„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ერთი მოსმენა
✓ 66 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის (საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.05.2017,
სარეგისტრაციო კოდი: 340150000.05.001.018458) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი და მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს
2024 წლის 31 დეკემბრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2017 წლის 17 მაისის (N859-IIს) „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის თანახმად, 2022 წლის 31
დეკემბრიდან
აკრძალულია
თამბაქოს
ნაწარმის
რეალიზაცია/განლაგება
სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე.
ამავე ცვლილებების პაკეტით უკვე აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის დახურულ სივრცეში
მოწევა, თამბაქოს შიდა და გარე ხილვადობა, მომხმარებელთან კომუნიკაცია, რეკლამა.
ასევე, ამოქმედდა სამედიცინო გაფრთხილებების დატანის ვალდებულება და კომპანიებს
დაეკისრათ თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის
წარდგენის ვალდებულება.
ხუთ წლიანი პერიოდის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმული
კომპანიების მიერ მუდმივად ხდებოდა პროდუქტის არსებულ კანონმდებლობასთან
მორგება და დღეის მდგომარეობით დარჩენილია მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის
სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია/განლაგების ვალდებულების
ამოქმედება, რაც ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის - შეფუთვის, შეფუთვის ფერის,
წარწერების და ნიშნების, ზედაპირის, ხმის სურნელის და ჩანართის, ჩასაფენისა და
ფოლგის, გარსის, ფორმის, ზომისა და შეფუთვის გახსნის, სიგარეტისა და სიგარის ღერების
სტანდარტიზებულ შეფუთვას.
კომპანიების განმარტებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე, საქართველოს
ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქცია ძირითადად უკრაინის ქარხნებში
იწარმოებოდა. მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში პროდუქციის წარმოება
შეუძლებელი გახდა კონფლიქტის პირველივე დღეებიდან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს
წარმოების სხვადასხვა ქვეყნებში გადატანა, იმისათვის რომ მოხდეს საქართველოს
ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისი რაოდენობისა და სახეობების
თამბაქოს პროდუქტის იმპორტი.
ნორმალურ პირობებში, მსგავსს ახალ შეზღუდვასთან შესაბამისობის მიზნით, წარმოების
გადაწყობა სექტორისთვის საკმაოდ გრძელვადიან მოსამზადებელ და გადაიარაღების
პროცესს გულისხმობს, რომლის დასაწყებად აუცილებელი იყო ტექნიკური რეგლამენტის
არსებობა. უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კი, ეს პროცესი უფრო
ხანგრძლივი და კომპლექსური გახდა, რადგან ნაცვლად ერთ ქარხანაში
სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების დანერგვისა, კომპანიებს უწევთ
რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში შესაბამისი პროცესების გადაწყობა, რომელიც
2023 წლის 1 იანვრამდე შეუძლებელი იქნება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ
ქარხნებში ამ მომენტისთვის წარმოება მიმდინარეობს ე.წ საგანგებო რეჟიმში, რადგან
წარმოების მსგავსი დანაწევრება არ წარმოადგენს კომპანიების ნორმალურ პრაქტიკას და
იმისათვის, რომ მოხდეს სტანდარტიზებულ შეფუთვაზე გადასვლა, პირველ რიგში უნდა
მოხდეს წარმოების ნორმალიზება, რასაც საჭიროებს 12-24 თვემდე ვადას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმულ
კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში, ნაცვლად ერთ ქარხანაში
სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების გადაწყობა, აღნიშნული უფრო
ხანგრძლივ და კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს, რაც კანონით განსაზღვრული
ღონისძიებების გათვალისწინებულ ვადაში განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი კანონის პროექტი იძლევა შესაძლებლობას კომპანიებმა მოახდინონ
თავისი წარმოების არსებულ რეალობასთან ადაპტირება (უკრაინაში საომარი
მოქმედებები) რადიკალური დანაკარგების გარეშე, ამასთან თავიდან იქნეს აცილებული:
უკანონო ვაჭრობა/კონტრაბანდა, გაზრდილი კონტრაბანდული პროდუქციის ოდენობის
ბაზარზე შემოდინება, ლეგალური პროდუქციის გაყიდვების შემცირება და დამატებითი
დეფიციტი საბიუჯეტო შემოსავლებზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტით თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის ან/
და განლაგების შესახებ მარეგულირებელი ნორმები, აგრეთვე მთავრობის მიერ
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვადა განისაზღვრა 2024 წლის 31
დეკემბრიდან, ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბრისა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
ასეთი არ არსებობს
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2024 წლის 31 დეკემბერს, ვინაიდან დაცულ იქნას თამბაქოს
იმპორტიორი კომპანიების მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან
დაკავშირებული უფლებები და კანონიერი ინტერესები, კერძოდ, უკრაინაში შექმნილი
სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდეს წარმოების პროცესების გადაწყობა,
რასაც ესაჭიროება 12-24 თვე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
დაჩქარებული წესით კანონის პროექტის განხილვა არ არის მოთხოვნილი
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
იმ შემთხვევაში თუ კანონით გათვალისწინებული ვადის გადაწევა არ მოხდება, ახალი
მიწოდების ბაზრებზე გადამისამართების პირობებში სტანდარტიზებული შეფუთვის
მოთხოვნებთან შესაბამისობა დროულად ვერ განხორციელდება, რამაც შესაძლოა შექმნას
პროდუქციის დეფიციტი მარაგების არარსებობის მხრივ, რაც ნეგატიურ გავლენას
მოახდენს საბიუჯეტო შემოსავლებზე და გამოიწვევს მათ შემცირებას.
ამასთან, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევით
განხორციელებული იმპორტი და რეალიზაცია 2022 წლის 31 დეკემბრიდან გამოიწვევდა
სამეწარმეო
საქმიანობის
განმახორციელებელი
სუბიექტების
დაჯარიმებას
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული 5 000 ლარის
ოდენობით.
თამბაქოს
ნაწარმის
სტანდარტიზებული
შეფუთვის
გარეშე
რეალიზაცია/განლაგების ვალდებულების ამოქმედებისა და შესაბამისად სანქციის ძალაში
შესვლის გადავადება შეამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტის პოტენციურ შემოსავლებს,
რომელსაც მიიღებდა იმ სამართალდარღვევათა რაოდენობის პროპორციულად, რომელსაც
ჩაიდენდნენ სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები მომდევნო 2 წლის
განმავლობაში.
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენაზე უფრო ნათელ წარმოდგენას იძლევა
საქართველოში
2019-2022
წლებში
(2022
წლის
4
აპრილის
მდგომარეობით)
განხორციელებული თამბაქოს (სიგარები, სიგარები წაჭრილი ბოლოებით, სიგარილები
(წვრილი სიგარები) და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან (სეს ესნ 2402))
იმპორტის შესახებ სტატისტიკა და დარიცხული გადასახადების შესახებ ინფორმაცია.
წონა კგ
ღირებ. ლარი
4761010,54
5204334,24
5516749,12
200 950 679,81
222 812 816,43
259 720 723,80
სულ იმპორტირებული
დარიცხული გადასახდელები
იმპორტის
გადასახადი
სულ
აქციზი
773 533 548,00
985 576,00
623 903 561,00
921 843 417,90
998 491,00
746 237 203,50
1 044 864 234,68
761 277,00
845 098 472,32
200919,68
11 015 148,80
40 469 289,74
14 199,00
32 601 532,30
7 853 558,44
სულ04/04
179161,09
380080,77
8 731 739,37
19 746 888,18
35 115 643,80
75 584 933,54
195 033,00
209 232,00
28 232 026,90
60 833 559,20
6 688 583,90
14 542 142,34
ჯამი
15862174,67
703 231 108,21
2 815 826 134,12
2 954 576,00
2 276 072 796,02
536 798 762,10
პერიოდი
2019
2020
2021
01/01 –
დღგ
148 644 411,00
174 607 723,40
199 004 485,36
23/02–
24/02
2022
მათ შორის უკრაინიდან
პერიოდი
2019
2020
2021
01/01 –
23/02–
24/02
2022
04/04
სულ
ჯამი
წონა კგ
ღირებ. ლარი
3961117,03
4199474,9
4496767,32
175 038 482,19
191 207 862,56
228 641 702,38
%
87,11%
85,82%
88,03%
სულ
638 459 585,00
744 733 789,67
860 704 383,57
დარიცხული გადასახდელები
იმპორტის
გადასახადი
%
აქციზი
82,54%
0,00
514 367 280,00
80,79%
0,00
601 963 112,20
82,37%
54 196,00
694 478 750,62
181991,47
10 239 690,11
92,96%
36 714 116,62
90,72%
0,00
29 551 671,50
7 162 445,12
101363,23
5 438 439,90
62,28%
20 043 624,00
57,08%
0,00
16 156 529,50
3 887 094,50
283354,7
12940713,95
15 678 130,01
610 566 177,14
79,40%
86,82%
56 757 740,62
2 300 655 498,86
75,09%
81,70%
0,00
54 196,00
45 708 201,00
1 856 517 343,82
11 049 539,62
444 083 959,04
დღგ
124 092 305,00
142 770 677,47
166 171 436,95
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი ცვლილება დადებით გავლენას იქონიებს იმ პირებზე რომელთა მიმართაც
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება,
კერძოდ,
სამეწარმეო
საქმიანობის
განმახორციელებელ იმპორტიორ კომპანიებზე, ვინაიდან, კანონის პროექტი იძლევა
შესაძლებლობას კომპანიებმა მოახდინონ თავიანთი წარმოების არსებულ რეალობასთან
ადაპტირება (უკრაინაში საომარი მოქმედებები) რადიკალური დანაკარგების გარეშე.
ამასთან, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია,
თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ვალდებულების გადავადება
აღარ გამოიწვევს მათ დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით
განსაზღვრული ჯარიმით - 5 000 ლარის ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
ბ 1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის
მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი;
გოჩა ენუქიძე; გელა სამხარაული; ისკო დასენი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის
სონღულაშვილი; გოჩა ენუქიძე; გელა სამხარაული; ისკო დასენი.
წევრები:
დავით