საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიშების (№1-4020/22; 01.04.2022) განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
10.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-8478/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-8478/22 10-06-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს № 139/16, 11.04.2022 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი: ა) 2021 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (დასრულებული საქმეები); ბ) 2021 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (მიმდინარე საქმეები) (№1-4020/22; 01.04.2022). აღნიშნული ანგარიშები სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. მითითებული ანგარიშების სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 16 ივნისამდე. მიმდინარე წლის 10 ივნისს მოგვმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, რომელმაც ითხოვა დასახელებული საკითხის განხილვის ვადის გაგრძელება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით. ვითვალისწინებთ რა აღნიშნული კომიტეტის თხოვნას, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული ანგარიშების განხილვის ვადის 2 თვით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge