„საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“
- საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-06-07
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-8107/22
06-06-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 166-ე მუხლის მე-12 პუნქტის
შესაბამისად
საქართველოს
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტმა
მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების
ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული
ფირმა (გარე აუდიტორი) შერჩეულ იქნეს კონკურსის საფუძველზე.
შესაბამისად გაცნობებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და წარმოგიდგენთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს: საქართველოს ეროვნული
ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი
დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო
კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე;
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
პროექტი
საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის
განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე
აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების
შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის
პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 166-ე მუხლის მე-9,
მე-10 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის წარდგინების (№2-7801/22 01-06-2022 წ.) საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს
ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი
დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისია
შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირაკლი კოვზანაძე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) პაატა კვიჟინაძე;
გ) რომან გოცირიძე;
დ) ირაკლი ზარქუა;
ე) რამინა ბერაძე;
ვ) ბექა ლილუაშვილი;
ზ) გოგი მეშველიანი;
თ) ირაკლი მეზურნიშვილი;
ი) ნიკოლოზ გაგუა;
2. საკონკურსო კომისიამ შეიმუშაოს კომისიის დებულება და დასამტკიცებლად
წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
3. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტის სახელით გამოაცხადოს
კონკურსი აუდიტის ჩატარების შესახებ, შეიმუშაოს საკონკურსო პირობები, მოთხოვნები და
წესები.
4. საკონკურსო კომისიამ საქართველოს პარლამენტს კონკურსის საფუძველზე
გამოვლენილი აუდიტორული ფირმა წარუდგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 13 ოქტომბრისა.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი