საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, რამინა (რიმა) ბერაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია ბითაძის, ნოდარ ტურძელაძის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას და გივი ჭიჭინაძის მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/214; 25.05.2022) საქართველოს კანონის პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია მენაღარიშვილი, ქეთევან დუმბაძე, რამინა (რიმა) ბერაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია ბითაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, გივი ჭიჭინაძე
ნომერი
#2-8525/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-8525/22 13-06-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, რამინა (რიმა) ბერაძის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია ბითაძის, ნოდარ ტურძელაძის, ირმა ზავრადაშვილის, ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას და გივი ჭიჭინაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (N07-3/214/10; 25.05.2022) წარმოდგენილი კანონპროექტების მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაცვა. იმის გათვალისწინებით, რომ მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხვის შემთხვევები ძალიან ხშირია, საჭირო გახდა სანქციების გამკაცრება, რაც გულისხმობს ჯარიმების გაზრდას. კერძოდ, 500 ლარიანი ჯარიმა გაიზარდოს 5 000 ლარამდე, ხოლო 1 000 ლარიანი ჯარიმა - 10 000 ლარამდე. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკაში ხშირია ექსპერტების მიერ არასწორი დასკვნების გაცემის შემთხვევებიც. ეს უკანასკნელი კი იწვევს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების შეცდომაში შეყვანას. სწორედ ამიტომ, მოცემული კანონპროექტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ არასწორი დასკვნის გაცემა გამოიწვევს დაჯარიმებას - 10 000 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია რაც შეიძლება მალე გამკაცრდეს პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევებზე, რათა დროულად მიეცეს პრევენციული ღონისძიების სახე და მაქსიმალურად მოხდეს მწვანე ნარგავების შენარჩუნება და მათ ხარისხობრივ შეფასებაზე არასწორი დასკვნების თავიდან აცილება. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ამრიგად, გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად მიიღოთ გადაწყვეტილება აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების თაობაზე. პატივისცემით, პარლამენტის წევრი მაია ბითაძე პარლამენტის წევრი მაია მენაღარიშვილი პარლამენტის წევრი ქეთევან დუმბაძე პარლამენტის წევრი რამინა ბერაძე პარლამენტის წევრი ირაკლი მეძმარიაშვილი პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი პარლამენტის წევრი ბექა დავითულიანი პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე