„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ერთი მოსმენა
✓ 66 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, (www. matsne.gov.ge), 30.05.2017, სარეგისტრაციო კოდი: 020000000.05.001.018456) მე2 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 1558 მუხლი
და ამ კანონის პირველი მუხლის მე-19 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 31
დეკემბრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების განხორციელება
განპირობებულია
„თამბაქოს
კონტროლის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
განსახორციელებელი ცვლილებით.
ვინაიდან, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1558-ე მუხლით 2022
წლის 31 დეკემბრიდან გათვალისწინებულია 5 000 ლარის ოდების ჯარიმა თამბაქოს
ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციისთვის, აგრეთვე თამბაქოს
ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევისთვის, ხოლო „თამბაქოს
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, თამბაქოს ნაწარმის
სტანდარტიზებული
შეფუთვით
რეალიზაციის
ან/და
განლაგების
შესახებ
მარეგულირებელი ნორმების, აგრეთვე მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების შემუშავების ვადა განისაზღვრა 2024 წლის 31 დეკემბრიდან, ნაცვლად 2022 წლის
31 დეკემბრისა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის შესაბამისი
ცვლილება, რომლითაც შესაბამისობაში მოდის გათვალისწინებული ამოქმედების ვადები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესაბამისობაში მოყვანა „თამბაქოს
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით“
გათვალისწინებული
სანქციებისთვის ამოქმედების ვადის გადაწევა იძლევა შესაძლებლობას კომპანიებმა
მოახდინონ თავისი წარმოების არსებულ რეალობასთან ადაპტირება (უკრაინაში საომარი
მოქმედებები) რადიკალური დანაკარგების გარეშე, რაც შესაბამისობაშია „თამბაქოს
კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით შემოთავაზებულ ცვლილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე
რეალიზაციის, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის
დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმების შემდგენი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილ პირებთან დაკავშირებული რეგულაციები
ამოქმედდება 2024 წლის 31 დეკემბრიდან, ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბრისა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
ასეთი არ არსებობს
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2024 წლის 31 დეკემბერს, ვინაიდან დაცულ იქნას თამბაქოს
იმპორტიორი კომპანიების მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან
დაკავშირებული უფლებები და კანონიერი ინტერესები, კერძოდ, უკრაინაში შექმნილი
სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდეს წარმოების პროცესების გადაწყობა,
რასაც ესაჭიროება 12-24 თვე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
დაჩქარებული წესით კანონის პროექტის განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან და არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით,
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის ან/და განლაგების
შესახებ მარეგულირებელი ნორმები, აგრეთვე მთავრობის მიერ კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების შემუშავების ვადა ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბრისა
განისაზღვრება 2024 წლის 31 დეკემბრიდან. შესაბამისად, „ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით“, ამ ნორმების დარღვევისთვის დაწესებული სანქციის
(ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით) ძალაში შესვლის თარიღიც ნაცვლად 2022 წლის 31
დეკემბრისა განისაზღვრება 2024 წლის 31 დეკემბრით. ეს ცვლილება შეამცირებს
სახელმწიფო ბიუჯეტის პოტენციურ შემოსავლებს, რომელსაც მიიღებდა იმ
სამართალდარღვევათა
რაოდენობის
პროპორციულად, რომელსაც
ჩაიდენდნენ
სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები მომდევნო 2 წლის
განმავლობაში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფო მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი ცვლილება დადებით გავლენას იქონიებს იმ პირებზე რომელთა მიმართაც
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება,
კერძოდ,
სამეწარმეო
საქმიანობის
განმახორციელებელ იმპორტიორ კომპანიებზე. ვინაიდან, თამბაქოს ნაწარმის
სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი
შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის
ოდენობით, კანონის პროექტი იძლევა შესაძლებლობას კომპანიებმა მოახდინონ თავისი
წარმოების არსებულ რეალობასთან ადაპტირება (უკრაინაში საომარი მოქმედებები)
რადიკალური დანაკარგების გარეშე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
ბ 1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი;
გოჩა ენუქიძე; გელა სამხარაული; ისკო დასენი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის
სონღულაშვილი; გოჩა ენუქიძე; გელა სამხარაული; ისკო დასენი.
წევრები:
დავით