საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ანგარიში;
📋 განხილვის ეტაპები
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-07-13
კომიტეტის სხდომის ნომერი 25
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა
2021 წლის 13 ივლისი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
1. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ანგარიში;
მომხსენებელი: საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების
ცენტრის ცენტრის დირექტორი - სანდრო კალანდია;
კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: მაია ესებუა.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
სხდომა
სხდომა - N25
თარიღი - 2021 წლის 13 ივლისი
ადგილი/დარბაზი - ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8, I რესპუბლიკის სახ. დარბაზი,
(C კორპუსი, -III სართული)
სხდომის თავმჯდომარე: დიმიტრი ხუნდაძე
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ვლადიმერ კახაძე, ზაალ მიქელაძე, დავით
სერგეენკო, ზაზა ლომინაძე, სავალან მირზოევი (ირმა ზავრადაშვილის უფლებამონაცვლე), ანტონ
ობოლაშვილი, რამინა ბერაძე, ნატო ჩხეიძე (ნონა მამულაშვილის უფლებამონაცვლე), გიორგი გოდაბრელიძე
სხდომას არ ესწრებოდა: ვახტანგ მეგრელიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ნონა მამულაშვილი, ბადრი ჯაფარიძე
კომიტეტის სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით
სხდომის მდივანი: ლელა ასათიანი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხი:
1.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ანგარიში
შემდეგ,
კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ დაადასტურა ქვორუმის არსებობა და სხდომა
გახსნილად გამოაცხადა.
შემდეგ,
სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი
დახმარების ცენტრის დირექტორს ალექსანდრე კალანდიას, რომელმაც დამსწრე საზოგადოების წინაშე
წარსდგა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ანგარიშის
პრეზენტაციით.
მან ისაუბრა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში არსებულ
სიტუაციაზე, ცვლილებების შედეგებზე, აქცეტნი გააკეთა ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფაზე,
ყურადღება გაამახვილა ცენტრში მიმდინარე პროექტებზე, მიმოიხილა სტატისტუკური მონაცემები, ისაუბრა
სასწავლო ცენტრზე და გამოწვევებზე.
კერძოდ,
2019 წელს ავტოპარკს შეემატა: 9 ერთ. რენიმობილი, 15 ერთ. საშუალო გამავლობის სასწრაფოს ავტომობილი, 12
ერთ. ჯიპის ტიპის სასწრაფოს ავტომობილი.
2020 წელს ავტოპარკს შეემატა: 45 ერთ. მაღალი გამავლობის სასწრაფოს ავტომობილი, 15 ერთ მაღალი
გამავლობის რეანომობიი.
1
2021 წლის განმავლობაში იაპონიის მთავრობის გრანტით 4 ერთ. მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადმოეცა
ცენტრს, იგეგმება 33 ერთ. მაღალი გამავლობის სასწრაფოს ავტომობილის, ასევე, 5 ერთ. მაღალი გამავლობის
რენიმობილის შემატება.
ქვეყნის მასშტაბით ამ დროისათვის სულ სასწრაფო და რეფერალური დახმარების 333 ეკიპაჟი მუშაობს.
საქართველოს კურორტებზე სეზონური პერიოდის გათვალისწინებით ხდება დამატებითუ ეკიპაჟების
განთავსება.
ეკიპაჟები გადანაწილებულია საქართველოს მასშტაბით 78 რაიონულ სამსახურშ, რომელიც იმართება
ცენტრალიებულად.
2014 წლიდან დღემდე ცენტრის ავტოპარკი 362 მანქანით განახლდა.
მომხსენებელმა ისაუბრა ასევე ცენტრის ინფრასტრუქტურაზე და აღნიშნა, რომ აშენებულია 57 შენობა და
მიმდინარეობს 5 ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი
ადმინისტრაციული შენობები სრულიად იქნა აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა
დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობაა შექმნილი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარბეისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთა ერთად ახორციელებს.
რაც შეეხება სოფლის ამბულატორიებს - 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა 341 სოფლის
ამბოლატორიული ცენტრის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
100 ამბულატორიას გადაეცა სამედიცინო ინვენტარი და საოფისე ავეჯი.
მიმდინარეობს 300 ამბულატორიის აღჭურვის პროცესი.
1200-ზე მეტ სოფლის ექიმს გადეცა კომპიუტერი.
850 ამბულატორიაში დამონტაჟდა ინტერნეტი და მოხდა შიდა დაქსელვა.
2020 წლის ივლისიდან სოფლის ექიმის ანაზღაურება 750, ხოლო ექთნის ანაზღაურება 555 ლარია.
ექიმების რაოდენობაა 1219, ხოლო ექთნების 1442.
გააეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და აშშ-ს განვითარების სააგენტოს დაფინანსებით შეიქმნა
ონლაიპლატფორმა, რომლის საშუალებითაც სოფლის ექიმებს ყოველდღიურად უტარდებათ ტრენინგები.
პლატფორმაზე განთავსებულია ბიბლიოთეკა და ხშირად დასმული შეკითხვების ფუნქციონალი, სადაც ექიმებს
შეუძლიათ მიიღონ განახლებული ინფორმაცია სამედიცინო პროტოკოლებსა და გაიდლაინებზე.
პლატფორმაზე ასახული ექიმების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
შესაძლებელი ექიმებისათის როგორც საერთო, ასევე ინდივიდუალური ხასიათის SMS შეტყობინებების
გაგზავნა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციამ 300 კომპიუტერი გადასცა.
კომპიუტერებით სრულად აღიჭურვა სოფლის ამბულატორიები.
სამომავლოდ დაგეგმილია პირველ ეტაპზე 50 ტელემედიცინის მოწყობილობის დანერგვა სოფლის
ამბულატორიებში, რაც დისტანციური კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად
გაზრდის.
სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის წევრებისა და სოფლის ექიმების/ექთნების ხელფასი 2020 წლებში 100 ლარით
გაიზარდა.
2014 წლიდან დღემდე სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის წევრებისა ანაზღაურება 160%-მდეა გაიზარდა.
2021 წლის 1 იანვრიდან COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადებსა და
სადისპეტჩეროს თანამშრომლებზე ყოველთვიურად გაიცემა ხელფასის 50%-ის ოდენობით დანამატი.
მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა ცენტრშ განხორციელებული ცვლილებები:
შეიქმნა ცენტრალური სადისპეტჩერო და 112-ის პროგრამასთან ინტეგრაციის შედეგად გამოძახებები აისახება
ცენტრის ელექტრონულ პროგრამაში.
ყველა ავტომანქანაზე გამართულია GPS სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია ცენტრის პროგრამასთან.
ბრიგადის სტატუსი აისახებარუკაზე.
2
ცენტრის პროგრამის ჰოსპიტალიზაციის მოდულში ასახულია ქვეყნის მასშტაბით არსებული კლინიკების
მონაცემები სერვისების მიხედვით.
GPS რუკაზე დატანილია ყველა კლინიკის კოორდინატი, რისი საშუალებითაც უახლოესი (შესაბამისი სერვისი)
კლინიკის მოძიება ავტომატურად ხორციელდება.
პროგრამულად გაიმართა მედიკამენტების/სახარჯი მასალის აღრიცხვის სრული პროცესი.
მიმდინარეობს ნაშთების ელექტრონული ყოველთიური ინვენტარიზაცია.
ხელმისაწვდომია მიმდინარე პერიოდში ნაშთის შესახებ ინფორმაცია.
მედიკამენტების/სახარჯი მასალის ხარჯვა ისახება პაციენტის ბარათის ჭრილში ელექტრონულად.
ანალიზზე დაყრდნობით შემცირდა ანაზღაურებული თანხა.
სერვისის მიწოდებას ახორციელებს როგორც კერძო, ასევე ცენტრის რეფერალური ბრიგადები.
ცენტრის ელექტრონულ პროგრამაში დაემატა ახალი მოდული, შესაბამისად საშუალება გვაქვს სასწრაფოს და
რეფერალის გამოძახებები გავაანალიზოთ ერთიან სივრცეში.
დოკუმენტაცია სრულად ისახება დოკუმენტბრუვის ელექტრონულ სისტემაში.
გაიმართა ერთიანი ქსელი, თხელი კლიენტების მეშვეობით რაიონული სამსახურები მუშაობენ ერთიან
სისტემაში IT მხარდაჭერა მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში.
2020 წლის 1 იანვარს გაერთიანდა სამივე უწყება და 2020 წლის 1 აგვისტოდან შეუერთდა თბილისის
სადისპეტჩერო.
ერთიანი GPS სისტემის საშუალებით გამოძახებაზე რეაგირებას ახდენს უახლოესი თავისუფალი ბრიგადა
ადმინისტრაციული საზღვერბის გათვალისწინების გარეშე.
ჰოსპიტალიზაციაზე ინფორმაცია თავს იყრის ერთ ადგილას, რითაც შემცირდა რეაგირების დრო და გაიზარდა
კრიტიკული პაციენტების მართვის ეფექტიანობა.
2019 წელს სოფლის ექიმებს მიენიჭათ მიკრო მეწარმის სტატუსი. ამავე წლის ნოემბერში მოხდა პროექტის
შემოერთება.
ცენტრის მიერ ხდება მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ცენტრალიზებულად მიწოდება.
განხორციელდა GPS სისტემის და ცენტრის პროგრამის ინეგრაცია, რამაც საშუალება მისცა: მიმდინარე დროში,
ელექტრონულ რუკაზე ხედით განისაზღვროს სტატუსი, ასევე გამოძახების ადგილიდან უახლოესი
თავისუფალი ბრიგადის მდებარეობა, ისევე როგორც ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში გამოძახების ადგილიდან
უახლოესი კლინიკის მდებარეობა.
პროგრამისა და GRS-ის ინტეგრაციამ საშუალება მოგვცა, რომ პაციენტის ბარათის ჭრილში თვალი ვადევნოთ
ბრიგადის მიერ განვლილ ტრაექტორიას - განაცხადა მომხსენებელმა.
ასევე მან აღნიშნა რომ გამოძახებაზე გასვლა ხორციელდება უახლოესი ტერიტორიული ერთეულიდან.
მომხსენებელმა ასევე მიმოიხილა 2020-2021 წლების გამოძახებების შესახებ და პანდემიის დროს არსებულ
სიტუაციაზე.
პანდემიის დაწყების დროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
უზრუნველყოფდა:
ქვეყნის სასაზღვრო პუნქტებზე პირველადი ტრიაჟი-თერმოსკრინიგი, მგზავრთა დაყოვნება ადგილზე
მოწყობილ დროებით საკარანტინო ზონებში.
მგზავრთა გადაყვანა საკარანტინე დაწესებულებაში ცენტრის სპეციალიზირებული ტრანსპორტით.
112-ში შესაბამისი პროტოკოლის საფუძველზე შემომავალი ზარების ტრიაჟი. პაციენტების ტრანსპორტირება
ცხელების ცენტრებსა და COVID-19-ზე მორეაგირე კლინიკებში.
პერსონალური დაცვის საშუალებების, სადეზინფექციო საშუალებების მარაგების მართვა - მუდმივი
აღრიცხვა/დაგეგმვა/გაცემა.
განახლებული გაიდლაინების/რეკომენდაციების გაზიარება პერსონალთან, განსაკუთრებული აქცენტებით
პირადი დაცვის აღჭურვილობის ჩაცმა/გახდის ტრენიგზე.
დამატებთი ინფექციური საწოლების და საკარანტინე ზონების უზრუნველყოფის მიზნით, სამიზნე კლინიკების
დაცვლის კოორდინაცია და შესაბამისი სამედიცინო ტრანსპორტირებების განხორციელება.
3
დაინფიცირებული პერსონალის დროული ჩანაცვლება ორგანიზებული კადრებით, სერვისის უწყვეტობის
მიზნით.
სამუშაო
პროცესში
ცენტრის
პერსონალისათვის
ინფექციის
გავრცელების
თავიდან
ასაცილებლად
პრევენციული ღონისძიებების გატარება.
ქვეყნის მასშტაბით 24/7 მორიგეობს 333 სამედიცინო ეკიპაჟი.
აღნიშნულ სამედიცინო უზრუნველყოფაში ჩართულია 1135 ექიმი, 1134 ექთანი, 1275 მძღოლი და 97
პარამედიკოსი.
სოფლის ექიმის პროგრმაით 1219 ექიმი და 1442 ექთანი.
სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის წევრები სრულად არიან უზრუნველყოფილი პერსონალური დაცვის
საშუალებებით. მათ ეკიპირებაშ შედის C სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებისა და რაიონოლუ
ფილიალების სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
მედპერსონალის კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ დადგენილი პერიოდულობით.
ცენტრი მოქალაქეებისათვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა
კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს.
სასწავლო სატრენინგო ცენტრში დაინერგა სხვადასხვა სასწავლო პროგრამები.
ამჟამად ცენტრში 9 სასწავლო პროგრამის სწავლება მიმდინარეობს:
1.
ტრამვული პაციენტის სტაბილიზაცია და ტრანსპორტირება
2.
გადაუდებელი კარდიოლოგიური დახმარება
3.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსი ექთნებისათვის
4.
პირველად სამედიცინო დახმარება
5.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის სპეციალიზაციის კურსი
6.
გადაუდებელი პედიატრიული დახმარება
7.
ელექტრო კარდიოგრამის ინტერპრეტაცია
8.
ბაზისური პირველად სამედიცინო დახმარება
9.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმამდელი, პრეჰოსპიტალური, გადაუდებელი
სამედიცინო დახმარების სპეციალისტი-პარამედიკოსის სპეციალიზაციის კურსი
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ყველა წევრის გადამზადება.
მაღალმთიან რეგიონებში ექიმამდელი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ცენტრი სასწავლო
სატრენინგო ცენტრში გადამზადდა და პირველადი დახმარების საგნებით აღჭურვილი ჩანთები გადაეცა
მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბენეფიციარებს.
ცენტრის აკრედიტირებული სასწავლო პროგრამის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის
ექიმამდელი, პრეჰოსპიტალური, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სპეციალისტი-პარამედიკოსის
სპეციალიზაციის კურსის“ გავლის შედეგად გადამზადდა და დასაქმდა 105 პარამედიკოსი.
ეკიპაჟის წევრები აღიჭურვა ზაფხულისა და ზამთრის, ბრენდირებული, სპეციალური ფორმებით, ასევე
მიმდინარეობს მათი პერიოდული განახლება.
ჯანდაცვის
მსოფლიო
ორგანიზაციის
მხარდაჭერით,
ევროპის
რეგიონული
ოფისის
მხარდაჭერიღ
„საქართველოში საავადმყოფოთა უსაფრთხოების შეფასების პროექტი“ განხორციელდა, რომლის ფარგლებში
შეფასდა 112 საავადმყოფო. დამატებით ცენტრის მიერ შეფასდა 72 საავადმყოფო, რომლის მიზანი იყო საგანგებო
სიტუაციების დროს კლინიკების მზაობის ამაღლება.
შეფასების შედეგები ასახულ იქნა „საავადმყოფოს უსაფრთხოების ინდექსში“ და ანგარიშები წარედგინა
შეფასებული დაწესებულებების ადმინიტრაციებს.
ცენტრი თანამშრომლობს გამოცდილების გაზიარების და საუკეთსო პრაქტიკის დანერგვის მიზნით
ირლანდიის, პოლონეთია, ისრაელის, ბელორუსიის სასწარფო სამედიცინო დახმარების ცენტრებთან.
2021 წლიდან ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე სამედიცინო რეაგირების
პროექტის განხორციელება დაიწყება., რის შემდეგაც „ADVANCE HAZMAT LIFE SUPPORT“ სწავლების დანერგვა
და სპეციალიზირებული 2 რეანიმობილის და აღჭურვილობის გადმოცემა იგეგმება.
4
ცენტრი ჩართული იქნება სადისპეტჩერო პრიორიტეტიზაციის (ProQa) პროგრამის დანერგვის პროცესში
ქვეყნისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სადისპეტჩერო პროტოკოლები შემუშავებულია და
იგეგმება ჩართა, რომლის მიზანია ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების სერვისის ოპერატიულობის და
ხარისხის გაზრდა.
საქართველოსში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების EMT-1 დონის საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნება.
გერმანიის ცენტრალური მთავრობის რობერტ კოხის კვლევითმა ინსტიტუტმა გერმანულ არასამთავრობო
ორგანიზაცია „ASB“-ისთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულმა ოფისმა საგანგებო
სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან ერთად დაიწყო საქართველოში
გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ჯგუფების შექმნის პროექტის მხარდაჭერა.
მიზანია საერთაშორისო გადაუდებელი დახმარების აკრედიტირებული ჯგუფის შექმნა (EMT).
2021 წელს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მოწოდებული იქნა სადისპეტჩერო კონსოლები, მანქანის და
პროტატული რაციები. ქეყნის მასშტაბით დისპეტჩერსა და სამედიცინო ბრიგადას შორის კომუნიკაცია
დამყარდა „ტეტრას“ სისტემის ციფრული რადიოკავშირის საშუალებით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის
სამედიცინო დახმარების სერვისის ოპერატიულობას.
დაემატა პლანშეტები სასწრაფო დახმარების ჯგუფებისათვის, რათა მოხდეს სადისპეტჩეროსთან ინფორმაციის
ელექტრონული მიმოცვლა.
უახლოეს მომავალში ცენტრს გადმოეცემა 15 ერთეული ჟანგბადის გამომმუაშავებელი პორტატული
გენერატორი.
სისტემა ცენტრს დაეხმარება ჟანგბადის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯების შემცირებაში და ის ხელ
შეუწყობს ლოგისტიკური პროცესების გამარტივებას.
ამ სისტემის გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება საგანგებო ვითარების დროს ქვეყანაში ჟანგბადის
დეფიციტისას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებისა და საველე ჰოსპიტლების ჟანგბადით მომარაგების
უზრუნველსაყოფად.
2021 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მსოფლიო
ჯანდაცვის ორგანიზაციის, საქართველოში ისრაელის საელჩოსა და MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო
განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით საველე ღონისძიებისთვის კარავი გადაეცა.
მრავალფუნქციური კარავი გათბობა-გაგრილების და განათების სისტემითაა უზრუნველყოფილი, კარავში
სხვადასხვა სასის საველე სამედიცინო პირობებში გადაუდებელი სამედიცინო დახმრების პუნქტის მოწყობა და
ნებისმიერი სიმძმის პაციენტის მომსახურება იქნება შესაძლებელი.
გადაუდებელი დახმარების ცენტრს აღჭურვაში დაემატება ისეთი მოწყობილობები, რაც აქამდე არ გააჩნდა.
შესაბამისად მიმდინარეობს პერსონალის გადამზადება და მალე ჩაეშვება.
ძვალშიდა კათეტერების კომპლექტი მნიშვნელოვანია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების
მართვისთვის, ვისაც ესაჭიროება ინფუზია და ეს ვერ ხერხდება ვენების კათეტერიზაციის გზით.
CPR Machine გულ ფილტვის რეანიმაციის ავტომატური მოწყობილობა აუმჯობესებს რეანიამციის დროს
კეთილსაიმედო გამოსავლის დადგომას, შესაძლებელს ხდის ტრანპორტირების დროსაც შენარჩუნდეს
რეანიმაციის უწყვეტობა.
2020 წლის აპრილში კოვიდ-19-ის პანდემიის ეფექტიანი მართვისთვის მსიოფლიო ბანკის დაფინანსებით
ცენტრს გადაეცა 20 ცალი სატრანსპორტო სუნთქვის აპარატი.
სასწრაფოს ეკიპაჟები აღიჭურვება განახლებული დეფიბრილატორებით, კარდიოგრაფებით და სხვა საჭირო
საშუალებებით.
მომხსენებელმა ასევე წარმოადგინა გამოძახებების სტატისკტიკა 2020-2021 წლების განმავლობაში.
5
გადაწყვეტილება:
კომიტეტმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ანგარიში ცნობად
მიიღო.
დიმიტრი ხუნდაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
ლელა ასათიანი
სხდომის მდივანი
6