საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ 2017 წლის 17 ივლისის ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების, რომელიც საფუძველს აძლევს ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელებს უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან, 2022 წლის 14 ივნისიდან ძალაში შესვლის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.06.2022
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნომერი
#1-7466/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161

📜 ტექსტი

წერილი
18336-01-2-202206151723 № 01/18336 15/06/2022 საქართველოს პარლამენტის აპარატი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ 2017 წლის 17 ივლისის ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება, რომელიც საფუძველს აძლევს ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელებს უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან, ძალაშია 2022 წლის 14 ივნისიდან. პატივისცემით, ირინე ბართაია დეპარტამენტის დირექტორი საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი