პირველადი ჯანდაცვის რეფორმის და არსებული მდგომარეობის გამოწვევების შესახებ.

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
28.03.2022
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/10
ნომერი
#59737/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-03-28
კომიტეტის სხდომის ნომერი 50

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა 2022 წლის 28 მარტი, 16:00 საათი საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. პირველადი ჯანდაცვის რეფორმის და არსებული მდგომარეობის გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია; 2. საქართველოს მოქალაქე ია სირანაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების დამსახურებული პენსიონერების საპენსიო თანხის ცვლილებასთან დაკავშირებით (1-618/22; 21.01.2022) განხილვა; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე; და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირები: დაზმირ ჯოჯუა და ირაკლი ციმინტია; 3. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (11209/22; 03.02.2022) განხილვა; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე; და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირები: დაზმირ ჯოჯუა და ირაკლი ციმინტია; 4. მთის ამბების (გელა მთივლიშვილის) მიერ წარმოდგენილი საქართველოს 10 346 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიციის სვანეთში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად (1-759/22; 25.01.2022) განხილვა; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე; და აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: მაია ესებუა; სოციალურ საკითხთა კომიტეტის 5. საქართველოს 400 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიციის COVID-19-თან დაკავშირებით ტესტირებისა და ვაქცინაციის შესახებ (1-10463/21; 26.07.2021) განხილვა; მომხსენებელი: ჯანმრთელობის დაცვისა თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე; და აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: მაია ესებუა. სოციალურ საკითხთა კომიტეტის
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N50 2022 წლის 28 მარტი, 16:00 საათი საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) სხდომის თავმჯდომარე: დიმიტრი ხუნდაძე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, დავით სერგეენკო, ზაზა ლომინაძე, ირმა ზავრადაშვილი, რამინა ბერაძე, გიორგი გოდაბრელიძე, შალვა შავგულიძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და სხვა მოწვეული პირები. კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით. სხდომის მდივანი: ირაკლი ციმინტია დღის წესრიგი 1. პირველადი ჯანდაცვის რეფორმის და არსებული მდგომარეობის გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. 2. საქართველოს მოქალაქე ია სირანაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების დამსახურებული პენსიონერების საპენსიო თანხის ცვლილებასთან დაკავშირებით (№1-618/22; 21.01.2022) განხილვა. 3. საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-1209/22; 03.02.2022) განხილვა. 4. მთის ამბების (გელა მთივლიშვილის) მიერ წარმოდგენილი საქართველოს 10346 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიციის სვანეთში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად (N1759/22; 25.01.2022) განხილვა. 5. საქართველოს 400 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიციის COVID 19 თან დაკავშირებით ტესტირებისა და ვაქცინაციის შესახებ (1-10463/21; 26.07.2021) განხილვა. სხდომის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დაადასტურა კვორუმის არსებობა, კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი, რომელიც დამტკიცდა სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მიერ. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაცია პირველადი ჯანდაცვის რეფორმის და არსებული მდგომარეობის გამოწვევების შესახებ. თამარ გაბუნიამ პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გზამკვლევის შესახებ და მისი გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პირველადი ჯანდაცვა არის ის, რომელიც სამედიცინო შემთხვევების 80 %-ს მართავს ადგილზე და მცირე პროცენტს სჭირდება შემდეგ მაღალ სპეციალიზირებული ჩარევები. ანგარიში პირველადი ჯანდაცვის მოწყობის და საქართველოში და ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებში პჯდ სერვისების მოხმარების საკითხებსაც შეეხო. და „პირველადი ჯანდაცვა არ უნდა იყოს მხოლოდ მწვავე პრობლემებზე ორიენტირებული მან უნდა დაიბრუნოს პრევენციული ხასიათი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაგადამდები დაავადებების (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადებები და სხვა) კარგი მართვისთვის, ხარისხი უნდა ვიცოდეთ როგორი გვაქ და ხარისხის ინდიკატორების დანერგვა არის ძალიან კრიტიკული ფაქტორი. ასევე მნიშვნელოვანია პაციენტზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება, რაც ითვალისწინებს სპეციალისტებსა და პირველადი ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლებს შორის კარგ ურთიერთკავშირს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მომხსენებელმა პირველადი ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება, აღინიშნა, რომ პჯდ სისტემა კვლავ მწვავე პრობლემების მკურნალობაზეა ორიენტირებული და ნაკლებ ყურადღებას უთმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და პრევენციას, ქვეყანაში არაგადამდები დაავადებების ტვირთი იზრდება - შესაბამისად იზრდება ადრეული გარდაცვალება (30-69 წელი). ამასთანავე არ ხდება პჯდ-ში ხარისხის ბაზისური ინდიკატორების მონიტორინგი, შესაბამისად რთულია პროცესებისა და გამოსავლების შეფასება, სუსტია კავშირები პჯდ მიმწოდებლებსა და სპეციალისტებს შორის, რაც იწვევს პაციენტის მართვის ფრაგმენტაციას, პჯდ-ს გვერდის ავლით მკურნალობის, წამლების ჭარბად მოხმარების და მაღალ-ტექნოლოგიური გამოკვლევების ჭარბად გამოყენების ფონზე მაღალი რჩება ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯი, ადამიანის რესურსების განვითარებას აფერხებს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის გაუმართაობა, სუსტია სისტემაში ექთნის როლი, რაც აფერხებს გუნდურ მუშაობას და მოსახლეობის ნდობა პჯდ სისტემის მიმართ დაბალია, რაც იწვევს სპეციალიზებული სერვისების არარაციონალურ მოხმარებას. თამარ გაბუნიამ პჯდ-ს სისტემის რეფორმის ეტაპების და მისი განხორციელებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსის შესახებაც მიაწოდა კომიტეტს ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც ისაუბრა, მათ შორის საუბარი შეეხო სოფლის ამბულატორიების რეაბილიტაცია/მშენებლობა აღჭურვის, ტელემედიცინის, საინფორმაციო და სარეგისტრაციო პორტალის შექმნის საკითხებს. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასეს, შეკითხვებით მიმართეს მომხსენებელს და საკითხზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. მინისტრის მოადგილემ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. გადაწყვიტეს: კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: ინფორმაცია საქართველოს მოქალაქე ია სირანაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესახებ, რომელიც ითხოვს, იმ პენსიონერებისთვის, რომელებიც მუშაობდნენ წლების მანძილზე სხვადასხვა პოზიციებზე, განსხვავებული ოდენობის სახელმწიფო პენსიის დანიშვნას. დამსახურებების მიხედვით გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: ინფორმაცია საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადების თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის (" მუხლი 7. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები") პირველი ნაწილის "ა" პუნქტში სიტყვა 'სამშობლო" შეცვლას სიტყვით "სსრკ", რადგან მისი მოსაზრებით, საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია სსრკ მოიხსენიებოდეს როგორც 'სამშობლო". გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაცია მთის ამბების (გელა მთივლიშვილის) მიერ წარმოდგენილი საქართველოს 10346 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიციის შესახებ. პეტიციაზე ხელმომწერი პირები ითხოვენ, რომ ზემო სვანეთში მცხოვრებმა პირებმა შეძლონ მესტიის კლინიკაში დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა. კომიტეტის წევრებმა პეტიციასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და ხაზი პრობლემის მოგვარების აუცილებლობას გაუსვეს. გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წარმოდგენილი პეტიციის საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიების დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გადაგზავნის შესახებ. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით, მოისმინეს: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაცია საქართველოს 400 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიციის შესახებ. პეტიციით, მოთხოვნილია განხილულ იქნეს საჯარო და კერძო დაწესებულებებში იძულებითი ვაქცინაციის და ტესტირების შეწყვეტის, ასევე მთელი რიგი მასთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტის წევრებმა უარყოფითად შეაფასეს წარმოდგენილი პეტიცია. გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია პეტიციის შესწავლა და განხილვა. დიმიტრი ხუნდაძე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ციმინტია სხდომის მდივანი