„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხლი. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის
ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე და 25-ე პუნქტები:
„24. ტიპის დამტკიცება - პროცედურა, რომლის საფუძველზეც უფლებამოსილი ორგანო
ადგენს, რომ შესაბამისი შემოწმების საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების,
მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის და ცალკეული ტექნიკური ერთეულის
ტიპი შესაბამისობაშია „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ
მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს
ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი
ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული
ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ გაეროს 1958 წლის
შეთანხმებასთან.
25. მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი და ცალკეული ტექნიკური ერთეული ნებისმიერი მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი და ცალკეული ტექნიკური
ერთეული, რომელთა მახასიათებლები გავლენას ახდენენ სატრანსპორტო საშუალების
უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვაზე, ენერგიის მოხმარებასა და ქურდობისგან დაცვის
ტექნოლოგიის გამართულ მოქმედებაზე.“.
2. 83 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 84 მუხლი:
„მუხლი 84. ტიპის დამტკიცება.
1. სააგენტო წარმოადგენს ტიპის დამტკიცებაზე უფლებამოსილ ორგანოს.
2. ტიპის დამტკიცების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“.
მუხლი 2.
საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს წარდგინებით, 2023 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ტიპის დამტკიცების
წესის მიღება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპული ეკონომიკური კომისიის ეგიდით
შემუშავებულ, 1958 წლის 20 მარტს, ქ. ჟენევაში გაფორმებულ შეთანხმებას (შემდგომში შეთანხმება) - „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და
ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს
თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების
მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების
ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ საქართველო შეუერთდა 2015 წლის 25 მაისიდან.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს
მთავრობამ გამოსცა „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ
მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს
ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი
ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული
ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ შეთანხმების“
საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე” 2016 წლის 27
მაისის №944 განკარგულება, რომლის მიხედვითაც პირველი რიგის ღონისძიებად
განისაზღვრა აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტების მომზადება.
ხსენებული შეთანხმება საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, ამავე ხელშეკრულების
საფუძველზე, განსაზღვრონ სატრანსპორტო საშუალების, ნაწილის, სისტემის,
კომპონენტის და ცალკეული ტექნიკური ერთეულის წარმოებისათვის აუცილებელი
ტექნიკური და ადმინისტრაციული პროცედურები. ამასთან, შეთანხმების შესაბამისი
დანართებით განისაზღვრება სტანდარტი, რომელსაც შესაბამისი ნაწილი, სისტემა,
კომპონენტი და ცალკეული ტექნიკური ერთეული უნდა შეესაბამებოდეს.
ხსენებული ტექნიკური და ადმინისტრაციული პროცედურა გულისხმობს შემდეგ
პროცესს: სატრანსპორტო საშუალების, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის და ცალკეული
ტექნიკური ერთეულის მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის წარმოების დაწყებამდე,
უზრუნველყოს ამ პროდუქტის ტიპის შესახებ შესაბამისი მონაცემების გადაცემა წევრი
ქვეყნის კომპეტენტური უწყებისათვის, ხოლო ეს უკანასკნელი ხსენებული პროდუქტის
შესახებ მონაცემებს უგზავნის შესაბამის ტექნიკური სერვისის განმახორციელებელ პირს
(ლაბორატორიას) სათანადო შემოწმებების ჩატარების მიზნით, რათა დადგინდეს
პროდუქტის შესაბამისობა შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ტექნიკური
სერვისის განმახორციელებელი პირის მხრიდან დადებითი დასკვნის შემდგომ, წევრი
ქვეყნის კომპეტენტური უწყება ახორციელებს ამ პროდუქტის ტიპის დამტკიცებას, რაც
აძლევს მწარმოებელს უფლებამოსილებას, ამ ტიპის მიხედვით განახორციელოს
შესაბამისი პროდუქტის სერიული წარმოება და შემდგომ მათი ბაზარზე განთავსება.
კანონის ცვლილების პროექტის საფუძველზე, იქმნება ზემოაღნიშნული ტექნიკური და
ადმინისტრაციული პროცედურის სამართლებრივი საფუძვლები, რაც მიცემს საშუალებას
საერთაშორისო და რეგიონულ მწარმოებლებს, საქართველოში განახორციელონ
სატრანსპორტო საშუალების, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის და ცალკეული ტექნიკური
ერთეულის წარმოება საერთაშორისო სტანდარტით, რაც შემდგომ გააჩენს შესაძლებლობას
მოხდეს შეთანხმების საფუძველზე წარმოებული პროდუქტის განთავსება ამავე
შეთანხმების წევრი ქვეყნების ბაზარზე.
ამდენად, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით, შეიქმნება
საკანონმდებლო ბაზა რითიც განისაზღვრება: 1. ტიპის დამტკიცების წესის საქართველოს
მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრის საკითხი (სადაც განისაზღვრება: ა) ტიპის
დამტკიცების პროცედურა, ბ) ტექნიკური სერვისის განსაზღვრის წესი და მათი უფლებამოვალეობები; გ) სააგენტოს ფუნქციები და სხვა) 2. ტიპის დამტკიცებაზე უფლებამოსილი
ორგანო - სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.
აღნიშნული რეფორმა, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში გააჩენს ინვესტიციების
მოზიდვის შესაძლებლობას, ამ მიმართულებით განვითარებული წარმოების შემთხვევაში
შეიქმნება ახალი საწარმოები, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მოცემული საკანონმდებლო ცვლილების გარეშე, შეუძლებელია საქართველოში
წარმოებული სატრანსპორტო საშუალების, მის მოწყობილობის, ნაწილის, კომპონენტის,
სისტემის და ცალკეული ტექნიკური ერთეულის შესაბამისობის დადგენა შეთანხმების
მოთხოვნებთან.
ამდენად, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო საშუალების, მისი მოწყობილობის,
ნაწილის, სისტემის, კომპონენტის და ცალკეული ტექნიკური ერთეულის წარმოების
შესახებ საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შექმნა ტიპის დამტკიცების პროცესის
წარმართვისთვის და მისი ადმინისტრირებისთვის.
ა.ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, ზემოაღნიშნული შეთანხმების დადგენილი
მოთხოვნების საფუძველზე, ავტომწარმოებლებისთვის ჩამოყალიბდება საკანონმდებლო
ჩარჩო.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წინამდებარე პროექტი აყალიბებს საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის საფუძველზე
მიღებული შესაბამისი ნორმატიული ბაზა ქვეყანაში უზრუნველყოფს შეთანხმებით
დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალებების და მათი
შემადგენელი კომპონენტების წარმოებას და ტიპის დამტკიცებას.
პროექტით განისაზღვრება ახალი ტერმინები - კანონის პირველ მუხლს ემატება 24-და
25-ე პუნქტები, რომელიც განსაზღვრავს ისეთ ტერმინებს როგორიცაა „ტიპის დამტკიცება“
და „მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი და ცალკეული ტექნიკური ერთეული“.
აგრეთვე კანონს ემატება ახალი „84“ მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად,
სააგენტო წარმოადგენს ტიპის დამტკიცებაზე უფლებამოსილ ორგანოს. ხოლო ამავე
მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ტიპის დამტკიცების წესი დგინდება საქართველოს
მთავრობის ნორმატიული აქტით. ამასთან, ტიპის დამტკიცებასთან დაკავშირებით
სააგენტოს ფუნქციების განსაზღვრა მოხდება ხსენებული მთავრობის ნორმატიული
აქტით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მომზადება გათვალისწინებულია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპული ეკონომიკური კომისიის ეგიდით
შემუშავებული, 1958 წლის 20 მარტს, ქ. ჟენევაში გაფორმებული, „თვლიანი სატრანსპორტო
საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც
შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო
საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ
მიწერილობების
საფუძველზე გაცემული
ოფიციალური
დამტკიცების
ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ შეთანხმების
ქვეყანაში ეფექტური
იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის №944
განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2023 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, 2023
წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ტიპის დამტკიცების
წესის მიღება. ხოლო გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება ნორმა, რომელიც გულისხმობს
მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი
საფუძვლის შექმნას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
სააგენტო, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს
ახორციელებს
საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით, შესაბამისად
საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების
დაფინანსების წყარო იქნება სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი
შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბიუჯეტის
ტიპის დამტკიცებისათვის მომსახურებაზე სააგენტოს მიერ საფასურის მიღება
გაზრდის სააგენტოს შემოსავლებს. შესაბამისად, ამ კუთხით, კანონპროექტი იქონიებს
გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც გამოიხატება სააგენტოს
მიერ მიღებული შემოსავლების კანონმდებლობით გათვალიწინებული 10%-ის
სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან სააგენტო არ ფინანსდება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან. კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს სააგენტო ახორციელებს
საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით. შესაბამისად,
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყარო იქნება სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
სააგენტოს მოუხდება ხარჯების გაწევა ისეთი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით,
როგორიცაა: სერტიფიკატების დაბეჭდვა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის
მოწყობა, ადამიანური რესურსის დამატება-გადამზადება და ა.შ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა :
კანონის ცვლილების პროექტის საფუძველზე, იქმნება ზემოაღნიშნული ტექნიკური და
ადმინისტრაციული პროცედურის სამართლებრივი საფუძვლები, რაც მიცემს საშუალებას
საერთაშორისო და რეგიონულ მწარმოებლებს, საქართველოში განახორციელონ
სატრანსპორტო საშუალების, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის და ცალკეული ტექნიკური
ერთეულის წარმოება საერთაშორისო სტანდარტით, რაც შემდგომ გააჩენს შესაძლებლობას
მოხდეს შეთანხმების საფუძველზე წარმოებული პროდუქტის განთავსება ამავე
შეთანხმების წევრი ქვეყნების ბაზარზე.
წინამდებარე კანონპროექტის მიღების შემდეგ
განხორციელებული რეფორმა,
საავტომობილო
ტრანსპორტის
დარგში
გააჩენს
ინვესტიციების
მოზიდვის
შესაძლებლობას, ამ მიმართულებით განვითარებული წარმოების შემთხვევაში შეიქმნება
ახალი საწარმოები, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წე
ვრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
კანონპროექტი უკავშირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპული
ეკონომიკური კომისიის ეგიდით შემუშავებულ, 1958 წლის 20 მარტს, ქ. ჟენევაში
გაფორმებულ „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და
ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს
თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების
მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების
ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“ შეთანხმებას (მუხლი 1).
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა
ტრანსპორტის კომიტეტის მიერ, ტიპის დამტკიცების სისტემის საქართველოში
იმპლემენტაციის პროექტის ფარგლებში, შერჩეულ იქნა ტექნიკური ექსპერტი - მარიუს
დამაჩი. ხსენებული ექსპერტის დახმარებით და რუმინეთის ტრანსპორტის რეგისტრაციის
სამსახურის (RAR)-ის გამოცდილების გაზიარებით შემუშავდა კანონპროექტი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.