. განცხადებები, საჩივრები და საარჩევნო დავები 45 XV. საარჩევნო პროცესის ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა 46 დანართები 47 02 შესავალი წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტისა (საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები) და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების (მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები) ანგარიშს. 2022 წლის 2 აპრილს, ამომრჩევლებმა აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც მოიცავდა რუსთავსა და გარდაბნის ნაწილს, ასევე – ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავდა. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) გიორგი კალანდარიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 15 თებერვალს გამართულ პლენარულ სხდომაზე 84 ხმით, მრავალპარტიული მხარდაჭერით, უკვე მეორედ აირჩია. 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციამ, ტრადიციულად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართა ყველა საარჩევნო პროცესი კანონმდებლობისა და შესაბამისი ვადების სრული დაცვით. ცესკომ საქმიანობის დაგეგმვის დროს მაქსიმალურად გაითვალისწინა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ გაცემული რეკომენდაციები. 2021 წლის არჩევნების პროფესიულ დონეზე ადმინისტრირების წარმატებული გამოცდილებისა და განხორციელებული საარჩევნო რეფორმის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ გააგრძელა მუშაობა საარჩევნო ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის კუთხით. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის შუალედური არჩევნები ტექნოლოგიური საშუალებების პილოტირების, ასევე დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენის კარგი შესაძლებლობა იყო. 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე განხორციელდა შემდეგი ტექნოლოგიური ინოვაციები: პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, ჩატარდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცედურა ელექტრონული აპარატების საშუალებით, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცედურები განხორციელდა სპეციალური აპარატების საშუალებით. სწორედ ამ ტექნოლოგიების, ხმის მიცემის, ხმის დათვლისა და ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით გახდა შესაძლებელი ის, რომ პირველად, საქართველოს არჩევნების ისტორიაში, კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან ერთ საათში ცესკომ წარადგინა ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები 14-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით. გარდა ამისა, შუალედური არჩევნების დროს ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოფიქსაცია განხორციელდა უმეტეს საარჩევნო უბნებზე, ხელახლა გადაითვალა და უცვლელი დარჩა ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები, ამოქმედდა და აქტიურად გამოიყენებოდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კონკურსებსა და ცესკოს საგანმანათლებლო პროგრამებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმა. წინასაარჩევნო პერიოდში ცესკომ დანერგა არაერთი სიახლე საარჩევნო პროცედურების გამარტივების, ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის, ნდობის ამაღლების, ამომრჩეველთა ინფორმირების, საარჩევნო განათლებისა და საარჩევნო ადმინისტრატორების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. მიუხედავად ცესკოს მიერ გაწეული ძალისხმევისა, კვლავ გამოწვევად რჩებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და ცალკეული თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობა, საარჩევნო პროცესების შესახებ დეზინფორმაციისა და მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რასაც ხშირად კამპანიური ხასიათი ჰქონდა და აზიანებდა საარჩევნო გარემოს. არჩევნების სანდოობის უზრუნველყოფა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა 03 მხარის პასუხისმგებლობაა. აქედან გამომდინარე, ცესკო აქტიურად თანამშრომლობდა ყველა ჩართულ მხარესთან და ღია იყო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და დემოკრატიულ პროცესების განვითარებაზე მიმართული ინიციატივებისთვის. წინა წლების წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა პანდემიის პირობებში ამომრჩევლების, ჩართული მხარეებისა და საარჩევნო კომისიების წევრების ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხს, განაახლა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, სანიტარიულ-ჰიგიენური წესები, რომელთა დაცვით არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს ამომრჩევლებმა, იმოქმედეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა და ჩართულმა მხარეებმა. გაწეული სამუშაოს შედეგად, 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები ჩატარდა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირებული პროცედურული თუ ტექნიკური ხარვეზები არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი და არ მოუხდენია გავლენა კენჭისყრის შედეგებზე. საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილი იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. 04 მოკლე აღწერა 2022 წლის 1-ელ თებერვალს გამართულ სხდომაზე, №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო ლაცაბიძის ვადამდე საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა1 და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის №79.04 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო2, ცესკომ დანიშნა საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები3. არჩევნების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 2 აპრილი. 2022 წლის 1-ელ თებერვალს გამართულ სხდომაზე, ცესკომ მიიღო შუალედური არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო რეჟიმზე გადავიდა და პროცესი წარმართა დამტკიცებული საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად4. 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო პროცესების გამარტივებისა და დახვეწისთვის, ცესკომ გააგრძელა განვითარება საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით და ამომრჩეველსა და ჩართულ მხარეებს მნიშვნელოვანი სიახლეები შესთავაზა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ცესკომ შეისწავლა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა, ქ. ბათუმის ორ საარჩევნო უბანზე ჩაატარა იმიტირებული კენჭისყრა და გამართა კონსულტაციები ჩართულ მხარეებთან. ცესკოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 14-ვე საარჩევნო უბანზე განხორციელდა საპილოტე პროექტი, კერძოდ ცესკოსა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურები განხორციელდა ელექტრონული აპარატების საშუალებით. წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ცესკომ ჩაატარა ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ასევე საარჩევნო უბნებზე ხმების გადათვლის დროს. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისა და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის პროცესის გამარტივების მიზნით, ცესკომ შექმნა და საპილოტე რეჟიმში, ცესკოს ვებგვერდზე განათავსა ახალი ტექნოლოგიური რესურსი – კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმა. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული სერვისით ისარგებლა 478-მა კონკურსანტმა. აღნიშნული პლატფორმის დანერგვამ მნიშვნელოვნად გაამარტივა რეგისტრაციის პროცედურები დაინტერესებული პირებისთვის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას მისცა კონკურსანტების მონაცემების დეტალურად და ოპერატიულად დამუშავების შესაძლებლობა. 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ცესკომ, ახალი საჭიროებებიდან გამომდინარე, განაახლა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, გაატარა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება, სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა საარჩევნო ადმინისტრაცია, ჩაატარა თანამშრომლების ყოველკვირეული ტესტირება. 1 საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 1-ელი დეკემბრის №1034–VI მს-Xმპ დადგენილება „ნინო ლაცაბიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის №15 საოქმო ჩანაწერის შესაბამისად, ცნობად იქნა მიღებული №79.04 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტი. 3 ცესკოს 2022 წლის 1-ელი თებერვლის №7/2022 და №8/2022 განკარგულებები იხილეთ დანართში (1), (2). 4 ცესკოს 2022 წლის 1-ელი თებერვლის №12/2022 და №13/2022 განკარგულებები. 2 05 2022 წლის 1-ელი თებერვალი-7 აპრილის პერიოდში ცესკოში გაიმართა 17 სხდომა. ცესკომ მიიღო 29 დადგენილება და 110 განკარგულება. ისევე როგორც წინა არჩევნებზე, ცესკოს ყველა სხდომა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში, რამაც მაქსიმალურად შეუწყო ხელი ცესკოს საქმიანობის გამჭვირვალობას. 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები გაიმართა 135 საარჩევნო უბანზე, აქედან საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა 121 საარჩევნო უბანზე, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი იყო სამი უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის – ერთი სპეციალური უბანი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა 14 საარჩევნო უბანზე. 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის სამი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენდა 51-ს, აქედან ცესკოს მიერ ხუთი წლის ვადით არჩეული – 15 მუდმივმოქმედი წევრი, საარჩევნო პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით არჩეული ცხრა დროებითი წევრი, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ცხრა უფლებამოსილმა პარტიამ დანიშნა 27 დროებითი წევრი. საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი გაიმართა ღია, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ გარემოში. პირდაპირი ტრანსლირებით გაიმართა გასაუბრება ოთხი ლოკაციიდან: ცესკოს, ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიებიდან, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო კომისიის წევრების არჩევის პროცესზე დაკვირვება, რამაც მაქსიმალურად შეუწყო კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას. 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების რაოდენობა შეადგენდა 2 196-ს, მათ შორის შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს 1 111 წევრი, ხოლო ცხრა უფლებამოსილმა პარტიამ დანიშნა 1 085 წევრი. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა 203 კონკურსანტთან, მათი თანხმობის საფუძველზე, ჩაატარეს გასაუბრება. კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, მაქსიმალურად გაითვალისწინეს ცესკოს მიერ შემუშავებული შემდეგი კრიტერიუმები: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა. გარდამავალი პერიოდისთვის განისაზღვრა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენისგან გათავისუფლების დროებითი წესი, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვებოდათ. 2022 წლის 2 მარტს, მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები. კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ სხდომებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კომისიების თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი აირჩიეს. 2022 წლის 15 მარტს, ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს. დოკუმენტზე ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ იმოქმედებდნენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებოდნენ კეთილსინდისიერები, დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები და ობიექტურები, იმოქმედებდნენ ღიად და გამჭვირვალედ. საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგების სისტემის კონცეფციის შესაბამისად, რომელიც ეხმიანებოდა დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ცესკოს 06 სწავლების ცენტრმა დიდი ძალისხმევა გასწია 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და კენჭისყრის დღის პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის. კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების პროფილური პროცედურული სწავლება ჩატარდა შვიდ ეტაპად. განსხვავებული სისტემით წარიმართა ტრენინგები ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, სადაც ორ ეტაპიანი პროგრამის ფარგლებში საარჩევნო კომისიების წევრებმა ინტენსიური გადამზადება გაიარეს კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრმა სპეციალური სასწავლო პროგრამით გადაამზადა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობის მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები. საარჩევნო კომისიების წევრებისთვის შემუშავდა 20 სახის სასწავლო და საინფორმაციო ხასიათის მასალა, მათ შორის ცხრა სახეობის მასალა ითარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე. 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაციაში გატარდა ოთხი საარჩევნო სუბიექტი, ხოლო რეგისტრაციაზე უარი ეთქვა/რეგისტრაცია გაუუქმდა 10 პარტიას. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებად წარდგენილი იყო ოთხი კანდიდატი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატად – ორი კანდიდატი. აღსანიშნავია, რომ ყველა კანდიდატი იყო კაცი. ცესკოში დარეგისტრირდა ოთხი საარჩევნო სუბიექტის ხუთი წარმომადგენელი, საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული იყო ოთხი საარჩევნო სუბიექტის ექვსი წარმომადგენელი, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტებმა დანიშნეს 226 წარმომადგენელი. პოლიტიკური პარტიების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ცესკომ მნიშვნელოვნად გაამარტივა პოლიტიკური პარტიებისთვის რიგითი ნომრის მიღების წესი. საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, ცესკოში რეგისტრირებული იყო ოთხი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია, მათ შორის ერთი ქვეყნის საელჩო და სამი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებმაც დაარეგისტრირეს 22 დამკვირვებელი. ცესკოში რეგისტრირებული იყო 42 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 1 438 დამკვირვებელი. საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული იყო შვიდი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია, რომლებმაც დანიშნეს 152 დამკვირვებელი. ცესკოში აკრედიტაცია გაიარა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის 16 საშუალებების 679-მა წარმომადგენელმა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – არცერთმა მედიასაშუალებამ. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის 121 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულთა რაოდენობა შეადგენდა 139 989-ს, მათ შორის 75 998 (54.29%) ქალი და 63 990 (45.71%) კაცი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 14 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულთა რაოდენობა შეადგენდა 20 635-ს, მათ შორის 10 865 (52.65%) ქალი და 9 770 (47.35%) კაცი. ამომრჩეველთა სიაში პირადი და ოჯახის წევრების მონაცემები და საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობა, ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით, ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 1 741 547-ჯერ. საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა საქმიანობები ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვის. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა საარჩევნო დოკუმენტაცია და სასწავლო-საინფორმაციო მასალები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (შშმ პირები) შეეძლოთ არჩევნებში 07 დამოუკიდებლად მონაწილეობა ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისების გამოყენებით. 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ცესკომ განახორციელა საინფორმაციო კამპანია ამომრჩეველთა და ჩართული მხარეების ინფორმირების, მედიასთან ურთიერთობისა და უშუალოდ კენჭისყრის დღეს შეთავაზებული სერვისების შესახებ. აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობდა ცესკოსა და ცესკოს თავმჯდომარის ოფიციალურ გვერდებზე სოციალური ქსელებსა და ცესკოს ვებგვერდზე. ისევე როგორც 2021 წლის არჩევნებზე, ცესკოს ყველა სხდომა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში ცესკოს ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში Facebook, რამაც უზრუნველყო ადმინისტრაციის საქმიანობის საჯაროობა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. საანგარიშო პერიოდში, საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა, პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის სრული დაცვით, ქ. რუსთავის, გარდაბნისა და ბათუმის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩაატარეს ინფორმირების კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ და მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო უფლებისა და შუალედური არჩევნების შესახებ, ასევე დაეხმარნენ მათ ამომრჩეველთა სიაში პირადი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმებაში. ცესკოს კონტაქტ-ჰაბი უზრუნველყოფდა ამომრჩეველთა და დაინტერესებულ ინფორმირებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში, კონტაქტ-ჰაბის მომსახურებით მოქალაქეებმა ისარგებლეს 991-ჯერ. პირთა ცესკოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის დაიბეჭდა 140 800 ბიულეტენი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის – 119 750 და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის – 21 050 ბიულეტენი. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროს დასახლებული ორი საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდა 2 850 ქართულ-აზერბაიჯანული ბიულეტენი და Covid უბნებისთვის – 50 ბიულეტენი. წინა არჩევნების დროს ცესკოში დანერგილმა ელექტრონულმა სერვისმა, ჩართულ მხარეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივა საჩივრების ელექტრონულად წარდგენის პროცესი. კენჭისყრის დღეს ყველა საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო საჭირო ინვენტარით, მათ შორის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლით გათვალისწინებული სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით. შშმ პირებისთვის საარჩევნო უბანზე მისაწვდომი იყო სპეციალური სერვისები, ხოლო ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის აზერბაიჯანულ ენაზე – საარჩევნო დოკუმენტაცია. 2022 წლის 4 აპრილს, საარჩევნო ადმინისტრაციამ №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გადაითვალა ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები, ბიულეტენების გადათვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა. მიმდინარეობდა პროცესის ვიდეოგადაღება და გადათვლის ამსახველი ვიდეომასალა ხელმისაწვდომი იყო Google Drive-ის პლატფორმაზე ყველა დაინტერესებული პირისთვის. 2022 წლის 7 აპრილს გამართულ სხდომაზე, ცესკომ შეაჯამა საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები, ხოლო 2022 წლის 8 აპრილს გამართულ სხდომაზე, ბათუმის №79 საოლქო საარჩევნო კომისიამ უმოკლეს ვადაში შეაჯამა ბათუმის 79.04 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გამართული მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები. აღსანიშნავია რომ, 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან შემაჯამებელი ოქმის შედგენის ჩათვლით პერიოდში, ცესკოში არცერთი განცხადება/საჩივარი არ შემოსულა. ცესკოს თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევათა გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა. 08 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდეგ პერიოდში შევიდა – 31 საჩივარი, მათ შორის პარტიებმა წარადგინეს – 20, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა – 10, მედია ორგანიზაციამ – ერთი. აქედან დაკმაყოფილდა – ოთხი, არ დაკმაყოფილდა – 26, გაითხოვეს ერთი საჩივარი. 2022 წლის 2 აპრილის საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების დამტკიცებულმა ბიუჯეტმა შეადგინა 2 528 000 ლარი, რომელიც გამოიყო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა – 2 440 707 ლარი. 09 I. არჩევნების სამართლებრივი უზრუნველყოფა საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნამდე, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები. განხორციელებული ცვლილებებით დაიხვეწა ზოგიერთი ნორმა, აღმოიფხვრა არსებული ხარვეზები და გამარტივდა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა. კერძოდ: დაზუსტდა, თუ ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი (44-ე მუხლის 51 პუნქტი); დაზუსტდა, რომ არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების პირველ ტურში წარდგენილი კანდიდატი (761 მუხლის 121 პუნქტი); გარდამავალი პერიოდისთვის განისაზღვრა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენისგან გათავისუფლების დროებითი წესი, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების დანიშვნამდე უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვებათ (1964 მუხლი); დაზუსტდა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელი ზოგიერთი ნორმა (198-ე მუხლი); გარდამავალი პერიოდისთვის განისაზღვრა ცესკოს მიერ საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურების ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის, ფოტოსაძიებო სისტემის, ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის, საარჩევნო ბიულეტენების სკანირებისა და ბარკოდიანი საარჩევნო ბიულეტენების გამოყენების მეშვეობით განხორციელების 6 შესაძლებლობა (203 მუხლი). 10 II. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ძირითადი სიახლეები საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს საარჩევნო პროცესში სიახლეების დანერგვის შესაძლებლობის შესწავლის მიმართულებით. ტექნოლოგიური მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა კომპლექსური საპილოტე პროექტი, რაც გულისხმობდა საარჩევნო პროცესში ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის პილოტირებასა და დანერგვის შესაძლებლობის შესწავლას, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა საარჩევნო პროცესის განვითარებასა და, შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2022 წლის 16 მარტს, ცესკოსა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენებას. ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობის შესწავლის მიზნით ბათუმის №79 და №88 საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა იმიტირებული კენჭისყრა. საარჩევნო პროცედურების, კერძოდ ამომრჩევლის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული კენჭისყრა 22 მარტს, 11:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათზე დასრულდა. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში რეგისტრირებული იყო 607 ამომრჩეველი. ერთ საარჩევნო უბანზე ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა მხოლოდ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი, ხოლო მეორე საარჩევნო უბანზე – როგორც ვერიფიკაციის, ისე ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი. კენჭისყრას აკვირდებოდნენ ცესკოს ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები. ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთული იყო ამომრჩეველთა სიები. ამომრჩეველი აპარატში ათავსებდა პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და აპარატი ამოწმებდა ამომრჩევლის ვინაობას. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არმქონე პირების მონაცემები კი რეგისტრატორს ხელით შეჰყავდა. ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ქვითრის მეშვეობით დგინდებოდა საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლების რიცხვი, ხოლო საბოლოო მონაცემი შედარდა ბიულეტენების სკანერის აპარატზე ნაჩვენებ რიცხვთან. იმიტირებული კენჭისყრის პროცესის შედეგების შესწავლისა და ჩართულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ ცესკოს მიერ იქნა მიღებული 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების დროს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის აპარატების გამოყენების გადაწყვეტილება. საპილოტე პროექტის განხორციელების არეალად განისაზღვრა ურბანულად შერეული, №4 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში შემავალი 14 საარჩევნო უბანი, სადაც რეგისტრირებული იყო 20 635 ამომრჩეველი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა კომპლექსური საპილოტე პროექტი. 14 საარჩევნო უბანზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელდა, რაც საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებას გულისხმობდა. ამომრჩეველთა ვერიფიკაციისთვის გამოყენებული იყო VIU Desktop – Offline რეჟიმში, თითოეულ საარჩევნო უბანზე საშუალოდ სამი, ხოლო ჯამში – 42 აპარატი. VIU Desktop-ი უზრუნველყოფდა ელექტრონულ (ID ბარათით) და ხელით (პასპორტით ან ლამინირებული პირადობის მოწმობით) ძებნას. 11 ხმის ელექტრონული დათვლისთვის კი გამოყენებული იყო საარჩევნო უბნის ოპტიკური სკანერი SAES -1800 plus – Offline რეჟიმში, თითოეულ საარჩევნო უბანზე – ორი, ხოლო ჯამში – 28 აპარატი. რაც შეეხება საპილოტე რეჟიმში გამოყენებულ საარჩევნო ბიულეტენს, მაქსიმალურად დაცული იყო ციფრული უსაფრთხოება შტრიხ კოდისა და ინდივიდუალური QR კოდის საშუალებით. ის დაიბეჭდა 190 გრამიან ოფსეტურ ქაღალდზე, ზომით 21.6*28 სმ. პროექტის განხორციელების შედეგად, გამოვლინდა ელექტრონული ვერიფიკაციის შემდეგი ძირითადი დადებითი ასპექტები: არჩევნებში ამომრჩევლის მონაწილეობის უტყუარი დადასტურება; ამომრჩევლის განმეორებით ვერიფიკაციის/ხმის მიცემის გამორიცხვა; ამომრჩეველთა სიებით მანიპულირების დისკუსიის დასრულება; ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სწრაფი და ზუსტი ძებნა; ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა; ამომრჩეველთა რიგების თავიდან აცილება. ასევე, ნათლად წარმოჩინდა ხმის ელექტრონული დათვლის შემდეგი დადებითი ასპექტები: არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია დაუყოვნებლივ; არჩევნების შედეგები არის ზუსტი და სანდო; მარტივდება საარჩევნო პროცედურები; ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომები ფაქტობრივად გამოირიცხა; მცირდება პროცედურული დარღვევების რისკი და შესაბამისი საჩივრების რაოდენობა; საარჩევნო უბანზე მნიშვნელოვნად მცირდება სტრესი, უნდობლობა და დაპირისპირება. გამოყენებულმა ტექნოლოგიამ საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობა მისცა, კანონით დადგენილ შუალედში, დაებეჭდა ამომრჩეველთა აქტივობის ზუსტი მონაცემი, ამომრჩეველთა საბოლოო აქტივობის შესახებ ინფორმაცია მიეღო კენჭისყრის დასრულებიდან 5 წუთში, ხოლო ხმის დათვლის ელექტრონული შედეგების მონაცემების შესახებ, კენჭისყრის დასრულებიდან 15 წუთში5. ადმინისტრაციამ კენჭისყრის დასრულებისთანავე მიეღო ზუსტი შედეგი, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელი იყო ბიულეტენების გადათვლით. მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დათვლილ მონაცემებს ჰქონდა მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი, ხოლო არჩევნების შედეგების დათვლა თითოეულ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ხელით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რომლებიც შემდგომში აისახა საუბნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში. ცესკოს გადაწყვეტილებით, ბიულეტენების ხელით გადათვლისთვის გამოყენებული იყო საარჩევნო კოდექსით დადგენილი ზოგადი წესი, რომლის თანახმადაც ხმის მიცემად ითვლებოდა ნებისმიერი მონიშვნა, რომლითაც შესაძლებელი იყო ამომრჩევლის ნების დადგენა. აპარატის მკაცრად განსაზღვრული და ხელით დათვლის წესის მიუხედავად, არჩევნების ელექტრონული და ხელით დათვლის შედეგები 99.6 პროცენტით დაემთხვა ერთმანეთს და დაფიქსირდა მხოლოდ 0.4 პროცენტიანი სხვაობა, რაც არის მნიშვნელობანი მიღწევა, ასევე იმის მაჩვენებელი, რომ ამომრჩეველმა ნათლად გაიგო და მაქსიმალურად ზუსტად შეასრულა ხმის მიცემის პროცედურა. რაც შეეხება ბათილად მიჩნეული ბიულეტენების რაოდენობას, ის შეადგენდა 1.34 პროცენტს. აქედან: ელექტრონული დათვლით – 183 (1.73%), ხელით გადათვლით – 142 (1.34%), ჯამში 41 ბიულეტენი (0.4%) გადანაწილდა ნამდვილ ბიულეტენებში. გამოვლინდა საარჩევნო ბიულეტენების ბათილობის სამი ძირითადი მიზეზი: ვინაიდან ელექტრონული დათვლა არის კატეგორიული, აპარატი ხმად აღიქვამდა მხოლოდ წრის გაფერადებას; ხოლო ხელით დათვლა ინტერპრეტირებადია, რადგან კომისია ადგენდა ამომრჩევლის ნებას, ასევე იყო სასურველი კანდიდატის მონიშვნისა და არასასურველის გადახაზვის შემთხვევა. 5 პილოტის შედეგად დათვლილი წინასწარი მონაცემები იხილეთ ბმულზე: https://cesko.ge/ge/pilotis-sedegad-datvlili 12 უნდა აღინიშნოს, რომ საპილოტე პროექტის განხორციელება მოხდა ძალიან მცირე დროში, ფორსირებულ რეჟიმში განხორციელდა პროგრამული ცვლილებები, ამომრჩეველთა სიის ჩატვირთვისთვის იყო უკიდურესად მცირე დრო. ძირითადად ამ მიზეზებით, ზემოაღნიშნული პროცედურების განხორციელების დროს, წარმოიქმნა მცირე ხარვეზები, კერძოდ: ამომრჩეველთა ვერიფიკაციის პროცესში გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები: ქვითრის არასრული ბეჭდვა – ხუთი შემთხვევა; პრინტერის ხარვეზი – ორი შემთხვევა (აპარატის წარმატებული ჩანაცვლება – ერთი შემთხვევა, აპარატის წარუმატებელი ჩანაცვლება – ერთი შემთხვევაში საჭირო გახდა სამაგიდო სიის გამოყენება); აპარატის მუშაობის შენელება და გადატვირთვა – 15 შემთხვევა. ხმის ელექტრონული დათვლის პროცესში გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები: ბიულეტენის გაჭედვა, დაზიანებული ბიულეტენის აპარატში მოთავსების გამო – ერთი შემთხვევა; ბიულეტენის უკან დაბრუნება, აპარატში არასწორად მოთავსების გამო – სამი შემთხვევა; ყუთის სახურავზე ბიულეტენის ხისტი კონტაქტი – ორი შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ის მცირე ხარვეზები, რაც მოჰყვა ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენებას, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან თავიდანვე იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, ხელი არ შეუშლია ხმის მიცემის პროცესის მსვლელობისთვის6. მიუხედავად გამოვლენილი მცირე ტექნიკური ხარვეზებისა, რომლებსაც არ მოუხდენია ზეგავლენა არც საარჩევნო პროცესზე და არც კენჭისყრის შედეგებზე, განხორციელებული საპილოტე პროექტი შეფასდა, როგორც წარმატებული და ამას განაპირობებდა მიღწეული ძირითადი შედეგები: არჩევნების შედეგები დაუყოვნებლივ გახდა ცნობილი; საარჩევნო უბანზე მნიშვნელოვნად შემცირდა სტრესი და დაპირისპირება; საარჩევნო უბანზე არ დაწერილა არცერთი მნიშვნელოვანი საჩივარი. ტექნოლოგიებთან დაკავშირებით დაიწერა მხოლოდ ორი საჩივარი (დუბლირებული სია ერთ აპარატში – №76 უბანი და აპარატის მიერ ბიულეტენის რამდენჯერმე დაბრუნება – №100 უბანი), რომლებიც დაუყოვნებლივ იქნა აღმოფხვრილი. პროექტის განმახორციელებელმა ჯგუფმა შეიმუშავა სამომავლოდ გასათვალისწინებელი შემდეგი რეკომენდაციები: ტექნოლოგიების დანერგვის გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; კიდევ უფრო მასშტაბური პილოტის ორგანიზება; პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის მეტი დროის დათმობა; უფრო ინტენსიური საინფორმაციო კამპანის წარმოება; საარჩევნო პროცედურების ადაპტირება ტექნოლოგიური არჩევნებისთვის; ბიულეტენში ხმის მიცემის იმპერატიული ფორმის დადგენა; ვერიფიკაციის აპარატების სინქრონიზება; შედეგების ელექტრონული გადაცემა და კონსოლიდაცია. ბათუმის №4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, ცესკომ მოამზადა ვიდეორგოლი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი პროცედურები, თუ როგორ უნდა მიეღო ამომრჩეველს მონაწილეობა არჩევნებში ტექნოლოგიების 6 „ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით კენჭისყრა უმეტესად გამართულად მიმდინარეობდა, თუმცა დაფიქსირდა ვერიფიკაციისა და სკანერის აპარატების მუშაობის ხარვეზები, რომელთა უმეტესობა მალევე, უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის მცირე ხნით შეფერხების შემდეგ აღმოიფხვრა, ხოლო ერთ შემთხვევაში, ვერიფიკაციის აპარატის გაუმართაობის გამო, ამომრჩეველთა რეგისტრაცია ძველი წესით გაგრძელდა.“ საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის შუალედური არჩევნების შეფასება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). 13 გამოყენებით. კენჭისყრის დღეს აღნიშნული ვიდეორგოლი ყველა საარჩევნო უბანზე მთელი დღის განმავლობაში გადიოდა სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორებზე. გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა და გაავრცელა ფლაერი, რომელიც ასახავდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურას. საერთო ჯამში, ყველა ამ აქტივობამ უზრუნველყო მოქალაქეების ინფორმირება და ამომრჩეველს გაუმარტივა სიახლესთან ადაპტირება. გამოყენებულმა ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა მნიშვნელოვნად გაამარტივა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა საქმიანობა, რამაც არსებითად გააუმჯობესა ამომრჩეველთა მომსახურება და ხმის მიცემის პროცესში მათ მეტი კომფორტი და სანდოობის განცდა შეუქმნა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა კომისიის წევრთა და ამომრჩეველთა მოწონება დაიმსახურა. კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმა 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისა და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის პროცესის გამარტივების მიზნით, ცესკომ შექმნა და საპილოტე რეჟიმში, ცესკოს ვებგვერდზე განათავსა ახალი ტექნოლოგიური რესურსი – კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმა⁷. ცესკომ ასევე შეიმუშავა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსში ელექტრონულად მონაწილეობის მიღების წესი და პირობები. ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვით ცესკომ გააგრძელა განვითარება საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით და ხელი შეუწყო საარჩევნო გარემოს დახვეწას, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა რეგისტრაციის პროცედურები დაინტერესებული პირებისთვის. გარდა ამისა, აღნიშნული სერვისის დანერგვამ საარჩევნო ადმინისტრაციას მისცა კონკურსანტების მონაცემების დეტალურად და ოპერატიულად დამუშავების შესაძლებლობა, რამაც ცესკოს საკუთარი საქმიანობის მეტად დახვეწაში და საზოგადოების დროულად ინფორმირებაში დაეხმარა. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებს ჰქონდათ საკონკურსო დოკუმენტაციის ახალი პლატფორმის გამოყენებით წარმოდგენის საშუალება, თუმცა ასევე შეეძლოთ ელექტრონულ მისამართებზე ან/და მატერიალური სახით შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენა. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში გამოცხადებული კონკურსისთვის შექმნილი პლატფორმის გამოყენებით განაცხადების წარდგენის შესაძლებლობით ისარგებლა 478-მა კონკურსანტმა, 275-მა კონკურსანტმა დოკუმენტაცია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ელექტრონულ მისამართზე გააგზავნა, ხოლო 453-მა კი – მატერიალური სახით წარადგინა. ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოფიქსაცია 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს პირველად განხორციელდა ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოფიქსაცია. აუდიო-ვიდეოგადაღების განხორციელებამ უზრუნველყო საარჩევნო პროცესის მეტი გამჭვირვალობა, ხმის დათვლის პროცესისადმი ნდობის ამაღლება, რაც ჩართული მხარეების მხრიდან წარმატებულად შეფასდა. 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების დროს, წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ქ. რუსთავის, გარდაბნისა და ბათუმის საარჩევნო ოლქების საარჩევნო უბანზე განახორციელა ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება. 135 საარჩევნო უბნიდან, სხვადასხვა მიზეზით, ხმის დათვლის პროცედურის ვიდეოგადაღება ვერ განხორციელდა მხოლოდ 14 საარჩევნო უბანზე. ვიდეომასალა, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადებში აიტვირთა Google Drive-ის პლატფორმაზე. საოლქო საარჩევნო კომისიებმა, პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან (გარდა მმართველი პარტიის მიერ დანიშნული წევრებისა), წილისყრით შეარჩიეს 7 კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმა იხილეთ ბმულზე: https://konkursi.cec.gov.ge/?fbclid=IwAR19XIunRKyaf0wPx0oDwYw0xOr1x8nu8RBrSQPV-ySk2kKwWE2L5KVvqEg 14 საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებაზე პასუხისმგებელი რვა პარტიის 138 წევრი. მიუხედავად იმისა, რომ კომისიების 50-მა წევრმა უარი თქვა პროცესში მონაწილეობაზე, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო განმეორებითი წილისყრის პროცედურები და შედეგად, ყველა საარჩევნო უბანზე შეუფერხებლად წარიმართა ხმის დათვლის პროცედურების გადაღება. სპეციალურად გადამზადებულმა ტრენერებმა შესაბამისი დეტალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს წილისყრით გამოვლენილ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, რომლებმაც 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე განახორციელეს ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება. ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოფიქსაციის ჩანაწერები განთავსებული იყო ცესკოს ვებგვერდზე 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო მისი ნახვა და ჩამოტვირთვა. 15 III. კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომები 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად ცესკო მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. 2022 წლის 29 იანვარს გამართულ შეხვედრაზე, ცესკოს თავმჯდომარემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, იმსჯელეს პანდემიის პირობებში შუალედური არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების, არჩევნებისთვის შესამუშავებელ ეპიდემიოლოგიურ პროტოკოლისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ. 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, ცესკომ სამინისტროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყო საარჩევნო ადმინისტრაციისა და სწავლების ცენტრის თანამშრომელთა „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ყოველკვირეული ტესტირება. საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებულ სასწავლო პროგრამებში მონაწილე პირების დაშვება ხდებოდა მხოლოდ ტესტის უარყოფითი შედეგის წარმოდგენის შემთხვევაში. სასწავლო პროგრამების განხორციელებისას ცესკომ უზრუნველყო 25 ლოკაციაზე მონაწილეებისთვის COVID-19 ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარება. საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები 2022 წლის 23 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, ცესკომ მიიღო დადგენილება „საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემულ შენობებში შესვლისას/გამოსვლისას და შენობებში ყოფნისას/გადაადგილებისას სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დადგენის შესახებ.“ დადგენილება ემსახურებოდა ჩართული მხარეებისთვის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვით უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობას. დადგენილება ითვალისწინებდა კონკრეტული წესების გათვალისწინებით პირბადის ტარების, სადეზინფექციო საშუალებებით სამუშაო ინვენტარის დასუფთავების, საარჩევნო კომისიის შენობის ბუნებრივი ვენტილაციისა და სხვა სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის ვალდებულებას. კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი 2022 წლის 23 აგვისტოს, ცესკომ მიიღო დადგენილება „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით 2022 წლის 2 აპრილს გასამართი შუალედური არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ.“ დოკუმენტი განსაზღვრავდა სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებს, რომელთა დაცვით არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოთ ამომრჩევლებს, ემოქმედათ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს და ჩართულ მხარეებს. დოკუმენტით დარეგულირდა არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, პირბადის გამოყენების პირობები. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის რეგულაციები იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 2022 წლის 23 აგვისტოს, ცესკომ მიიღო დადგენილება „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ.“ აღნიშნული დოკუმენტით დარეგულირდა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობისთვის შექმნილი საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის წესები. 16 სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებები არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, ცესკოს მიერ შეძენილ იქნა შემდეგი რაოდენობის სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებები: 150 ლიტრი ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარი, 700 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი დეზობარიერისთვის და სხვა საშუალებები. 17 IV. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისგან, მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და სხვა საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებასა და მის ერთგვაროვან გამოყენებას. 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ადმინისტრირება უზრუნველყო ცესკომ, ცესკოს აპარატმა, ქ. რუსთავის, გარდაბნისა და ბათუმის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა. ცესკოს შემადგენლობა გიორგი კალანდარიშვილი, კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული გიორგი შარაბიძე, თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული გიორგი სიორიძე, თავმჯდომარის მოადგილე, პ/გ „ლელო“ გიორგი ჯავახიშვილი, კომისიის მდივანი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული არჩილ ანასაშვილი, ცესკოს წევრი, პ/გ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ანა კობახიძე, ცესკოს წევრი, პ/გ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ ია პირტახია, ცესკოს წევრი, პ/გ „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ დავით ჯინჯოლავა, ცესკოს წევრი, პ/გ „ევროპული საქართველო“ ნინო ბასილაია, ცესკოს წევრი, პ/გ „ევროპელი სოციალისტები“ დავით კირთაძე, ცესკოს წევრი, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ივანე ნორაკიძე, ცესკოს წევრი, პ/გ „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ ლევან ჯგერენაია, ცესკოს წევრი, პ/გ „გირჩი“ გიორგი ძაგანია, ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული დიმიტრი ჯავახაძე, ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული გიორგი ჭიქაბერიძე, ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული გია ცაცაშვილი, ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული მაია ზარიძე, ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული 2022 წლის 1-ელი თებერვალი-8 აპრილის პერიოდში ცესკოში გაიმართა 17 სხდომა. ცესკომ მიიღო 29 დადგენილება და 110 განკარგულება. ცესკოს სხდომებზე გამოიყენებოდა კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ქვემდგომი კომისიის წევრთა არჩევების ელექტრონული (ხმის მიცემის) პროგრამა. ცესკოს ყველა სხდომა გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში. 18 ცესკოს აპარატი და სწავლების ცენტრი • იურიდიული დეპარტამენტი • სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი • საფინანსო დეპარტამენტი • საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი • კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი • ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი • საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი • ცესკოს მდივნის აპარატი • ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი • პრეს-სპიკერი სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საოლქო საარჩევნო კომისიები 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის სამი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 51-ს, აქედან, ცესკოს მიერ ხუთი წლის ვადით, არანაკლებ ორი მესამედით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე არჩეული – 15 მუდმივმოქმედი წევრი, საარჩევნო პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით არჩეული ცხრა დროებითი წევრი, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ცხრა უფლებამოსილმა პარტიამ დანიშნა 27 დროებითი წევრი. კომისიების წევრთა შემადგენლობა გენდერულ ჭრილში იხილეთ ცხრილში (1). ცხრილი 1 სულ დასახელება ქალი % კაცი % საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 2 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი 34 18 53 16 47 5 წლის ვადით არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი 10 7 70 3 30 2 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი 6 1 17 უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი 18 10 55 8 45 5 83 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 1 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი 17 5 29 12 71 5 წლის ვადით არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი 5 3 60 2 40 1 საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი 3 0 0 3 100 უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი 9 2 22 7 78 19 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის სამ, №20 რუსთავის, №21 გარდაბნისა და №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსებზე სულ შემოვიდა 31 განაცხადი. კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავიდა 28 პირი, მათ შორის 10 (36%) ქალი და 18 (64%) კაცი. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არც ცესკოს და არც კონკურსანტებს არ ავალდებულებდა კონკურსის მიმდინარეობისას გასაუბრების ჩატარებას, ცესკომ მნიშვნელოვნად მიიჩნია გასაუბრების ორგანიზება და მისი პირდაპირი ტრანსლირება, რადგან ეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას უწყობდა ხელს და წარმოაჩენდა საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრების არჩევის კრიტერიუმებს, რომლითაც ცესკომ დამატებითი რეკომენდაციებით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიებს, კერძოდ, პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა. გასაუბრება ონლაინ, პირდაპირი ტრანსლირებით, გაიმართა ცესკოს, ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიებიდან. სურვილის შემთხვევაში, ცესკოს ნებისმიერ წევრს ჰქონდა კონკურსანტებთან ონლაინ გასაუბრებისა და გასაუბრების საფუძველზე კონკურსანტების უნარ-ჩვევების, საქმისადმი დამოკიდებულების, მოტივაციისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა⁸. გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 18-მა კონკურსანტმა, აქედან გასაუბრების პირდაპირ ტრანსლირებაზე თანხმობა 13-მა განაცხადა. 2022 წლის 4 თებერვალს გამართულ სხდომაზე, ცესკომ სახელობითი კენჭისყრით აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები9. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით ცესკოს სხდომა გადაიცემოდა პირდაპირი ტრანსლირებით ცესკოს ოფიციალურ Facebook გვერდზე და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო დროებითი წევრების არჩევის პროცესზე დაკვირვება. ცესკოს მიერ არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს ჰქონდათ სხვადასხვა წლებში საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება. ცესკომ მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს, ხელი შეეწყოთ შესარჩევი კონკურსის კანონმდებლობის შესაბამისად და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარმართვას. მათ, ხელთარსებული შესაძლებლობების ფარგლებში, უფლებამოსილ ჩართულ მხარეებს მისცეს, როგორც საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის, ისე აღნიშნულ პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. მიუხედავად პროცესის გამჭვირვალობისა და ღიაობისა, ადგილი ჰქონდა კონკრეტული პირების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციისა და კონკრეტული თანამშრომლობის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებისა და შეურაცხყოფის ტირაჟირებას სხვადასხვა წყაროებში. საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა კონსტრუქციულობისა და ეთიკური ნორმების დაცვისკენ, ასევე უსაფუძვლო განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ. 8 „საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისთვის გამოცხადებული კონკურსი კონკურენტული იყო. დადებით შეფასებას იმსახურებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთათვის გასაუბრების ჩატარება.“ „2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინ ჩატარებული კონკურსის მსგავსად, ამ ჯერზეც დადებით შეფასებას იმსახურებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთათვის გასაუბრების ჩატარება და ამის პირდაპირ ეთერში გადაცემა, თუმცა კანდიდატების ნაწილის მიერ გასაუბრების ტრანსლაციაზე უარის თქმამ, უთანასწორო პირობები შექმნა სხვა კანდიდატებისთვის. კონკურსი კონკურენტული იყო. კომისია დაახლოებით თანაბარი სირთულის და მსგავსი თემატიკის კითხვებს სვამდა. კანდიდატების ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებული, მოქმედი ტრენერი ან საარჩევნო გამოცდილების მქონე იყო.“ საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის შუალედური არჩევნების შეფასება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). 9 პირველად კონკურსანტებთან გასაუბრების გასაჯაროების გადაწყვეტილება, ცესკომ 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პერიოდში მიიღო. 20 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ ინფორმაციის უშუალოდ ადგილებზე მისაღებად, ახალარჩეული და დანიშნული კომისიის წევრების გაცნობის მიზნით, 2022 წლის 13 და 28 თებერვალს, ცესკოს თავმჯდომარემ გამართა შეხვედრები რუსთავის, გარდაბნისა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და წევრებთან. შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს შუალედური არჩევნებისთვის მზადების პროცესი, საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისა და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის პროცესის გამარტივების მიზნით, შექმნილ და საპილოტე რეჟიმში, მოქმედ კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმის უპირატესობები. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან განიხილეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 14 საარჩევნო უბანზე დაგეგმილი საპილოტე პროექტის პილოტირების პროცესთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები. საარჩევნო უბნების შექმნა 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის გახსნილი იყო 135 საარჩევნო უბანი, აქედან საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა 121 საარჩევნო უბანზე, მათგან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი სამი უბანი და პანდემიიდან გამომდინარე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, რუსთავსა და გარდაბანში – ერთი სპეციალური უბანი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის შექმნილი იყო 14 საარჩევნო უბანი. კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ცესკომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა საარჩევნო უბნების ნომრები, მისამართები და სხვა რეკვიზიტები. საუბნო საარჩევნო კომისიები 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილ 135 საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების რაოდენობა შეადგენს 2 196-ს, მათ შორის შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს 1 111 წევრი, ხოლო ცხრა უფლებამოსილმა პარტიამ დანიშნა 1 085 წევრი. კომისიის წევრთა შემადგენლობა გენდერულ ჭრილში იხილეთ ცხრილში (2). ცხრილი 2 სულ სულ დასახელება ქალი % კაცი % საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 121 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი 1 958 1 579 81 379 19 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი 992 861 87 131 13 უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი 996 718 7417 248 26 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 14 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი 238 175 74 63 26 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი 119 98 82 21 18 უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი 119 77 65 42 35 21 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 131 საუბნო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ 1 048 ვაკანტურ ადგილზე სულ შემოვიდა 1 206 განაცხადი, მათ შორის, რუსთავის საარჩევნო ოლქში 672 ვაკანტურ ადგილზე – 766, გარდაბნის საარჩევნო ოლქში 264 ვაკანტურ ადგილზე – 270, ხოლო ბათუმის საარჩევნო ოლქში 112 ადგილზე – 170 განაცხადი. მათგან 55-მა კონკურსანტმა არჩევის პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო საერთო არჩევნებზე ისინი იყვნენ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით აკრძალულია. საოლქო საარჩევნო კომისიების როგორც დროებითმა, ისე მუდმივმოქმედმა წევრებმა 203 კონკურსანტთან, მათი თანხმობის საფუძველზე ჩაატარეს გასაუბრება, კერძოდ: რუსთავში გასაუბრებები ჩატარდა 156, გარდაბანში – 11, ხოლო ბათუმში – 36 კონკურსანტთან. 2022 წლის 12-15 თებერვალს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული წევრებიდან: 13 ხმით აირჩიეს საუბნო საარჩევნო კომისიის 1 წევრი; 12 ხმით აირჩიეს საუბნო საარჩევნო კომისიის 108 წევრი; 11 ხმით აირჩიეს საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი; 10 ხმით აირჩიეს საუბნო საარჩევნო კომისიის 69 წევრი; 9 ხმით აირჩიეს საუბნო საარჩევნო კომისიის 867 წევრი. არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და 2012 წლიდან, ბოლო რვა საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 988 პირს, რაც საერთო რაოდენობის 94 პროცენტია. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის 538 წევრი იყო „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილე, 17 – „საარჩევნო განვითარების სკოლის“, ხოლო ერთი – „ახალგაზრდული ბანაკის“. არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას არცერთს დაკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. საოლქო საარჩევნო კომისიებმა შესარჩევი კონკურსი ჩაატარეს კანონმდებლობის შესაბამისად და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხისა და პასუხისმგებლობის სტანდარტის დაცვით. კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების გარდა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, მაქსიმალურად გაითვალისწინეს ცესკოს მიერ შემუშავებული შემდეგი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა. საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები საჯაროობის პრინციპის დაცვით ჩატარდა და არჩევის პროცესი ღია იყო ყველა უფლებამოსილი პირისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა უფლებამოსილ პირს ჰქონდა საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესზე დასწრების, ასევე მის შემდგომ საქმიანობაზე დაკვირვების შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის საარჩევნო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვისთვის. №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას, ასევე ესწრებოდა ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებელი. 22 საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები 2022 წლის 2 მარტს, 135 საარჩევნო უბანზე, სადაც 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები იმართებოდა, მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები. კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ სხდომებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კომისიების თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი აირჩიეს. არჩეული კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივნიდან, ბოლო ოთხ საერთო არჩევნებზე ხელმძღვანელ პირად მუშაობის გამოცდილება აქვს 360 (92%) პირს, კერძოდ კომისიის თავმჯდომარედ მუშაობის გამოცდილება ჰქონდა 126 პირს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ – 114 პირს, ხოლო კომისიის მდივნად მუშაობის – 120 პირს. არჩეული ხელმძღვანელი პირებიდან 277 (70%) საგანმანათლებლო პროექტების კურსდამთავრებული. იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კონკურსის წესით არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან, კომისიის თავმჯდომარედ არის არჩეული 131 პირი, თავმჯდომარის მოადგილედ – 131 პირი და კომისიის მდივნის პოზიციაზე – 131 პირი. უფლებამოსილი პარტიების მიერ სტატისტიკა იხილეთ ცხრილში (3). დანიშნული საუბნო საარჩევნო ცხრილი 3 პოლიტიკური გაერთიანება რაოდენობა ქართული ოცნება“ – დემოკრატიული საქართველო 131 ევროპული საქართველო 131 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 131 131 გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები 130 ლელო საქართველოსთვის 120 საქართველოს ევროპელი დემოკრატები 131 110 გირჩი 131 ევროპული სოციალისტები 23 კომისიების წევრების პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ევროპული საქართველო“ №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მოხსნა კომისიის წევრები. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის შედეგები გენდერულ ჭრილში იხილეთ დიაგრამაში (1). დიაგრამა 1 საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის შედეგები გენდერულ ჭრილში 140 120 100 80 60 40 20 128 103 98 33 28 3 0 კომისიის თავმჯდომარე თავმჯდომარის მოადგილე ქალი კომისიის მდივანი კაცი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი 2022 წლის 15 მარტს, ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს. დოკუმენტზე ხელმომწერები შეთანხმდნენ, რომ იმოქმედებდნენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებოდნენ კეთილსინდისიერები, დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები და ობიექტურები, იმოქმედებდნენ ღიად და გამჭვირვალედ. ცესკოს თავმჯდომარემ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა რეკომენდაციით და მოუწოდა 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის იმოქმედონ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის პრინციპების დაცვით. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა, თავის მხრივ, ეთიკის ნორმების დაცვის აუცილებლობაზე მიმართეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს. 24 V. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და კენჭისყრის დღის პროფესიულ დონეზე ადმინისტრირების ხელშეწყობის მიზნით, ასევე დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ გამოთქმული მიგნებების გათვალისწინებით, სწავლების ცენტრმა შეიმუშავა სატრენინგო პროგრამები, სახელმძღვანელო ინსტრუქციები და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის განკუთვნილი სამახსოვრო ინსტრუქციები. განახლებული კონცეფციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების პროფილური პროცედურული სწავლება ჩატარდა შვიდ ეტაპად. განსხვავებული სისტემით წარიმართა ტრენინგები ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, სადაც ორ-ეტაპიანი პროგრამის ფარგლებში საარჩევნო კომისიების წევრებმა ინტენსიური გადამზადება გაიარეს კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრმა სპეციალური სასწავლო პროგრამით ასევე გადაამზადა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობის მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები. ცესკოს სწავლების ცენტრმა საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვედრები გამართა №20 რუსთავის, №21 გარდაბნის და №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებთან. დეტალურად იქნა განხილული მანდატის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები, მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიებთან კომუნიკაცია-კოორდინაციის საკითხები. №79 ბათუმის საარჩევნო ოლქის კომისიის წევრები დამატებით გაეცნენ კენჭისყრის დღეს საპილოტე პროექტის ფარგლებში გამოსაყენებელი ელექტრონული ტექნოლოგიების ფუნქციონირების წესს. 2022 წლის 21-23 თებერვალს, სწავლების ცენტრმა ჩაატარა ტრენერთა ტრენინგი და გადაამზადა საარჩევნო ადმინისტრაციის 25 ტრენერი, რომლებმაც 28 თებერვალი-29 მარტის ჩათვლით პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ჩაატარეს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სწავლება. პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით, სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა კენჭისყრის დღისთვის შესასრულებელი ფუნქციები ეპიზოდური ინსცენირებების ფორმატში განახორციელეს. საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმა ინტენსიურად იმუშავეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. ტრენინგები საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ტრენინგის I ეტაპი (28 თებერვალი-1-ელი მარტი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (17 წევრი) სწავლებას. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და მათ უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლის მნიშვნელობა, მანდატი ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო რეჟიმი და რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილებები; დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, საოლქო საარჩევნო კომისიებთან საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის კოორდინაცია/კომუნიკაცია, მათ შორის, საორგანიზაციო-ლოჯისტიკურ საკითხებზე), საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში, მათ შორის, ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა შეყვანის საკითხი), ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებები. 25 ტრენინგის I ეტაპზე დასასწრებ 117 საუბნო საარჩევნო კომისიის 1 972 წევრიდან, ტრენინგს დაესწრო 942 (48%) წევრი, მათ შორის 826 (88%) ქალი და 116 (12%) კაცი. ტრენინგის II ეტაპი (10-11 მარტი) დაეთმო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების (გარდა ხელმძღვანელი პირებისა) სწავლებას. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციების შესრულება, ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცესში ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის დაცვით (ტრენინგის სამიზნე ჯგუფის გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდება ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციაზე), კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციების მიმოხილვა (ნაკადის მომწესრიგებელი, საარჩევნო ყუთის ზედამხედველი, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები), ხმის დათვლის პროცესი (მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენების ბათილობის საფუძვლები, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან მიმართებით კომისიის წევრთა ვალდებულებები). ტრენინგის II ეტაპზე დასასწრებ 117 საუბნო საარჩევნო კომისიის 584 წევრიდან, ტრენინგს დაესწრო 326 (56%) წევრი, მათ შორის 300 (92%) ქალი და 26 (8%) კაცი. ტრენინგის III ეტაპი (13-14 მარტი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიების მიერ დანიშნული წევრების პროფილურ გადამზადებას. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციების შესრულება, ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის მიხედვით (ტრენინგის სამიზნე ჯგუფის გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდება ნაკადის მომწესრიგებელი, საარჩევნო ყუთის ზედამხედველი, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების ფუნქციაზე), ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციის მიმოხილვა, ხმის დათვლის პროცესი (მათ შორის, საარჩევნო ბიულეტენების ბათილობის საფუძვლები, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან მიმართებით კომისიის წევრთა ვალდებულებები). ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით განხორციელდა, ჩატარდა კენჭისყრის პროცესის ეპიზოდური ინსცენირება და შესრულდა თემატური სავარჯიშოები. ტრენინგის III ეტაპზე დასასწრებ 117 საუბნო საარჩევნო კომისიის 919 წევრიდან, ტრენინგს დაესწრო 316 (34%) წევრი, მათ შორის 264 (84%) ქალი და 52 (16%) კაცი. ტრენინგის IV ეტაპი (16-17 მარტი) დაეთმო 117 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების პროფილურ გადამზადებას. ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა, თავმჯდომარის მოადგილეებმა და კომისიების მდივნებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: კომუნიკაცია-კოორდინაცია საოლქო საარჩევნო კომისიებთან (კენჭისყრის დღისთვის მისაღები საარჩევნო დოკუმენტაცია/ინვენტარი, კენჭისყრის ოთახის მოწყობა, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენა), კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო/საზედამხედველო ფუნქციები საარჩევნო უბნის გახსნის, კენჭისყრის მიმდინარეობის, საარჩევნო უბნის დახურვის და ხმების დათვლის-შეჯამების პროცესში (მათ შორის, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესი), ამომრჩეველთა მიერ ხმის მიცემის წესი (ნების თავისუფალი გამოვლენისა და ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი), კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით, განხორციელდა კენჭისყრის დღისთვის შესასრულებელი ფუნქციების ეპიზოდური ინსცენირებები. ამასთან, განხორციელდა ინტენსიური პრაქტიკული სწავლება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. ტრენინგის IV ეტაპზე დასასწრებ 117 საუბნო საარჩევნო კომისიის 351 ხელმძღვანელი პირიდან, ტრენინგს დაესწრო 273 (78%) წევრი, მათ შორის 236 (86%) ქალი და 37 (14%) კაცი. 26 ტრენინგის V ეტაპი (19-21 მარტი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (17 წევრი) სწავლებას. გაიმართა ეპიზოდური ინსცენირებები: ხმის მიცემის სიმულაცია, რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველთა სიებში მონაცემთა დათვლის სიმულაცია, მთვლელების მიერ საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლის სიმულაცია, საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის სიმულაცია. ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნენ კენჭისყრის პროცესში შშმ ამომრჩევლების მონაწილეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ტრენინგის V ეტაპზე დასასწრებ 117 საუბნო საარჩევნო კომისიის 1 855 წევრიდან, ტრენინგს დაესწრო 825 (44%) წევრი, მათ შორის 723 (88%) ქალი და 102 (12%) კაცი. ტრენინგის VI ეტაპი (23 მარტი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) სწავლებას. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა, საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები, არჩევნების უსაფრთხოება, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის ტექნიკა, კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები. ტრენინგის VI ეტაპზე დასასწრებ 117 საუბნო საარჩევნო კომისიის 351 წევრიდან, ტრენინგს დაესწრო 218 (62%) წევრი, მათ შორის 183 (84%) ქალი და 35 (16%) კაცი. ტრენინგის VII ეტაპი (24-28 მარტი) დაეთმო ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებას კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკას. ამ საკითხზე საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განმტკიცების მიზნით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, დამატებითი რესურსის სახით, შეიმუშავეს შესაბამისი ელექტრონული სასწავლო პროგრამა. პროგრამა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმა (თავმჯდომარე, მდივანი) მათთვის პირისპირ ფორმატში, ცენტრალიზებულად, ჩატარებული პროფილური ტრენინგების დასრულებისთანავე გაიარეს. ელექტრონულ სასწავლო რესურსზე წვდომა უზრუნველყოფილი იყო საარჩევნო ოლქის შენობებში კომპიუტერული ტექნიკით მოწყობილ შესაბამის სივრცეში. სპეციალური ჯგუფებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგები საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრმა სპეციალური სასწავლო პროგრამით გადაამზადა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობის მიზნით შექმნილი სპეციალური ჯგუფებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები, დამკვირვებლების, საარჩევნო სუბიექტების/მედია საშუალებების წარმომადგენლების უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის პროცესის წარმართვა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციების შესაბამისად, კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა, საარჩევნო უბნის დახურვა და საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება/დათვლა/დალუქვის პროცესი, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა, კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები და მათზე რეაგირება, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები. ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართა. შესრულდა სხვადასხვა თემატური სავარჯიშოები და ეპიზოდური ინსცენირებები კენჭისყრის დღეს განსახორციელებელი ფუნქციების შესაბამისად. ამასთან, სპეციალური ჯგუფების/საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმა პრაქტიკული სწავლება გაიარეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში/იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილი ოთხი სპეციალური ჯგუფის 56 წევრიდან ტრენინგს დაესწრო 36 (64%) წევრი, მათ შორის 25 (69%) ქალი და 11 (31%) კაცი. 27 პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი სამი საუბნო საარჩევნო კომისიის 45 წევრიდან ტრენინგს დაესწრო 30 (67%) წევრი, მათ შორის 20 (67%) ქალი და 10 (33%) კაცი. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები ტრენინგის I ეტაპი (28 თებერვალი-1-ელი მარტი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (17 წევრი) სწავლებას. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და მათ უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა როლის მნიშვნელობა, მანდატი ეთიკური და სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო რეჟიმი და რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილებები, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, საოლქო საარჩევნო კომისიებთან საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის კოორდინაცია/კომუნიკაცია, მათ შორის, საორგანიზაციო-ლოგისტიკურ საკითხებზე), საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში, მათ შორის, ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა შეყვანის საკითხი), ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებები. ტრენინგის I ეტაპზე დასასწრებ 14 საუბნო საარჩევნო კომისიის 231 წევრიდან, ტრენინგს დაესწრო 152 (66%) წევრი, მათ შორის 119 (78%) ქალი და 33 (22%) კაცი. ტრენინგის II ეტაპი (27-29 მარტი) დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის სწავლებას. ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესის წარმართვა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის წილისყრით მინიჭებული ფუნქციების შესაბამისად, კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა, საარჩევნო უბნის დახურვა და საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესი (მათ შორის ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაცია), საარჩევნო უბნის გახსნის, კენჭისყრის მიმდინარეობის და საარჩევნო უბნის დახურვის პროცესში გათვალისწინებული ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკაზე მუშაობა, კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები და მათზე რეაგირება; კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები. ტრენინგის II ეტაპზე დასასწრებ 14 საუბნო საარჩევნო კომისიის 238 წევრიდან, ტრენინგს დაესწრო 198 (83%) წევრი, მათ შორის 152 (77%) ქალი და 46 (23%) კაცი. საინფორმაციო/სასწავლო მასალები 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის, საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სწავლების ცენტრმა შეიმუშავა სასწავლო და საინფორმაციო ხასიათის მასალა. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები ითარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე. სასწავლო და საინფორმაციო მასალების ჩამონათვალი იხილეთ ცხრილში (4). ცხრილი 4 დასახელება ენა სასწავლო მასალები 1 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია (საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული 2 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია (საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული აზერბაიჯანული 3 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია (ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) 28 ქართული ცხრილი 4 დასახელება ენა სასწავლო მასალები 4 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია (ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული საინფორმაციო მასალა 5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია (საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული აზერბაიჯანული 6 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს (საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული აზერბაიჯანული 7 ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები (საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული აზერბაიჯანული 8 ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები (საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული აზერბაიჯანული 9 საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები (საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული აზერბაიჯანული 10 გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები (საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული აზერბაიჯანული 11 საარჩევნო უბანზე საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის ამსახველი პოსტერი (საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული აზერბაიჯანული 12 ამომრჩევლის სამახსოვრო პოსტერი (საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული აზერბაიჯანული 13 საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღების წესის ამსახველი პოსტერი (საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები, საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული 14 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და კომისიის მდივნის სამახსოვრო ინსტრუქცია (საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული 15 ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები (საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული 16 ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები (საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული 17 საარჩევნო ყუთისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრის და ხმის მიცემისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები (საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული 18 გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები (საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული 19 საარჩევნო უბანზე საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის ამსახველი პოსტერი (საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული 20 ამომრჩევლის სამახსოვრო პოსტერი (საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნები) ქართული 29 ელექტრონული სასწავლო პროგრამა „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა“ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის საკითხზე საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განმტკიცების მიზნით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, დამატებითი რესურსის სახით, შეიმუშავეს ელექტრონული სასწავლო პროგრამა. აღნიშნული ელექტრონული სასწავლო პროგრამა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმა (კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი) გაიარეს პროფილური ტრენინგების დასრულებისთანავე, საარჩევნო ოლქის შენობებში კომპიუტერული ტექნიკით მოწყობილ შესაბამის სივრცეში. 30 VI. საარჩევნო რეგისტრაციები საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს თავმჯდომარეს მიმართა 13-მა პარტიამ. აქედან, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციაში გატარდა სამი საარჩევნო სუბიექტი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის – ერთი საარჩევნო სუბიექტი. ხოლო, რეგისტრაციაზე უარი ეთქვა/რეგისტრაცია გაუუქმდა 10 პარტიას. 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში სულ მონაწილეობა მიიღო ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა. საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, განცხადების წარდგენის რიგითობით, იხილეთ ცხრილში (5). ცხრილი 5 არჩევნებში მონაწილე რიგითი № პარტიის სახელწოდება, რომლითაც მონაწილეობდა არჩევნებში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები 41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო რეგისტრირებული რეგისტრირებული 34 მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის რეგისტრირებული არ მონაწილეობდა 5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგისტრაციის გაუქმება მაჟორიტარი კანდიდატის წარმოუდგენლობის საფუძველზე რეგისტრირებული საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია რეგისტრირებული არ მონაწილეობდა 59 პარტიები, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე/გაუუქმდათ რეგისტრაცია იხილეთ ცხრილში (6). ცხრილი 6 № პარტიის სახელწოდება, რომლითაც მონაწილეობს არჩევნებში რეგისტრაციის გაუქმების განკარგულების № არჩევნები შენიშვნა 1 მესამე გზა პარლამენტი №21/2022- 12.02.2022; საკრებულო №38/2022- 04.03.2022 პარლამენტის/ საკრებულოს შუალედური პარლამენტის – უარი რეგისტრაციაზე, მხარდამჭერთა სიის წარმოუდგენლობის საფუძველზე საკრებულოს – რეგისტრაციის გაუქმება მაჟორიტარი კანდიდატის წარმოუდგენლობის საფუძველზე 2 გახარია – საქართველოსთვის საკრებულო №26/2022- 01.03.2022 საკრებულოს შუალედური 3 ლელო საკრებულო №27/2022- 04.03.2022; პარლამენტი №28/2022- 04.03.2022 პარლამენტის/ საკრებულოს შუალედური რეგისტრაციის გაუქმება მაჟორიტარი კანდიდატების წარმოუდგენლობის საფუძველზე 4 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტი №29/2022- 04.03.2022 პარლამენტის შუალედური რეგისტრაციის გაუქმება მაჟორიტარი კანდიდატის წარმოუდგენლობის საფუძველზე 5 სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე პარლამენტი №30/2022- 04.03.2022; საკრებულო №31/2022- 04.03.2022 პარლამენტის/ საკრებულოს შუალედური რეგისტრაციის გაუქმება მაჟორიტარი კანდიდატების წარმოუდგენლობის საფუძველზე 6 ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები პარლამენტი №32/2022- 04.03.2022 პარლამენტის შუალედური რეგისტრაციის გაუქმება მაჟორიტარი კანდიდატის წარმოუდგენლობის საფუძველზე 7 თავისუფალი საქართველო პარლამენტი №33/2022- 04.03.2022 პარლამენტის შუალედური რეგისტრაციის გაუქმება მაჟორიტარი კანდიდატის წარმოუდგენლობის საფუძველზე 31 რეგისტრაციის გაუქმება პირადი განცხადების საფუძველზე № პარტიის სახელწოდება, რომლითაც მონაწილეობს არჩევნებში რეგისტრაციის გაუქმების განკარგულების № არჩევნები შენიშვნა 8 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი პარლამენტი №34/2022- 04.03.2022; საკრებულო №35/2022- 04.03.2022 პარლამენტის/ საკრებულოს შუალედური რეგისტრაციის გაუქმება მაჟორიტარი კანდიდატების წარმოუდგენლობის საფუძველზე 9 სახალხო პარტია პარლამენტი №36/2022- 04.03.2022; საკრებულო №37/2022- 04.03.2022 პარლამენტის/ საკრებულოს შუალედური რეგისტრაციის გაუქმება მაჟორიტარი კანდიდატების წარმოუდგენლობის საფუძველზე 10 საქართველოს განვითარების პარტია საკრებულო №39/2022- 04.03.2022 საკრებულოს შუალედური რეგისტრაციის გაუქმება მაჟორიტარი კანდიდატების წარმოუდგენლობის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, ცესკოში რეგისტრირებული იყო ოთხი საარჩევნო სუბიექტის ხუთი წარმომადგენელი. ცესკოს მდივნის განკარგულების საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული იყო ოთხი საარჩევნო სუბიექტის ექვსი წარმომადგენელი. ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტებმა დანიშნეს 226 წარმომადგენელი. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის მიღების წესის გამარტივება 2022 წლის 8 თებერვალს გამართულ სხდომაზე, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ცესკომ განსაზღვრა პოლიტიკური პარტიებისთვის რიგითი ნომრის მიღების დამატებითი წესი და ვადები10, რამაც გაამარტივა პოლიტიკური პარტიებისთვის რიგითი ნომრის არჩევის საკითხი. არსებული ცვლილებით, თუ გასულ არჩევნებში (2020 და 2021 წლის არჩევნები) პოლიტიკური სუბიექტი განსხვავებული ნომრებით იყო წარმოდგენილი, მათ მიეცათ ორი სხვადასხვა სახის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის ერთი რიგითი ნომრის არჩევის შესაძლებლობა. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ პარტია მონაწილეობდა ორივე საერთო არჩევნებში, მაგრამ მხოლოდ ერთ რომელიმე შუალედურ არჩევნებში სურდა მონაწილეობა, მას მიეცა პარლამენტის ან მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებზე მინიჭებული რიგითი ნომრის არჩევის შესაძლებლობა. რაც შეეხებოდა შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის რიგითი ნომრის მინიჭებას, ეს ხდებოდა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, სხდომაზე, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადაში, იმ პირობით, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭებოდა ბოლო საპარლამენტო/მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიისთვის/საარჩევნო ბლოკისთვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვებიდან. 10 ცესკოს 2022 წლის 8 თებერვლის №34/2022 განკარგულება. 32 კანდიდატების რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატებად წარდგენილი იყო სამი კანდიდატი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატად – ორი კანდიდატი. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე წარდგენილი ყველა კანდიდატი იყო კაცი. ინფორმაცია წარდგენილი კანდიდატების შესახებ იხილეთ ცხრილში (7). ცხრილი 7 საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის წარდგენილი კანდიდატები № წარმდგენი სახელი გვარი 34 მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის მამუკა ტუსკაძე 41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ირაკლი შატაკიშვილი 59 საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია კამალ მურადხანოვი 60 საქართველოს განვითარების პარტია ვახტანგ იაშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის წარდგენილი კანდიდატები 5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მათე ფუტკარაძე 41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რამაზ ჯინჭარაძე №60 „საქართველოს განვითარების პარტიამ“ მოხსნა საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლების რეგისტრაცია და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაცია საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, ცესკოში რეგისტრირებული იყო 42 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 1 438 დამკვირვებელი. საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული იყო შვიდი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია, რომლებმაც დაარეგისტრირა 152 დამკვირვებელი. ცესკოში რეგისტრირებული იყო ოთხი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია, მათ შორის ერთი ქვეყნის საელჩო და სამი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებმაც დაარეგისტრირეს 22 დამკვირვებელი. ცესკოში აკრედიტაცია გაიარა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის 16 საშუალებების 679-მა წარმომადგენელმა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – არცერთმა მედიასაშუალებამ. ელექტრონული რეგისტრაციების პროგრამა 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული ოთხი საარჩევნო სუბიექტიდან ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით ისარგებლა ორმა და ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნა 224 წარმომადგენელი, მათ შორის ცესკოში – სამი, ოლქში – ექვსი და უბანზე – 215 წარმომადგენელი. 33 ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციიდან ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით ისარგებლა 47-მა ორგანიზაციამ, მათ შორის ცესკოში 42-მა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში ხუთმა. აღნიშნული პროგრამის საშუალებით, ყველა დონის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარდა 360 დამკვირვებელი, მათ შორის ცესკოში 294 და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში – 66. ცესკოში რეგისტრირებული ოთხი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციიდან ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით ისარგებლა ერთმა ორგანიზაციამ და აღნიშნული პროგრამის საშუალებით რეგისტრაციაში გატარდა შვიდი დამკვირვებელი. ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში აკრედიტებული 16 პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებიდან ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამით ისარგებლა რვა ორგანიზაციამ, მათ შორის ცესკოში, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებსა და ყველა დონის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში წარმომადგენელი არ გაუტარებიათ. 34 VII. ამომრჩეველთა ერთიანი სია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ცესკომ დაამუშავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ გადმოცემული მონაცემები. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულთა რაოდენობა შეადგენდა 139 989-ს, მათ შორის 75 998 (54.29%) ქალი და 63 990 (45.71%) კაცი. №12 მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო ასაკი უსრულდებოდა 755 ამომრჩეველს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულთა რაოდენობა შეადგენდა 20 635-ს, მათ შორის 10 865 (52.65%) ქალი და 9 770 (47.35%) კაცი. №4 მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო ასაკი უსრულდება 100 ამომრჩეველს. ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომი იყო საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიების, საინიციატივო ჯგუფების, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის. სია მოითხოვა და მიიღო ორმა პოლიტიკურმა პარტიამ (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ სია მოითხოვა 3-ჯერ) და ერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ. ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი და ოჯახის წევრების მონაცემები და საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობა, ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით, ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 1 741 547-ჯერ, აქედან: 1 713 900-მა – ცესკოს ვებგვერდის voters.cec.gov.ge საშუალებით, 27 641-მა – Android და iOS ოპერაციული სისტემის გამოყენებით. 35 VIII. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობები 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ №12 მაჟორიტარულ ოლქში შექმნილი იყო ორი საარჩევნო უბანი. აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი და ამომრჩეველთა ერთიანი სია. ასევე ითარგმნა რვა სახეობის საინფორმაციო მასალა, მათ შორის კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი და სხვა საინფორმაციო პოსტერები, კენჭისყრაში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ მონაწილეობის მისაღებად და სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ითარგმნა სახელმძღვანელო ინსტრუქციები. ცესკოს მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლები ითარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე, განთავსდა ცესკოს ვებგვერდზე, სოციალურ ქსელსა და ქვემო ქართლის ტელეკომპანიის „TV 4“ ეთერში. ინფორმირების კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში გავრცელდა სამი სახის საინფორმაციო ფლაერი აზერბაიჯანულ ენაზე, რომლებიც მოიცავდა ინფორმაციას ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების, ხმის მიცემის პროცედურების შესახებ და ასევე, ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა იმ ახალგაზრდა ამომრჩევლებისადმი, ვინც პირველად იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ჰქონდათ ცესკოს ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების აზერბაიჯანულ ენაზე გადამოწმების საშუალება. შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან 2022 წლის 26 მარტს, გარდაბანში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან „მრავალეროვანი საქართველო“ და „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“ თანამშრომლობით გაიმართა ცესკოს წარმომადგენლების შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან. ცესკოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისა და ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშესაწყობად ცესკოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ასევე, გააცნეს კონკრეტული სერვისები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩევლებს სთავაზობდა, მათ შორის აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლებისთვის ნათარგმნი საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი, ამომრჩეველთა ერთიანი სია (სამაგიდო და კედელზე გასაკრავი) და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის სამ საარჩევნო ოლქში შემავალი 135 საარჩევნო უბნიდან, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის მისაწვდომი იყო 20 საარჩევნო უბანი, მათ შორის მარტივი ადაპტაცია – ერთი, პანდუსი – 19. საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრა ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესი, კერძოდ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. ყრუ და სმენადაქვეითებული პირების ინფორმირების მიზნით, ცესკოს მიერ მომზადებული ვიდეორგოლები და საინფორმაციო ბრიფინგები უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანით. მათ, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ინფორმაციის მიღება შეეძლოთ ვიდეოზარის საშუალებით ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორისგან. ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდები სრულად იყო მისაწვდომი უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის. 36 შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა 2022 წლის 4 თებერვალს, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გაიმართა ცესკოში შექმნილი შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დისტანციური შეხვედრა. შეხვედრის თემა იყო – სახალხო დამცველის რეკომენდაცია შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის ოფიციალური სტატისტიკის წარმოება. სამუშაო ჯგუფის წევრები გაეცნენ ცესკოს მიერ შესწავლილ საერთაშორისო პრაქტიკას არჩევნებში მონაწილე შშმ პირთა სტატისტიკის წარმოების შესახებ და იმსჯელეს კვლევის შედეგებისა და საქართველოში არსებული პრაქტიკის შესახებ. საინფორმაციო შეხვედრა შშმ ამომრჩევლებთან 2022 წლის 22 მარტს, ბათუმში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ და „ყრუთა კავშირთან“ თანამშრომლობით გაიმართა შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარესა და ხელმძღვანელ პირებთან. ცესკოს თავმჯდომარემ შშმ ამომრჩევლებს პირადად გააცნო ინფორმაცია 2022 წლის 2 აპრილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის დაგეგმილი ტექნოლოგიური სიახლეებისა და კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მათთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კენჭისყრის დღეს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიზნით მათთვის მისაწვდომი სერვისების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო შშმ ამომრჩეველთა მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობები, რაც შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესახებ სასწავლო მოდულის შექმნასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებდა. 37 IX. საინფორმაციო კამპანია 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ცესკომ განსაზღვრა საინფორმაციო კამპანიის ძირითადი მიმართულებები ამომრჩეველთა ინფორმირების, მედიასთან ურთიერთობის, არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების კუთხით. საინფორმაციო კამპანიის მიზანია – მოქალაქეების ინფორმირება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და საარჩევნო პერიოდში და უშუალოდ კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ. ცესკოსა და ცესკოს თავმჯდომარის ოფიციალურ გვერდებზე სოციალური ქსელებში განხორციელდა აქტიური საინფორმაციო კამპანია. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქვეყნდებოდა ოპერატიულად, მათ შორის პოსტერების სახით. სპეციალურად სოციალური ქსელისთვის მომზადდა და განთავსდა სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ვიდეომასალა. მიმდინარე საარჩევნო პროცესის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქვეყნდებოდა ასევე იმ საოლქო საარჩევნო კომისიების Facebook გვერდებზე, სადაც შუალედური არჩევნები იმართებოდა. საანგარიშო პერიოდში, ცესკოს ოფიციალურ გვერდზე განხორციელდა ლაივ ჩართვები ცესკოს თავმჯდომარისა, თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს წევრისა და პრეს-სპიკერის მონაწილეობით არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ყველა ამ აქტივობამ უზრუნველყო სოციალური ქსელის მომხმარებლების მაქსიმალური ინფორმირება შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში, ცესკომ მოამზადა სამი საინფორმაციო ვიდეორგოლი, რომელიც განთავსდა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ისე „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ და შესაბამის რეგიონულ ტელევიზიებში. მათ შორის ერთი-ერთი ვიდეორგოლი ეხებოდა ბათუმის №4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას. გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა და გაავრცელა ფლაერი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურის აღწერით. ამომრჩევლის ინფორმირებისა და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ცესკოს თავმჯდომარე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა მედიასაშუალების გადაცემებში. რეგიონული ტელეკომპანიების ეთერში, სხვადასხვა ფორმატის გადაცემებში მონაწილეობდნენ იმ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები, სადაც ჩატარდა შუალედური არჩევნები. ისევე როგორც 2021 წლის არჩევნებზე, ცესკოს ყველა სხდომა გადაიცემა პირდაპირ ეთერში ცესკოს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში Facebook, რამაც უზრუნველყო ადმინისტრაციის საქმიანობის კიდევ მეტი საჯაროობა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა ცესკოში გამართული 16 საინფორმაციო ბრიფინგი. აღნიშნული აქტივობით უზრუნველყოფილი იყო, როგორც ჩართული მხარეების, ისე მედიის წარმომადგენლების მაქსიმალური წვდომა ბრიფინგებზე. მათ ჰქონდათ ცესკოში გამართული ბრიფინგების ლაივ რეჟიმში მიღებისა და ეთერში გაშუქების შესაძლებლობა. ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ საშუალების გამოყენებით ცესკოში გამართული საინფორმაციო ბრიფინგები ხვდებოდა სხვადასხვა არხების საინფორმაციო გამოშვებების პირდაპირ ეთერში. საანგარიშო პერიოდში, ცესკომ გაავრცელა შვიდი საინფორმაციო განცხადება მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ოთხი – საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ გავრცელებული სხვადასხვა დისკრედიტაციული ინფორმაცია. საარჩევნო პერიოდში, ოპერატიულად ხდებოდა საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი და დისკრედიტაციის ნიშნების მქონე ახალი ამბების გამოვლენა. მათზე ოპერატიული რეაგირების შედეგად კი ამომრჩეველი და ჩართული მხარე დროულად იღებდა სწორ და კომპეტენტურ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა თუ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ. დამუშავდა 890 ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციას, აქედან გამოვლინდა ადმინისტრაციისა და მისი საქმიანობის შესახებ დისკრედიტაციის შემცველი 35 ინფორმაცია. 38 ცესკოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა 72 სიახლე, როგორც საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკით დაგეგმილ, ისე მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვებგვერდზე შექმნილი იყო სპეციალური ბანერი, რომლის მეშვეობით დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ მარტივად, ერთ სივრცეში, ენახათ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია თუ დოკუმენტი. ინფორმირების კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერების, 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა ინფორმირების კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“. საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა, პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის სრული დაცვით, ქ. რუსთავის, გარდაბნისა და ბათუმის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამართეს ცხრა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ‒ მათ შორის შეხვედრა აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებთან. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მოხალისეებთან ერთად, ამომრჩევლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საარჩევნო უფლებისა და შუალედური არჩევნების შესახებ, ასევე სთავაზობდნენ მათ ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმებას პლანშეტის გამოყენებით. საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გავრცელდა საინფორმაციო ფლაერები, ხმის მიცემის პროცედურების შესახებ და ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა იმ ახალგაზრდა ამომრჩევლებისადმი, ვინც პირველად იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. შეხვედრა ბათუმის უნივერსიტეტების სტუდენტებთან საარჩევნო პროცესების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, ცესკოს ინიციატივით, 2022 წლის 27 თებერვალს, გაიმართა ცესკოს, უმაღლესი საარჩევნო კომისიისა და ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში არჩევნების მნიშვნელობა, ინფორმაცია 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის მზადების შესახებ, 2021 წლის აგვისტოდან მისი თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განხორციელებული სიახლეები. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობაზე, კერძოდ 2022 წლის 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურის, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებაზე. ცესკოს კონტაქტ-ჰაბი ცესკოს კონტაქტ-ჰაბი (032 2 2510051) უზრუნველყოფდა ამომრჩეველთა და დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას ყოველ დღე 10:00-20:00 საათამდე, ხოლო, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა მომსახურების მიზნით 2022 წლის 26-28 მარტის პერიოდში 10:00-დან 22:00 საათამდე. კენჭისყრის დღეს კონტაქტ-ჰაბი მუშაობდა დილის 07:00 საათიდან. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო ასევე ჟესტურ ენეზე. ასევე, შესაძლებელი იყო არასამუშაო საათებში დატოვებულ კითხვებზე, როგორც ჩათის, ისე ხმოვანი შეტყობინებების პასუხების მიღება. საანგარიშო პერიოდში, ცესკოს კონტაქტ-ჰაბის მომსახურებით მოქალაქეებმა ისარგებლეს 991-ჯერ. კონტაქტ-ჰაბში შემოსული კითხვები ძირითადად ეხებოდა შემდეგ საკითხებს: ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმება, საარჩევნო კოდექსი, ცესკოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები, საარჩევნო სუბიექტები, მონიტორინგი და მედია, ცესკოს/ოლქის/უბნის საკონტაქტო ინფორმაცია, კენჭისყრის დღის პროცედურები. 39 X. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის დაიბეჭდა შემდეგი სახისა და რაოდენობის 140 800 ბიულეტენი, მათ შორის: საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის – 119 750, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროს დასახლებული ორი საარჩევნო უბნისთვის – 2 850 ქართულ-აზერბაიჯანული ბიულეტენი და Covid უბნებისთვის – 50 ბიულეტენი; ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის – 21 050 ბიულეტენი. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრა და 50-50 ცალად აიკინძა ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი. ცესკომ კანონით განსაზღვრულ ვადებში გადასცა საარჩევნო ბიულეტენები იმ საოლქო საარჩევნო კომისიებს, სადაც იმართებოდა შუალედური არჩევნები. საოლქო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12:00 საათისა უზრუნველყვეს ბიულეტენების მიწოდება საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის. 40 XI. 2022 წლის 2 აპრილი. კენჭისყრის დღე საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა 2022 წლის 2 აპრილს. საარჩევნო უბნები რუსთავსა და გარდაბანში გაიხსნა 07:00 საათზე, ხოლო ბათუმში 06:45 საათზე. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები. ყველა საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო საჭირო ინვენტარით. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე იყო განთავსებული განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში აკრძალული იყო ფოტო და ვიდეოგადაღება. სრულად დაცული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები ცესკოს მიერ დადგენილი ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის შესაბამისად. კენჭისყრის პროცესი გაიმართა 08:00 საათიდან 20:00 საათის ჩათვლით პერიოდში. ბათუმში 14-ვე საარჩევნო უბანზე, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის პროცესები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებიდან ცესკოს მიეწოდა და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა მონაცემები უბნის გახსნისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი პირველადი მონაცემების მიხედვით იხილეთ ცხრილში (8). ცხრილი 8 ამომრჩეველთა აქტივობა საქართველოს მასშტაბით (სულ 160 624 ამომრჩეველი) 10:00 საათი 12:00 საათი 15:00 საათი 17:00 საათი 20:00 საათი რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % 9 124 5.68 19 610 12.21 33 230 20.06 40 287 25.08 51 137 31.84 აქტივობა რეგიონების მიხედვით რეგიონი აჭარა 20 635 ამომრჩეველი ქვემო ქართლი 139 989 ამომრჩეველი 10:00 საათი 12:00 საათი 17:00 საათი 15:00 საათი 20:00 საათი რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % 1 686 8.2 3 872 18.8 6 876 33.3 8 395 40.7 10 578 51.3 7 438 5.3 15 738 11.2 2 6354 18.8 31 892 22.8 40 559 29 აქტივობა ოლქების მიხედვით ოლქი 10:00 საათი 12:00 საათი 15:00 საათი 17:00 საათი 20:00 საათი რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % 5 863 5.5 12 162 11.4 19 940 18.8 23 317 21.9 28 080 26.42 21.გარდაბანი 33 719 1 575 4.7 3 576 10.6 6 414 19 8 575 25.4 12 479 37.01 79.ბათუმი 20 635 1 686 8.2 3 872 18.8 6 876 33.3 8 395 40.7 10 578 51.26 20.რუსთავი 106 270 ამომრჩეველი ამომრჩეველი ამომრჩეველი საარჩევნო უბნები, კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც ბათუმში, ისე რუსთავსა და გარდაბანში 20:00 საათზე დაიხურა და საუბნო საარჩევნო კომისიებში ჩატარდა ხმის დათვლის პროცედურები. აღსანიშნავია, რომ ბათუმში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დათვლილ მონაცემებს ჰქონდა საინფორმაციო ხასიათი, ხოლო არჩევნების შედეგების დათვლა თითოეულ საარჩევნო უბანზე განხორციელდა ხელით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რომლებიც შემდგომში აისახა საუბნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში. 41 135 საარჩევნო უბნიდან, სხვადასხვა მიზეზით, ხმის დათვლის პროცედურის ვიდეოგადაღება ვერ განხორციელდა მხოლოდ 14 საარჩევნო უბანზე. ვიდეომასალა, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადებში აიტვირთა Google Drive-ის პლატფორმაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო ცესკოს ვებგვერდზე მისი ნახვა და ჩამოტვირთვა. შედგა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები გადაეცა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომლებიც ცესკომ, მიღებისთანავე, ეტაპობრივად გამოაქვეყნა სპეციალურ ვებგვერდზე www.results.cec.gov.ge. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი ოქმების მონაცემების ატვირთვის ცენტრში თანამშრომლების აყვანის პროცესში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ნებისმიერ მსურველს ჰქონდა ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესის ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით დაკვირვების შესაძლებლობა 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook, Youtube გვერდებზე. კენჭისყრის დღის 07:00 საათიდან მუშაობდა ცესკოს კონტაქტ-ჰაბი. კენჭისყრის დღეს, როგორც წინასწარ გამოქვეყნებული გრაფიკის, ისე საჭიროების შესაბამისად იმართებოდა საინფორმაციო ბრიფინგები. კენჭისყრის დღე წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. საარჩევნო მოხელეები უბნებზე პროფესიულად ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისა და მედიის მუშაობის თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისად. პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან ერთ საათში ცესკომ წარადგინა ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები 14-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით. წინასწარი მონაცემების ოპერატიულად გამოქვეყნება ელექტრონული ტექნოლოგიების – ხმის მიცემის, ხმის დათვლისა და ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით გახდა შესაძლებელი. წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა ცესკოს ვებგვერდზე11. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი პირველადი შედეგების გამოცხადებას, ინფორმაცია ცესკოს თავმჯდომარემ, ცესკოში 3 აპრილს, დილის 7:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა ამომრჩევლებს. ამავე ბრიფინგზე, გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები. 11 ბათუმის 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი პირველადი მონაცემები იხილეთ ბმულზე: https://cesko.ge/ge/pilotis-sedegad-datvlili 42 XII. საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალი დათვლა 2022 წლის 4 აპრილს, საარჩევნო ადმინისტრაციამ №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (რუსთავი და გარდაბანი) გადაითვალა ხუთი საარჩევნო უბნის შედეგები. ბიულეტენების გადათვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგები უცვლელი დარჩა. გადათვლისას უზრუნველყოფილი იყო საჯაროობა და მიმდინარეობდა პროცესის ვიდეოგადაღება. ხელახალი დათვლის პროცესს ესწრებოდნენ და აკვირდებოდნენ უფლებამოსილი პირები. საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების (რუსთავი, გარდაბანი) გადათვლის ამსახველი ვიდეომასალა ხელმისაწვდომი იყო Google Drive-ის პლატფორმაზე. 43 XIII. 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამება საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამება 7 აპრილს გამართულ სხდომაზე, ცესკომ შეაჯამა საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგები12 და დაადგინა: 1. ამომრჩეველთა რაოდენობა: 139 989 2. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 40 614 3. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 2 718 საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა იხილეთ ცხრილში (9). ცხრილი 9 № სახელი, გვარი წარმდგენი მიღებული ხმების რაოდენობ % 34 მამუკა ტუსკაძე მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის 2 634 6.95 41 ირაკლი შატაკიშვილი ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 34 333 90.61 59 კამალ მურადხანოვი საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია 923 2.44 4. საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია №41 ირაკლი შატაკიშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შეჯამება 8 აპრილს გამართულ სხდომაზე, ბათუმის №79 საოლქო საარჩევნო კომისიამ უმოკლეს ვადაში შეაჯამა ბათუმის 79.04 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გამართული მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები. შედეგების შემაჯამებელი ოქმის13 შესაბამისად დადგინდა: ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში – 20 635 1. ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში – 20 635 2. მიღებული საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა – 21 050 3. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში – 10 625 საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა იხილეთ ცხრილში (10). ცხრილი 10 № სახელი, გვარი წარმდგენი მიღებული ხმების რაოდენობ 5 მათე ფუტკარაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 3 245 30.96 41 რამაზ ჯინჭარაძე ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 7 237 64.04 4. ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა – 10 482 5. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა – 142 ბათუმის საკრებულოს წევრად არჩეულია №41 რამაზ ჯინჭარაძე 12 13 შემაჯამებელი ოქმი იხილეთ დანართში (3), ასევე ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. შემაჯამებელი ოქმი იხილეთ დანართში (4), ასევე ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 44 % XIV. განცხადებები, საჩივრები და საარჩევნო დავები მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებისთვის ცესკომ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით დანერგა ახალი ელექტრონული სერვისი – საჩივრების ელექტრონულად წარდგენის პროგრამა, რამაც მნიშვნელოვნად გაუმარტივა ჩართულ მხარეებს საცივრების წარდგენის პროცესი. ცესკოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გაეცნენ აღნიშნულ ინიციატივას, განხილულ იქნა ელექტრონულად საჩივრის წარდგენის, უფლებამოსილი პარტიების მიერ წარმომადგენელთა რეგისტრაციისა და კომისიების წევრების დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებული სიახლეები. ასევე, დაინტერესებული საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი კანდიდატების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები. საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესის გასაუმჯობესებლად ცესკომ და სწავლების ცენტრმა ჩაატარეს ინტენსიური ტრენინგები საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის. აღსანიშნავია რომ, 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან შემაჯამებელი ოქმის შედგენის ჩათვლით პერიოდში, ცესკოში არცერთი განცხადება/საჩივარი არ შემოსულა. ცესკოს თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევათა გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდეგ პერიოდში შევიდა – 31 საჩივარი, მათ შორის პარტიებმა წარადგინეს – 20, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა – 10, მედია ორგანიზაციამ – ერთი. აქედან დაკმაყოფილდა – ოთხი, არ დაკმაყოფილდა – 26 , გაითხოვეს – ერთი საჩივარი. ინფორმაცია იხილეთ დანართში (5). საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკა მომზადებულია ოფიციალურად შემოსული და ცესკოს ვებგვერდზე საჩივრების რეესტრში ასახული ინფორმაციის საფუძველზე. 45 XV. საარჩევნო პროცესის ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა ცესკომ დაამტკიცა 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა)14. არჩევნების ბიუჯეტი 2022 წლის 2 აპრილის საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ცესკომ 2022 წლის 1 თებერვლის №3/2022 დადგენილებით დაამტკიცა საარჩევნო ბიუჯეტი. არჩევნების ბიუჯეტმა შეადგინა 2 528 000 ლარი, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 528 000 ლარი15. საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების გაწეულმა ხარჯმა შეადგინა – 2 440 707 ლარი16. საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსება ცესკოს 2022 წლის 1 თებერვლის №4/2022 დადგენილებით განისაზღვრა საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსება საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. აღნიშნული დადგენილებებით საოლქო საარჩევნო კომისიებს გამოეყოთ თანხები არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად17. ზემოაღნიშნული ხარჯების დასაფინანსებლად საოლქო საარჩევნო კომისიებს გადაერიცხათ 152,015 ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა აუთვისებელი ნაშთები 20 657 ლარი. ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 131 358 ლარი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობები. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურების დასაფინანსებლად საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის მიიმართა 475 584 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის – 63 479 ლარი. სახელმწიფო შესყიდვები და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფისთვის, ამომრჩეველთა განახლებული რაოდენობისა და არსებული მარაგების გათვალისწინებით, განისაზღვრა და შეძენილ იქნა არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საქონლის/მომსახურების რაოდენობა/მოცულობა. ცენტრალიზებულად განხორციელდა არჩევნებისთვის საჭირო ინვენტარის განაწილება საოლქო საარჩევნო კომისიებზე. ამასთან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განხორციელდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების აღჭურვისთვის საჭირო ყველა სადეზინფექციო საშუალების შესყიდვა და საოლქო საარჩევნო კომისიების ლოგისტიკური უზრუნველყოფა. საარჩევნო პერიოდში სარეზერვო ფონდის ფარგლებში სულ გაფორმდა 64 ხელშეკრულება. 14 15 16 17 ცესკოს 2022 წლის 1 თებერვლის №3/2022 დადგენილება. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) იხილეთ დანართში (6). ინფორმაცია გაწეული ხარჯის შესახებ იხილეთ დანართში (7). ცესკოს 2022 წლის 1 თებერვლის №4/2022 დადგენილება. 46 დანართი 1 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განკარგულება №7/2022 საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ქ. თბილისი 2022 წლის 1 თებერვალი „ნინო ლაცაბიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 1 დეკემბრის №1034 – VI მს-Xმპ დადგენილების შესაბამისად, №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრს ნინო ლაცაბიძეს, 2021 წლის 1 დეკემბრიდან, ვადამდე შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 198-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართოს 2022 წლის 2 აპრილს. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე კომისიის მდივანი გიორგი კალანდარიშვილი გიორგი ჯავახიშვილი 47 დანართი 2 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განკარგულება №7/2022 განკარგულება №8/2022 საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გასამართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დანიშვნის შესახებ შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ქ. თბილისი თბილისი ქ. 2022 წლის 2022 წლის1 1თებერვალი თებერვალი „ნინო ლაცაბიძისათვის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წევრის წლის 03 დეკემბრის №15 ვადამდე საოქმო შეწყვეტის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 1 დეკემბრის №1034 – VI მს-Xმპ ჩანაწერის შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ცნობად იქნა დადგენილების შესაბამისად, №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულ საქართველოს მიღებული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის №79.04 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო პარლამენტის წევრს ნინო ლაცაბიძეს, 2021 წლის 1 დეკემბრიდან, ვადამდე შეუწყდა საქართველოს ოლქიდან არჩეული ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. გარდაცვალების ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 198-ე მუხლის პირველი „ი”საფუძველზე, ქვეპუნქტის,საქართველოს 77-ე მუხლისცენტრალური მე-5 პუნქტისა და 154-ე მუხლის მე-3 და მე-4 მე-2 და მე-3პუნქტის პუნქტების საარჩევნო კომისია ადგენს: პუნქტების საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: 1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული მუხლისაფუძველზე, მუხლი 1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წლის 2 საარჩევნო სისტემით №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2021 შუალედური არჩევნები გაიმართოს 2022 წლისმაჟორიტარული 2 აპრილს. ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო სისტემით ქალაქ ბათუმის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საარჩევნო თბილისის ოლქში საქალაქო სასამართლოს მუხლი 2. ეს №79.04 მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართოს 2022 წლის 2 აპრილს. მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. კომისიის თავმჯდომარე კომისიის მდივანი გიორგი კალანდარიშვილი გიორგი ჯავახიშვილი მუხლი 3. ეს განკარგულება ამოქმედდეს მიღებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე კომისიის მდივანი გიორგი კალანდარიშვილი გიორგი ჯავახიშვილი 48 დანართი 3 49 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი თბილისი 2022 წლის 7 აპრილი საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 76-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 125-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-19 პუნქტებისა და 196-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2022 წლის 7 აპრილის სხდომაზე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები და დაადგინა: 1. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა: 139 989 2. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 40 614 3. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 2 718 50 4. საარჩევნო სუბიექტების დასახელება და მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა: 4. საარჩევნო სუბიექტების დასახელება და მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა: მიღებული № სახელი და გვარი წარმდგენი ხმების % № 34 სახელი და გვარი მამუკა ტუსკაძე 34 41 მამუკა ტუსკაძე ირაკლი შატაკიშვილი 41 59 ირაკლი შატაკიშვილი კამალ მურადხანოვი წარმდგენი „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისათვის“ „მამუკა ტუსკაძე - სოციალური „ქართული ოცნება - დემოკრატიული სამართლიანობისათვის“ საქართველო“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული „საქართველოს ერთობისა და საქართველო“ განვითარების პარტია“ რაოდენობა მიღებული ხმების 2 634 რაოდენობა 6.95% 342 634 333 6.95% 90.61% 34 333 923 90.61% 2.44% % „საქართველოს ერთობისა და 59 კამალ მურადხანოვი 923 2.44% განვითარების პარტია“ 5. საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია №41 შატაკიშვილი. 5. ირაკლი საქართველოს პარლამენტის წევრად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულია №41 ირაკლი შატაკიშვილი. კომისიის თავმჯდომარე /გიორგი კალანდარიშვილი/ კომისიის თავმჯდომარე /გიორგი კალანდარიშვილი/ კომისიის მდივანი /გიორგი ჯავახიშვილი/ კომისიის მდივანი /გიორგი ჯავახიშვილი/ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №12 -2მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი -251 დანართი 4 52 დანართი 5 2022 წლის 2 აპრილის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდი საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრები შედეგი პოლიტიკური პარტია 20 არასამთავრობო ორგანიზაცია 10 სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 20 დაკმაყოფილდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2 არ დაკმაყოფილდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 17 საჩივარი გაითხოვეს საჩივრების რაოდენობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 5 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 3 მედია ორგანიზაცია 1 ჯამი 4 ყველა მედიასაშუალება 1 1 26 1 20 10 54 1 31 დანართი 6 პროგრამული კოდი სულ ამომრჩეველთა აქტივობა საქართველოს მასშტაბით (სულ 160 624 ამომრჩეველი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2 528 000 ხარჯები 2 438 000 შრომის ანაზღაურება 1 333 480 საქონელი და მომსახურება 951 600 სხვა ხარჯები 152 920 არაფინანსური აქტივების ზრდა 06 04 01 06 04 02 თანხა (ლარი) 90 000 არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 2 420 000 ხარჯები 2 330 000 შრომის ანაზღაურება 1 287 800 საქონელი და მომსახურება 889 280 სხვა ხარჯები 152 920 არაფინანსური აქტივების ზრდა 90 000 არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება 108 000 ხარჯები 108 000 შრომის ანაზღაურება 45 680 საქონელი და მომსახურება 62 320 55 დანართი 7 № 1 2 3 4 5 6 7 ხარჯის დასახელება / განმარტება ხარჯი საარჩევნო ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შრომის ანაზღაურება შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება ცესკოს მიერ საარჩევნო პერიოდში დამატებით დაქირავებულ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება მივლინება ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების მივლინების, სადამკვირვებლო მისიებში მონაწილეობის ხარჯები საარჩევნო ოლქებში არჩევნების ორგანიზება საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების მოწყობის ხარჯები (საოფისე, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, დამხმარე პერსონალის და სხვა) სარეკლამო კამპანია სარეკლამო კონცეფციის შექმნის, სარეკლამო პროდუქციის დამზადება-განთავსების, მედიამონიტორინგის ხარჯები ბეჭდვითი მომსახურება საარჩევნო ბიულეტენების, სადემონსტრაციო/შემაჯამებელი ოქმების, ნორმატიული აქტებისა და სხვა საარჩევნო მასალის ბეჭდვის ხარჯები საბეჭდი მოწყობილობები/სახარჯი მასალა საბეჭდი მოწყობილობების შეძენა-შეკეთების, საბეჭდი მოწყობილობების სახარჯი მასალის ხარჯები 1 236 450 344 683 32 840 131 358 175 459 62 873 20 413 საარჩევნო ინვენტარი 8 9 10 საარჩევნო უბნების აღჭურვის ხარჯები (საარჩევნო კაბინები, საარჩევნო ყუთები, მარკირების სითხე, დეტექტორები, საუბნო კომისიის წევრთა უნიფორმები, საუბნო და რეგისტრატორთა ბეჭდები, სიის სახაზავი, ბიულეტენის კონვერტები და სხვა საარჩევნო ინვენტარი) კომპიუტერული ტექნიკა / პროგრამული უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კომპიუტერული მოწყობილობების, ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა/განახლების ხარჯები სატელეკომუნიკაციო მომსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერნეტის, სატელეფონო მომსახურების ხარჯები 23 668 10 758 480 საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურის მოწყობა 11 12 13 არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის შენობა-ნაგებობების მოწესრიგების (მიმდინარე/კაპიტალური რემონტი) და სხვა საარჩევნო ინფრასტრუქტურული პროექტების (ავეჯი, მოწყობილობა-დანადგარები, კეთილმოწყობა) ხარჯები წარმომადგენლობითი ხარჯები არჩევნებზე მოწვეული სტუმრების/დამკვირვებლების მიღების, ცესკოს სახელით გამართული სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების, თარჯიმნის და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯები სატრანსპორტო და საფოსტო მომსახურება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაქირავების, საარჩევნო ინვენტარის გადაზიდვა-დისტრიბუციის (მათ შორის საზღვარგარეთის უბნებზე), საწვავის ხარჯები 35 050 9 390 18 000 სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება 14 15 სხვა საარჩევნო შესყიდვები/ხარჯები, რომლებიც ვერ კლასიფიცირდება სხვა კატეგორიაში (აქტივების იჯარა, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების დაცვა, ადმინისტრაციის კომუნალური მომსახურება, ჰიგიენურ-სანიტარული საგნები და ა.შ.) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგი ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების ორგანიზების (ტრენერთა შრომის ანაზღაურება, სატრენინგო მასალების ბეჭდვა) ხარჯები 56 238 883 100 402 2 440 707