„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, სსმ, 1(8), 14.01.1999) პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„8. სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ
საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალებათ
ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა, გარდა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდებში წილის ფლობისა
და „საქართველოს ეროვნული ბანკის
გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
შესახებ“
საქართველოს ორგანული
კანონით
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კაპიტალის
ბაზრის
„საინვესტიციო
განვითარების
ფონდების
შესახებ“
რეფორმის
ფარგლებში,
საქართველოს
კანონის
2020
წელს
მიღებული
საფუძველზე,
ქვეყანაში
შესაძლებელი გახდა დაფინანსებისა და დანაზოგების ალტერნატიული მექანიზმების
განვითარება. კერძოდ, საინვესტიციო ფონდების სამართლებრივი ჩარჩოს მხარდაჭერით,
ბაზარზე კაპიტალის მობილიზების კუთხით, ერთის მხრივ, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა
საინვესტიციო სტრატეგიების განხორციელებით დაფინანსების არხების გაზრდა
მეწარმეთათვის, ხოლო მეორეს მხრივ, ამგვარ საინვესტიციო ფონდებში ინვესტორების
კაპიტალის
მიმართვა
განვითარების
საწყის
არასაბანკო
ეტაპზე
დანაზოგებში.
მოსალოდნელია
საინვესტიციო
ძირითადად
ფონდების
ბაზრის
გათვითცნობიერებული
ინვესტორების კაპიტალის მობილიზება კერძო შეთავაზებების გზით. ასეთი ტიპის
საინვესტიციო ფონდებიდან გამოსარჩევია ვენჩერული და კერძო კაპიტალის ფონდები,
რომელთაც გააჩნიათ საკმაოდ მოქნილი დაფინანსების (ინვესტირების) მექანიზმები და
სტრატეგიები. ასეთი ტიპის ფონდები ხშირად გამოირჩევიან ინვესტირების გარდა,
მეწარმეთათვის საჭირო უნარჩვევებისა და ცოდნის გადაცემით, რაც მეწარმეებს მოგების
მაქსიმიზაციასა და ბიზნესს ზრდაში უწყობს ხელს. რადგან საინვესტიციო ფონდების
სამართლებრივი ჩარჩო წარმოადგენს სიახლეს, ასეთი ფონდების განვითარებისათვის
საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მასტიმულირებელი მექანიზმების შემოღება. აღნიშნული კი
შეზღუდულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2008 წელს
განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ბლანკეტურად უკრძალავს სახელმწიფოს
ფინანსურ ინსტიტუტებში (მათ შორის საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობას) ეს კი ამ
ბაზრის განვითარებას აფერხებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბლანკეტური აკრძალვა, გაკეთდა
მაშინ, როდესაც ბაზარზე საინვესტიციო ფონდები არ არსებობდა. ამის გარდა აღნიშნული
ცვლილებით არ მოხდება ბლანკეტური შეზღუდვის გაუქმება, არამედ მხოლოდ
საინვესტიციო ფონდებში პასიური მონაწილეობის დაშვება, ანუ სახელმწიფოს როლი
შემოიფარგლება მხოლოდ გარკვეული კაპიტალის მონაწილეობით და არა მისი მართვით.
შედეგად, კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა განახორციელოს
ინვესტირება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
საინვესტიციო ფონდებში, რაც სერიოზულად შეუწყობს ხელს საინვესტიციო ფონდების
ბაზრის განვითარებას, ეს კი თავის მხრივ დაეხმარება მეწარმეებს განვითარებაში დამატებითი
სახსრების მოზიდვის კუთხით, ხოლო ინვესტორებს ალტერნატიულ აქტივებში და
დივერსიფიცირებულად დაბანდებაში.
საინვესტიციო ფონდების მართვა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, რომელიც ამ ეტაპზე
საქართველოს ბაზარზე მწირია, შესაბამისად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც
საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო
განვითარების პარტნიორებთან, რომ მოხდეს ამ ბაზრის სტიმულირება და საინვესტიციო
ფონდის მართვისათვის საჭირო ცოდნისა და კაპიტალის მიღება. მოლაპარაკებებიდან
გამომდინარე და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე გამოჩნდა, რომ ხშირ
შემთხვევაში სახელმწიფო ამგვარი ფონდების დაფუძნებისას იღებს მცირე და პასიურ
წილობრივ მონაწილეობას, აგრეთვე ხელს უწყობს საერთაშორისო ინვესტორებს საწყისი
ხარჯების დაფარვით ან საგარანტიო მექანიზმების შეთავაზებით. სახელმწიფო ამგვარი
მონაწილეობის პირობებში ცალსახად შეზღუდულია საინვესტიციო ფონდის მართვასთან
დაკავშირებული უფლებებით, ანუ სახელმწიფო შემოდის ასეთი ტიპის ფონდებში როგორც
პასიური ინვესტორი (limited partner-ი). სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი პრაქტიკა ასევე ხელს
შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში, ვინაიდან სახელმწიფოს ამ
სახით მონაწილეობა საინვესტიციო ფონდში წარმოადგენს საინვესტიციო რისკების
შემცირების ერთგვარ მექანიზმს. საინვესტიციო ფონდების განვითარებისათვის ასეთი
პრაქტიკის დანერგვა საკმაოდ წარმატებული იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში. აგრეთვე
საინტერესო მაგალითს წარმოადგენს bpifrance, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს და
წარმოადგენს სახელმწიფო საინვესტიციო ინსტიტუტს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებაში სახელმწიფოს როლის შეზღუდვა, როგორც
აღინიშნა კანონისმიერია, შესაბამისად იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს
აუცილებელია საკანონმდებლო შეზღუდვის მოხსნა/დაზუსტება. კერძოდ, „ფასიანი
ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით
სახელმწიფო
ორგანოებს
ან/და
სახელმწიფოს
წილობრივი
მონაწილეობით
შექმნილ
საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალებათ
ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა. ამავე კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტის
მიხედვით, ფინანსურ ინსტიტუტად ასევე ითვლება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდები. შესაბამისად, აღნიშნული
წესისგან გამონაკლისის დადგენის გარეშე, სახელმწიფო ორგანოების მიერ საინვესტიციო
ფონდში ინვესტირება ჩაითვლება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს
კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის დარღვევად. საკანონმდებლო ცვლილებით
შენარჩუნებული იქნება ზოგადი აკრძალვა სახელმწიფოს მონაწილეობაზე ფინანსურ
ინსტიტუტებში, თუმცა ზემოთხსენებული მიზნის - საინვესტიციო ფონდების ბაზრის
განვითარების მისაღწევად, გაკეთდება გამონაკლისი, რომელიც სახელმწიფოს მისცემს
უფლებას წილობრივი მონაწილეობა მიიღოს საინვესტიციო ფონდებში. შემოთავაზებული
რედაქცია აგრეთვე შეთანხმებულ იქნა საქართველოს ეროვნულ ბანკთან - საინვესტიციო
ფონდების ზედამხედველთან. ამასთან, გათვალისწინებული იქნება ისეთი მექანიზმი,
რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ფონდებში სახელმწიფოს მონაწილეობა მთავრობასთან
შეთანხმების საგანი გახდება.
აღნიშნული საჭიროება აგრეთვე იკვეთება იმ გარემოებით, რომ გასული წლების მანძილზე
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და აწარმოე საქართველოს მიერ
დაფინანსებული და წარმატებული კომპანიები, მათი შემდგომი განვითარებისათვის
საჭიროებენ დამატებით კაპიტალსა და მხარდაჭერას. ვენჩერული და კერძო კაპიტალის
ფონდები ზუსტად ამ გამოწვევას პასუხობენ. გარდა ამ თანხვედრისა, აღნიშნული პირდაპირ
უწყობს ხელს არასაბანკო საფინანსო სექტორის განვითარებას, კაპიტალის ბაზრისა და
საინვესტიციო ფონდების განვითარებას. ხოლო მაკრო ჭრილში საქართველოს ეკონომიკას
ხდის უფრო მდგრადს და ნაკლებად დამოკიდებულს სისტემურ ბანკებზე. ამ ეტაპისათვის,
სახელმწიფოს
მხრიდან
მიმდინარეობს
საფინანსო
სექტორის
ამ
მიმართულების
განვითარებისათვის მოლაპარაკებები ისეთ საერთაშორისო განვითარების პარტნიორებთან
როგორებიც არიან ADB, IFC, World Bank, EBRD, FMO, EIF, DFC (former OPIC) და მათთან
ერთად ამ მიმართულების განვითარებისათვის რიგი ღონისძიებები იგეგმება. ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
იმისათვის
რომ
დროულად
მოხდეს
ბაზრის
განვითარებისათვის გასატარებელი ღონისძიებები, აუცილებელია კანონპროექტის კანონად
მიღება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ გავიდა
თითქმის 2 წელი, ამ ეტაპისათვის სახეზე გვაქვს 4 რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი
და 2 ლიცენზირებული, ხოლო 1 რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია. ბაზრის
შემდგომი სტიმულირებისათვის, არაერთი განხილვა ჩატარდა საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტებსა, სახელმწიფოს და კერძო სექტორებს შორის, და ყველგან გამოიკვეთა
სახელმწიფოს ჩართულობის საჭიროება, ამრიგად სახელმწიფო თუ იქნება ჩართული
თავდაპირველად უფრო გაიზრდება კერძო სექტორის კაპიტალის მობილიზება ამ დარგში.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.
საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებით შესაძლებელი იქნება დანაზოგებისა და
დაფინანსების დივერსიფიცირება და ეკონომიკაში კაპიტალის ეფექტური ალოკაციის
მოხდენა, რაც კერძო სექტორს უფრო მდგრადს გახდის და გრძელვადიან პერსპექტივაში
ნაკლებად დამოკიდებულს საბანკო და სახელმწიფო დაფინანსებაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი
ცვლილებებით, სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით
შექმნილი საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება,
შესაძლებლობა მიეცემათ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული
კანონპროექტის
შემთხვევაში):
არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა
გათვალისწინებული არ არის. კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რადგან
კანონის სრულყოფილად ამოქმედებისათვის დამატებითი ვადის საჭიროება არ არსებობს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
“კატაპულტ ჯორჯიასთან” ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმების შედეგად
“კატაპულტ ჯორჯია“ ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ
დოლარის ინვესტირების განხორციელებას გეგმავს, რაც თავის მხრივ ინოვაციების და
ტექნოლოგიების
სააგენტოს
მიერ
დაახლოებით
10%-იანი
თანამონაწილეობით
მხარდაჭერილი. იმისათვის, რომ სააგენტომ შეძლოს ხელშეკრულების ოფიციალური
გაფორმება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროპორციით ინვესტიციის
განხორციელება 2022 წლის მეორე კვარტალში, საჭიროა
კანონპროექტის მიღება.. თუ
აღნიშნული საკითხი დროულად არ იქნება გადაწყვეტილი, არსებობს რისკი რომ როგორც ეს
პროექტი ასევე საინვესტიციო ფონდების ბაზრის მასტიმულირებელი სხვა ჩარჩო პროგრამები
რომლებიც განიხილება ისეთ საერთაშორისო განვითარების პარტნიორებთან როგორებიც
არიან ADB, IFC, World Bank, EBRD, FMO, EIF, DFC (former OPIC) შეყოვნდეს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების
წელი
და
შემდგომი
3
წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღების შედეგად სახელმწიფო შეძლებს ვენჩერული კაპიტალის ფონდებში
დასაბანდებლად საქართველოს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში მობილიზებული
სახსრები გამოიყენოს. სხვა მხრივ კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სხვა აუცილებელი
ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. პროექტით
განსაზღვრული სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის
შემთხვევაში,
საქართველოს
ზედამხედველი,
საკუთარი
ეროვნული
ბანკი,
როგორც
საინვესტიციო
ფონდების
ტექნიკური
და
ადამიანური
რესურსის
ფარგლებში
განახორციელებს ამ ფონდების ზედამხედველობას. შინაარსით ამ პროექტით განსაზღვრული
საინვესტიციო ფონდები არ განსხვავდებიან „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს
კანონით დაფუძნებული საინვესტიციო ფონდებისაგან, შესაბამისად მათი ზედამხედველობა
არ საჭიროებს დამატებით კვალიფიკაციას, რაც დამატებით ხარჯებთან შეიძლება იყოს
დაკავშირებული, ხოლო თუ ასეთი ხარჯების გაზრდის საჭიროება დადგება, იგი
დაფინანსებული იქნება თავად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
გრძელვადიან პერსპექტივაში კანონპროექტის ამოქმედებას ზეგავლენა ექნება, როგორც
სახელმწიფო ასევე გარკვეულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კერძოდ, საინვესტიციო ფონდში პასიური მონაწილეობის შედეგად მოსალოდნელი
იქნება საშემოსავლო ნაწილის ზრდა განსაზღვრული საინვესტიციო პირობების შესაბამისად,
რაც შესაძლოა აისახოს თითოეული ფონდის ერთეულის კაპიტალიზაციით, დივიდენდის
მიღებითა თუ სხვა სახის განაწილებული მოგებით და საინვესტიციო ფონდის მიერ
ეკონომიკური
საქმიანობის განხორციელების ფარგლებში გადახდილი გადასახადით.
აღნიშნული ამონაგები სახსრები შესაძლებელია მოხმარდეს დარგების მდგრადობას, კერძოდ,
საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების შედეგად დასაფინანსებელი მიმართულებები
დაფინანსდნენ არა ბიუჯეტიდან, არამედ ფონდში მიღებული ამონაგებით. საინვესტიციო
საქმიანობას ახასიათებს დამოუკიდებელი საკრედიტო, საბაზრო, საპროცენტო განაკვეთების
და სავალუტო რისკები, აღნიშნული რისკები მთავრობის თანხმობის მექანიზმით იქნება
მინიმიზირებული და გადაზღვეული. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
დადებითი გავლენა აგრეთვე შეიძლება იქონიოს პროექტით განსაზღვრული ახალი
საინვესტიციო ფონდის დაფუძნებამ, კერძოდ თითოეული საინვესტიციო ფონდის
რეგისტრაციის სახით - 2,000 ლარი ხოლო თითოეული საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის
სახით - 5,000 ლარი. ასევე შესაძლოა არ მოხდეს ახალი საინვესტიციო ფონდის დაფუძნება და
მოხდეს საზღვარგარეთ უკვე დაფუძნებული უცხოური საინვესტიციო ფონდის აღიარება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ან მონაწილეობა უკვე დაფუძნებულ ადგილობრივ
ფონდში. აღნიშნულ შემთხვევებში დაფუძნებასთან დაკავშირებული შემოსულობები აღარ
იქნება გათვალისწინებული. მოლოდინი არის რომ მომდევნო სამი წლის მანძილზე ასეთი
ტიპის მხოლოდ რამდენიმე ერთეული ფონდი შეიძლება დაფუძნდეს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
პროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო შეძლებს შესაბამის საინვესტიციო ფონდში
მონაწილეობა მიიღოს 2022 წლის ბიუჯეტითა და შემდგომი წლების BDD გეგმით
გათვალისწინებული სახსრების გამოყენებით. კერძოდ, საქართველოს საბიუჯეტო
ასიგნებების ფარგლებში და რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოშია
მობილიზებული,
საქართველოს
საბიუჯეტო
ასიგნებების
ფარგლებში
მობილიზებული კაპიტალი, გადანაწილებულია შემდეგნაირად - 2022 წელს 1,500,000 ლარი,
2023 წელს 2,500,000 ლარი, 2024 წელს 5,000,000 ლარი და 2025 წელს 7,000,000 ლარი. ჯამში ამ
მომენტისათვის
და
ვენჩერული
კაპიტალის
ფონდებში
ინვესტირებისათვის
გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი. გამოყოფილი თანხა მოიცავს ყველა ტიპის მართვის
საკომისიოს და ფონდთან დაკავშირებულ სხვა გადასახდელ ხარჯებს (აუდიტორი,
იურიდიული და სხვა სახის არა მართვასთან დაკავშირებული ფონდის ხარჯები)
გასათვალისწინებელია, რომ გარდა ამჟამად გამოყოფილი სახსრებისა, შესაძლოა დამატებითი
სახსრების გამოყოფა მომავალში საინვესტიციო ფონდების ბაზრის სტიმულირებისათვის.
საინვესტიციო ფონდისათვის დამახასიათებელია ისეთი ხარჯები როგორც მართვის
საკომისიო, რომელიც როგორც წესი პასიური ინვესტირების შემთხვევაში 0.5%-ია ხოლო
აქტიური ინვესტირების შემთხვევაში 2%-4%, რასაც ემატება რიგ შემთხვევაში საინვესტიციო
ფონდის მიერ დაწერილი მოგების 20%-ი რომელიც გადაიხდევინება საინვესტიციო ფონდის
მმართველზე.
აღსანიშნავია,
რომ
საინვესტიციო
ფონდის
აღნიშნული
ამონაგები
შესაძლებელია მოხმარდეს დარგების მდგრადობას, კერძოდ, საინვესტიციო ფონდების
ბაზრის განვითარების შედეგად დასაფინანსებელი მიმართულებები დაფინანსდნენ არა
ბიუჯეტიდან, არამედ საინვესტიციო ფონდში მიღებული ამონაგებით, ეს კი იქონიებს
დადებით გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ქართულ სამეწარმეო სექტორზე. კერძოდ,
მობილიზებული კაპიტალი მიმართული იქნება ისეთ საინვესტიციო ფონდებში, რომლებიც
თავის მხრივ დააფინანსებენ და განავითარებენ ადრეულ სტადიაზე მყოფ კომპანიებს.
ფინანსური
შედეგების
თვალსაზრისით,
კანონპროექტის
მიღებით,
საქართველოში
დაფუძნებულ, საქმიანობის საწყის ეტაპზე მყოფ, მცირე და საშუალო ბიზნესებს გაეზრდებათ
წვდომა არასაბანკო დაფინანსებაზე.
პროექტის მიღების შედეგად, აგრეთვე სარგებელს ნახავენ თავად ასეთ ფონდში სხვა კერძო
ინვესტორები, რომლებიც საინვესტიციო ფონდში მონაწილეობისათვის გარკვეულ თანხას
დააბანდებენ. ნებისმიერმა ინვესტორმა საინვესტიციო ფონდში დაბანდებისას უნდა
გამოიჩინოს ყურადღება და კარგად წაიკითხოს საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო
პოლიტიკა და ამ ფონდთან დაკავშირებული რისკები, რადგან რისკი-მოგების პროფილი
ყველა საინვესტიციო ფონდისათვის და აგრეთვე პერსონალურად ინვესტორისათვის
განსხვავებულია. ამრიგად, ინვესტორმა როგორც შეიძლება მაღალი მოგება მიიღოს, აგრეთვე
შესაძლოა თავის მიერ დაბანდებული სახსრების ნაწილი დაკარგოს. აგრეთვე აღსანიშნავია,
საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული გასაწევი ხარჯები, როგორიცაა საკომისიოები
(აქტიური ან პასიური პორტფელის მართვასთან დაკავშირებული შესაბამისი საკომისიოები),
ფონდის ხარჯები (აუდიტი, იურიდიული მომსახურება და სხვა), სადამფუძნებლო ხარჯები,
მმართველის მოგების ხარჯები და თანდაყოლილი რისკები (საპროცენტო რისკები, საბაზრო
რისკები, საკრედიტო რისკები და სხვა).
გარდა მეწარმისა და ინვესტორისა, სარგებელი შესაძლოა ნახონ, როგორც აქტივების
მმართველმა კომპანიებმა ასევე სპეციალიზებულმა დეპოზიტარებმა. თუმცა ამ ორი
სუბიექტის მიერ შეთავაზებული მომსახურების სავალდებულოდ გამოყენების წესი
საინვესტიციო ფონდისათვის კანონით დადგენილი არ არის. მით უფრო, რომ პირველი 3 წლის
მანძილზე ძირითადად შეიძლება დაფუძნდეს რეგისტრირებული (და არა ავტორიზებული)
საინვესტიციო ფონდები, ასეთ შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარის მოთხოვნა არ
იქნება სავალდებულო. რაც შეეხება აქტივების მმართველ კომპანიას, ასეთი მოთხოვნა არ
იქნება სავალდებულო თუ საინვესტიციო ფონდი, რომელსაც ის უნდა მოემსახუროს იქნება
იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ საკუთარი საინვესტიციო ფონდის აქტივების მართვას
განახორციელებს. არსებობს სხვა გზებითაც აღნიშნული მომსახურების მიღების საშუალება,
კერძოდ შეიძლება უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის ჩართულობის
გათვალისწინებაც, რა შემთხვევაშიც საქართველოში გასაწევი დაფუძნების ხარჯი
გამოირიცხება. ორივე სუბიექტის შემთხვევაში, მათი სარგებელი დაკავშირებული იქნება თუ
რამდენი და რა ზომის პროექტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდი გამოჩნდება
ბაზარზე და დაიჭერს მათთან ურთიერთობას. საბოლოო ჯამში მსგავსი კომპანიების მოგება
გამომდინარეობს მათ მიერ მომსახურების მიწოდებიდან. ხარჯვით ნაწილზე, ეს ორივე
სუბიექტი შესაძლოა დაფუძნდეს კონკრეტულად პროექტით გათვალისწინებული
საინვესტიციო ფონდის დაფუძნებისათვის, რა შემთხვევაშიც მათ მოუწევთ გარკვეული
ხარჯის გაწევა. აქტივების მმართველის შემთხვევაში ეს იქნება - რეგისტრირებული აქტივების
მმართველის შემთხვევაში 2,000 ლარი, ხოლო ლიცენზირებულის შემთხვევაში 5,000 ლარი.
რაც შეეხება სპეციალიზებულ დეპოზიტარს აღნიშნული სუბიექტის/ფუნქციის შესრულების
მიმართ საქართველოს ეროვნულ ბანკს საკმაოდ მაღალი სტანდარტი გააჩნია. შესაბამისად
ასეთ ფუნქციას (თუ მისი საჭიროება დადგება) შეასრულებენ მსხვილი ფინანსური
ინსტიტუტები ან საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი.
პროექტით განსაზღვრული სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული საინვესტიციო
ფონდის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც საინვესტიციო ფონდების
ზედამხედველი, საკუთარი ტექნიკური და ადამიანური რესურსის ფარგლებში
განახორციელებს ამ საინვესტიციო ფონდების ზედამხედველობას. შინაარსით ამ პროექტით
განსაზღვრული საინვესტიციო ფონდები არ განსხვავდებიან „საინვესტიციო ფონდების
შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული საინვესტიციო ფონდებისაგან, შესაბამისად
მათი ზედამხედველობა არ საჭიროებს დამატებით კვალიფიკაციას, რაც დამატებით
ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ხოლო თუ ასეთი ხარჯების გაზრდის საჭიროება
დადგება, იგი დაფინანსებული იქნება თავად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებით გადასახადებს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს;
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
აგრეთვე
საქართველოს
კანონპროექტის
მიღება
ორმხრივ
არ
და
მრავალმხრივ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ)
კანონპროექტის
მომზადების
პროცესში
მიღებული
კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა
სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი, გოჩა ენუქიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით
სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ნინო
წილოსანი, გოჩა ენუქიძე