„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე,ნინო წილოსანი, გოჩა ენუქიძე
ნომერი
#07-3/218/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 240080000.05.001.019981) მეხუთე მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-71 პუნქტი: „71. სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება საინვესტიციო ფონდში წილობრივი თანამონაწილეობა შეუძლიათ, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების საფუძველზე. ასეთ საინვესტიციო ფონდში წილობრივი თანამონაწილეობის მქონე სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალებათ საინვესტიციო ფონდში წილობრივი მონაწილეობა გარდა მინორიტარული წილობრივი მონაწილეობისა, საინვესტიციო ფონდში რაიმე სახის პრივილეგირებული ხმის უფლებით სარგებლობა, საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა და საინვესტიციო ფონდისათვის ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციებიდან რომელიმე ფუნქციის შესრულება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული იმ საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი წესის იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით, რომლებშიც წილობრივი მონაწილეობა გააჩნიათ სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული, იმ საინვესტიციო ფონდების შექმნის და ოპერირების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის, რომლებშიც წილობრივი მონაწილეობა გააჩნიათ სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით განისაზღვრება, რომ იმ საინვესტიციო ფონდებში, რომლებშიც წილობრივად მონაწილეობს სახელმწიფო ორგანოები ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. აღნიშნული წესით, მოხდება სახელმწიფო ორგანოების ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, საინვესტიციო ფონდში წილობრივი მონაწილეობისათვის სპეციალური სამართლებრივი საფუძვლის დადგენა და შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან საინვესტიციო ფონდებში მონაწილეობისათვის ჩამოყალიბდება მთავრობის მიერ მაკონტროლებელი დამატებითი მექანიზმი. ასევე კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ასეთ საინვესტიციო ფონდში წილობრივი თანამონაწილეობის მქონე სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალებათ საინვესტიციო ფონდის პორტფელების მართვა ან/და რისკების მართვა. ამგვარი აკრძალვით მოხდება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მხრიდან, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, კერძო სამართლის სუბიექტების მმართველობით საქმიანობაში ჩარევის შეზღუდვა, რაც თანხვედრაში იქნება თავისუფალი ბაზრის ზოგად პრინციპებთან და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის. კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რადგან კანონის სრულყოფილად ამოქმედებისათვის დამატებითი ვადის საჭიროება არ არსებობს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის განხილვა მოთხოვნილია დაჩქარებული წესით, შესაბამისად წინამდებარე კანონის პროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც წარმოადგენს მის თანმდევ კანონის პროექტს, აგრეთვე დაჩქარებული წესით უნდა იქნას განხილული. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღების შედეგად სახელმწიფო შეძლებს ვენჩერული კაპიტალის ფონდებში დასაბანდებლად საქართველოს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში მობილიზებული სახსრები გამოიყენოს. სხვა მხრივ კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სხვა აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. პროექტით განსაზღვრული სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც საინვესტიციო ფონდების ზედამხედველი, საკუთარი ტექნიკური და ადამიანური რესურსის ფარგლებში განახორციელებს ამ ფონდების ზედამხედველობას. შინაარსით ამ პროექტით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდები არ განსხვავდებიან „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული საინვესტიციო ფონდებისაგან, შესაბამისად მათი ზედამხედველობა არ საჭიროებს დამატებით კვალიფიკაციას, რაც დამატებით ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ხოლო თუ ასეთი ხარჯების გაზრდის საჭიროება დადგება, იგი დაფინანსებული იქნება თავად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: გრძელვადიან პერსპექტივაში კანონპროექტის ამოქმედებას ზეგავლენა ექნება, როგორც სახელმწიფო ასევე გარკვეულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, საინვესტიციო ფონდში პასიური მონაწილეობის შედეგად მოსალოდნელი იქნება საშემოსავლო ნაწილის ზრდა განსაზღვრული საინვესტიციო პირობების შესაბამისად, რაც შესაძლოა აისახოს თითოეული ფონდის ერთეულის კაპიტალიზაციით, დივიდენდის მიღებითა თუ სხვა სახის განაწილებული მოგებით და საინვესტიციო ფონდის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფარგლებში გადახდილი გადასახადით. აღნიშნული ამონაგები სახსრები შესაძლებელია მოხმარდეს დარგების მდგრადობას, კერძოდ, საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების შედეგად დასაფინანსებელი მიმართულებები დაფინანსდნენ არა ბიუჯეტიდან, არამედ ფონდში მიღებული ამონაგებით. საინვესტიციო საქმიანობას ახასიათებს დამოუკიდებელი საკრედიტო, საბაზრო, საპროცენტო განაკვეთების და სავალუტო რისკები, აღნიშნული რისკები მთავრობის თანხმობის მექანიზმით იქნება მინიმიზირებული და გადაზღვეული. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებითი გავლენა აგრეთვე შეიძლება იქონიოს პროექტით განსაზღვრული ახალი საინვესტიციო ფონდის დაფუძნებამ, კერძოდ თითოეული საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის სახით - 2,000 ლარი ხოლო თითოეული საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის სახით - 5,000 ლარი. ასევე შესაძლოა არ მოხდეს ახალი საინვესტიციო ფონდის დაფუძნება და მოხდეს საზღვარგარეთ უკვე დაფუძნებული უცხოური საინვესტიციო ფონდის აღიარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ან მონაწილეობა უკვე დაფუძნებულ ადგილობრივ საინვესტიციო ფონდში. აღნიშნულ შემთხვევებში დაფუძნებასთან დაკავშირებული შემოსულობები აღარ იქნება გათვალისწინებული. მოლოდინი არის რომ მომდევნო სამი წლის მანძილზე ასეთი ტიპის მხოლოდ რამოდენიმე ერთეული ფონდი შეიძლება დაფუძნდეს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო შეძლებს შესაბამის საინვესტიციო ფონდში მონაწილეობა მიიღოს 2022 წლის ბიუჯეტითა და შემდგომი წლების BDD გეგმით გათვალისწინებული სახსრების გამოყენებით. კერძოდ, საქართველოს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში და რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოშია მობილიზებული, გადანაწილებულია შემდეგნაირად - 2022 წელს 1,500,000 ლარი, 2023 წელს 2,500,000 ლარი, 2024 წელს 5,000,000 ლარი და 2025 წელს 7,000,000 ლარი. ჯამში ამ მომენტისათვის და ვენჩერული კაპიტალის ფონდებში ინვესტირებისათვის გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი. გამოყოფილი თანხა მოიცავს ყველა ტიპის მართვის საკომისიოს და ფონდთან დაკავშირებულ სხვა გადასახდელ ხარჯებს (აუდიტორი, იურიდიული და სხვა სახის არა მართვასთან დაკავშირებული ფონდის ხარჯები) გასათვალისწინებელია, რომ გარდა ამჟამად გამოყოფილი სახსრებისა, შესაძლოა დამატებითი სახსრების გამოყოფა მოხდეს მომავალში საინვესტიციო ფონდების ბაზრის სტიმულირებისათვის. საინვესტიციო ფონდისათვის დამახასიათებელია ისეთი ხარჯები როგორც მართვის საკომისიო, რომელიც როგორც წესი პასიური ინვესტირების შემთხვევაში 0.5%-ია ხოლო აქტიური ინვესტირების შემთხვევაში 2%-4%, რასაც ემატება რიგ შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის მიერ დაწერილი მოგების 20%-ი რომელიც მოგების განაწილების შემდეგ გადაიხდევინება საინვესტიციო ფონდის მმართველზე. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ფონდის აღნიშნული ამონაგები შესაძლებელია მოხმარდეს დარგების მდგრადობას, კერძოდ, საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების შედეგად დასაფინანსებელი მიმართულებები დაფინანსდნენ არა ბიუჯეტიდან, არამედ საინვესტიციო ფონდში მიღებული ამონაგებით, ეს კი იქონიებს დადებით გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ქართულ სამეწარმეო სექტორზე. კერძოდ, მობილიზებული კაპიტალი მიმართული იქნება ისეთ საინვესტიციო ფონდებში, რომლებიც თავის მხრივ დააფინანსებენ და განავითარებენ ადრეულ სტადიაზე მყოფ კომპანიებს. ფინანსური შედეგების თვალსაზრისით, კანონპროექტის მიღებით, საქართველოში დაფუძნებულ, საქმიანობის საწყის ეტაპზე მყოფ, მცირე და საშუალო ბიზნესებს გაეზრდებათ წვდომა არასაბანკო დაფინანსებაზე პროექტის მიღების შედეგად, აგრეთვე სარგებელს ნახავენ თავად ასეთ ფონდში სხვა კერძო ინვესტორები, რომლებიც საინვესტიციო ფონდში მონაწილეობისათვის გარკვეულ თანხას დააბანდებენ. ნებისმიერმა ინვესტორმა საინვესტიციო ფონდში დაბანდებისას უნდა გამოიჩინოს ყურადღება და კარგად წაიკითხოს საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა და ამ ფონდთან დაკავშირებული რისკები, რადგან რისკი-მოგების პროფილი ყველა საინვესტიციო ფონდისათვის და აგრეთვე პერსონალურად ინვესტორისათვის განსხვავებულია. ამრიგად, ინვესტორმა როგორც შეიძლება მაღალი მოგება მიიღოს, აგრეთვე შესაძლოა თავის მიერ დაბანდებული სახსრების ნაწილი დაკარგოს. აგრეთვე აღსანიშნავია, საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული გასაწევი ხარჯები, როგორიცაა საკომისიოები (აქტიური ან პასიური პორტფელის მართვასთან დაკავშირებული შესაბამისი საკომისიოები), ფონდის ხარჯები (აუდიტი, იურიდიული მომსახურება და სხვა), სადამფუძნებლო ხარჯები, მმართველის მოგების ხარჯები და თანდაყოლილი რისკები (საპროცენტო რისკები, საბაზრო რისკები, საკრედიტო რისკები და სხვა). გარდა მეწარმისა და ინვესტორისა, სარგებელი შესაძლოა ნახონ, როგორც აქტივების მმართველმა კომპანიებმა ასევე სპეციალიზებულმა დეპოზიტარებმა. თუმცა ამ ორი სუბიექტის მიერ შეთავაზებული მომსახურების სავალდებულოდ გამოყენების წესი საინვესტიციო ფონდისათვის კანონით დადგენილი არ არის. მით უფრო, რომ პირველი 3 წლის მანძილზე ძირითადად შეიძლება დაფუძნდეს რეგისტრირებული (და არა ავტორიზებული) საინვესტიციო ფონდები, ასეთ შემთხვევაში სპეციალიზებულ დეპოზიტარზე მოთხოვნა არ იქნება, რაც შეეხება აქტივების მმართველ კომპანიას, ასეთი მოთხოვნა არ იქნება სავალდებულო თუ საინვესტიციო ფონდი, რომელსაც ის უნდა მოემსახუროს იქნება იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ საკუთარი საინვესტიციო ფონდის აქტივების მართვას განახორციელებს. არსებობს სხვა გზებითაც აღნიშნული მომსახურების მიღების საშუალება, კერძოდ შეიძლება უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის ჩართვა, რა შემთხვევაშიც საქართველოში გასაწევი დაფუძნების ხარჯი გამოირიცხება. ორივე სუბიექტის შემთხვევაში, მათი სარგებელი დაკავშირებული იქნება თუ რამდენი და რა ზომის, წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდი გამოჩნდება ბაზარზე და დაიჭერს მათთან ურთიერთობას. ხარჯვით ნაწილზე, ეს ორივე სუბიექტი შესაძლოა დაფუძნდეს კონკრეტულად პროექტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის დაფუძნებისათვის, რა შემთხვევაშიც მათ მოუწევთ გარკვეული ხარჯის გაწევა. აქტივების მმართველის შემთხვევაში ეს იქნება - რეგისტრირებული აქტივების მმართველის შემთხვევაში 2,000 ლარი, ხოლო ლიცენზირებულის შემთხვევაში 5,000 ლარი. რაც შეეხება სპეციალიზებულ დეპოზიტარს აღნიშნული სუბიექტის/ფუნქციის შესრულების მიმართ საქართველოს ეროვნულ ბანკს საკმაოდ მაღალი სტანდარტი გააჩნია. შესაბამისად ასეთ ფუნქციას (თუ მისი საჭიროება დადგება) შეასრულებენ მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები ან საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი. პროექტით განსაზღვრული სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც საინვესტიციო ფონდების ზედამხედველი, საკუთარი ტექნიკური და ადამიანური რესურსის ფარგლებში განახორციელებს ამ საინვესტიციო ფონდების ზედამხედველობას. შინაარსით ამ პროექტით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდები არ განსხვავდებიან „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული საინვესტიციო ფონდებისაგან, შესაბამისად მათი ზედამხედველობა არ საჭიროებს დამატებით კვალიფიკაციას, რაც დამატებით ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ხოლო თუ ასეთი ხარჯების გაზრდის საჭიროება დადგება, იგი დაფინანსებული იქნება თავად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი, გოჩა ენუქიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი, გოჩა ენუქიძე