საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშის“ (№07-2/133; 06.04.2022) განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-8716/22
15-06-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი N2-8417/22, 10.06.2022), რომ
უზრუნველვყოთ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის
დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშის“ (№07-2/133; 06.04.2022) საკომიტეტო განხილვის
ვადის გაგრძელება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ დასახელებული ანგარიშის საკომიტეტო
განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 2 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge