„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნონა მამულაშვილი, ანა წითლიძე, თეიმურაზ ჯანაშია, დევი ჭანკოტაძე
ნომერი
#07-3/216/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 317 მუხლის შემდეგ დაემატოს 3171 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3171. საქართველოს მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული აგრესიისა და დროებითი ოკუპაციის ფაქტის საჯაროდ უარყოფა. 1.საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული აგრესიისა და დროებითი ოკუპაციის ფაქტის საჯაროდ უარყოფა, რაც გამოიხატება ორი ან მეტი ადამიანისათვის ამ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელებაში (წერილობითი, ზეპირი, გრაფიკული ან სხვა ფორმით) ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2.იგივე ქმედება, ჩადენილი მასობრივი საინფორმაციო საშუალებით ან სახელმწიფოპოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით. ამ კოდექსის მიზნებისთვის რუსეთის მიერ განხორციელებულ შეიარაღებულ აგრესიაში მოიაზრება 1991 წლის 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების შემდგომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული ქმედებები. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ რუსეთის ფედერაციამ რამდენჯერმე განახორციელა შეიარაღებული თავდასხმა მიმართული საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, შედეგად, დღეის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 30%. ბოლო ათწლეულის მანძილზე კონვენციური ომის პარალელურად რუსეთი აქტიურად იყენებს ე.წ. არაკონვენციური ომის ცალკეულ ფორმებს, მათ შორის საინფორმაციო ომს, რომელიც რუსული ,,რბილი ძალის’’ მნიშვნელოვანი იარაღია. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის მას არანაკლებ დამაზიანებელი შედეგები მოაქვს, ვიდრე კონვენციურ ომს. რუსეთის ფედერაცია ამ ხერხს აქტიურად მიმართავს საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე თავით გარანტირებული სიკეთეების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების ხელყოფისათვის. შემოთავაზებულ კანონპროექტში აღწერილი ქმედებები პირდაპირ და უშუალოდ არის დაკავშირებული ეროვნული ინტერესების ხელყოფასთან, აძლიერებს აგრესორი სახელმწიფოს ინტერესებს ქვეყნის შიგნით და არღვევს სახელმწიფოს სუვერენულობის პრინციპს, რომელიც კონსტიტუციის პირველსავე მუხლშია გაცხადებული. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტისა და საქართველოსადმი მიმართული პოტენციური საფრთხეების გათვალისწინებით, ერთადერთი ეფექტიანი გზა კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაცული სიკეთეების დასაცავად სისხლისსამართლებრივი სანქციის შემოღებაა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის შედეგად სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდება შემოთავაზებულ პროექტში აღწერილი ქმედებები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი მიზნად ისახავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს იმ ინფორმაციის გავრცელებაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აქტების და ამ აქტების შედეგად მომხდარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის უარყოფას გულისხმობს. საერთაშორისო საზოგადოებამ მათ 1 შორის, გაეროს ფორუმიდან არაერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნო. შესაბამისად, ის ქმედებები, რაც შემოთავაზებულ პროექტშია აღწერილი, ფაქტობრივი მოცემულობისა და ისტორიული სინამდვილის გვერდის ავლით, საქართველოს ეროვნულ ინტერესს აზიანებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართალის პრინციპებს, კანონპროექტით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისათვის. მაკვალიფიცირებელ გარემოებებად კი მიჩნეულია ის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული ინფორმაცია მასობრივი მედიის საშუალებით ვრცელდება, პირთა განსაკუთრებულად ფართო წრისათვის ან/და ეს განცხადებები გაჟღერებულია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან, რომლის თითოეულ სიტყვასაც მაღალი საჯარო-პოლიტიკური სტატუსის გათვალისწინებით, ბევრად დიდი დამაზიანებელი ეფექტი აქვს კონსტიტუციით გარანტირებული სიკეთის ხელყოფისათვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭება ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: 2 კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას ექნება გავლენა იმ საჯარო დაწესებულებების ხარჯებზე, რომლებიც ჩართული იქნებიან ამ ღონისძიებათა განხორციელებაში, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთო სასამართლოები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები და იუსტიციის სამინისტრო და აშ. საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება ამ უწყებების არსებული ასიგნებების ფარგლებში და არ გამოიწვევს დამატებითი რესურსების მოძიების საჭიროებას. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხარჯებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის 31 იანვრის N1260 წერილის მიხედვით, 2022 წლის დაზუსტებული ბიუჯეტით 1 ბრალდებულისათვის/ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული საშუალო თვიური ხარჯი შეადგენს 1 357,5 ლარს. (აღნიშნული თანხა მოიცავს ყველა ტიპის ხარჯს, გარდა კაპიტალური ხარჯისა). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს მოსალოდნელი ფინანსური შედეგები ექნება იმ ფიზიკურ პირებზე, რომელებიც შესაძლოა მიესაჯოთ თავისუფლების აღკვეთა და იმ იურიდიულ პირებზე, რომელთაც შესაძლოა ჩამოერთვათ საქმიანობის უფლება ან განხორციელდეს მათი ლიკვიდაცია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი) 3 ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის კონკრეტული ფორმები შესაძლოა არ იყოს თავსებადი კონვენციის მე-10 მუხლთან, ანუ არ ჯდებოდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მაგ. სასამართლოს მთელი რიგი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, სადაც კონვენციასთან შეუთავსებლად იქნა ცნობილი ის გამოხატვა, რომელიც უარყოფდა ჰოლოკოსტს, როგორც ისტორიულ ფაქტს. დემოკრატიულ სახელმწიფოთა დამკვიდრებული მიდგომაა, რომ კონსტიტუციურად გარანტირებული ერთი სიკეთის ხელყოფისაგან დაცვის მიზნით ლეგიტიმურია სხვა კონსტიტუციური სიკეთის შეზღუდვა გარკვეულ ფარგლებში. შესაბამისად, ამ კანონპროექტით გამოხატვაზე დაწესებული შეზღუდვა ლეგიტიმურია, და თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. 4 დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში. კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ანალოგიური შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესდა 2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებით უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსში. ცვლილებები სისხლისსამართლებრივად დასჯადს ხდის კოლაბორაციონიზმს სხვადასხვა მიმართულებით, ანუ დაწესებული შეზღუდვები ბევრად უფრო ფართოა ვიდრე წინამდებარე კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულირება. უკრაინის შემთხვევაშიც, ანალოგიურად საქმე ეხება რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის აქტის და უკრაინული ტერიტორიების ანექსირების უარყოფას. კონტექსტი ორივე შემთხვევაში მსგავსია, მსგავსია საფრთხე და მისი გადაჭრის გზა. ე ) კანონპროექტის პროექტის ავტორი ნონა მამულაშვილი, ანა წითლიძე, თეიმურაზ ჯანაშია, დევი ჭანკოტაძე ვ ) კანონპროექტის პროექტის ინიციატორი ნონა მამულაშვილი, ანა წითლიძე, თეიმურაზ ჯანაშია, დევი ჭანკოტაძე 5