„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა (რიმა) ბერაძე, ნინო წილოსანი, ლევან მგალობლიშვილი, გოჩა ენუქიძე
ნომერი
#07-3/220/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის 4 ლარი; ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 11 ლარს; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გარდა ყველა სხვა მშენებლობისათვის 10 ლარს.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 176 მუხლი: „მუხლი 176. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა 2025 წლამდე 1. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე შეადგენს არაუმეტეს 7 ლარს, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე - არაუმეტეს 9 ლარს. 2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობა 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე შეადგენს არაუმეტეს 6 ლარს, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე - არაუმეტეს 8 ლარს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში - კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებით: მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია, რომ სამშენებლო საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნული უფლების მოპოვებისათვის კანონმდებლობა ადგენს სანებართვოი მოსაკრებელს. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი კი თავის მხრივ წარმოადგენს ადგილობრივ მოსაკრებელს. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები და ამხანაგობები იხდიან სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვა გაიცემა მუნიციპალიტეტების მიერ. ცხადია ნებართვის გაცემა დაკავშირებულია შესაბამის ადმინისტრაციულ რესურსთან, როგორც ადამიანური ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თვალსაზრისით. ამასთან, რაც მეტია მოთხოვნა, რასაკვირველია მეტია რესურსის საჭიროებაც. დღეის მდგომარეობით, მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარს, რაც არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით საგრძნობლად დაბალია. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას 4 ლარიდან 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარიდან 11 ლარამდე. ამასთან, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ ეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობებს, რა დროსაც მოსაკრებლის ოდენობა ისევ დარჩება არაუმეტეს 4 ლარი (ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის). ამასთანავე, იმის გათვალისწინებით რომ მოსაკრებლის გადამხდელისათვის ეს ზრდა არ იყოს დაუგეგმავი ფინანსური ხარჯის ზრდა, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, კერძოდ: 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 8 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 10 ლარამდე. რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან 7 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 9 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ლარამდე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტით გათვალისწინებული მე-6 მუხლის მე-2 პუნქტითა და 176 მუხლით განსაზღვრული საკითხები მოწესრიგებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, ამ საკითხების ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება ადმინისტრირების პროცესებზე. პროექტის მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოებს (მუნიციპალიტეტებს) მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა ბიუჯეტში (გამომდინარე იქიდან, რომ კანონით დადგენილი მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება და შესაბამის მუნიციპალიტეტსაც, თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეძლება მის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც გაზარდოს ამ მოსაკრებლის ოდენობა კანონით დადგენილ მაქსიმალური ოდენობის ზღვრის ფარგლებში). დამატებითი რესურსის მობილიზება კი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ნებართვის გაცემის ადმინისტრირების პროცესს. კანონპროექტის მიღება, გავლენას იქონიებს თავად სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელზეც, გამომდინარე იქიდან, რომ ეტაპობრივად, წლების მიხედვით მოხდება სანებართვო მოსაკრებლის ოდენობის ზრდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მოსაკრებლის გადამხდელის მიერ გადახდილი გაზრდილი ოდენობა, რომელიც სრულად მიიმართება ადგილობრივ ბიუჯეტში, ერთმნიშველოვნად შეუწყობს ხელს პროცესის ადმინისტრირების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებები: 1. ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული პუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით: საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარს. კანონპროექტის მიხედვით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა კვლავ რჩება იგივე ოდენობა (არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს), ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის იზრდება და არ უნდა აღემატებოდეს 11 ლარს, ასევე სხვა დანარჩენი შემთხვევისათვის იზრდება დადგენილი მოსაკრებელი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს. 2. კანონს ემატება 176 მუხლი. ეს მუხლი არის მოქცეული კანონის გარდამავალ დებულებებში, გამომდინარე იქიდან რომ იგი ადგენს ძირითადისაგან განსხვავებულ რეგულაციას. კერძოდ, კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსაკრებლის ოდენობა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობების შემთხვევის გარდა იზრდება 4 ლარიდან არაუმეტეს 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობებისათვის 5 ლარიდან 11 ლარამდე, თუმცა, იმის გათვალისწინებით რომ ეს ზრდა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ეს მუხლი სწორედ ამ რეგულაციას ეხება. ამ მუხლის მიხედვით ზუსტდება, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან მოსაკრებლის ოდენობა იქნება არაუმეტეს 6 ლარი, 2024 წლიდან - არაუმეტეს 8 ლარი, ხოლო 2025 წლიდან - არაუმეტეს 10 ლარი, რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან მოსაკრებლის ოდენობა იქნება არაუმეტეს 7 ლარი, 2024 წლის 1 იანვრიდან არაუმეტეს 9 ლარი და 2025 წლის 1 იანვრიდან არაუმეტეს 11 ლარი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია კანონპროექტის ამოქმედება 2023 წლის 1 იანვრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ 2023 წლამდე არ იგეგმება მოსაკრებლის ოდენობის ზრდა და ამ მხრივ რეგულაციები რჩება იგივე, რაც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის განსაზღვრული უკუძალის მინიჭება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი ითვალისწინებს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის ზრდა 2023 წლის 1 იანვრიდან ეტაპობრივად, წლების მიხედვით. სამშენებლო სექტორში ბიზნესის დაგეგმარებისათვის კი ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური დანახარჯების სტრუქტურის წინასწარ ცოდნა. შესაბამისად, რაც ადრე გახდება ცნობილი ამ სექტორისათვის დანახარჯების შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივია უფრო მომზადებული და ადეკვატური იქნება პროცესების მიმართ შესაბამისი ბიზნეს სექტორი (სამშენებლო პროცესებით დაინტერესებული სუბიექტები). აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მოხდეს კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით, ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, ყველა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება არსებული რესურსის ფარგლებში და ამისათვის არ იქნება საჭირო დამატებითი სახსრების გამოყოფა. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მაგალითად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტში წლიური შემოსულობა სანებართვო მოსაკრებლიდან არის საშუალოდ 12,5 მილიონი ლარი. მოსაკრებლის ოდენობის გაზრდის შემთხვევაში, ცხადია ეს თანხაც გაიზრდება პროპორციულად, წლების მიხედვით (დაახლოებით იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხდება მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა წლების მიხედვით). ამასთანავე, გასათვალისწინებელია რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზემოაღნიშნულ გავლენას იმ შემთხვევაში ექნება ადგილი, თუ შესაბამისი მუნიციპალიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას მის ადმინისტრაციულ საზღვრებში გაიზარდოს მოსაკრებლის უკვე დადგენილი ოდენობა კანონით განსაზღვრული ზედა ზღვრის ფარგლებში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით ხდება მოსაკრებლის ოდენობის ზრდა ეტაპობრივად, შესაბამისი წლების მიხედვით, თუმცა, აღნიშული ღონისძიებების განხორციელება, შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტების არსებული რესურსის ფარგლებში და ამისათვის არ იქნება საჭირო დამატებითი სახსრების გამოყოფა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას იმ პირებზე ვისზეც ეს კანონპროექტი ვრცელდება, კერძოდ მოსაკრებლის გადამხდელებზე კანონპროექტის მიხედვით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევების გარდა, იზრდება მოსაკრებლის ოდენობა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის 4 ლარიდან არაუმეტეს 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარიდან არაუმეტეს 11 ლარამდე. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას ეტაპობრივად 2023 წლიდან 6 ლარამდე, 2024 წლიდან 8 ლარამდე და 2025 წლიდან 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლიდან 7 ლარამდე, 2024 წლიდან 9 ლარამდე და 2025 წლიდან 11 ლარამდე. მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის, ცხადია მოსაკრებლის გადამხელზე იქონიებს გავლენას იმდენად, რამდენადაც მას მოუწევს უფრო მეტი ოდენობის მოსაკრებლის გადახდა ბიუჯეტში. ამასთანავე, გასათვალისწინებელია რომ მოსაკრებლის გადამხდელზე ზემოაღნიშნულ გავლენას იმ შემთხვევაში ექნება ადგილი, თუ შესაბამისი მუნიციპალიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას მის ადმინისტრაციულ საზღვრებში გაიზარდოს მოსაკრებლის უკვე დადგენილი ოდენობა კანონით განსაზღვრული ზედა ზღვრის ფარგლებში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: დღეის მდგომარეობით, მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობებისათვის - არაუმეტეს 5 ლარს. წარმოდგენილი კანონპროექტი კი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობების შემთხვევის გარდა, ითვალისწინებს ამ მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას 4 ლარიდან 10 ლარამდე, ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობებისათვის 5 ლარიდან 11 ლარამდე, გამომდინარე იქიდან, რომ არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ოდენობა არის დაბალი და უფრო ეფექტური ადმინისტრირებისათვის საჭიროა მისი გაზრდა. ამასთანავე, იმის გათვალისწინებით რომ მოსაკრებლის გადამხდელისათვის ეს ზრდა არ იყოს დაუგეგმავი ფინანსური ხარჯის ზრდა, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, კერძოდ: 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 8 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობებისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან 7 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 9 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ლარამდე. აქვე გასათვალიწინებელია, რომ მოსაკრებლის ოდენობის ზრდაზე საბოლოოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შესაბამისმა მუნიციპალიტეტმა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს საქართველოს მრავალმხრივ უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა (რიმა) ბერაძე, ნინო წილოსანი, ლევან მგალობლიშვილი, გოჩა ენუქიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა (რიმა) ბერაძე, ნინო წილოსანი, ლევან მგალობლიშვილი, გოჩა ენუქიძე.