საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ზაალ უდუმაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ზაალ უდუმაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ზაალ უდუმაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ (ეს პროექტი) დასკვნა
- საქართველოს პარლამენტის წევრის ზაალ უდუმაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დასკვნა
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-06-09
კომიტეტის სხდომის ნომერი 70
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2022 წლის 9 ივნისი, 10.30 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის წევრის ზაალ უდუმაშვილისათვის
საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2022 წლის 9 ივნისი, 10.30 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N70
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, ლევან
ბეჟაშავილი, ირმა ზავრადაშვილი, დავით კაჭარავა, თამარ კორძაია, პაატა მანჯგალაძე,
სავალან მირზოევი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საქართველოს პარლამენტის წევრის ზაალ უდუმაშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის
პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის ზაალ უდუმაშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის
ზაალ უდუმაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის საკითხს, მის მიერ 2022 წლის 30 მაისს საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს
პარლამენტის წევრის ზაალ უდუმაშვილის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის
შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი
წერილობითი განცხადების
ნამდვილობა და მოამზადა დასკვნა, აგრეთვე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს ზაალ უდუმაშვილს ვადამდე
შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს
პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
აზრი გამოთქვეს:
ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის ზაალ უდუმაშვილისათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, რა თქმა უნდა, სრულ
შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტთან, მაგრამ მემკვიდრეობის, პროპორციულობის პრინციპის (რომელიც
საკანონმდებლო ორგანოს ფორმირების მთავარი პრინციპია) დაცვის მიზნით,
აქტუალური და უპრიანიც იქნება, რომ დაიწყოს კონსულტაციები უმრავლესობასა და
ოპოზიციას შორის, რათა ადგილმონაცვლეობის საკითხი გადაწყდეს საკანონმდებლო
დონეზე, ვინაიდან საარჩევნო სიების გაუქმების გადაწყვეტილება, იმჟამინდელი
პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მიღებული იყო ოპოზიციის მიერ.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ლევან ბეჟაშვილის მიერ დაყენებული საკითხი,
პირველ რიგში არის პოლიტიკური საკითხი და მხოლოდ პოლიტიკური
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს საკითხის იურიდიული
გადაწყვეტა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოხსენებაში, საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული საქმიანობის
ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის თაობაზე, აღნიშნული იყო თუ რა პოლიტიკური გზა
იქნება გასავლელი, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სრული კონსენსუსის
მიღწევის მიზნით. რაც უფრო დროულად დაიწყებს ოპოზიცია სვლას პოლიტიკური
კონსენსუსის მიმართულებით, მისი აზრით, მით უფრო შესაძლებელი და მარტივი
იქნება მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, პოლიტიკური, საგნობრივი
კონსულტაციების გამართვა.
გურამ მაჭარაშვილმა ლევან ბეჟაშვილის მიერ დასმულ საკითხთან დაკავშირებით
აღნიშნა, რომ თვითონ ნაციონალური მოძრაობა საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს,
ვინაიდან მისი მთელი რიგი წევრები, დღესაც თვლიან, რომ იმყოფებიან
არალეგიტიმურ პარლამენტში. ადგილმონაცვლეობის საკითხის დარეგულირება, მისი
აზრით, შესაძლებელია სამართლებრივი გზით, მაგრამ ამისათვის საჭიროა პარტიას
ჰქონდეს ერთიანი პოზიცია, იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტი არის
ქმედითი ორგანო, სადაც თითოეული პარლამენტის წევრის საქმიანობა უაღრესად
მნიშვნელოვანია.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის ზაალ უდუმაშვილისათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გაეგზავნოს პარლამენტის ბიუროს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 8 წევრი
მომხრე -7 წევრი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაეგზავნოს საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის წევრის ზაალ უდუმაშვილისათვის პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
2