საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წლის 13 ივნისის სხდომის გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო (ციხესიმაგრეები, ციხე-დარბაზები, კოშკები) ნაგებობების მდგომარეობის, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივების შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ (ჯგუფის შემადგენლობა: ელისო ბოლქვაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან დუმბაძე, როსტომ ჩხეიძე, ხათუნა კვიციანი, ალექსანდრე ელისაშვილი (მთავარი მომხსენებელი), დავით სონღულაშვილი)

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-8551/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-06-13
კომიტეტის სხდომის ნომერი 27

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
კულტურის კომიტეტის სხდომა 2022 წლის 13 ივნისი, 13:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული) დღის წესრიგი 1. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ და „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ განხილვა; მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო (ციხესიმაგრეები, ციხე-დარბაზები, კოშკები) ნაგებობების მდგომარეობის, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივების შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ალექსანდრე ელისაშვილი - კულტურის კომიტეტის წევრი.
ოქმი
კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N27 2022 წლის 13 ივნისი, 13:00 საათი საქართველოს პარლამენტი პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული) დღის წესრიგი 1. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ და „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ განხილვა; მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო (ციხესიმაგრეები, ციხედარბაზები, კოშკები) ნაგებობების მდგომარეობის, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივების შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ალექსანდრე ელისაშვილი - კულტურის კომიტეტის წევრი. სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე - ელისო ბოლქვაძე; სხდომის მდივანი: ანა მეყანწიშვილი - აპარატის თანამშრომელი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან დუმბაძე, გივი ჭიჭინაძე, დავით მათიკაშვილი, შოთა ხაბარელი (ადგილმონაცვლე) - ხათუნა კვიციანი, გრიგოლ ვაშაძე, ალექსანდრე ელისაშვილი, როსტომ ჩხეიძე. სხდომაზე დამსწრე სხვა პირები: აპარატის თანამშრომლები. სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ, დაადასტურა კომიტეტში კვორუმის არსებობა და დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი, რაც დაამტკიცეს ხმათა უმრავლესობით. 1. მოისმინეს: „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება, „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ მიმოხილვა, რომელიც კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ. მომხსენებელმა სხდომაზე გასული წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის შესრულების, ხარჯვითი ნაწილის და ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.4% შეადგინა. რაც შეეხება ინფლაციას, მომხსენებლის განმარტებით, 2021 წელს წლიური ინფლაციის დონე 13.9%-ით განისაზღვრა. გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს გასულ წელს კულტურის მიმართულებით გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გააცნო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბიუჯეტში ერთიანად იყო წარმოდგენილი და 1 მილიარდ 882 მლნ ლარის ხარჯი გაიწია. შესრულების მაჩვენებელი 106%-ია. ინვესტიციების კუთხით, კულტურაში 8 მლნ იყო დაგეგმილი, შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა 12.6 მლნ ლარამდე და 12.4 მლნ-ის ათვისება მოხდა. ანგარიშის მიხედვით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ათვისებამ შეადგინა 100,6 %. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ პლენარულ სხდომაზე გატანას. 2. მოისმინეს: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორტიფიკაციო (ციხესიმაგრეები, ციხედარბაზები, კოშკები) ნაგებობების მდგომარეობის, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივების შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის საკითხი. თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია დეპუტატებს კულტურის კომიტეტის წევრმა და აღნიშნული თემატური მოკვლევის მთავარმა მომხსენებელმა ალექსანდრე ელისაშვილმა გააცნო. მომხსენებლის თქმით, ქვეყნის წარსულიდან გამომდინარე საქართველოში ძალიან ბევრი საფორტიფიკაციო ნაგებობა არსებობს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და მათ უმრავლესობას ფიზიკურად განადგურება ემუქრება. ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, მოკვლევის ჯგუფი შეისწავლის ქვეყანაში არსებულ რეალობას, საფორტიფიკაციო ნაგებობების მდგომარეობას, ასევე გაეცნობა უცხოეთის გამოცდილებას ამ მიმართულებით და საბოლოოდ შემუშავდება მართვის მოდელი, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს ნაგებობების შენარჩუნების საქართველოში არსებული მსგავსი და ასევე მათი სხვა დანიშნულებით (კომერციული) დატვირთვის შესაძლებლობებს. როგორც ალექსანდრე ელისაშვილმა აღნიშნა, საკომიტეტო მოკვლევაში კულტურის კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად ჩაერთვებიან საკითხით დაინტერესებული პირები სხვადასხვა უწყებებიდან. კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებად დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ელისო ბოლქვაძე, ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან დუმბაძე, როსტომ ჩხეიძე, ხათუნა კვიციანი, ალექსანდრე ელისაშვილი და დავით სონღულაშვილი. კომიტეტმა გადაწყვიტა: თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნას დეპუტატებმა მხარი კენჭისყრით მხარი დაუჭირეს. სხდომის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სხდომის მდივანი ანა მეყანწიშვილი