„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
🏛️ კომიტეტები
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
“უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული
ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკნონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge) 08.12.11, სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.016497),
მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ’’
თუ ის არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში
შემოსასვლელად
გადმოკვეთოს
ვიზა
ესაჭიროებათ,
საქართველოს
უფლებამოსილია
სახელმწიფო
საზღვარი
და
ვიზის
გარეშე
იმყოფებოდეს
საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის
მოქმედების ვადის განმავლობაში.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა
სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის
მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ - კავკასიურ ენებს, ამასთან ის არის იმ
სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა
ესაჭიროებათ, უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო
საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 დღე. აღნიშნული 30
დღიანი პერიოდი არასაკმარისია „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და
დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნებისა
და ამოცანების შესასრულებლად, ამიტომ ლოგიკურია ზემოაღნიშნულ პირებს
საქართველოში დარჩენის ვადად განესაზღვროთ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის
მოწმობის მოქმედების ვადის პერიოდი. აღნიშნული ვადის ცვლილებას ექნება
წამახალისებელი ეფექტი მოცემული პირების მიმართ, რათა უფრო მკაფიოდ გამოიხატოს
სახელმწიფოს თანადგომა ამ სტატუსის მატარებელი პირების მიმართ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის ხელს
შეწყობა,
საქართველოსთან კავშირი, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება
და
საქართველოში დაბრუნების მიზნები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული ვადის ცვლილებას ექნება წამახალისებელი ეფექტი მოცემული სტატუსის მქონე
პირების მიმართ, რათა უფრო მკაფიოდ გამოიხატოს სახელმწიფოს თანადგომა და ხელი
შეეწყოს
მათ საქართველოსთან კავშირს, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას და
საქართველოში დაბრუნების მიზნებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქე,
რომელიც კანონიერი საფუძვლით იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე , ამასთან ის
არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში
შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე
თანამემამულის სტატუსის მოწმობის ვადით, ნაცვლად 30 დღისა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამებთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით,
რადგან კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ცვლილების ძალაში შესვლის თარიღად უნდა განისაზღვროს 2023 წლის 1 იანვარი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება:
დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) :
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტში ცვლილება არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს მითითებას, რადგან არ
არის დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯების დაფინანსებასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
არ იქონიებს გავლენას
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
არ იქონიებს გავლენას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
ცვლილება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
არ იქონიებს ფინანსურ გავლენას
ბ.ვ)კანონპროექტის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
არ იქონიებს გავლენას
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
არ არსებობს მსგავსი შინაარსის სამართლებრივი აქტი
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში.
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა არ
მიუღიათ
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ.
მსგავსი შეფასება არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას.
მსგავსი ტიპის გამოცდილება არ ყოფილა მიმოხილული
ე ) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის უფრაქციო დეპუტატები: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა
ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია.
ვ ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის უფრაქციო დეპუტატები: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა
ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია.