საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების განხორციელების შესახებ (№1-12170/21; 31.08.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-8494/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-8494/22 13-06-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე მართლმსაჯულების „არასრულწლოვანთა კოდექსში ცვლილების განხორციელების შესახებ“ (№ 1-12170/21; 31.08.2021) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 29 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის „არასრულწლოვანთა მიერ წარმოდგენილი მართლმსაჯულების კოდექსში საკანონმდებლო ცვლილების წინადადება განხორციელების შესახებ“. საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის დაკითხვისას კანონიერი წარმომადგენლის ჩანაცვლების წარმომადგენლით იმ შესაძლებლობას შემთხვევაში, როდესაც სხვა კანონიერი/საპროცესო კანონიერი წარმომადგენელი ამავდროულად არის რომელიმე მხარის მიერ დასაკითხი მოწმე და მხარე წარმოადგენს დასაბუთებულ შუამდგომლობას მისი დაკითხვის მოთხოვნით. როგორც საკანონმდებლო წინადადებიდან ირკვევა, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ აღნიშნული საკითხი იდენტიფიცირებული იქნა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შესწავლის პროცესში. გამოკვეთილი შესაძლო საკანონმდებლო ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად, საკანონმდებლო წინადადების ავტორს შემოთავაზებული აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 23-ე მუხლში იმგვარი ცვლილების თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge განხორციელება, რომლის შედეგად, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, პროკურორს/მოსამართლეს მიეცემა არასრულწლოვანი მოწმის/დაზარალებულის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის ჩანაცვლების უფლებამოსილება, თუკი: 1) მოქმედი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენელი არის რომელიმე მხარის მიერ მოწმის სახით დასაკითხი პირი; 2) მხარე ასაბუთებს, რომ მისი დაკითხვა მნიშვნელოვანია მისი პოზიციის გამყარებისთვის; 3) კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის ჩანაცვლება არ დააზიანებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. საკანონმდებლო წინადადების განხილვის პროცესში, კომიტეტის მიერ გამოთხოვილი იქნა საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მოსაზრებები საკანონმდებლო წინადადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით. კომიტეტის მიერ ასევე შესწავლილი იქნა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (N07-2/180; 15.03.2018) და მისი განხილვის პროცესში გამოთქმული მოსაზრებები/შესაბამისი კომიტეტების დასკვნები. წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი გახლდათ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში მართლმსაჯულების გამოვლენილი განხორციელების სირთულეების პროცესში ჩართული აღმოფხვრა ყველა და პროფესიის წარმომადგენლის მიერ ნორმათა ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის უზრუნველყოფა ამ ნორმათა უფრო ნათლად ჩამოყალიბების გზით. რაც შეეხება ცვლილების გამომწვევ მიზეზს, განმარტებითი ბარათის თანახმად აღნიშნული განპირობებული იყო შემდეგი გარემოებით: “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ, კოდექსის იმპლემენტაციასთან ერთად, მიმდინარეობდა პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების მონიტორინგი და ანალიზი. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს ფარგლებში მოქმედმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მულტიდისციპლინურმა სამუშაო ჯგუფმა თავი მოუყარა და გააანალიზა კოდექსის ნორმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული განსხვავებული მოსაზრებები და სხვადასხვა უწყების მიერ პროცესში გამოვლენილი ხარვეზები. სამუშაო ჯგუფმა გამოვლენილი გამოწვევებისთვის შეიმუშავა მოგვარების სხვადასხვა გზა: საკითხის მოგვარება საკანონმდებლო ცვლილებების გზით, საკითხის დაზუსტება კოდექსის კომენტარების შემუშავებით და შესაბამისი უწყებების მიერ საკუთარი კანონის შესაბამისი პრაქტიკის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული გამოწვევების დოკუმენტი (ანალიტიკური ხასიათის ცხრილი) და მათი მოგვარების გზები რამდენჯერმე იქნა განხილული მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ხოლო 2017 წლის 18 დეკემბერს განხილულ იქნა აგრეთვე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მოსაგვარებლად საკანონმდებლო მულტიდისციპლინური საქართველოს სხდომაზე, სამუშაო იუსტიციის სადაც დადასტურდა ცვლილების ჯგუფის სამინისტროს ზოგიერთი განხორციელების მუშაობის შედეგებზე ავტორობით ხარვეზის საჭიროება“.1 დაყრდნობით, შემუშავებული იქნა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც 2018 წლის 15 მარტს საქართველოს მთავრობის მიერ წარედგინა საქართველოს პარლამენტს განსახილველად. აღნიშნული კანონპროექტით, სხვა საკითხებთან ერთად, ცვლილება განხორციელდა მათ შორის კოდექსის 23-ე მუხლში, რომელიც არასრულწლოვანი მოწმის ინტერესების დასაცავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე პირების საკითხს არეგულირებს. ცვლილების თანახმად, კოდექსის 23-ე მუხლს დაემატა ახალი დებულება (მე-8 ნაწილი), რომლის მიხედვით, „საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – პროკურორი უფლებამოსილია, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის გამოკითხვას/დაკითხვას არ დაასწროს არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც იმავე საქმეში გამოსაკითხ პირად/მოწმედ მონაწილეობს“. საკანონმდებლო ინიციატივის შესწავლის პროცესში კომიტეტის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს ფარგლებში მოქმედი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების 1 იხ. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი (საკანონმდებლო ინიციატივა N072/180/9) საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებითი ბარათი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://parl.parliament.ge/file/1/BillReviewContent/178165?token=eyJhbGciOiJIUzUxMiJ9.eyJzdWIiOi JkbXV6YXNodmlsaSIsImV4cCI6MTYzODAxOTMyNn0.MPI3LdW_exkrBiRr8t2MvT1R3YLEvOvuVvil2 GIPzs1HyKUL1XKjt0U7o8Fpvi1puzKuz3tev76TuH_Z9zgKgA კოდექსის მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის სამუშაო დოკუმენტები, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 23-ე მუხლში მითითებული ცვლილების საჭიროება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ კოდექსი არ იძლეოდა მშობლის ჩამოშორების შესაძლებლობას, როცა მშობელი და ბავშვი იყვნენ ერთი საქმის მოწმეები და საჭირო იყო კანონში ასეთი შემთხვევებისთვის შესაბამისი რეგულაციის შემოღება. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებების დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ერთ-ერთ მთავარ მიზანს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ თითოეული უფლების დაცვა უნდა განხორციელდეს სხვა უფლებების დაურღვევლად და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის პოვნა სხვადასხვა უფლების ჰარმონიული თანაარსებობისა და სრულფასოვანი რეალიზაციისათვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოწმისა და დაზარალებულის უფლებების დაცვის კონტექსტში, აქტუალობას იძენს და ყურადღებას იპყრობს დაცვის უფლების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობა. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების გამოძახება და ისეთივე პირობებში დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკითაა დადგენილი, „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55). დაცვის უფლება სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი არსებითი ელემენტია და, ზოგადად, გულისხმობს პირთა შესაძლებლობას, „წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/1/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II61 ). საკანონმდებლო წინადადების განხილვისას, კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში შესაძლო ნაკლოვანების არსებობის თაობაზე დასკვნა ეფუძნება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის (რომელზეც სამართალწარმოება ჯერ არ არის დასრულებული) განხილვისას მოსამართლის მიერ გაკეთებული ნორმის განმარტების შედეგებს. კონკრეტული საკანონმდებლო მოსამართლის პოზიცია წინადადებიდან წარმოადგენს არ დგინდება, აღნიშნულ რომ საკითხთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის გამოვლინებას. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით საქმეზე არაა დასრულებული სამართალწარმოება, ამ საკითხთან დაკავშირებით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომიტეტისთვის ვერ იქნა წარმოდგენილი. კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონმდებლობის ცალკეული ნორმების განმარტება, ისევე როგორც მოსამართლის მიერ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განხილვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილების შეფასება, სცილდება კომიტეტის უფლებამოსილების ფარგლებს და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა შეიძლება გაიმართოს საერთო სასამართლოების სისტემაში საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაჩივრების მექანიზმების გამოყენებით ან საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის ფარგლებში. ამავდროულად, კომიტეტმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში 2018 წლის 30 მაისს განხორციელებული ცვლილების მიზეზისა და მიზნის, ასევე სადავო ნორმის შინაარსთან დაკავშირებით რელევანტური სახელმწიფო უწყებების მოსაზრებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ იდენტიფიცირებული, ნორმის განმარტების ინდივიდუალური შემთხვევა (რომელთან დაკავშირებითაც სამართალწარმოების პროცესი არ არის დასრულებული), ვერ ჩაითვლება საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად საქართველოს კანონმდებლობაში იმგვარი ნაკლოვანების არსებობის თაობაზე კატეგორიული დასკვნის გასაკეთებლად, რომლის აღმოფხვრაც განხორციელებას. გარდუვალად აღნიშნულიდან საჭიროებს გამომდინარე, საკანონმდებლო კომიტეტმა ცვლილების უარყოფილად ცნო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების განხორციელების შესახებ“. ამავდროულად, კომიტეტმა, გადაწყვეტილებისა, მიზანშეწონილად ავტორთან, ასევე სხვა მიუხედავად მიიჩნია დაინტერესებულ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო წინადადების პირებთან მუშაობის გაგრძელება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ცალკეული ნორმების (მათ შორის მოცემული ნორმის) გამოყენების პრაქტიკის შემდგომი შესწავლისა და არსებულ რეგულაციებში მეტი სიცხადის შემოტანის ან სხვა შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებების ინიციირების მიზნით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საჭიროებების გამოკვეთის