საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინფორმაცია, 2022 წლის 18 მაისის სხდომაზე, ბავშვის ქონების განკარგვის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების აღსრულების კონტროლისა და სასამართლო პრაქტიკის გაანალიზების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-8823/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-05-18
კომიტეტის სხდომის ნომერი 81

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა 2022 წლის 18 მაისი, 15:30 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ნინო იობაშვილის, გიორგი ამილახვარის, ალექსანდრე ტაბატაძისა და ალუდა ღუდუშაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/206; 04.05.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით მათიკაშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ამილახვარის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ სარჯველაძის, ირაკლი ბერაიას, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ნინო იობაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, სავალან მირზოევის, ანზორ ბოლქვაძის, ზაალ მიქელაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანის, გიორგი ხელაშვილის, ხატია წილოსანის, ხათუნა კვიციანის, თეონა აქუბარდიას, ფრიდონ ინჯიასა და ლევან იოსელიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/205; 04.05.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რატი იონათამიშვილი; 3. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი 2021 წლის წლიური ანგარიში (1-5232/22; 29.04.2022); მომხსენებელი: საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - ირაკლი ლექვინაძე; 4. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (073/199; 21.04.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე; 5. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნა, საქართველოს პარლამენტის 38-ე მუხლის საფუძველზე, ბავშვის ქონების განკარგვის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების აღსრულების კონტროლისა და სასამართლო პრაქტიკის გაანალიზების მიზნით; მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის თავმჯდომარე.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა N81 2022 წლის 18 მაისი, 15:30 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307) დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ნინო იობაშვილის, გიორგი ამილახვარის, ალექსანდრე ტაბატაძისა და ალუდა ღუდუშაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N 07-3/206; 04.05.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით მათიკაშვილი 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ამილახვარის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ სარჯველაძის, ირაკლი ბერაიას, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ნინო იობაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, სავალან მირზოევის, ანზორ ბოლქვაძის, ზაალ მიქელაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანის, გიორგი ხელაშვილის, ხატია წილოსანის, ხათუნა კვიციანის, თეონა აქუბარდიას, ფრიდონ ინჯიასა და ლევან იოსელიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N 07-3/205; 04.05.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - რატი იონათამიშვილი 3. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი 2021 წლის წლიური ანგარიში (N 1-5232/22; 29.04.2022); მომხსენებელი: საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - ირაკლი ლექვინაძე 4. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N 07-3/199; 21.04.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მიხეილ სარჯველაძე 5. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნა, საქართველოს პარლამენტის 38-ე მუხლის საფუძველზე, ბავშვის ქონების განკარგვის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების აღსრულების კონტროლისა და სასამართლო პრაქტიკის გაანალიზების მიზნით. მომხსენებელი: მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის თავმჯდომარე 2022 წლის 18 მაისის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევი, დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი კახიანი, ზაურ დარგალი, ეკატერინე ხერხეულიძე, ნატო ჩხეიძე, ანა ნაცვლიშვილი, ტარიელ ნაკაიძე. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ნინო იობაშვილის, გიორგი ამილახვარის, ალექსანდრე ტაბატაძისა და ალუდა ღუდუშაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილი ცვლილებები, რომელიც ერთ-ერთმა ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა წარმოადგინა. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიზანია მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხისა და ამ სფეროში დანერგილი ტექნოლოგიების გაუმჯობესების ხელშეწყობა. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად, მომსახურების სააგენტო უფლებამოსილი გახდება, შენახვის უფლებით რეგისტრირებულ იარაღზე გასცეს იარაღის დროებითი მოწმობა მისი შენახვის ადგილიდან ტირში/სასროლეთში გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით. ამასთანავე, ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს შესაძლებლობა ექნებათ იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე განახორციელონ შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის გადატანა შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან მიტანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით. კანონპროექტით ფართოვდება იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის საფუძვლები; კანონპროექტის თანახმად, 2023 წლის 1 მარტიდან შეიცვლება შიდა ტრანზიტის მომსახურებაც; „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობას ევალება ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესის და კრიტერიუმების განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, შემუშავებულია „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება. აღნიშნული დადგენილების პროექტის თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნეული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით და რეგისტრაციის შედეგად გაიცემა სარეგისტრაციო ნიშნები (ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი). ამის გამო, საჭიროა ცვლილება განხორციელდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში და რეგისტრაციას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალს დაემატოს სპორტული დანიშნულების ავტომობილი. ამასთანავე, იცვლება ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების განმარტება და დგინდება სატრანსპორტო საშუალებათა ახალი კატეგორიები. კომიტეტის მხრიდან გამოითქვა ტექნიკური ხასიათის შენიშვნები, მოპედისა და ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისგან დამოუკიდებლად მითითებასთან დაკავშირებით. კომიტეტზე აღინიშნა, რომ სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობა საკმარისად ეფექტიანი უნდა იყოს იმისათვის, რათა მომსახურების გაწევისას ფიზიკური და იურიდიული პირები სარგებლობდნენ დროული, ეფექტიანი და ხარისხიანი მომსახურებით, იმავდროულად, მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული მომსახურების საფასურთან დაკავშირებული შეღავათები იქ, სადაც ამის შესაძლებლობა იარსებებს. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა შენიშვნებზე მითითებით, მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ნინო იობაშვილის, გიორგი ამილახვარის, ალექსანდრე ტაბატაძის, ალუდა ღუდუშაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ამილახვარის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ სარჯველაძის, ირაკლი ბერაიას, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, ნინო იობაშვილის, რატი იონათამიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, სავალან მირზოევის, ანზორ ბოლქვაძის, ზაალ მიქელაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა ბერაძის, ნინო წილოსანის, გიორგი ხელაშვილის, ხატია წილოსანის, ხათუნა კვიციანის, თეონა აქუბარდიას, ფრიდონ ინჯიასა და ლევან იოსელიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.“კანონპროექტებით შემოთავაზებული ცვლილებები კომიტეტს, ერთ-ერთმა ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გააცნო. “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა იქნება, ასევე, პირი: გ) თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზოუკვლოდ დაკარგულად; დ) თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის გაუქმების საფუძველია შესაბამის გარემოებათა აღმოფხვრა. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმადაც, მარტოხელა დედის გარდა, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება არც მარტოხელა მამის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა განპირობებულია 2021 წლის 28 დეკემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელება და კენჭისყრით, მომხრე - 8, წინააღმდეგი -0, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი 2021 წლის წლიური ანგარიში. მოხსენება კომიტეტს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ წარმოუდგინა. მომხსენებელმა წარმოადგინა პრეზენტაცია და დეტალური ინფორმაცია სააგენტოს მიერ 2021 წელს გაწეულ საქმიანობასთან, სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან და არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით. კომიტეტის წევრებმა დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები საავტომობილო საწვავის ბაზრის, ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგთან დაკავშირებით. კომიტეტის მხრიდან აღინიშნა, რომ ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიმართ, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებამდე დიდი მოლოდინი არსებობდა, თუმცა სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ მხრივ სააგენტოსადმი მიმართვიანობა ფაქტობრივად, არ არსებობს. კომიტეტს საინტერესოდ მიაჩნია აღნიშნული ტენდენციის მიზეზები და მოუწოდა სააგენტოს რელევანტური ინფორმაციის მიღების მიზნით, მოახდინოს მეტი კომუნიკაცია შესაბამის ეკონომიკურ აგენტებთან. კომიტეტი მომავალშიც აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს თანამშრომლობას სააგენტოსთან, როგორც ინფორმაციის გაცვლის, ასევე შესაძლო საკანონმდებლო ინიციატივების კუთხით. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა მთლიანობაში დადებითად შეაფასა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა და წარმოდგენილი ანგარიში. კომიტეტმა განიხილა: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ წარმოადგინა. „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს გამოყენებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, უფლება ეძლევა წერილობით მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე. თავის მხრივ, პენიტენციურ დაწესებულებას უწესდება ვალდებულება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის დასრულებამდე, უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ადვოკატისთვის სატელეფონო ნომერზე შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა. კანონპროექტი ასევე აწესრიგებს ბრალდებულის ადვოკატისთვის შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს. კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, რომლის თანახმადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში უნდა განსაზღვროს შეტყობინების განხორციელების წესი და პირობები და იმავე ვადაში განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულტექნიკური და ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილების მსგავსად, არასრულწლოვან ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით ან მოსამართლის განჩინებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე არასრულწლოვან ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს გამოყენებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, ეძლევა უფლება წერილობით მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე. კანონპროექტი, ასევე არეგულირებს შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულტექნიკურ საკითხებს და განსაზღვრავს გარდამავალ დებულებებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის კანონის ასამოქმედებლად აუცილებელი ღონისძიებების განსახორციელებლად. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას კომიტეტზე აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გარანტირებული დაცვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს უფლებრივ კომპონენტს, რომლის შეუფერხებლად განხორციელება ხელს შეუწყობს ბრალდებულისთვის მინიჭებული უფლებების ეფექტიანად რეალიზებას. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.“ სხდომის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა ინფორმაცია, ბავშვის ქონების განკარგვის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების აღსრულების კონტროლისა და სასამართლო პრაქტიკის გაანალიზების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. კომიტეტმა კენჭისყრით მომხრე - 6, წინააღმდეგი - 0, მხარი დაუჭირა აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს. (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია