„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე
ნომერი
#07-3/224/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. გარდა, ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 და 12 პუნქტები: „11. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებულ პირებს პენსიაზე უფლება წარმოეშობა - 60 წლის ასაკის მიღწევისას, ამასთანავე, ქალებს 55 წლის ასაკიდან, თუ აქვთ ბოლო 25 წლის განმავლობაში 25 წლიანი, ხოლო ქალებს ბოლო 20 წლის განმავლობაში 20 წლიანი შრომის უწყვეტი სტაჟი, მათ შორის, ამ პუნქტით განსაზღვრულ სამუშაო ობიექტებზე მუშაოების არანაკლებ 10 წლის სტაჟი. 12. ამ მუხლის 11 პუნქტის მიზნებისთვის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ობიექტები (შახტები და მაღაროები), ასევე, ასეთ ობიექტებზე დასაქმებულ პირთა პროფესიების ნუსხა, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.“. მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და 11 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ობიექტები (შახტები და მაღაროები, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) საჭიროებს ფიზიკურ შრომას და დიდ ადამიანურ რესურსებს, რადგანაც აღნიშნული სამუშაოები წარმოების მეთოდით საკმაოდ შრომატევადი და საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, მნიშვნელოვანია ახალი კონსტრუქციული და თანაზომიერი ჩარჩოებით სახელმწიფომ მოაწესრიგოს აღნიშნულ სამუშაოებზე საპენსიო ასაკით მოსარგებლე ფიზიკური პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მიმდინარე სამუშაოებზე ჩამოყალიბებულია რამდენიმე საფრთხის შემცველი წარმოება, მაგ: მეთანისა და სხვა აირების წარმოება, მუშაობა: შემოსაზღვრულ სივრცეებში, სიმაღლეზე რთული საყრდენების პირობებში, მასალებთან, რომლის ტრანსპორტირებაც და დამუშავებაც ძირითად შემთხვევებში ხელით ხორციელდება, წმენდითი სანგრევების აფეთქებით, ბუნებრივი აირის წარმოშობით და ა.შ. ყოველივე სამუშაო გულისხმობს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესაძლო მოსპობისა და დაზიანების რისკების მაღალ ალბათობას. სწორედ ამიტომ პრობლემურია ის საკითხი, რომ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირების სტანდარტული საპენსიო ასაკი შეუსაბამოა სამსახურეობრივ ვალდებულებებთან, საქმიანობასთან და არსებულ შრომის პირობებთან. კანონპროექტის მთავარი მიზანია სამართლებრივი კუთხით მოაწესრიგოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირებისთვის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და გაუმჯობესება, სახელმწიფო პენსიაზე უფლების წარმოშობის სპეციალური რეჟიმების შემოღება და არსებული სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისობა შრომის პირობებთან. კანონპროექტი გულისხმობს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირებისთვის სპეციალური საპენსიო წესებისა და რეგულაციების შემოღებას. კერძოდ, აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებული პირების პენსიაზე უფლების წარმოშობისთვის განსაზღვრული საპენსიო ასაკის შემცირებას და შრომის საერთო სტაჟის დადგენას. ევროპის ქვეყნებში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირების საპენსიო ასაკის შესახებ ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულია აღნიშნული სამუშაოების გათვალისწინებით სპეციალური საპენსიო წესების არსებობა. შემუშავებულია სტანდარტულ საპენსიო ასაკთან შედარებით განსხვავებული 1 პოლიტიკა . ასეთ ქვეყნებს (ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, საბერძნეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საფრანგეთი, სერბეთი, სლოვენია, სლოვაკია, უნგრეთი, ფინეთი) აქვთ პროფესიების/სექტორების სირთულის მიხედვით პირობითი სიები. ქვეყნებში, სადაც კანონი ცნობს მავნე პროფესიების სიას, საპენსიო უზრუნველყოფა ხდება სპეციფიკური საპენსიო წესებით საერთო საპენსიო სისტემაში. ასევე, სპეციალური საპენსიო სქემით, რომელიც მორგებულია მხოლოდ სხვადასხვა პროფესიებზე და სპეციალური საპენსიო სქემით, რომელიც მორგებულია ძალიან ვიწრო სპეციალიზაციის მცირე ადამიანების ჯგუფებზე. ყოველივეს გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარებისთვის და შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის, მნიშვნელოვანია შემუშავდეს და დადგინდეს საკანონმდებლო საზღვრები სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონში მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირების სპეციალური საპენსიო წესების განსაზღვრის მიზნით. საქართველოში აღიარებულია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების არსებობა, თუმცა, შემუშავებული და საკანონმდებლო გზით მოწესრიგებული არ არის აღნიშნული პროფესიული საქმიანობის კუთხით სამართლებრივი მიდგომები და სპეციალურ მომწესრიგებელ ნორმათა რეჟიმები. შესაბამისად, კანონპროექტი მიზნად ისახავს აღნიშნული პრობლემის სამართლებრივი გზით აღმოფხვრასა და პრევენციას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღების აუცილებლობას განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, ვინაიდან არსებულ დარგში საქმიანობა საკმაოდ ბაზისურია და შრომატევადი, შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ პირთა საპენსიო სტანდარტული ასაკი შეუსაბამოა არსებულ ევროკომისიის ევროპის სოციალური პოლიტიკის ქსელის (ESPN) ეროვნული პოლიტიკის კვლევის მიხედვით - საპენსიო რეჟიმები ევროპაში მძიმე ან სახიფათო სამუშაოებზე დასაქმებულთათვის, 2016 წელი https://op.europa.eu/en/publication-detail/-/publication/e23e8180-9ac9-11e6-868c-01aa75ed71a1 1 შრომის პირობებთან და გარემოებებთან. სპეციალური საპენსიო წესის პლატფორმის დანერგვა, რომელშიც იგულისხმება საპენსიო ასაკის შემცირება და შრომის საერთო სტაჟის დადგენა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირებისთვის, კანონპროექტის ინიციატივა უზრუნველყოფს არსებული პრობლემის მოგვარებას სამართლებრივად. საქართველოს სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონმდებლობით არ არის მოწესრიგებული საპენსიო ასაკის სპეციალური წესები მოპოვებითი ინდუსტრიული წარმოების ფარგლებში, რომელიც შეეხება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებულ პირებს, მნიშვნელოვანია ევროპის პრაქტიკის გათვალისწინებით, დადგინდეს რომ აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებული პირები სარგებლობენ პენსიაზე უფლების წარმოშობის განსხვავებული წესებით, უფლების წარმოშობის განსხვავებული საფუძვლებითა და კანონისმიერი მეთოდებით. მოცემული სტრუქტურული მახასიათებლების განსაზღვრა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება დასაქმებულ პირთა ნდობის გასამყარებლად სახელმწიფოს მიმართ და საერთაშორისო დონეზე თანასწორუფლებიანობის აღიარებისთვის. ქვეყნები,2 რომლებიც აღიარებენ, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე სპეციფიკური საპენსიო წესებით საერთო საპენსიო სისტემის არსებობას (ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, მაკედონია, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია) უზრუნველყოფენ საერთაშორისო სტანდარტებით დამყარებულ პოლიტიკას, ვინაიდან სახელმწიფოებში, სადაც აღნიშნული სამუშაოები არსებობს და განვითარებულია, სწორედ საკანონმდებლო აქტით, ეროვნული ღირებულებების დონეზე რეგულირდება სპეციალური საპენსიო რეჟიმები, შესაბამისად ჩვენი სახელმწიფო უზრუნველყოს საერთაშორისო პრაქტიკის შემოღებას არსებული კანონპროექტის საფუძველზე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, საქართველოში ჩამოყალიბდება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირებისთვის საპენსიო ასაკის შემცირებისა და შრომის საერთო სტაჟის განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტი, რომელიც იქნება დასაქმებული ფიზიკური პირების სპეციალური საპენსიო ასაკის მომწესრიგებელი სამართლებრივი ჩარჩო. მოხდება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის (GPRC) კვლევა „ჯანმრთელობისთვის მავნე სამუშაოებზე დასაქმებულთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხები სხვადასხვა ქვეყნებში“ N 02/00. 2 გაუმჯობესება და საქმიანობით განსაზღვრული შრომის პირობების საპენსიო ასაკთან შესაბამისობის დადგენა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი აწესრიგებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირების სახელმწიფო პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, საპენსიო ასაკს, შრომის მინიმალურ წლებს და მათ შორის უშუალოდ ზემოხსენებულ სამუშაოებზე დასაქმებულ პირთა სტაჟს. ამასთანავე კანონპროექტით დგინდება, რომ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ობიექტები (შახტები და მაღაროები), ასევე, ასეთ ობიექტებზე დასაქმებულ პირთა პროფესიების ნუსხა, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს კანონის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონპროექტის მე-5 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულია მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირების სახელმწიფო პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლები, კერძოდ, აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს პენსიაზე უფლება წარმოეშობა:  60 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვთ ბოლო 25 წლის განმავლობაში 25 წლიანი შრომის უწყვეტი სტაჟი, მათ შორის, ამ პუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.  პენსიაზე ქალებს უფლება წარმოეშობათ 55 წლის ასაკიდან, თუ აქვთ ბოლო 20 წლის განმავლობაში 20 წლიანი შრომის უწყვეტი სტაჟი, მათ შორის, ამ პუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. საქართველოს კანონის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონპროექტის მე-5 მუხლის 12 პუნქტით დგინდება, რომ 11 პუნქტის მიზნებისთვის მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ობიექტები (შახტები და მაღაროები), ასევე, ასეთ ობიექტებზე დასაქმებულ პირთა პროფესიების ნუსხა, განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის ნორმატიული აქტით. კანონპროექტისა და მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე, საპენსიო ასაკის სპეციალური წესები და შეღავათები გავრცელდება მხოლოდ ზემოხსენებული პირობების დაკმაყოფილებისას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: იმისათვის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრმა კანონპროექტის მე-5 მუხლის პირველი და 11 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების რეგულირების მიზნით სამი თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა, კანონპროექტის მე-5 მუხლის 12 პუნქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ხოლო კანონპროექტის მე-5 მუხლის პირველი და 11 პუნქტები ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტით მისთვის უკუძალის მინიჭება გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი დაჩქარებული წესით განხილვას არ საჭიროებს. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირების პენსიაზე უფლების წარმოშობას - 60 წლის ასაკის მიღწევისას, ამასთანავე, ქალებისთვის 55 წლის ასაკიდან, თუ აქვთ ბოლო 25 წლის განმავლობაში 25 წლიანი, ხოლო ქალებს ბოლო 20 წლის განმავლობაში 20 წლიანი შრომის უწყვეტი სტაჟი, მათ შორის, ამ პუნქტით განსაზღვრულ სამუშაო ობიექტებზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებები. კანონპროექტის ამოქმედების - 2023 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო იქნება დაახლოებით 389,360 ლარის გამოყოფა, ხოლო 2023-2026 წლებში, საქართველოს კანონის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით პენსიის მინიმალური ზრდის გათვალისწინებით, დაახლოებით დამატებით: 2024 წელს- 55,560 ლარი; 2025 წელს- 87,120 ლარი; 2026 წელს- 75,600 ლარი; საშუალოვადიან პერიოდში ჯამურად სავარაუდო გავლენა იქნება 1,919,880 მილიონი ლარი. მოკვლევის თანახმად კანონპროექტი სავარაუდოდ გავრცელდება ქ. ტყიბულსა და ქ. ჭიათურაში არსებულ: „მინდელი“-ს სახელობის შახტასა და „ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში“ მიწისქვეშა სამუშაოებზე დასაქმებულ პირებზე, მათი შრომითი პირობების, სტაჟისა და ასაკების გაანალიზების საფუძველზე. ზემოხსენებული თანხები გაანგარიშებულია მაქსიმალური მოცულობით, ჯანდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტის გამოცემის შემდგომ შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენა შემცირდეს ერთ-ერთი გარემოებით: კანონპროექტი უნდა გავრცელდეს მხოლოდ მიწისქვეშა სამუშაოებზე დასაქმებულ პირებზე (მაგ: მემანქანე; ამფეთქებელი და ა.შ.) ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს ექნება ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართ გავრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებულ პირებს პენსიაზე უფლება წარმოეშობა - 60 წლის ასაკის მიღწევისას, ამასთანავე, ქალებს 55 წლის ასაკიდან, თუ აქვთ ბოლო 25 წლის განმავლობაში 25 წლიანი, ხოლო ქალებს ბოლო 20 წლის განმავლობაში 20 წლიანი შრომის უწყვეტი სტაჟი, მათ შორის, ამ პუნქტით განსაზღვრულ სამუშაო ობიექტებზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. აღნიშნული პირები რომლებიც მოექცევიან კანონპროექტის მოქმედების სფეროში, შეძლებენ პენსიის მიღებას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულზე 5 წლით ადრე, რაც გააუმჯობესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ შახტასა და მაღაროში მიწისქვეშა სამუშაოებზე დასაქმებულები ისარგებლებენ როგორც თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებით, ასევე სახელმწიფო პენსიის მიღებით, ვინაიდან პენსიაზე უფლება წარმოეშობათ და წარმოშობილი უფლება არ შეწყდება თუ ისინი არ ახორციელებენ საჯარო საქმიანობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. მოსაკრებლის ან სხვა სახის ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში, საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის (GPRC) მიერ მომზადებული კვლევის (N02/00; 16.03.2022) თანახმად, გაზიარებულ იქნა ევროპის ქვეყნების გამოცდილება მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში. ცხრილი: პენსიაში გასვლის ასაკი მაღაროელებისთვის, ორდინალურ საპენსიო ასაკთან მიმართებით ქვეყანა გერმანია სრული საპენსიო ასაკი ორდინალური მაღაროელისთვის, საპენსიო ასაკი, სქესის მიხედვით (მ/ქ) (მ/ქ) 60/62 67 შენიშვნა გარკვეულ პირობებში 50 მუშაობის 12- წლიდან საბერძნეთი 62 67 იტალია 61 66 ხორვატია გარკვეულ მაღაროელად წლიანი სავალდებულო სტაჟი შემთხვევაში მამაკაცებისთვის 65/60 50-53 წელი/ქალებისთვის 45-48 წელი უნგრეთი ყოველი მუშაობის 10 წლის 63 შემდეგ მცირდება 2 წლით/8 წლის მუშაობის შემდეგ 2 წლით რუმინეთი მაღაროელად მუშაობის 65/60 23-28-წლიანი სტაჟი ესპანეთი 57.5 სავალდებულოა 35-წლიანი სამუშაო სტაჟი. 63.5 მაღაროელის უფრო პენსია მაღალია 54%-ით ასაკობრივ პენსიაზე სლოვაკეთი 56 62 პორტუგალია 50/45 65/61 25-წლიანი კონტრიბუციით დიდი 60 65 ბრიტანეთი უკრაინა გარკვეული პირობებით 50 წლის ასაკიდანაც 50/45 60 ასევე, დამოკიდებულია სტაჟზე და სამუშაოს ტიპზე რუსეთი არ არის მინიმალური 60/55 დამოკიდებულია სტაჟზე 65/55 10-წლიანი მუშაობის შემდეგ ასაკი პოლონეთი 55/50 შესაძლებელია პენსიაში გასვლა 55 წლიდან, 15 წლის შემთხვევაში - 50 წლიდან, 25 წლის სტაჟის შემთხვევაში ნებისმიერი ასაკიდან. ჩეხეთი 55/54 62/59 მაღაროელებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ სტანდარტული ვადამდელი საპენსიო წესები, რაც შეამცირებს მათ საპენსიო ასაკს 10 წლამდეც კი, ორდინალურთან შედარებით. ესტონეთი 57.5 / 60 63.7 ასევე, 25 წელზე მეტი ხნით მუშაობის შემთხვევაში, ან გარკვეულ პოზიციებზე 20 წლის მუშაობის შედეგად სერბეთი 50 65/61 სლოვენია 58/57 60/58 ავსტრია 60.5 63.2 ე) კანონპროექტის ავტორი: ბეჟან წაქაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ბეჟან წაქაძე