„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს კანონი „სახელმწიფო სერვისების განვითარების საააგენტოს
შესახებ“
(გამოქვეყნების წყარო:ვებგვერდი, 04/06/2012, სარეგისტრაციო კოდი:
040030000.05.001.016753) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:
მე-6 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკონსულო თანამდებობის პირის
მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში
გაწეული მომსახურების
დაწესებული საფასური არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ გაწეული იგივე
მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობებს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1-ლი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქციაა
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მომსახურება, თავის საქმიანობას
ახორციელებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ემიგრაციაში მყოფი
საქართველოს მოქალაქეთათვის იგივე მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით
შესაბამისი ფუნქციები დელეგირებული აქვთ საკონსულო თანამდებობის პირებს,
რომელთაც ისინი ახორციელებენ შესაბამის ქვეყნებში. „საქართველოს სერვისების
განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონით, სააგენტოსა და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში
საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული
საფასურის ოდენობების განსაზღვრის პრეროგატივა მიეკუთვნა საქართველოს მთავრობას
შესაბამისი დადგენილების გამოცემით. ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის დაწესებული
ვადები და გაწეული მომსახურების საფასურები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის
2011 წლის 29 დეკემბრის N508 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების
ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის
დამტკიცების შესახებ “ დადგენილებით. აღნიშნული დადგენილებით სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობები არ შეესაბამება
დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ
გაწეული იგივე მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობებს და ამ
მომსახურებების საფასურები საზღვარგარეთ არის 2-ჯერ და ზოგჯერ 3-ჯერ უფრო ძვირი.
მაგალითისთვის, საქართველოში საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის
გაცემის მომსახურების საფასური შეადგენს 150 ლარს, საზღვარგარეთ საკონსულო
დაწესებულების მეშვეობით - 130 აშშ დოლარს; საქართველოში განქორწინების რეგისტრაცია
და შესაბამისი მოწმობის გაცემა -45 ლარს, საზღვარგარეთ საკონსულოს მეშვეობით - 100 აშშ
დოლარს; სახელის ან გვარის შეცვლის, გვარის დადგენის, რეგისტრაციის საფასური - 55
ლარს, საზღვარგარეთ საკონსულოს მეშვეობით - 50 აშშ დოლარს და სხვა. ზემოაღნიშნული
სხვაობა, უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქისათვის შეუსაბამოდ მაღალ ფასში
გაწეული მომსახურება, შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს, რადგან არათანაბარ
მდგომარეობაში აყენებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და იკვეთება დისკრიმინაციის ნიშნები,
მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუცია გამორიცხავს დისკრიმინაციის ყოველგვარ
ნიშნებს, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად (საქართველოს კონსტიტუციის
11.1 მუხლი) და ამასთან, საქართველოს მოქალაქეთათვის განსაკუთრებული პირობების
შექმნის შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, მაღალმთიანი
რეგიონებისთვის (საქართველოს კონსტიტუცია 5.3 მუხლი). ამასთან, ქვეყნის დატოვებით
გამოწვეული მძიმე სოციალურ-ემოციური ფონი, რომელიც ძირითად შემთხვევებში ახლავს
ემიგრაციაში წასვლას, აუცილებლად უნდა გახდეს სახელმწიფოს მხრიდან ფრთხილი
მიდგომების საფუძველი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამომდინარეობს დისკრიმინაციის აღმოფხვრისა
და ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეთათვის ზრუნვის სტანდარტული
პირობების შექმნის მიზნით. ამიტომ „საქართველოს სერვისების განვითარების სააგენტოს
შესახებ“ კანონში შესაბამისი დამატების განხორციელებით, რომლითაც სერვისების
განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის
ოდენობები იქნება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო
თანამდებობის პირის მიერ გაწეული იგივე მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის
ოდენობების ტოლი, გამოიწვევს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ცვლილების
შეტანის აუცილებლობას
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროეტში განხორციელებული ცვლილება საზღვარგარეთ მყოფ ჩვენი ქვეყნის
მოქალაქეებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს საგადასახადო წნეხს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული
საფასურის ოდენობები უნდა შეესაბამებოდეს დელეგირებული უფლებამოსილების
ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული იგივე მომსახურებისთვის
დაწესებული საფასურის ოდენობებს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამებთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით,
რადგან კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ცვლილების ძალაში შესვლის თარიღად უნდა განისაზღვროს 2023 წლის 1-ლი იანვარი, რათა
შესაბამისი ცვლილებები დაიგეგმოს მომდევნო წლის ბიუჯეტში. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება:
დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტში ცვლილება არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს მითითებას, რადგან არ
არის დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯების დაფინანსებასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტით გათვალისწინებული მომსახურებებისთვის გადახდილი საფასურები
აკუმულირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბალანსზე,
შესაბამისად, მათი შემცირება გამოიწვევს სააგენტოს საკუთარი შემოსავლების კლებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
ცვლილება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
მითითებული ცვლილება მცირედით შეუმსუბუქებს საგადასახადო ტვირთს საქართველოს იმ
მოქალაქეებს რომლებიც იმყოფებიან საზრვარგარეთ.
ბ.ვ)კანონპროექტის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული
საფასურის ოდენობები უნდა შეესაბამებოდეს დელეგირებული უფლებამოსილების
ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული იგივე მომსახურებისთვის
დაწესებული საფასურის ოდენობებს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
არ არსებობს მსგავსი შინაარსის სამართლებრივი აქტი
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში.
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ
მიუღიათ
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ.
მსგავსი შეფასება არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას.
მსგავსი ტიპის გამოცდილება არ ყოფილა მიმოხილული
ე ) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის უფრაქციო დეპუტატები: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა
ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია.
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის უფრაქციო დეპუტატები: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა
ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია.