საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა განათლების დამცველთა ასოციაციის (დავით ფერაძე) მიერ წარმოდგენილ მასწავლებელთა გამოცდების შესახებ (№1-4450/22, 11.04.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.06.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
ნომერი
#2-8873/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-20
ბიუროს ნომერი 161

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2-8873/22 17-06-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დასკვნა განათლების დამცველთა ასოციაციის (დავით ფერაძე) მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით (N14450/22, 11.04.2022). საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა 2022 წლის 17 ივნისს განიხილა ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება. I . საკანონმდებლო წინადადების არსი 1. საკანონმდებლო წინადადების ავტორი აპროტესტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის N42/ნ ბრძანებას ,,საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“. კერძოდ, ავტორის მოსაზრებით ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დადგენილი საგამოცდო შეღავათები რეალობაში მოქმედებს მხოლოდ არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებისათვის რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლს და წარმოდგენს დისკრიმინაციულ მიდგომას. 2. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით ყოფილი პრაქტიკოსი მასწავლებლები დარჩნენ უსტატუსოდ, რაც ასევე არაკონსტიტუციურად მიაჩნია ავტორს. 3. ავტორი აპროტესტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N125/ნ ბრძანებას საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე. ავტორის მოსაზრებით ბრძანება არ შეესაბამება კანონს ვინაიდან ე.წ. სტატუსის დანამატი დამოკიდებული არ არის ვაუჩერზე და ფინანსდება უშუალოდ მთავრობის მიერ. 4. ავტორს კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნია საქართველოს მთავრობის 2015 წლის დადგენილება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის დიფერენციაციც. მისი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მოსაზრებით ამ დიფერენციაციით ირღვევა კონსტიტუციის მე-11 მუხლი და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 27 მუხლი. საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოსწავლის ვაუჩერი უნდა იყოს სტანდარტულად თანაბარი. 5. ავტორი აპროტესტებს პროფესიული უნარების გამოცდის ვალდებულებას წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის. ავტორის მოსაზრებით მასწავლებლები რომლებმაც უნდა ჩააბარონ შესაბამისი გამოცდა დისკრიმინირებულ მდგომარეობაში არიან იმ მასწავლებლებთან მიმართებით რომლებმაც გასულ წლებში სტატუსის ამაღლება გამოცდის გარეშე შეძლეს. 6. ავტორი აღნიშნავს, რომ 2011-2013 წლებში პედაგოგების მცირე ნაწილმა (დაახლოებით 13 ათასი) უკვე ჩააბარა პროფესიული უნარების გამოცდა. მიმდინარე წელს წამყვან და მენტორ მასწავლებლობის მსურველებს ხელმეორედ უწევთ ამ გამოცდის გავლა. ავტორის მოსაზრებით მათ აღარ უნდა გაიარონ გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად. II. კომიტეტის შეფასება საკანონმდებლო წინადადების ავტორი აპროტესტებს ზემოაღნიშნულ კანონქვემდებარე აქტებს და აღნიშნავს, რომ ისინი რიგ შემთხვევებში ანტიკონსტიტუციურია, ხოლო მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებისა და სტატუსის ამაღლების თაობაზე სავალდებულო გამოცდის საკითხები ეწინააღმდეგება კანონს ,,ზოგადი განათლების შესახებ“. პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მიხედვით საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების ავტორი ითხოვს ცვლილებებს მთავრობისა და სამინისტროს მიერ მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. ამდენად, ზემოაღნიშნული საკითხები არ წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადების ფორმატში განხილვის საგანს. გარდა ამისა, ავტორის მიერ მოყვანილი არგუმენტები იურიდიულად დაუსაბუთებელია და ვერ ადასტურებს სადავო ნორმატიული აქტების კანონთან/კონსტიტუციასთან შეუსაბამობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ზოგადი განათლების სფეროში მრავალი წელია მიმდინარეობს რეფორმა რომელის ერთ-ერთი მიმართულებაა კვალიფიციური მასწავლებლების სკოლებში დასაქმება. ფაქტია, რომ მიუხედავად ხანგრძლივი პერიოდისა მასწავლებელთა გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო კომპეტენციის დადასტურება. კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რათა გამოცდაჩაუბარებელი მასწავლებლებისათვის შეთავაზებულ იქნეს გზა, რომლის მეშვეობითაც ისინი დაძლევენ დადგენილ ბარიერს. III. დასკვნითი ნაწილი კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას და უარყოფილად ცნო იგი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი