„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი
1.
საქართველოს
(გამოქვეყნების
წყარო:
კანონი
სსმ,
„საქართველოს
54,
საგადასახადო
12/10/2010,
კოდექსში“
სარეგისტრაციო
კოდი:
200000000.05.001.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
199-ე მუხლს „დ .დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული
ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო
ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 30000 ლარის
ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური
საქმიანობისათვის,
ხოლო
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური
წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო
მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით
მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო
სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1-ლი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
ქვეყანაში არსებულმა სოციალურ - ეკონომიკურმა მდგომარეობამ მკვეთრად გააუარესა ჩვენი
ქვეყნის მოქალაქეთა ფინანსური და მატერიალური ყოფა, რამაც ხელი შეუწყო მიგრაციის
გაზრდას. ის მოქალაქეები, რომლებიც მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებული
გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა, განიცდიდნენ არა მარტო ეკონომიურ სიდუხჭირეს, არამედ
მძიმე სოციალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან მოუწიათ
დაეტოვებინათ საკუთარი ქვეყანა და ოჯახები. მათი როლი ქვეყნის წინაშე მნიშვნელოვანია,
რადგან ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში სწორედ ისინი წარმოადგენენ ქართული ოჯახების
ეკონომიკური გადარჩენის თითქმის ერთადერთ წყაროს. ამიტომ ქვეყანის ვალია მათ
საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად შეუმსუბუქოს საგადასახადო ტვირთი.
ამის გათვალისწინებით, ცვლილებების ეხება უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის
შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ შესაბამისი სასაქონლო
ნომენკლატურით განსაზღვრულ საქონელზე, შესაბამისი ღირებულების საქონლის იმპორტს,
რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, იმპორტის
გადასახადისგან გათავისუფლება საქონელი, რომლის ღირებულება ნაცვლად 15000 ლარისა
შეადგენს - 30000 ლარს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა:
გარდა ზემოაღნიშნული ეკონომიკური მიზეზებისა ემიგრაციიდან დაბრუნებული
საქართველოს მოქალაქეებისათვის სასაქონლო იმპორტზე დაუბეგრავი მინიმუმი
შეუთავსებელია ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობასთან. არსებული დაუბეგრავი
მინიმუმი - 15 000 ლარი დადგინდა 1998 წელს და ამ ზღვარის დაწესების მომენტში - იყო 9
000 დოლარის ექვივალენტი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროეტში განხორციელებული ცვლილება ემიგრანტებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს
საგადასახადო წნეხს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევა ცვლილება, რომლიც ეხება უცხოეთში ყოველ 6
თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ
შესაბამისი სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრულ საქონელს, შესაბამისი
ღირებულების საქონლის იმპორტს, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური
საქმიანობისათვის, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება საქონელი, რომლის
ღირებულება ნაცვლად 15000 ლარისა შეადგენს - 30000 ლარს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამებთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით,
რადგან კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ცვლილების ძალაში შესვლის თარიღად უნდა განისაზღვროს 2023 წლის 1-ლი იანვარი, რათა
შესაბამისი ცვლილებები დაიგეგმოს მომდევნო წლის ბიუჯეტში. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება:
დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტში ცვლილება არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს მითითებას, რადგან არ
არის დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯების დაფინანსებასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
ცვლილება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
მითითებული ცვლილება მცირედით შეუმსუბუქებს საგადასახადო ტვირთს საქართველოს იმ
მოქალაქეებს, რომლებიც არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით
იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა.
ბ.ვ)კანონპროექტის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდება უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით
ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ შესაბამისი სასაქონლო
ნომენკლატურით განსაზღვრულ საქონელს, შესაბამისი ღირებულების საქონლის იმპორტი,
რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, რომლის ღირებულება
ნაცვლად 15000 ლარისა შეადგენს - 30000 ლარს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
არ არსებობს მსგავსი შინაარსის სამართლებრივი აქტი
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში.
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ
მიუღიათ
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ.
მსგავსი შეფასება არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას.
მსგავსი ტიპის გამოცდილება არ ყოფილა მიმოხილული
ე ) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის უფრაქციო დეპუტატები: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა
ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია.
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის უფრაქციო დეპუტატები: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა
ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია.