აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ანგარიში

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.03.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#[44f6]/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-03-23
კომიტეტის სხდომის ნომერი 28

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა 2022 წლის 23 მარტი, 13:00 საათი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი 1. აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების მიერ თემატური მოკვლევის ინიცირება თემაზე: “DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების შესახებ“; მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებისა და 2022 წლის ვალდებულებების შესახებ; მომხსენებელი: ლაშა ინაური - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხები 3. აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ; მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 4. კომიტეტის აპარატის საქმიანობის შეფასების დოკუმენტის დამტკიცება; მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ოქმი N28 2022 წლის 23 მარტი 1300 საათი პირველი რესპუბლიკის დარბაზი სხდომას თავმჯდომარეობდა: ნინო წილოსანი (კომიტეტის თავმჯდომარე) (სხდომა ჩატარდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად). სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი - კომიტეტის თავმჯდომარე, გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანუკიანი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სამველ - (უფლებამონაცვლე - ვიქტორ სანიკიძე), ირაკლი (დაჩი) ბერაია, გიორგი ბოტკოველი, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, სუმბატ კიურეღიანი - (უფლებამონაცვლე - მაია მენაღარიშვილი), გოდერძი ჩანქსელიანი, გიორგი ცაგარეიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, თინათინ ოდილავაძე, მარიამ ტყეშელაშვილი, სიმონ უროტაძე, ირმა ქიტიაშვილი, ნანო კორშია, ალინა ძიძიგური. მოწვეული სტუმრები: ლაშა ინაური - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი, ურთიერთობების ნინო და ევროინტეგრაციის ჩხობაძე-საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - თავმჯდომარე, მარინა წულაია - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ინტეგრაციის კომიტეტის - „ელკანას“ წევრები და წარმომადგენლები. 1 წარმომადგენელი, ამავე კომიტეტის ევროპასთან აპარატის დღის წესრიგი (პროექტი) ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი 1. აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების მიერ თემატური მოკვლევის ინიცირება თემაზე: “DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების შესახებ“. (მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებისა და 2022 წლის ვალდებულებების შესახებ. (მომხსენებელი: ლაშა ინაური - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი). აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხები 3. აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. (მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). 4. კომიტეტის აპარატის საქმიანობის შეფასების დოკუმენტის დამტკიცება. (მომხსენებელი: ნინო წილოსანი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე). კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. 2 I. მოისმინეს: ნინო წილოსანის ინფორმაცია - აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების მიერ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე. თემა: “DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების შესახებ“ აგრარულ დარგში. თემატური მოკვლევის მიზანია დაადგინოს აგრარულ დარგში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გადავადების მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების რეალური მიზეზები. თემატური მოკვლევის ფარგლებში კომიტეტები შეისწავლიან გადავადების მიზეზებს და გასცემენ რეკომენდაციებს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პრიორიტეტული მიმართულებები და მიმართ, რათა განისაზღვროს დროულად მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულება, რაც საშუალებას მისცემს დარგს დააკმაყოფილოს ევროპული სტანდარტები და მოახდინოს სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაცია. ნინო წილოსანმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები: აგრარულ საკითხთა კომიტეტიდან - ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გიორგი ცაგარეიშვილი, შალვა კერესელიძე. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტიდან მოკვლევის ჯგუფში წარდგენილნი არიან: მაკა ბოჭორიშვილი, ხატია წილოსანი. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, თემაზე -აგრარულ დარგში “DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების შესახებ“ - თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას (ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად). ამასთან ერთად, განისაზღვრა თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა: კომიტეტის წევრები - ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გიორგი ცაგარეიშვილი, შალვა კერესელიძე, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტიდან - მაკა ბოჭორიშვილი, ხატია წილოსანი. 3 II. მოისმინეს: ლაშა ინაურის ინფორმაცია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოსა და სოფლის ევროკავშირს მეურნეობის შორის ასოცირების მიმართულებით შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებისა და 2022 წლის ვალდებულებების შესახებ. მან აღნიშნა, რომ „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების პროგრამა 2021 წელს განხორციელდა გეგმის მიხედვით. კერძოდ, ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართი XI-B შესაბამისად, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში გათვალისწინებული იყო ევროკავშირის 16 სამართლებრივ აქტთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება. აღიშნულიდან 6 სამართლებრივი აქტი ჩაითვალა საქართველოსთვის არარელევანტურად და ეცნობა ევროკავშირისაქართველოს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ქვეკომიტეტსაც. მომხსენებელმა ისაუბრა 2021 წლის გეგმის შესაბამისად მიღებული/მომზადებული დადგენილებების თაობაზე: სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროებში. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, კანონმდებლობის დაახლოების პროცესში უზრუნველყოფილია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. პროექტის შემუშავების შემდეგ, იგი იტვირთება სამინისტროს ვებ-გვერდზე, ასევე www.dcfti.gov.ge-ზე და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი მოსაზრებები წარუდგინონ შემუშავების შემდგომ, ხორციელდება სამინისტროს. ასევე პროექტების შეხვედრა იმ სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებთან, ვისზეც გავრცელდება აღნიშნული პროექტის მოქმედება და მიმდინარეობს კონკრეტული საკითხების განხილვა. ამასთან, განხორციელდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე მეწარმეების დაახლოებული დახმარება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტაციის მიზნით. სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გამართეს საინფორმაციო შეხვედრები სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქტების დაშვების მოთხოვნებთან დაკავშირებით. მომხსენებლის ინფორმაციით, გარდა აღნიშნულისა სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მოქმედებს „სამოქალაქო დარბაზი“ რომლის ფარგლებშიც ხდება სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროებში მიმდინარე და დაგეგმილი 4 აქტივობების განხილვა. დარბაზის წევრები არიან დარგში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. პარალელურად, შემუშავებასა აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი და კანონმდებლობის საკითხია განხორციელებაში, ახალი დაახლოების კანონმდებლობის კომპეტენტური ორგანოსთვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის და ლაბორატორიული უნარების გაძლიერება. არაერთი ტრენინგი ჩაუტარდათ შესაბამის მოსამსახურეებს, როგორც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტრუმენტის საშუალებით, ასევე, სხვა პარტნიორი ქვეყნების და დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით. მომხსენებლის განცხადებით, სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად ახორციელებს აკრედიტაციის სფეროში ახალი მეთოდების და პარამეტრების დამატებას, იმისათვის, რომ მაკონტროლებელ ორგანოს ქონდეს საშუალება განახორციელოს აღებული ნიმუშების კვლევა. უმნიშვნელოვანესია დონორთა მხარდაჭერა ამ მიმართულებით. გარდა ამისა, აუცილებელია კერძო ლაბორატორიების გააქტიურება, რათა მათ მიერაც მოხდეს შესაბამისი აკრედიტაციის სფეროს გაფართოვება. ლაშა ინაურმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების სექტორულ თანამშრომლობაზე, მათ შორის ხაზგასასმელია თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებებით. თანამშრომლობის სფეროები მოიცავს სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, პოლიტიკის დოკუმენტების შესაბამისობაში პრაქტიკებთან, აგრარულ მოყვანას სექტორში ევროკავშირში არსებულ დასაქმებულთათვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ექსტენციას და სხვა. მომხსენებელმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე: საკანონმდებლო დაახლოება უნდა განხორციელდეს 26 სამართლებრივ აქტთან. (ვეტერინარია -9, სურსათის უვნებლობა - 7, ფიტოსანიტარია - 10). გეგმის შესაბამისად დაწყებულია უკვე აღნიშნულ პროექტებზე მუშაობა და პერიოდულად წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს: 1. ნინო წილოსანი: რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის. იგი დაინტერესდა ვალდებულებების აღების დროს გარდამავალი პერიოდის თემით: რის მიხედვით ითვლება ხანგრძლივობა, როგორ ხდება გარდამავალი პერიოდის აღების და აღსრულების ნაწილში პარლამენტთან და შესაბამის კომიტეტებთან კომუნიკაცია, არის თუ არა სამოქმედო გეგმა და რა 5 კონკრეტული ნაბიჯებია დაგეგმილი სამინისტროს მხრიდან მისი იმპლემენტაციისთვის, ხდება თუ არა ყოველწლიურად შესრულების შეფასება. თემატური მოკვლევა, რომელიც დაიწყება კომიტეტში, სწორედ ამ საკითხების დეტალურად შესწავლას გულისხმობს. დაინტერესდა მიზეზით, როდესაც კომიტეტის სამართლებრივ თავმჯდომარე აქტთან ასევე, საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება არ მოხდა. კერძოდ, სურსათის უვნებლობის მიმართულებით რეკომენდაციასთან (2010/C 200/01) მიერთება, რომელიც ეხება ჩვეულებრივ და ორგანულ მარცვლეულში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გაუთვალისწინებელი თანაარსებობის თავიდან აცილების მიზნით სახელმძღვანელოს მითითებებს. და კიდევ, ვეტერინარიის სფეროში, 2017 წელს მიერთებული რეგულაციით, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2023 წლის იანვრიდან, მისაღებია ტექნიკური რეგლამენტი მსხვილფეხა საქონლის სრულად გამოკვლევაზე ტუბერკულიოზთან დაკავშირებით, რა ეტაპზეა და რა კეთდება ამ მიმართულებით? 2. ლაშა ინაური: რომელმაც გააკეთა განმარტებები დასმულ საკითხებთან მიმართებით. კომუნიკაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სტრატეგია მოიაზრება ერთობლიობაში, კომპლექსურად, როგორც ექსპორტის, ისე მოსახლეობის ჩართულობის კუთხით. ექსტენცია მოიცავს, როგორც ცოდნის გადაცემას, ასევე ინფორმაციაზე წვდომასაც. არის ექსტენციის სტრატეგია, სადაც კონკრეტული აქტივობაა გაწერილი. სოფლის განვითარების სააგენტოს აქვს ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, სადაც მუშაობენ დარგის სპეციალისტები, რომელთა მთავარი ფუნქციაა, მიმართვის საფუძველზე, მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია საკანონმდებლო მოთხოვნის თაობაზე სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო პროექტებზე, ასევე, ექსპორტის შესაძლებლობებზე ევროკავშირის, თუ სხვა ქვეყნებში, თუმცა მიმართვიანობა ყოველთვის არ არის მაღალი. შესაბამისად, სტრატეგიაში არის გათვალისწინებული მობილური ექსტენცია. მომხსენებელმა განაცხადა, რომ კომუნიკაციის სტრატეგია მუშავდება, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობამდე იმ სიკეთეების მიტანას, რასაც ევროკავშირის ინტეგრაცია გულისხმობს. რაც შეეხება, ვალდებულებების შესრულებას, გარდამავალი პერიოდის დაწესებას და პარლამენტთან კომუნიკაციას, სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფები კონკრეტული დარგის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის სპეციალისტების, ექსპერტების ჩართულობით და ერთად მსჯელობენ ამა თუ იმ თემაზე, რა დროა საჭირო კონკრეტულ საკითხზე სამუშაოდ. ასევე ხდება კერძო სექტორის მოსმენა. საქართველოსთვის არარელევანტურ გენმოდიფიცირებულ აქტზე ლაშა ინაურმა განმარტა, რომ საქართველოს 6 კანონმდებლობით, საერთოდ არ უნდა შემოდიოდეს ცოცხალი გმო-ები და თუ აღმოჩნდა (რაც პროდუქტი. სერტიფიკატით ვეტერინარიის დასტურდება), სფეროში, ავტომატურად ტუბერკულიოზთან იბლოკება დაკავშირებით მომხსენებელმა განაცხადა, რომ მოიკითხავს აღნიშნულ თემაზე დეტალურ ინფორმაციას და წერილობითი ფორმით წარუდგენს კომიტეტს. ასევე, აზრი გამოთქვეს: ნონო ჩხობაძემ, მარინა წულაიამ, რომელთა შეკითხვები შეეხებოდა საძოვრებზე ცხოველთა დაავადებების გამო, ვეტერინარიის მხრივ უსაფრთხო კერების დარუქების საკითხებს, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან, თუ ხდება ორგანული წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხელშეწყობა, რაზეც მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს და გააკეთა განმარტებები, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარემ - ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ კომიტეტს პრიორიტეტულად აქვს აღებული ბიოწარმოების ხელშეწყობა. გაცემული რეკომენდაციების შედეგად, გარკვეული დოზით აისახა ეს თემა ბიუჯეტში და მის პროგრამულ ნაწილში ჩაიდო. კომიტეტი მუდმივად არის დაინტერესებული, ხელშესაწყობად რა და პირობებს უახლოეს სთავაზობენ მომავალში ფერმერებს სამინისტროს ბიოწარმოების მხრიდან იქნება დამუშავებული. მან აღნიშნა, რომ მინისტრის მოადგილემ განაცხადა ერთ-ერთ წინა კომიტეტის სხდომაზე, რომ აპირებენ სხვადასხვა პროგრამებიდან ბიოწარმოების ხელშემწყობი კომპონენტები გააერთიანონ ერთი პროგრამის ფარგლებში, რომ უფრო თვალნათლივი იყოს პროგრამის მხარდასაჭერად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებისა და 2022 წლის ვალდებულებების შესახებ. III. მოისმინეს: ნინო წილოსანის ინფორმაცია - აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მან აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას დაემატება კომიტეტის წევრი - გიორგი ცაგარეიშვილი. 7 გადაწყვიტეს: კომიტეტმა, მხარი დაუჭირა აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში წარმოდგენილი ცვლილების შეტანას. VI. მოისმინეს: ნინო წილოსანის ინფორმაცია - კომიტეტის აპარატის საქმიანობის შეფასების დოკუმენტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ კომიტეტმა ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით რამდენიმე საკვანძო რეფორმა განახორციელა, მათ შორის იყო სამოქმედო გეგმის და ანგარიშების მოდიფიცირებული ვარიანტების წარდგენა. სამოქმედო გეგმის ფარგლებში შიდა ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით შემუშავდა აპარატის რამდენიმე საქმიანობის შიდა კრიტერიუმის საზედამხედველო, ინსტიტუციური შეფასების მიხედვით დოკუმენტი, (კომიტეტის წარმომადგენლობითი გაძლიერების რომელიც კანონშემოქმედებითი, საქმიანობის უზრუნველყოფა) და მოხდება და კომიტეტის რომელსაც ექნება სარეკომენდაციო ხასიათი. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - კომიტეტის აპარატის საქმიანობის შიდა შეფასების დოკუმენტის შესახებ, რომელსაც კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით ექნება სარეკომენდაციო ხასიათი. სხდომის თავმჯდომარე: ნინო წილოსანი სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 8